ქართველი თაღლითისგან მოტყუებული იაპონელი

ისტორია

ქართველი თაღლითისგან მოტყუებული იაპონელი

2017 ოქტ 21 09:28:33

დღევანდელ მოგონებებში სიტყვას თანამემამულე სამართალდამცველებს გადავცემ, ანუ მათ, რომლებსაც გაგანია საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

იმედია ქართველი „მილიციონერები“ არ გამინაწყენდებიან და მკითხველის სამსჯავროზე რამდენიმე ძველ ისტორიას გამოვიტან. ამ მოგონებების ავტორებსაც დავასახელებ. იმედია ამ წერილს წაიკითხავენ და დამსახურებულ პენსიაზე მყოფები კიდევ ერთხელ გაიხარებენ.

ტრისტან ყავლაშვილი, პოდპოლკოვნიკი:

„პერესტროიკის პერიოდში, ლენინგრადში ერთი ქართველი თაღლითი მოღვაწეობდა, გვარად კოკაია. იგი, ძირითადად, უცხოელებზე მუშაობდა და სხვადასხვა ხერხებით“ მათ ფულს სძალავდა.

კოკაიას ყველა საქმე იმდენად კურიოზული იყო, რომ მათი კითხვისას სიცილისგან ვსკდებოდით. სულ მიკვირდა, თუ როგორ ახერხებდა კოკაია ასეთი ხალხის პოვნას. არადა, უმეტესი მათგანი სერიოზული ბიზნესმენი იყო. სხვათა შორის, კოკაიას დიდხანს ვერ ვიჭერდით და მისი ბოლო საქმის შემდეგ ისეთი სკანდალი ატყდა, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაძლიერეთ.

საქმე კი ასეთი იყო: ჩვენს განყოფილებაში კარგად ჩაცმული, შუახნის, საკმაოდ სოლიდური გარეგნობის იაპონელი ბიზნესმენი მოიყვანეს. როგორც მორიგე პატრულმა განმარტა, იაპონელი, „ავრორას“ სადგომიდან აიყვანეს, რადგან მას იქ საშინელი სკანდალი აუტეხავს და „ავრორას“ დაცვის სამი წევრი ისე სასტიკად უცემია (იაპონელი „კარატისტი“ აღმოჩნდა), რომ მათ მძიმე დაზიანებები აღმოაჩნდათ.

ბიზნესმენი, თურმე, „ავრორას“ ხალხისგან დაცარიელებას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ ეს გემი მისი საკუთრება იყო და სამშობლოში უნდა წაეყვანა, რის დამადასტურებელ საბუთადაც მან რუსულ, ინგლისურ და იაპონური იეროგლიფებით ნაწერი ფურცელი წარადგინა. მას კოოპერატიული ფირმა „შიბლას“ (არც მეტი და არც ნაკლები, ფირმას სწორედ ასე ერქვა) ბეჭედი ერტყა, რომელიც იაპონელს ნებას აძლევდა, ამ ფირმის საკუთრებაში მყოფი „ავრორა“ იაპონიაში წაეყვანა და ხელმოწერით ადასტურებდა ამ ბიზნესმენისგან 120 ათასი ამერიკული დოლარისა და 200 ათასი საბჭოთა მანეთის წინასწარ მიღებას. ხელს ალექსანდრე ყაზბეგი აწერდა.

ასეთი საბუთის წარმომდგენი „ავრორას“ დაცვას გიჟი ეგონა და მისი ფსიქიატრიულში წაყვანა სცადა, მაგრამ კარატისტმა იაპონელმა ისინი სასტიკად სცემა. ერთი სიტყვით, როდესაც იაპონელს ყველაფერი განვუმარტეთ და ავუხსენით, რომ „ავრორა“ სახელმწიფო კუთვნილებაა და მისი გაყიდვა სისულელეა, ანუ ეს ყველაფერი ბლეფი იყო-მეთქი, ის კაცი ისეთი „დაგოიმებულ-გაბრუებული“ ჰყავდა თაღლითს, რომ კარგა ხანს არ სჯეროდა და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის დასარწმუნებლად.

ერთი სიტყვით, აშკარა იყო კოკაიას ხელწერა და როდესაც იაპონელი გონს მოეგო და დაწვრილებითი ჩვენება მოგვცა, ჩვენი ვარაუდი, რა თქმა უნდა, დადასტურდა.

როდესაც კოკაია დავიჭირეთ და ვკითხეთ, თუ როგორ მოახერხა მან ასეთი სერიოზული კაცის გაბითურება, გვიპასუხა: „ის იაპონელი ისეთი დიდი მოწონებით უმზერდა „ავრორას“ და ამასთანავე ისეთი სულელური თვალები ჰქონდა, იმ წუთასვე მივხვდი, რომ ადვილად მოიწველებოდაო.“

მალხაზ გიგაური, პოლკოვნიკი:

„ინტენსიური სასწავლო გაფრენების შემდეგ გუდაუთაში. ბომბორას აეროდრომზე შევჩერდით, რათა დაგვესვენა და დილით კვლავ ვაზიანში დავბრუნებულიყავით.

საღამოს, როგორც ყოველთვის სუფრა გავშალეთ და „შევუბერეთ“. ექვსი კაცი ვიყავით, ოთხი ბოთლი არაყი გვქონდა და რას გვეყოფოდა?! ერთი რუსი მფრინავი გვყავდა-სტიოპა. ნახევარი მარაგი რომ გამოვცალეთ, ამ სტიოპამ დაიწუწუნა, „ეს პირის გასასველებლადაც არ გვეყოფაო“ და ჩვენი სუფრის ერთ-ერთ წევრს დაავალა - „წადი, იჩალიჩე, იქნებ კიდევ ოთხი-ხუთი ბოთლი არაყი იშოვნოო.“

ჩვენი მეგობარი გავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა ცარიელი. ამასობაში კიდევ ერთი ბოთლი გამოვცალეთ და მიუხედავად იმისა, რომ სტიოპა უკვე ბარბაცს იწყებდა, ეტყობოდა, სასმელი არ ეყოფოდა.

უცებ სტიოპა თავად წამოდგა „მალე მოვალო“ თქვა და გავიდა. ჩვენ ნელ-ნელა გავაგრძელეთ სმა და ვიფიქრეთ - „ალბათ, სტიოპამ სადმე მიიძინა, შარს არ გადაეყაროს-მეთქი“ და ბოლო ჭიქები სასწრაფოდ გამოვცალეთ, რათა მის საძებნელად წავსულიყავით.

უკვე წამოვდექით, გასვლას ვაპირებთ და კარები იღება, სტიოპა შემოდის, ხელში კი ხუთლიტრიანი ბოცა უჭირავს, რომელიც სასმელითაა სავსე.

„იპარებოდით, არა, არწივებო?“ - წაიღიღინა და დავსხედით. ბოცას რომ შევხედე, გულზე შემომეყარა, რადგან ჩემი ჭაჭით სავსე ჭურჭელი ვიცანი, რომელიც ვაზიანში მქონდა შენახული.

სტიოპამ, სასმელი რომ არ ეყო, თვითმფრინავი დაქოქა, ვაზიანში ჩაფრინდა და იქიდან გუდაუთაში ჭაჭა ჩამოიტანა...“

ნოე ახალაია, მაიორი:

„ალბათ, ყველას ემახსოვრება, კომუნისტების დროს რომ სპორტლოტოს გათამაშება იმართებოდა. ორმოცდაცხრა ბურთულიდან ექვსი ნომერი უნდა გამოგეცნოთ და ათი ათას მანეთს იგებდით.

გათამაშება მარტივი წესით, პირდაპირ ეთერში ხდებოდა. სტუდიაში ექვსკაციანი კომისია იჯდა, რომელიც დანომრილ ბურთულებს ჯერ ამოწმებდა, შემდეგ „ბარაბანში“ ყრიდა და დატრიალების მერე, თითო-თითო ამოჰქონდა. ისინი ხსნიდნენ და ტელეკამერების წინ აჩვენებდნენ მომგებიან ნომრებს. მოგების შანსი ორ-სამ კაცს თუ ჰქონდა (ეს გამოთვლილი იყო) თითოეულ გათამაშებაზე, დანარჩენი ფული კი სახელმწიფოს ბიუჯეტში შედიოდა.

ექვსკაციანი კომისიის თითოეული წევრი, თითო ბურთულას იღებდა, ჩაწყობის შანსი არ არსებობდა, რადგან ბურთულების დანიშვნა გამორიცხული იყო. ამ გათამაშებას „კაგებე“ აკონტროლებდა, თითოეული გამარჯვებული მკაცრ აღრიცხვაზე აგვყავდა ხოლმე და თუკი ერთი ადამიანი ორჯერ მოიგებდა მაქსიმალურ თანხას, მაშინ ის ჩვენი ეჭვის ქვეშ დგებოდა და ფარულ გამოძიებას ვიწყებდით.

ამ გათამაშების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ „სპორტლოტოში“ გამარჯვებულთა რაოდენობამ ძალიან იმატა და თუ ადრე 2-3 ადამიანი იგებდა ათი ათასს, შემდეგ მათი რაოდენობა ოცდაათამდე გაიზარდა თითოეულ გათამაშებაში. თანაც, რამდენიმე მოთამაშემ ოთხ-ოთხჯერ მოიგო ეს თანხა და ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ გათამაშებას ვიღაც „აწყობდა“. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ძიება, მაგრამ ვერანაირად ვერ მივხვდით, თუ რა გზით ხდებოდა ეს.

თითოეული გათამაშების წინ ამ კომისიის ერთ-ერთ წევრს ბურთულები სტუდიაში შემოჰქონდა, ჯერ ყველა ბურთულას სათითაოდ ხსნიდა და მათ ნომრებს აფიქსირებდა, შემდეგ კი კვლავ ხრახნიდა, „ბარაბანში“ ყრიდა და გათამაშებაც იწყებოდა. რა არ ვცადეთ, მაგრამ - ამაოდ. ერთი სიტყვით, ჩიხში შევედით, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ზედ გათამაშების წინ, უფრო სწორად კი ბურთულების ამოღებამდე კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი თანამშრომლით შეგვეცვალა, თუმცა რა უნდა მოეცა ამას, ვერ წარმოგვედგინა.

ეს თანამშრომელი მე აღმოვჩნდი და სწორედ მე მომიწია პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი ბურთულის ამოღება „ბარაბნიდან“. სხვათა შორის, ეს ბურთულა ნომერი 13 ე.წ. თარსი რიცხვი აღმოჩნდა. გათამაშება დასრულდა, სტუდიიდან გამოვედი, სახე მიბრწყინავს და წინ ჩემი უფროსი შემეგება, რომელიც მეკითხება: „აბა, რას მიაგენი, ნოე, დანაშაულის ძაფი ხომ არ იპოვნეო“, ხოლო მე საკმაოდ თავდაჯერებულად ვუპასუხე: „ამხანაგო მაიორო, მგონი ბურთულების ჩაწყობის საიდუმლოს მივაგენი-მეთქი“, რაზეც მას ირონიულად გაეღიმა, მაგრამ როდესაც ჩემი მოსაზრება ვუთხარი, თავში შემოირტყა ხელი და ხარხარი აუტყდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მოსაზრება სწორი ყოფილა და ეს საქმე ჩვენ გავხსენით და აი, როგორ...

როდესაც მე სპორტლოტოს „ბარაბანში“ ჩავყავი ხელი და ბურთულებს მოვუფათურე, ვიგრძენი, რომ რამდენიმე მათგანი, სხვებთან შედარებით, ცივი იყო. ბევრი სიბრძნე არ დასჭირვებია იმის მიხვედრას, რომ ერთმანეთში შეკრული კომისიის ექვსივე წევრი გათამაშების წინ ექვს ბურთულას მაგრად ყინავდა და „ბარაბანში“ ყრიდა.

აი, ასე იღებდნენ იქიდან სასურველ ბურთულებს. ამ გზით თაღლითებმა სამ მილიონ მანეთზე მეტი მოპარეს სახელმწიფოს, მაგრამ იმდენად გონებამახვილურად ჰქონდათ მოფიქრებული ეს ყოველივე, რომ კარგა ხანს ვიწვალეთ...“




 ახალი ამბები
  • მარნეულში სასურსათო მაღაზიიდან ნისიების რვეული მოიპარესკარანტინის ზონად გამოცხადებულ მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს - წაღებულია თანხა, ნისიების რვეული და პროდუქტი. შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღაზიის მეპატრონის თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის შუშები ჩაამსხვრიეს და ისე შევიდნენ. როგორც მაღაზიის მეპატრონე „მთავარ არხთან“  ამბობს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით ... ...
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...