ლანჩხუთის მუზეუმები

ისტორია

ლანჩხუთის მუზეუმები

2019 თებ 7 12:05:55

ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების ლომის წილი ინახება ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1978 წელს, ხოლო 1979 წლიდან ჩამოყალიბდა სახელმწიფო მუზეუმად. 1998 წლის 26 მაისს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში პირველად გაიხსნა ექსპოზიცია, რომელშიც წარმოდგენილია მხარის, ბუნების, ეთნოგრაფიისა და სხვა ისტორიული წარსულის ამსახველი მასალა. სამუზეუმო ექსპონატები ძირითადად მოპოვებულ იქნა მუზეუმის თანამშრომლების მიერ. მუზეუმი თავიდანვე თანამშრომლობდა გურიის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან, მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში განხორციელებულ არქეოლოგიურ კვლევებში, რის შედეგად გამდიდრდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ექსპონატებით. მუზეუმში დაცულია 9095 ექსპონატი: აქედან ნუმიზმატიკა- 709, არქეოლოგია – 1172, ეთნოგრაფიული მასალა – 686, ფოტომასალა – 1300, დოკუმენტები – 3148, სამეცნიერო დამხმარე მასალა – 1847, ბუნება – 134.

მუზეუმში ვრცლად არის წარმოდგენილი ამერიკასა და ევროპაში გურული ცხენოსნების მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა და მათთან დაკავშირებული ექსპონატები. ასევე ლანჩხუთელი გურიელების ნაქონი ავეჯი, ძველი მუსიკალური საკრავები და სხვა ნივთები.

აქვე ფუნქციონირებს დროებითი საექსპოზიციო დარბაზი; მუზეუმში ტარდება ექსკურსიები, მუშავდება სამეცნიერო თემები, ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები სკოლის მოსწავლეებისათვის.

მუნიციპალიტეტის მეორე მნიშვნელოვანი მუზეუმია ეგნატე ნინოშვილის (ინგოროყვა) მუზეუმი სოფელ არჩეულში. ის ოფიციალურად 1950 წლის იანვარში გაიხსნა და ამჟამად იქ დაცულია ექვსი ათასამდე ექსპონატი. მუზეუმი შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისაგან. პირველ დარბაზში ნინოშვილის ბავშვობის წლების ამსახველი განყოფილებაა, მეორეში გამოფენილია მწერლის მიერ არალეგალური ცხოვრების პირობებში შექმნილი რომანის ,,ჯანყი გურიაში” ილუსტრაციები. მესამე დარბაზში ეგნატე ნინოშვილისა და ნადასი კალანდაძის უიღბლო სიყვარულის ამბავს გაიგებთ. მეოთხე დარბაზი მთლიანად მიძღვნილია თემისადმი ,,ეგნატე და თანამედროვეობა”.

41 წლის განმავლობაში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი იყო მიხეილ ვადაჭკორია . კაცი, რომელმაც ყველაფერი შესწირა ქართული კულტურის ერთგულებას. მან შეძლო მუზეუმის შექმნა, დაფუძნება. მის მხრებზე გადაიარა შეგროვებითი, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპოზიციო მუშაობის მთელმა სიმძიმემ. ბატონ მიხეილს უაღრესად მომთხოვნი, პრინციპული და უკომპრომისო ადამიანის სახელი ჰქონდა. მუზეუმში მისი სამუშაო ოთახი სენაკივით ცივი და ნესტიანი იყო. გურიის სოფლებში მოგზაურობის დროს ხშირად მოისმენდით მასზე: მთლად ეგნატეს დაემსგავსა, ჩვენი დროის ეგნატეაო, – ასე ახასიათებს ბატონ მიხეილ ვადაჭკორიას ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის არქივის გამგე ზოია ტუღუში. 

 

XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურული ყოფა, გურული გლეხის ცხოვრება, გურული ფირალების მებრძოლი სახეები ეგნატე ნინოშილმა პირველმა ასახა, გურული კოლორიტი პირველმა შემოიტანა და რომ არა ნინოშვილი, ამ თვალსაზრისით ქართულ ლიტერატურაში ცარიელი ადგილი, თეთრი ლაქა იარსებებდა. ერთი გურული გლეხი ამბობდა: ,,...იმ ნიგოროყვას გამოთქმული წიგნები რომ წევიკითხე, კაკალ გულზე გადამნარა; რავა ბეჭედივით წერს იგი დალოცვილის შვილი სოფლის კაცის ცხოვრებას და გაჭირვებას, ასე მგონია, საცხედან ჩემი ამბავი გოუგია და იგი დუუწერია მეთქინ”. 

მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლო მიწიშვილი წერდა: ,,საკუთარ სოფელშია ნინოშვილი დაკრძალული. მაგრამ ეგნატე ნინოშვილის მოწამებრივი ცხოვრება მოცემულია ნაღველით სავსე მისსავე სიტყვებში, როცა ის უსაყვედურებს იმ ,,ნაციას”, რომელსაც თავის საუკეთესო მწერლისათვის ,,არ ემეტება შვიდკაპიკიანი ,,პორცია”.

ჭლექმა, შიმშილზე გამრავლებულმა და სიკვდილად მის ფილტვებში ჩასრესილმა, უდღეოდ გააცივა ეს ათრთოლებული სიმი და ის იმგვარადვე გადასრისა ქართულმა ცხოვრებამ, როგორც მის მიერ დატირებული გოგია უიშვილი. ჭეშმარიტად, ეგნატეს საფლავზე უნდა გაშლილიყო ,,უცხო ყვავილი” ახალი ცხოვრებისა, რომ მის ქვეყანას ოდნავ მაინც გამოსეყიდნა ეგნატეს ადამიანური წვალება და მისი უდროოო სიკვდილი, რომელიც მკვლელობას უფრო ჰგავდა”. 

როცა გალაკტიონ ტაბიძე მიმოიხილავდა მის მოთხრობას ,,ქრისტინეს” ის აღნიშნავდა, რომ ,,მწერალი აძლევს ამ ქალს სიცოცხლეს, რომლის მსგავსი არც მანამდე არც შემდეგ ქართულ მწერლობაში არ შეგვხვედრია”. 

გარდა ამ მუზეუმებისა ლანჩხუთში ფუნქციონირებს შემდეგი მუზეუმები: ვ. წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი, სპორტის მუზეუმი, თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი.

ამონარიდი მომავალი წიგნიდან ლანჩხუთი, ავტორები ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლები




 ახალი ამბები
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...
  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა (R) დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა",  -  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი. სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება. ... ...
  • "ხალხი პანიკაშია" _ ჩოხატაურში სამედიცინო ნიღბები აღარ იშოვება„დაზაფრულები ვართ, აფთიაქებში ნიღბები აღარაა. ისეც პანიკაშია ხალხი და ნიღბით რომ უზრუნველგვყონ თუ უფასოდ არ დაარიგებენ, ხელმისაწვდომი მაინც იყოს, ეს მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა აფთიაქი ჩამოვიარე და ნიღაბი „იმპექსის“ გარდა არსადაა. ფასს არ იკითხავთ? _ 1 ლარი და 40 თეთრი ღირს“, _ „ყვება „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი ჩოხატაურელი. ქალბატონის ნაამბობი „გურია ნიუსმა“ სააფთიაქო ქსელებში გადაამოწმა. როგორც პსპ-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე აფთიაქში სამედიცინო ნიღბები არ არის და არც იციან როდის შემოიტანენ. „ამ ეტაპზე პირბადე არ გვაქვს. დღეს დილით გაიყიდა, რაც გვქონდა 1500 ცალი. არ ვიცით, როდის შემოვიტანთ, რადგან ბაზაში არ არის“, _ გვეუბნებიან პსპ-ში და ამბობენ, რომ მიუხედავად დეფიციტისა, სამედიცინო ნიღბების ფასი არ გაზრდილა და ცალი 15 თეთრად გაიყიდა. ჩოხატაურის „ავერსის“ აფთიაქში სამედიცინო ნიღბები აღარაა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, აფთიაქი კლინიკას ამარაგებს და ზუსტად რამდენი გაყიდეს არ იციან. „ჩვენი აფთიაქი კლინიკას ამარაგებს, ძალიან ცოტა გვქონდა დარჩენილი. ამდენად ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია, რამდენი ნიღაბი გაიყიდა საცალოდ“. არც „ავერსის“ აფთიაქში იციან, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბების შეძენა. აქაც მიზეზად ნივთის ქსელში არარსებობას ასახელებენ. ნიღბები არ არის და შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ ჩოხატაურში მდებარე კიდევ ერთი აფთიაქი „გუდფილში“. „წუხელ გაიყიდა, რაც გვქონდა ყველა. დაახლოებით, 600 ცალზე მეტი. ზუსტ თარიღს, როდის შემოიტანენ, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ბაზაში დეფიციტია“, _ გვითხრეს აფთიაქში. ჯერჯერობით, ჩოხატაურელებს სამედიცინო ნიღბების შეძენა შეუძლიათ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, სადაც იმ მომენტისთვის, როცა „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა, 180 ცალი იყო დარჩენილი, თუმცა, ფასი გაზრდილი იყო. _ დღეს დილიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პირბადე გაიყიდა დარჩენილია 180 ცალი, თუმცა ფასი გაიზარდა. 20 წუთის წინ 95 თეთრი ღირდა, ახლა 1.40 ლარია, _ გვეუბნებიან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...