ქართველი ძმები ვიტგენშტეინები რუსი მეფის ამალაში

gurianews.com

ისტორია

ქართველი ძმები ვიტგენშტეინები რუსი მეფის ამალაში

2018 აგვ 31 16:51:32

რუსეთის მეფის დაცვაში (კანვოი) მყოფი ქართველები რომ ყველგან და ყოველთვის უპირატესობით სარგებლობდნენ, ეს კარგად ჩანს სტუმრებისა თუ მეფის ახალშეძენილი ნათესავების დახვედრისას: 1866 წელს ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე III-ის პატარძალს, დანიელ პრინცესა მარია სოფია ფრედერიკი დაგმარს პორტიდან სასახლემდე აცილებდა კანვოი, რომლის კორტეჟის თავში ქართველები იდგნენ.  ასევე, როდესაც დიდი კნიაჟნა ოლღა (1895 წლის 14 ნოემბერი) მონათლეს, ეკლესიიდან სასახლისკენ მეფის კარეტას მიყვებოდა კანვოის უფროსი მეიენდორფი, ხოლო მესაყვირეებს წინ უძღოდა კანვოის ადიუტანტი, ასეულის უფროსი, თავადი ალექსანდრე ვიტგენშტეინი. ვიტგენშტეინი, სხვა ორ ოფიცერ-კანვოელთან ერთად, ასევე იცავდა ილინსკში დასასვენებლად მყოფ მეფე-დედოფალს.

ალბათ, იკითხავთ, თუ რატომ შევაჩერე თქვენი ყურადღება ვინმე ვიტგენშტეინზე? აი, რატომ: ძმები ალექსანდრე და გრიგორი ვიტგენშტეინები გერმანელ თავადთა უძველესი გვარიდან იყვნენ. მათი მამა, ფერდინანდ საინ-ვიტგენშტეინ-ბერლებურგი, ავსტრიის არმიის პორუჩიკი, ძმასთან ერთად დასახლდა რუსეთში, სადაც ბრწყინვალე სამხედრო კარიერა გაიკეთა – კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლებისა და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილემ, გენერალ-ლეიტენანტისა და ფლიგელ-ადიუტანტის წოდება დაიმსახურა. 1868 წელს მან იქორწინა პრასკოვია (პაშა) ალექსანდრეს ასულ დადიანზე. მათ შეეძინათ სამი შვილი, უფროსები: ალექსანდრე (1869-1901) და გრიგორი (1873-1907) მამის კვალს გაჰყვნენ და სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ, ორივე ძმა კანვოიში მსახურობდა. ბავშვობის წლები ძმებს სამეგრელოში ჰქონდათ გატარებული, იცოდნენ ქართული, მეგრულიც, უყვარდათ ქართული ჩოხა-ახალუხის ჩაცმა და `...ისინი თავს ქართველებად თვლიდნენ, რადგან  მათი დედა დადიანის ქალი იყო~, _ იხსენებდა ნიკო ბაგრატიონი, ბურად ცნობილი.  ამის გამო გახდნენ ვიტგენშტეინები ჩვენი წიგნის გმირები.

რუსულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი პეტერბურგისა, ვიტგენშტეინები ძალიან პოპულარულები იყვნენ. ისინი ხშირად ექცეოდნენ ხმაურიანი და სკანდალური ამბების ეპიცენტრში. ასე, მაგალითად, 1899 წელს უფროსმა ძმამ, ალექსანდრემ პეტერბურგში დაჭრა სტუდენტი, რომელმაც ქალს სახეში გაარტყა. მაშინ ყველაფერი ჩაიფარცხა, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ, ქალების გამოსარჩლების მორიგი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.

1901 წლის 15 ივლისს 32 წლის თერგის კაზაკთა ასმეთაური, კანვოელი და ფლიგელ-ადიუტანტი თავადი ალექსანდრე ვიტგენშტეინი პეტერბურგისკენ მიმავალ მატარებელში გამოსაერჩლა სამ ფრანგ მანდილოსანს. ამბობენ, ისინი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენო, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა მრავალომგადატანილმა, გამოცდილმა პროფესიონალმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, კირასირმა, ინგლის-ბურების ომის მონაწილემ, 52 წლის ევგენი მაკსიმოვმა (ის ბურების მხარეს იბრძოდა, შესაძლებელია ჩვენებურ ნიკო ბაგრატიონსაც იცნობდა). ქალებმა დახმარებისთვის ვიტგენშტეინს მიმართეს (თითქოს ერთ-ერთი  თავადის საყვარელი იყოო). არსებობს მომხდარის მეორე ვერსიაც, რის მიხედვითაც მაკსიმოვს არაფერი შეურაცხმყოფელი ქალებისათვის არ უთქვამს, ისინი კი ნასვამები იყვნენ და ჩვენებურად რომ ვთქვათ, შარს ეძებდნენ.

მეორე დღისთვის დაინიშნა დუელი, ვიტგენშტეინის სეკუნდანტი თავადი ამილახვარი იყო (არ არის გამორიცხული, რომ ის კანვოელი ალექსანდრე ამილახვარი ყოფილიყო).   მოწინააღმდეგეები ერთმანეთისგან 25 ნაბიჯის დაშორებით იდგნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი გასროლა მაკსიმოვმა ვიტგენშტეინს დაუთმო, რომელმაც ყველას გასაკვირად მიზანს ააცილა. ბრწყინვალე მსროლელმა მაკსიმოვმა მუცელში მოარტყა თავადს, თუმცა აცხადებდა, რომ ის ფეხში უმიზნებდა, მაგრამ თვალმა უმტყუნა. ვიტგენშტეინი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ბრალდების თქმით, ვიტგენშტეინის სიკვდილი მაკსიმოვის უტაქტობამ და თავადის სიფიცხემ გამოიწვია. სასამართლომ მაკსიმოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ნიკოლოზ II-მ, გაითვალისწინა რა მისი სამხედრო დამსახურებანი, პოლკოვნიკი შეიწყალა. მაგრამ სულ მალე მოკლულის უმცროსმა ძმამ, ექსცენტრიულმა გრიგორიმ, მეტსახელად გრიცკომ,  მაკსიმოვი ხმლებით დუელში გამოიწვია. მაკსიმოვს არ უნდოდა დუელში მონაწილეობა ორჯერ უმცროს მეტოქესთან, თანაც ჩინებულ მოფარიკავე გვარდიელთან, მაგრამ ვერაფერი გააწყო. დუელი 12 წუთს მიმდინარეობდა, გამოცდილმა მაკსიმოვმა აჯობა და ვიტგენშტეინი მარჯვენა ხელში დაჭრა. დუელი ამით დამთავრდა. მაგრამ არ დამთავრებულა ისტორია. ამჯერად მაკსიმოვი დუელში ვიტგენშტეინის კიდევ ერთმა ნათესავმა თუ მეგობარმა გამოიწვია. მაგრამ მაკსიმოვმა აარიდა თავი შერკინებას, რადგან არ სურდა ,,ვიტგენშტეინების გვარის სრული ამოწყვეტა” და ახალდაწყებულ რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ გაემგზავრა. წასვლისას, საკუთარი ბინის კარზე ასეთი შინაარსის წერილი დატოვა: `ვისაც სურს ჩემგან მიიღოს სატისფაკცია, შეუძლია გამომყვეს~.  ევგენი მაკსიმოვი 1904 წელს, პირველსავე ბრძოლაში დაიღუპა.

არ ვიცი, ისარგებლა თუ არა მისი რჩევით გრიცკომ, მაგრამ ისიც მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. ერთხელ, მუკდენთან, ბრძოლებს შორის, ის შეიპარა ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე ერთ ქოხში  და ინგლისურ ენაზე დატოვა წერილი, სადაც იაპონელ ოფიცერს ეპატიჟებოდა ბოთლ შამპანურზე რუსული ახალი წლის აღსანიშნავად. მეორე დღეს იაპონელი ოფიცრისგან ასევე ინგლისურ ენაზე თანხმობის წერილი დახვდა. დანიშნულ დღეს, ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, დაცალეს ბოთლი, ცოტა ხანს ისაუბრეს და დაიშალნენ.  სხვადასხვა ცნობებით, გრიცკო გარდაიცვალა ყელზე განვითარებული ჩირქოვანი ინფექციისა თუ ყელში გაჩხერილი ქათმის ძვლისგან...

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან „კანვოი _ რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“


ნახვა: 153


 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობსჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში :ქართული ოცნების: მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ხელოვნების სასახლის თანამშრომელი კარს გასაღებით კეტავს და დარბაზში მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებს, რომლებზეც მითითებას შტაბის წევრები აძლევენ. კითხვა _ რატომ დაკეტეს იმ შეხვედრის კარი, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებდა და რატომ არ უშვებენ ადამიანებს თავისუფლად, უპასუხოდ რჩება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ლანჩხუთსა და სხვა ქალაქებში განვითარებული მოვლენებია _ ზურაბიშვილს "ნაციონალური" მოძრაობის წევრები აქციებით ხვდებიან და ხშირია ფაქტები, როცა დაპირისპირება დარბაზშიც ... ...
  • სოფელ სალხინოში საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა (R)მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ  პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმარტეს და სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილეს. სოფელ სალხინოს გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.  სალხინოს არეალზე იდენტიფიცირებულია 2900 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან უკვე რეგისტრირებულია 1665. 963 მიწის ნაკვეთზე განცხადება განსახილველად გადაგზავნილია ვანის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე აღიარების კომისიაში. დარჩენილ მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება და დამატებითი ინფორმაციის შესწავლა.  აღსანიშნავია, რომ სალხინოს საპილოტო არეალზე ქალი და კაცი მესაკუთრეების რაოდენობა თითქმის იდენტურია.  კერძოდ, დარეგისტრირებული  1657 მესაკუთრის უფლებიდან,  ქალ მესაკუთრეთა რაოდენობა 852-ია, ხოლო კაც მესაკუთრეთა 986-ია.  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინო ერთ-ერთია იმ 12 დასახლებიდან, რომლებშიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მიმდინარეობს.   მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი  მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებზე სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე,  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები; შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა;  მესაკუთრები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის  თუ  სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ,  ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. (R)   ... ...
  • "არც ერთი ხმა მოღალატეს" _ "ნაციონალებმა" სალომე ზურაბიშვილო სასტვენებით გააცილესხმაურით დასრულდა "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ლანჩხუთში. გარეთ გამოსულ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასტვენებით და პლაკატებით დახვდნენ. _ არცერთი ხმა მოღალატეს, აფხაზეთი განგრენა არ არის, _ ეწერა პლაკატებზე. აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქციაში "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობდნენ. აქციასთან დაკავშორებით კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც. _ ეს არის კომუნიზმი დროიდნელი გადმონაშთი, _ აღნიშნა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილს ლანჩხუთში აქციით ხვდებიანხმაურია ამ წუთებში ლანჩხუთის კულტურის სახლთან, სადაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას მართავს. კულტურის სახლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან შეკრებილნი: _ ზურაბიშვილი ქვეყნის მოღალატეა,_ აღნიშნავენ აქციის მონაწილეები და დარბაზში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატი შენობაში შევიდა, კარები ჩაიკეტა და შიგ შესვლის საშუალება აღარავის ... ...
  • „ხელისუფლება პირდაპირ დაბოლებაზე გადავიდა“ _ გია ხუხაშვილიპარლამენტი მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას, ჯერჯერობით, არ ჩქარობს.  როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს,  საზოგადოებამ კანონპროექტის შინაარსი კარგად ვერ გაიგო, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტის ეფექტიანობაში საზოგადოების დარწმუნებას თავად აპირებს. _ დიდი საპროტესტო ტალღის შემდეგ, როგორ აპირებს ხელისუფლება საზოგადოების გადარწმუნებას? _ სადავო კანონპროექტზე  ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. _ არ ვიცი, როგორ შეიძლება საზოგადოების გადარწმუნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაღაც იციან. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერ დაარწმუნებენ საზოგადოებას კანონპროექტის ავკარგიანობაში და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას,  ცივილიზებული გზაა. მართალია, ხელისუფლებისგან კანონპროექტთან დაკავშირებით დამაჯერებელი არგუმენტები ჯერ არ წარმოუდგენიათ და ერთი ტყლაპოდან მეორეში ხტებიან, მაგრამ კი, ბატონო, აგვიხსნან, რაშია პრობლემა. _ ბატონო გია, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება მარიხუანის წარმოებას სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია. რის ახსნას აპირებს ხელისუფლება?  _ კანონპროექტს არავინ იცნობს,  დარწმუნებული ვარ, რომ ინიციატორების გარდა, კანონს არცერთი დეპუტატი არ კითხულობს. ისინი სმს-ით იღებენ ბრძანებას, რომელ ღილაკს დააჭირონ  ხელი. კანონების კითხვით თავს არ იწუხებენ. მიმაჩნია, რომ  კანაფის კულტივაცია გარკვეულ რისკებს უკავშირდება. მარიხუანის მოყვანაზე ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის დაფუძნება  სასაცილო და არასერიოზულია. როგორც ჩანს,  ხელისუფლება პანიკაშია. კანაფით უნდათ ქვეყნის აშენება, იცით, ეს რას ნიშნავს? პოლიტიკური დაბოლებიდან, ნელ-ნელა პირდაპირ დაბოლებაზე გადადიან. ზოგიერთები კანაფის წარმოებიდან მისაღებ მილიარდობით ლარის შემოსავალზე რომ საუბრობენ, არასერიოზულია. უნდა გვესმოდეს, რაც უფრო გაფართოვდება კანაფის კულტივაცია,  კონტროლი უფრო და უფრო  ძნელი იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. _ ბატონო გია, ,,გურია ნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ კანონპროექტის მომზადებაში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინეტერესები არ იკვეთება. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის შეთანხმების გარეშე გადაწყდებოდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება? მიზეზს ვერ ხედავთ, თუ რატომ შეიძლება ლობირებდეს ივანიშვილი ამ ინიციატივას? _ არ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება.  ვამბობ, რომ მისი პირადი ბიზნესინტერესები არ იკვეთება. ვფიქრობ, არსებობს ლობისტური ჯგუფი, რომელმაც ჩათვალა, რომ მარიხუანის წარმოებისთვის საქართველოში ძალიან  ნოყიერი ნიადაგია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს კონკრეტული ლობისტური  ჯგუფი დაკავშირებული იყოს საერთაშორისო ნარკომოვაჭრეებთან, იმიტომ, რომ საერთაშორისო ნარკომოვაჭრეები ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ხედავენ, რომ საქართველოში ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნით 30 ათას კაციანი მიტინგი იმართება, საკონსტიტუციო სასამართლომაც გამოიტანა ნარკოტიკების ლიბერალიზაციის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ამიტომ ჩათვალეს, რომ საქართველოში საინტერესო ნიადაგია. კონკრეტულად, ვისი მეშვეობით დაიწყეს ამ კანონპროექტის ლობირება, ეს ტექნიკური საკითხია. ფაქტია, რომ ლობისტურმა ჯგუფმა აშკარად იმუშავა“, _ გვითხრა ხუხაშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტზე მუშაობა ამჟამად შეჩერებული აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონპროექტს მხარს დაუჭერს, საქართველოში მარიხუანის წარმოება ლეგალური ... ...

არქივი

ზაფრანი

ცეკვის რომელი სახეობაა ყველაზე სასარგებლო

ცეკვა ერთდროულად გართობისა და კარგ...

ქათამი დინოზავრის ახლო მონათესავე ყოფილა

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ქათამი მფრინავი...

სიზმრის საიდუმლო, რატომ ვხედავთ სიზმარს

მიჩნეულია, რომ ყველა ჩვენგანი ყოველ...

ზოდიაქოს ნიშანი და კვების რაციონი

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით  ამა თუ...

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...