ქართველი ყაჩაღი ქალი, რომლითაც უცხოური პრესა დაინტერესდა

ისტორია

ქართველი ყაჩაღი ქალი, რომლითაც უცხოური პრესა დაინტერესდა

2019 თებ 22 15:03:49

“გურია ნიუსის” მკითხველს რამდენიმე წლის წინ მეგრელი ყაჩაღი ქალის, ბარბარა დანელიას შესახებ პატარა ცნობა მივაწოდეთ (2016, 2 სექტემბერი). ახლა კი უფრო ვრცელ წერილს გთავაზობთ.

ამერიკელი ყაჩაღები საქვეყნოდაა ცნობილი - ამას მრავალი ფაქტორი უწყობდა ხელს: ძლიერი ქვეყანა, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრობილი (დღემდე ასეა), მთელ მსოფლიოში გავრცელებული ამერიკული ბულვარული რომანები ბანდიტებსა და ველური დასავლეთის გმირების შესახებ, ბაფალო ბილ ქოუდის ველური დასავლეთის შოუ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბანდიტის და ქაუბოის რომანტიულ იმიჯს, დანარჩენი კი კინემატოგრაფმა გააკეთა. შედარებისათვის, ავსტრალიელებსაც ჰყავდათ განთქმული ყაჩაღები (ნედ ქელი, ,,ცოფიანი ძაღლი” მორგანი, ბენ ჰოლი და სხვები), მაგრამ ინფორმაციის და რეკლამის ნაკლებობის გამო ისინი მხოლიდ საკუთარ სამშობლოში იყვნენ ცნობილნი.

ქართველი ყაჩაღების, ბანდიტებისა და ტერორისტების შესახებ, რომლებიც თავისი თავგადასავლებით არაფრით ჩამოუვარდებიან, თუ არა ჯაბნიან კიდევაც, ამერიკელ და ავსტრალიელ თანამოძმეებს, თითქმის არავინ არაფერი იცის. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა - ალბათ პირველი ქართველი ყაჩაღი, რომლითაც უცხოური პრესა დაინტერესდა იყო ბარბარა დანელია 

1898 წლის 16 ოქტომბრის ,,ნიუ იორკ თაიმსმა” სტატია მიუძღვნა მეგრელ ყაჩაღ ქალს ბარბარა დანელიას, რომელიც თურმე შიშის ზარს სცემდა არა მარტო სამეგრელოს, არამედ იმერეთსაც. იმ ხანებში, ⅩXI-XⅨ საუკუნის მიწურულს, გურიაში ფირალური მოძრაობა დროებით ჩაწყნარდა, მეზობელ რეგიონებში კი, ამერიკული გაზეთის მიხედვით, სისხლიანი ძარცვა_გლეჯა მიმდინარეობდა. დანელია აღწერილია, როგორც უბადლო ცხენოსანი და ჩუბინი, რომელიც რუსულ ვერცხლის მონეტას, ,,რომელიც ჩვენი ექვსი პენსის მონეტაზე უფრო მცირეა”, შორი მანძილიდან ახვედრებდა ტყვიას. ამასვე ადასტურებს ქართული ,,ცნობის ფურცელი” (1898, 706): ,,ცხენზე ჯდომა იცოდა საოცარი, იარაღსაც ხმარობდა როგორც კარგი მეომარი... მისი ბღვრიალა თვალები უნებლიედ კაცს შეაშინებდა”.

,,ნიუ იორკ თაიმსის” და სხვა უცხოური გაზეთების მიერ ის გამოყვანილია ნამდვილ ,,რობინ ჰუდად”, რომელიც თურმე კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი მხოლოდ მდიდრებს ძარცვავდა. ,,ღარიბ მოგზაურებს არავითარი საშიშროება არ ელით ბარბარასაგან, _ წერდა გაზეთი _ რადგან ის ძალიან ხელგაშლილი და გულკეთილია”. ქართული გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (1898, # 623) კი მას აუგად მოიხსენიებს, როგორც ყაჩაღს, რომელიც ,,თითქმის ათ წელიწადზე მეტია... ქურდობს და ყაჩაღობს... რამდენი თავმომწონე ყმაწვილები ჩამოუხტუნებია ცხენიდან და გაუძარცვავს, რამდენი ავქალობა ჩაუდენია და სასამართლოებში ჰქონია საქმე, მაგრამ ყოველთვის გამომძვრალა.”

გაზეთი The Philipsburg Mail (1899) ბარბარა დანელიას ადარებდა ცნობილს ამერიკელ ყაჩაღ ქალბატონს დორა კოქსს - ,,ყველაზე ცნობილ კანონგარეშე ქალს, რომელსაც უცხოვრია ოკლაჰომაში”. (Re-Dressing America’s Frontier Past By Peter Boag)  საინტერესოა, რომ კოქსის და დანელიას ბიოგრაფიები წააგავენ ერთნანეთს თავზეხელაღებული და საოცარი თავგადასავლებით: ისინი ერთი და იმავე წლებში ,,მოღვაწეობდნენ”. ორივე ატარებდა კაცის სამოსს, ძარცვავდა მგზავრებს, იპარავდა ცხენებს და ციხიდან იყო რამდენჯერმე გამოქცეული. ერთხელ როცა ციხეში ისხდნენ, დანელიამ და კოქსმაც, თავი შეაყვარეს ციხის დარაჯებს და მათი საშუალებით დააღწიეს საპყრობილეს. ერთმა უცხოურმა გაზეთმა მას Bandit Queen ბანდიტი - დედოფალი - შეარქვა და სწორედ ასე ეძახდნენ სახელგანთქმულ ბანდიტ ქალს ბელ სტარს და ზოგიერთ სხვა ყაჩაღ ქალბატონს ამერიკის  ,,ველურ” დასავლეთში.

თურმე ძარცვისას დანელია თავაზიანად ექცეოდა მსხვერპლს, ყოფილა შემთხვევა ღვინოსც კი შეუთავაზებია. თუმცა მას ხელი სისხლში ჰქონია გასვრილი: ერთხელ მას დაედევნა პოლიციელი ერისთავი, რომელთანაც შეტაკება მოსვლია და ეს უკანასკნელი დაღუპულა.

როგორც წესი ყაჩაღის დასასრული ეს ძალადობრივი სიკვდილია სახრჩობელაზე ან ტყვიით. ასევე დასრულდა,,ლომ-კაცა-ქალი” ბარბარა დანელიას ცხოვრება, რომელიც იმ დროს იქნებოდა 35-40 წლის, შვილების პატრონი: ,,საბრალო საქურდლად წასულა, მაგრამ გაუგეს და მოკლეს.” თურმე ის იძახდა, რომ ,,მე უნდა მოვკვდე ვაჟკაცურადო, გამგმირავს ოდესმე თოფ-ხმალ-ხანჯალი და მოულოდნელად შეიტყობს ყველა ჩემს სიკვდილსო”, რაც აღსრულდა კიდევაც.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...