„ხომ იცი, რუსული “ზავტრა”, აქაც გვაზავტრავებენ“ _ ეპისკოპოსი კირიონი

gurianews.com

ისტორია

„ხომ იცი, რუსული “ზავტრა”, აქაც გვაზავტრავებენ“ _ ეპისკოპოსი კირიონი

2017 მარ 25 13:38:10

დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს ზეიმობს. ავტოკეფალიის აღდგენას წინ უძღოდა მრავალწლიანი დავა რუსეთის ეკლესიის მესვეურებთან. თუ რა მძიმე ვითარებაში უწევდათ ქართველ სასულიერო პირებს მათთან ბრძოლა, ამას ცხადყოფს წმიდა პატრიარქ კირიონის წერილი.

"გადაწყვეტილი მქონდა დაწვრილებით წერილის მოწერა, როდესაც რეიმე დაბოლოვდებოდა საქმე, მაგრამ ხომ იცი, რუსული “ზავტრა”. აქაც გვაზავტრავებენ...

თანახმად უქაზისა, მე და ეპისკოპოსი ლეონიდე გამოვცხადდით პეტერბურგში. პირველად ყოვლისა, ვინახულეთ ვინც კი საჭირო იყო ქართველი თუ რუსი. სარატოვის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღვარმან ვლ. ნილოვიჩ ოზნობიშინმა, რომელთანაც ლეონიდესათვის გამოეტანებინა მოსკოვიდან წერილი ნ. ნ. დურნოვის, დახმარება ვერაფერი აღმოგვიჩინა. იმედი კი გვქონდა, რომ მოგვიხერხებდა ვიტეს ნახვას თუ არა, საშინაო საქმეთა მინისტრის დურნოვოს ნახვას მაინც. ყველაზედ თანაგრძნობით მოექცა ჩვენ საქმეს, _ ეს ხომ იმისი საქმეცაა _ პროფესორი ა. ა. ცაგარელი, რომელიც აპირობს მთელი სერიის სტატიების დაბეჭვდას ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ გაზეთ “слово''-ში. პირველი სტატია ხვალ გამოვა. ვნახეთ დ. ზ. მელიქოვიც. დიდად გულდაწყვეტილები დავბრუნდით იმისგან. ერთი სანუგეშო სიტყვა არ გვითხრა, თუმცა მას, როგორც ობერ პროკურორის დიდი მეგობარს, შეეძლო ჩვენი ეკლესიური საქმის კეთილად წარმართვა...

ჩვენ ხალისი მაინც არ დავკარგეთ, გავიორკეცეთ მხნეობა და შეუდექით საქმეს. გადავიკითხე თუ რამ დაბეჭდილა ამ ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაზედ ჩვენ მტერ-მოყვარეთაგან და შევთანხმდით. მე ისტორიული დამტკიცება, მოწინააღმდეგეთა საბუთების დარღვევა, გაქარწყლება მეკისრნა, ხოლო ლეონიდეს ცოცხლად წარმოედგინა აწინდელი უნუგეშო მდგომარეობა ჩვენი მშობლიური საყდრისა. ამისთანა დიდი და პასუხისსაგები საქმის გაძღოლა სინოდის წინ ჩვენ ორთა გვხვდა და დაგვაწვა კისერზედ. ამგვარი საქმე თითქმის ათასი წლის წინად იკისრა და დააგვირგვინა კიდეც დიდებულმა საქართველოს შვილმა გიორგი მთაწმინდელმა, მაგრამ ჩვენ ორივენი არა ვღირვართ იმის ფეხის ნატამლად. ასე დავკნინდით ახლა ქართველები!!!

იანვრის 17-ს, საღამოს 7 საათზედ შემდეგის უწყებით მიგვიწვიეს:

“канцелярия Его Высокопреосвященства, Митрополита С. Петерьургсково, по Его распориажению, имеет честь доложить Преосвя- щеннейшему Кирону, епископу Орловскому  и Севскому что  совещательное заседание по грузинским церковым делам назначено в Святейшем Синоде завтра, во вторникь, 17 января, в  7часов вечера.“

ჩვენ ერთად გავემგზავრეთ სინოდში, სადაც ანტონი მიტროპოლიტის გარდა ყველას თავი მოეყარა. ანტონიც დანიშნულ დროზე მოვიდა და შესდგა სინოდის სრული კრება. ამ არაჩვეულებრივ კრებას, რომელიც სინოდის პრისუტსტვიის გვერდზე კანცელარიის დარბაზში მოხდა, დაესწრნენ: სამივე მიტროპოლიტი, ეგზარქოსი ნიკოლაოზი, მთავარეპისკოპოსი ბორონეჟისა ანასტასი, ეპისკოპოსი ტულისა ლავრენტი, ორი დეკანოზი _ იანიშევი და შეროზოვსკი, ობერპროკურორი თ. ალექსი დიმიტრის ძე ობოლენსკი, მისი ამხანაგი პ. ი. ოსტროუმოვი, ობერსეკრეტარი ვიაჩესლავ სამუილოვი და ჩვენ ორნი.

შემდეგ, მცირეოდენი საზოგადო ხასიათის ბაასისა (აქვე გასაწყვიტეს სამძიმრის დეპეშა დედოფალთან მამის გარდაცვალების გამო დანიაში), რომელიც წინასიტყვაობასავით იყო, მეთაურმა წევრმა უწმ. სინოდისა, მიტროპოლიტმა ანტონმა პირდაპირ მოგვმართა ორთავეს კითხვით _ გვიამბეთ, რა ხდება ეხლა საქართველოს ეკლესიაშიო, რითი აიხსნება მისი უნუგეშო მდგომარეობა და რა ზომები უნდა ვიხმაროთ, რომ აღვადგინოთ ნორმალური მიმდინარეობა საქართველოს ეკლესიის ცხოვრებისაო? რაკი მომმართა ანტონმა პირველად მე (ანტონის პირდაპირ ვიჯექი, ობერპროკურორის გვერდზე და ჩემს შემდეგ ლეონიდე), ამ რთულ კითხვაზედ ვუპასუხე: ჩვენი ბედკრული ეკლესიის ეხლანდელი უნუგეშო მდგომარეობის დახატვა მეძნელება, რადგანაც აგერ ოთხი წელიწადი სრულდება, რაც მოშორებული ვარ სამშობლო ქვეყანას, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ წარსული 31 მაისის ინციდენტის გამო მეტად გამწვავდა სარწმუნოებრივი კითხვა საქართველოში, ვინაიდგან უდანაშაულოდ გამათრახებულმა და ცემით ამოხოცილმა ქართველმა სამღვდელოებამ არავითარი ზნეობრივი დაკმაყოფილება არ მიიღო ვისგანაც ჯერ იყო. მსჯელობის მე დიდის სიამოვნებით მოვიყვან საჭირო ცნობებს და ვალდებულადაცა ვთვლი ჩემს თავს განვუზიარო ჩემი ცნობანი კრებას.

ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ სთქვა: დღეს ქრისტიანობა საქართველოში განიცდის საშინელ კრიზისს, _ ხალხი აღარ დაიარება ეკლესიაში, სრულებით აჰყარა პატივისცემა სამღვდელოებას, მღვდლების მოქმედებას და სწავლა-დარიგებას აღარ აქვს გავლენა მრევლზედ. როგორც სამღვდელოება, ისე მორწმუნე ნაწილი ქართველი ერისა ერთადერთ საშუალებად იმისა, რომ არ მოისპოს საბოლოოდ ქრისტიანობა საქართველოში და სამღვდელოებამ მოიპოვოს კვლავინდელი ნდობა სამწყსოსი, სთვლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას არჩევნებითი სისტემით. ეს დასკვნა ერისა და სამღვდელოებისა საბოლოოა, მეტად მტკიცეა და ვერა გვარი  მოსაზრება ვერ შეაცვლევინებს მათ ამ რწმენას. ამას მე დავუმატე, 14 იანვარს სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჰქონდა ავტოკეფალიის გამოცხადება და მხოლოდ სინოდის მიერ კომისიის დანიშვნის გამო არიან შემდგარნი მეთქი, და მოუთმენლად ელიან აქედან ცნობის მიღებას, რომელზედაც იქნება დამოკიდებული მათი საბოლოო გადაწყვეტილება- მეთქი.

კრებამ ერთხმად, და განსაკუთრებით ობერპროკურორმა იკითხა: რა საბუთი აქვს ან სამღვდელოებას ან ერს, რომ ავტოკეფალიის აღდგენა გააუმჯობესებს საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას? ლეონიდემ უპასუხა _ ეს დასკვნა იქიდან გამოჰყავს ყველას, რომ სანამ ავტოკეფალიური გამგეობა იყო ჩვენს ეკლესიაში მანამდისინ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, ხოლო როდესაც ავტოკეფალიური მართვა მოისპო და რუსეთის სინოდალური გამგეობა შემოვიდა, სარწმუნოებაც დაეცა, ზნეობაც შეირყა, ცოდნაც დაქვეითდა და სხვა...

მიტროპოლიტმა ვლადიმირმა წარმოსთქვა: სინოდი სად იყო, როდესაც ზაქათალის ოლქის ქართველობა გამაჰმადიანდაო? ამაზედ მე სიტყვა მოვუჭერი ვლადიმირს და დაურიდებლად ვუპასუხე: ზაქათალის ოლქის მცხოვრებლების გადაბირება მაჰმადიანობაზედ ადგილობრივი ადმინისტრაციის წინდაუხედველ და ზემჭვრეტ პოლიტიკას უნდა მიეწეროს-მეთქი. დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე, ნაცვალი ხელმწიფისა საქართველოში, სამოციან წლებში წაბრძანდა ზაქათალის ოლქში, სადაც  ახლად მონათლული ინგილოები, ქართველები იყვნენ, და ხალხის ყრილობას გამოუცხადა: სარწმუნოების მხრით მთავრობა ძალას არ დაგატანთ, მისთვის სულ ერთია რა სარწმუნოებისაც გინდათ იყოთ, მხოლოდ ერთგულნი სახელმწიფოსი უნდა იყვნეთო. საკმარისი იყო ამ სიტყვების გაგონება და მონათლული ინგილო –ქართველების სრულიად გადადგომა თორმეტ სამრევლოში. დამავიწყდამ ვერა ვსთქვი, რომ ლეონიდემ ვლადიმირის საპასუხოდ სთქვა _ თათრებმა თოფითა და მახვილით გაამაჰმადიანეს ზაქათალის ოლქში ქართველები და რუსები ხომ იმათ არ უნდა დაებაძნენო.

ობერპროკურორი მაინც თავისას გაიძახოდა: ვერ შემიგნევია, რაგვარ გააუმჯობესებს სარწმუნოების საქმეს ავტოკეფალია? ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ უთხრა: ეკლესიის სათავეში იდგება ისეთი კაცი, რომელსაც ეცოდინება თავისი სამწყსოს ენა, ჩვეულება, ფსიქოლოგია და განა ეს არ გააუმჯობესებს საქმესაო? დიაღ, ეგ მართალია, მაგრამ მაგისთვის მაინც საჭირო არ არის ავტოკეფალია. ჩვენ მოგცემთ ისეთ კაცს, რომელსაც ყველა ეგ თვისება ექნებაო. ამაზედ მე შემდეგი პასუხი მივეცი: მაგ სისტემის უვარგისობა 100 წლის განმავლობაში საკმარისად დამტკიცდა-მეთქი, _ დღეს რომ კარგი დანიშნოთ, ხვალ შეიძლება უვარგისი მოჰყვეს-მეთქი. თქვენ კი არ უნდა დანიშნოთ, ხალხმა უნდა აირჩიოს ეკლესიის თავი, იგი ხალხის შვილი უნდა იყოს, ხალხის ნდობით აღჭურვილი, ხალხისთვის ნამდვილ, კეთილ, მზრუნველ, მამად და არა მამინაცვლად, იგი ხალხისთვისაა და ხალხს უნდა გაუწიოს ანგარიში, თორემ ვინიცობაა უვარგისი გამოდგა, სინოდში დასასრული აღარ ექნება ამის შესახებ მიწერ-მოწერას და გამოძიებას და, მაშასადამე ხალხი უნდა დარჩეს დაუკმაყოფილებელი. ხალხის და თემის არჩეულს კი ხალხივე გაასამართლებს და, თუ საჭიროება მოითხოვს, კიდევაც გადააყენებს, რასაკვირველია, სამართლით.

იყო ამგვარი შემთხვევა (კათალიკოსის გადაყენება) თქვენს ისტორიაში, თუ არაო _ იკითხა ობერპროკურორმა. მე ვუპასუხე _ რამდენიმე და დავუსახელე უფრო ახალი დროის მაგალითი _ კათალიკოს ანტონ I-ს თავგადასავალი, რომელიც საქართველოს ეკლესიურმა კრებამ განჰკვეთა მეფის დამტკიცებით და რუსეთის სინოდმა კი უკანონოდ მიიღო იგი  ერთობაში და დანიშნა მთავარეპისკოპოსად ვლადიმირისა და იეროპოლისა. როდესაც მოინანა მან თავისი დანაშაული, იგი კვლავ იქმნა მოწვეული კათალიკოსის კათედრაზედ და შემდეგ თვისს გარდაცვლამდე განაგებდა საქართველოს ეკლესიას.

მიტროპოლიტმა ანტონმა სთქვა: ამ ოთხი წლის წინათ მე მნახა პიატიგორსკში  ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ და მაშინ მეტად შავფრად დამიხატა თვისი შევიწროებული მდგომარეობა, როგორც მღვდელთ მთავრისა, კანტორისა და ეგზარქოსის მხრით. Lლეონიდამ უპასუხა_ დასავლეთის საქართველოს ეპისკოპოსებს მხოლოდ სახელი ჰქვიათ ეპისკოპოსისა და უფლებას კი სრულებით მოკლებულნი ვართო. აქ ობერპროკურორის ამხანაგმა წარმოსთქვა: წარმოუდგენელია ის უსამართლობა, რომელსაც აყენებს კანტორა ქართველ ეპისკოპოსებს. იქამდინ შეზღუდულნი არიან ეპისკოპოსები, რომ მათ უფლება არა აქვთ მერტრიკის მოწმობა მისცენ მთხოვნელს, ან გადასწყვიტონ რომელიმე საჩივარი მღვდლის შესახებო.

ობერპროკურორის ამხანაგის სიტყვების შესავსებლად წარმოვსთქვი მე შემდეგი: განსვენებულმა ეგზარქოსმა პავლემ დაიწყო დაბარება სასულიერო სასწავლებლების საბჭოებიდან, იმერეთის ეპარქიიდან, გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დამტკიცებული ჟურნალებისა, წაშლიდა გაბრიელის განჩინებას და სულ სხვაგვარად ჰსწყვეტდა უკვე გათავებულს და გარჩეულ საქმეს, ეს პატივცემული მხცოვანი გაბრიელ ეპისკოპოსის  დამცირება და გათახსირება შემდეგ ეგზარქოსებმა დააკანონეს. აქ თავი გამოიდო მიტროპოლიტმა ფლაბიანემ და მოგვმართა მე და ლეონიდეს: თქვენ რომ კანტორის წევრებად იყავით, იმ დროს რატომ არ მსჯელობდით მაგგვარად, რატომ ეგრე თავგამოდებით არ იფარავდით მაშინდელ ეპისკოპოსებსო? ჩვენც თქვენს მაგალითს მივსდევდით და, როგორც გამოცდილს თავმჯდომარეს თქვენ უნდა გესწავლებინათ ჩვენთვის კანონი და, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თვით შევიგნეთ, თუ რამ უსამართლობას ვსჩადიოდით , _ ვუპასუხეთ ჩვენ. ნალაპარაკევმა გააოცა ყველანი და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველოს ეკლესიის გამგეობაში დიდი უსამართლობა ყოფილაო. ვორონეჟის მთვარეპისკოპოსმა წარმოსთქვა: ეპისკოპოსი ყველგან თავისი უფლებით უნდა იყოს აღჭურვილი და არ მესმის რად უნებებია სინოდს ქართველი მღვდელმთავრების დაჩაგვრაო. კანტორის უსარგებლობამ, უსაფუძვლობა და მისი არაკანონიური არსებობა ერთხმად აღიარა ყველამ.

მსჯელობამ მოიტანა სიტყვა სემინარიასა და სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის სწავლების შესახებ. მე ვსთქვი, მხოლოდ 1983 წლიდან დაარსდა ქართული ენის კათედრა და მანამდე, აბა, რა ღვდლები იქნებოდნენ კურსდამთავრებულნი. ე თვითონ ქართული ენის შესწავლას შევუდექი, როდესაც სწავლა შევასრულე აკადემიაში. სასწავლებლებში პირველად მიროპოლსკის შუამდგომლობით დაარსდა ქართული ენის კათედრა, რომელსაც დაუნიშნეს კვირაში 14 გაკვეთილი, შემდეგ ნელ-ნელა შეამცირეს გაკვეთილების რიცხვი და ეხლა მხოლოდ 12 გაკვეთილიღაა. იმ თავით აქამდე რაღაც უჩინარი ძალა უშლის ქართული ენის კარგად დაყენებას. საეკლესიო წიგნების კითხვა ხომ ყოვლად შეუძლებელია, შეისწავლოს მოწაფემ კლასში, ამისათვის საჭიროა პრაქტიკა ეკლესიაში, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვა არ არსებობს სასულიერო სასწავლებლებში. მე ქართულ ენას ვასწავლიდი თბილისის სასულიერო სასწავლებელში და რომ ხუცური კითხვა ცოტათი მაინც მესწავლებინა, იძულებული ვიყავ მიმემართა ხუცური ასოების წერისთვის. მე და ყოვლად სამღვდელო ლეონიდეს მოგვანდეს ქართული ენის პროგრამის შედგენა, ვიმუშავეთ კარგა ხანს, შევადგინეთ პროგრამა და წარვუდგინეთ ეგზარქოსს, რათა მას გაეგზავნა იგი მაღალ სასულიერო მთავრობისთვის, ხოლო მან ისევ სემინარიის სამმართველოს მიანდო მისი გარჩევა-დაფასება და დღესაც ისევ ირჩევა ჩვენგან შემუშავებული პროგრამა. ლეონიდემ სთქვა _ დღესაც საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში სრულიად არ არსებობს სავალდებულო პროგრამა ქართული ენისაო. ეგზარქოსმა წარმოსთქვა: სასულიერო სასწავლებლების ბავშვებმა საკმარისად იციან სამშობლო ენა და ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებას არ ვაქცევთ ამ საგანსაო და ან რა საჭიროა ვასწავლოთ, როდესაც იმ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენო. ამაზედ მე შევნიშნე: ეგრე რომ იყოს, მაშინ არც რუსის ბავშვებისათვის იქნებოდა საჭორო რუსული ენის სწავლება, რადგან იგინი სასწავლებლებში შესვლამდისაც კარგად ლაპარაკობენ რუსულად.

შემდეგი კითხვა შეეხო ავტოკეფალიას. ამ ქვაკუთხედ კითხვაზედ იქ დამსწრეთ ყოყმანობით გამოსთქვეს თვისი ეჭვი საქართველოს ეკლესიის სრულ ავტოკეფალიურ უფლებათა შესახებ, მაგრამ ჩვენ ცოტა არ იყოს ავიზრიზენით და მტკიცეთ დავიცევით ძველად ჩვენი ეკლესიის შეურყეველნი უფლებანი. მე პირადად გამოვიწვიე სადისპუტოდ ბ. სამუილოვი, რომელმაც სინოდის მინდობილობით ორი წერილი დასწერა და მოათავსა სინოდალურ ორგანოში საკამათო საგნის შესახებ და ქარაფშუტურ საბუთებით უარჰყოფდა საქართველოს ეკლესიის სრულ ავტოკეფალიას. 1783 წლამდე საქართველოს ეკლესია ანტიოქიის პატრიარქს ემორჩილებოდა, მას მუდამ იხსენიებდაო, _ სთქვა სამუილოვმა და არა დროს საქართველოს სრული ეკლესიური დამოუკიდებლობა არა ჰქონიაო. ამაზედ დიდი ხანი ვეკამათე, მოვუყვანე ათასნაირი საბუთი 1) იაკობის ლიტურგია ხელთნაწერი VIII-IX საუკ., რომელშიაც იხსენიება მხოლოდ კათოლიკოსი მცხეთისა და მაწყვერელი მთავარეპისკოპოსი; 2) წესი აღრჩებისა, ხალხი ირჩევდა და მეფე ამტკიცებდა, ხოლო XVII-XVIII სს-ში კათალიკოს ამტკიცებდნენ სპარსეთის შახები; 3) კათალიკოსის კანონები 4) საკუთარი ეკლესიური კრებები და მათი დადგენილებანი; 5) გადაყენება და განკვეთა კათალიკოსებისა; 6) მწერლები ურევენ ორ ივერიას: ივერიას-ქართლს და ივერიას-თემს, რომელიც გაძლიერდა დიდი დავით კუროპალატის დროს; 7) არსებობა მცირე აზიაში სამი ქართული კათედრისა, სამიტროპოლიტოსი სინას მთაზედ და 2 საეპისკოპოსოებსა გოლგოთაზე და ათონის მთაზე ერისოში; 8) იარაღით დაცვა აღმოსავლეთის სიწმინდეთა და იერუსალიმის აღება ქართველთა მიერ; 9) ორმოცამდე ქართული მონასტერყ წმ. ადგილებში, ბოლგარიაში და სხვ. 10) მოწმობა ყველა ხალხის მწერალთა და მეცნიერთა საქართველოს სრულ საეკლესიო ავტოკეფალიაზედ; 11) ყალბი ადგილები სამუილოვის და ნიკანდრას სტატიებში; 12) დამახინჯება ნიკანდრას და სამუილოვის მიერ პლ. იოსელიანის სიტყვებისა; 13) უქონლობა რამე აქტისა, რომ საქართველოს ეკლესია დაემორჩილა სინოდს; 14) მიწვევა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა საეკლესიო კრებაზედ რუსეთს და ფლორენციაში; 15) გაძილერება საქართველოსი და დაარსება თამარის მიერ ტრაპიზონის იმპერიისა; 16) დისპუტე გიორგი მთაწმინდელისა ანტიოქიის პატრიარქთან ავტოკეფალიის შესახებ და სხვ... მერე ნაწყენის კილოთი წარმოვსთქვი: так рассуждать ов автокефалии, как ето делает г. Самуилов, нельзя. говорить так с точки зрения простои логики, требующеи обоснованнои послеговательности, а не предосудительнои скоростности. к нашему глубокому сожалению мы должны констатировать, что ни какои резоннои точки опоры для возбуждения сомнентя о несомненнои автокефальности грузинскои церкви мы наитии не смогли в тенденциозных статьях архим. никандра и. Г. Самуилова. ყველამ ცხადად დაინახა ნიკანდრის და სამუილოვის შემცდარი აზრი და აღიარეს: ისტორიულის მხრით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა შესახებ ჩვენ აღარაფერი ეჭვი არა გვაქვს, ეს ეკლესია, როგორც დამტკიცდა, ნამდვილად ავტოკეფალური ეკლესია იყო, მაგრამ ეს ღირსება დაჰკარგა მას შემდეგ, რაც საქართველო პოლიტიკურად რუსეთს შეუერთდა, დღეს საქართველოს ეკლესიას სინოდი განაგებს და მისი განცალკევება სინოდისაგან წარმოუდგენელია; შეუძლებელია, აგრეთვე, რომ ერთ მართლმადიდებელ სახელმწიფოში ორი დამოუკიდებელი მთავარი ეკლესია არსებობდეს, _ მოკლედ _ თუ ხალხმა პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაჰკარგა, უეჭველად ესვე ბედი უნდა ხვდეს მის ეკლესიასაც. მე ვუჩვენე მაგალითები, როგორ თავსდებოდნენ ავტოკეფალურო პატრიარქები და კიპრის მთავარეპისკოპოსი ერთ მართლმადიდებელ ბიზანტიის იმპერიაში. დავუსახელე ნამესტნიკები, ავტონომია ფინლიადიისა და სხვ. ყოვლად სამღვდელო ლეონიდემ ჰკითხა: მაშ ღმერთმა რომ გაუმარჯოს რუსეთის იარაღს და აიღოთ კონსტანტინეპოლი, იერუსალიმი, ანტიოქია დას სხვ... განა თქვენ მოსპობთ იქ საპატრიარქოებს?! მიტროპოლიტმა ფლაბიანემ აღტაცებით წამოიძახა: უეჭველად, უეჭველად, საპატრიარქოებს გავაუქმებდითო!!!

ობერპროკურორმა სთქვა: ავტოკეფალია ქართველებს თავში არც კი მოსვლიათო; ეს აზრი მათ დურნოვომ ჩააგონა, რომელმაც “Петербургские ведомост“-ში ამაზედ რამდენიმე სტატია დაჰბეჭდა. ქართველებს თავის დღეში არ გამოუცხადებიათ თვისი უკმაყოფილება სინოდის წინააღმდეგო. ამაზედ მე ვუპასუხე: მაშ რა იყო, თუ არა პროტესტი, ესრეთ წოდებული “Церковныи бунт в Имерети” 1820 წელსა მეთქი. პროტესტს აცხადებდნენ ხან პირდაპირ, ხან ჩუმად. ჟამთა ვითარებისა მიხედვით და, მაშასადამე, ნ. ნ. დურნოვოზედ ადრე ჰქონდათ ქართველებს შეგნებული თვისი არასასურველი და შევიწროებული სამშობლო საყდრის მდგომარეობა.

ყველა ცდილობს გზა აუქციოს ავტოკეფალიას. მასზედ ხანგრძლივი მსჯელობა დიდად ემძიმებათ, რადგანაც პოლიტიკურის მხრით საგონებელ საგნად მიაჩნიათ იგი. კრებაზედ გამოირკვა ის აზრი, რომ სინოდმა მხოლოდ თათბირი უნდა იქონიოს ამ საგნის შესახებ, და მისი საბოლოოდ გადაწყვეტა კი უნდა მოხდეს სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებაზედ, სახელმწიფოს მთავარ დაწესებულებათა და სასულიერო უწყების შეთანხმების შემდეგ. მე გამოვსთქვი შემდეგი აზრი: უწყებული კითხვის გადაწყვეტა აღემატება მომავალ საეკლესიო კრების კომპეტენციას, რადგანაც ამისთანა საქციელი მსოფლიო კრებების დადგენილებით სასტიკად აკრძალულია მეთქი.

მიტროპოლიტმა ანტონმა ჩვენი საეკლესიო კითხვის გამოსარკვევად, საშუალების გამოსანახად და მოსაგვარებლად შეადგინა კომისია, რომელშიაც დანიშნა შემდეგნი: მიტროპოლიტები ვლადიმირი და ფლაბიანე, ეგზარქოსი ნიკოლაოზი, ობერ-პროკურორი, მისი ამხანაგი და ორნი ჩვენ. მე გამოვთხოვე სამუილოვის დანიშვნა კომისიაში და შემდეგი პროფესორების მოწვევა: ა.ა. ცაგარლისა, ი.ი. სოკოლოვისა და ბ. ავალოვისა. სხვათა შორის გამოსთქვეს სურვილი ტიხომიროვის (რევიზორის) მოწვევისა, მაგრამ მე მოურიდებლად წარმოვსთქვი, რომ ტიხომიროვს ქართველმა სამღვდელოებამ კრებაზედ ზიზღი გამოუცხადა უსამართლო რევიზიის გამო და უხერხულია მეთქი მისი მოწვევა ჩვენთან.

შემდეგი კრება დაინიშნა ხუთშაბათისთვის. ფლაბიანე მიტროპოლიტი ჩუმად სთხოვდა ობერპროკურორს და სინოდის წევრებს _ დიმიტრი ბალტის ეპისკოპოსი მოვიწვიოთ და ის გვეტყვის სიმართლესაო.

ეპისკოპოსი კირიონი

1906 წ. 27/1.

 


ნახვა: 192


 ახალი ამბები
  • პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალასაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ  დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა. ქორიძის განმარტებით, შეწყალებულებიდან საპატიმროს 84 დღესვე დატოვებს. 54 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სულ 1347 მსჯავდებულის საქმე განიხილეს. რაც შეეხება იმ მსჯავდებულებს, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდიან, ასეთი 216 საქმე განხილვაშია, თუმცა მორატორიუმის გამო კომისიამ მათი განხილვა დროებით გადადო.  ცნობილია, რომ  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2013 წლის დეკემბრიდან დღემდე, 3655 მსჯავრდებული შეიწყალა. ბოლოს, პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხი კრიტიკის მიზეზი აპრილში, ბარნოვის ქუჩაზე ქალის მკლელობის შემდეგ გახდა, მკვლელობა წარსულში ნსამართლევმა და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალებასთან ... ...
  • ,,ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება“_ ჭიჭინაძე ბრალდებებს პასუხობსმმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობდეს. ჭიჭინაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არამართლზომიერია. ჭიჭინაძე სამართალდამცველების მხრიდან  ნარკოტიკების ე.წ. ჩადების პოლიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკები, შესაძლოა, მხოლოდ ისეთ ადამიანს ჩაუდონ, რომელიც კრიმინალად არის მიჩნეული. ,,როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ ასეთი ბრალდებები გააჟღერო.  ნარკოდანაშაულის მფარველობა არის უდიდესი დანაშაული, ამიტომ ამ თემაზე  კონკრეტული ფაქტების გარეშე საუბარი არ შეიძლება. ეს არამართლზომიერი და არაადეკვატური ბრალდებაა. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იცით, რომ ვისაც იჭერენ, იმაზე ამბობენ ჩაუდესო, საზოგადოებაც ძალიან სცოდავს, რადგან სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, თითქოს შს სამინისტროს შეგნებულად  ჩადის დანაშაულს და ვიღაცებს უდებს. არ შეიძლება,  შს სამინისტრო, ვისაც  ქუჩაში დაინახავს, ყველას უდებდეს. შესაძლოა, რაღაც მომენტში ჩადება არსებობს, მაგრამ ეს იმ მომენტში შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ადამიანი კრიმინალად არის მიჩნეული. ამერიკა ომს აწყობდა და ისე ებრძოდა ნარკოგამსაღებლებს, თუ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსკენ მივისწრაფით, დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ნარკორეალიზატორებს“,_ გვითხრა ... ...
  • აქცია ლანჩხუთში ავტობანზე მომუშავე კომპანიის წინააღმდეგამ წუთებში ლანჩხუთში, ლესა-ნიგვზიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე აქციას მართავს  ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა. როგორც ისინი „გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათ პრეტენზიები აქვთ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ იტალიურ ფირმა „ტოდინისთან“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათი საყანე ფართობების ღობეები დააზიანა და თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, შემოდგომაზე მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. „ჩვენი სოფლის საყანე ფართობები სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომელი გზითაც აღნიშნული კომპანია სარგებლობს ავტობანზე მუშაობისას. 300 ჰექტარი უკვე დახნულ-დათესილი გვაქვს, მაგრამ თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ვითხოვთ „ტოდინიმ“ ან მათ მიერვე დაზიანებული ღობეები შეგვიკეთონ, ან დარაჯი დააყენონ, რომ საქონელი არ შევიდეს ყანებში“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სოფლის მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძეც იმყოფებოდა. „ჩვენ მოსახლეობისგან მომავალი კვირის სამშაბათამდე ვითხოვეთ ვადა. დიდი ალბათობით, შევთანხმდებით, რომ საყანე ფართობებთან, სადაც ღობეებია დაზიანებული, დარაჯი დადგეს, რომ ნათესებში პირუტყვი არ შევიდეს, _ გვითხრა ... ...
  • ,,ნარკორეალიზატორებს ხელისუფლებაში ძლიერი მფარველები ჰყავთ“_ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკაზეპოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, ძაბირაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ნარკორეალიზატორებს მფარველობს და ხელს აფარებს. პოლიტოლოგი  ხელისუფლებას  მოუწოდებს ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი რეგულაციები გაატაროს. ,,ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, ალბათ, სწორი ნაბიჯი იქნება, მაგრამ უფრო შორს წასვლა, მგონია, რომ დაუშვებელია. ვფიქრობ, პარალელურად რეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს. ვერავინ  დამაჯერებს, რომ შს სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია სარფიჭალაში მყოფ ბარიგებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ  ნარკოტიკების გავრცელებას და მის ტრანზიტს  ხელისუფლება მფარველობს, იგივე ბრალდება ისმოდა ,,ნაციონალების“ მიმართ. რეალურად ნარკოტიკების ტრანზიტი ყოველთვის იყო და დღესაც ხდება, რასაც ძალიან ძლიერი მფარველები ჰყავს. ხელისუფლებას თუ უნდა ნარკორეალიზატორების მფარველობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქარწყლდეს,  ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იქნება, რომ ნარკორეალიზატორბეის წინააღმდეგ დაიწყოს სერიოზული ბრძოლა“, _ გვითხრა ... ...
  • "მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე _ არ სურს ჩართული ვიყო პროცესში"ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს. სასამართლო სხდომაზე დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველი გიორგი ჩივიაშვილი დასკვნითი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა ადვოკატმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, მას კერძო ადვოკატი აღარ სჭირდება. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული პოლიტიკურ დევნად.  მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე, ეს მისი პოზიციაა, არ სურს, რომ ჩართული ვიყო პროცესში. მე აღარ წარმოვადგენ ამ საქმეში მის პოზიციებს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურებას ემსახურება. ... ...

არქივი

ზაფრანი

250 სინათლის წლის მოშორებით 5 მზიანი პლანეტა აღმოაჩინეს

კაცობრიობა აგრძელებს კოსმოსის საიდუმლოებების შესწავლას....

ამერიკა ჩინელებმა აღმოაჩინეს?

როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის...

გაზიანი სასმელები ქალებში ინსულტს იწვევს

იაპონელმა ეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხშირად...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

დროში მოგზაური ჩინელი ბიჭუნა

1995 წლის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - ძუძუმწოვარ ჩლიქოსანთა...
კარმიდამო ჩემი

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...

ევკალიპტი _"ტყეების ალმასი" და მისი ისტორია საქართველოში

ევკალიპტის კულტურას საქართველოში საუკუნეზე ცოტა...

როგორ გადავრგოთ და გავახაროთ ჟოლო

კენკროვანი კულტურები დღეს განსაკუთრებული პოპულარობით...

როგორ გამოვხადოთ თაფლის არაყი

საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების მრავალსაუკუნოვან გზაზე...

მაისში განსაკუთრებით ვიზრუნოთ შეწამვლით სამუშაოებზე

აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თვის...

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...