ლანჩხუთის უახლესი წარსულიდან

ისტორია

ლანჩხუთის უახლესი წარსულიდან

20 მარ. 2020, 15:24:19

გასაბჭოების ერთი წლის თავზე საქართველოში ფართო ხასითი მიიღო მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ საპროტესტო გამოსვლებმა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 1921 წლის თებერვლის საპროტესტო დემონსტრაციას იგონებს ამ პროცესის უშუალო მონაწილე სერგო ჩხაიძე: ,,1922 ლის 25 თებერვალს, როცა მე ახალდაარსებული ,,აგურის კლასის’’ მოსწავლე ვიყავი, ამ სკოლის უფროსკლასელების მიერ გადაწყდა საპროტესტო დემონსტრაციის ჩატარება დილით, სწავლის დაწყებამდე. ეს მოძრაობა და ფუსფუსი არ გამოპარვია მე-6 კლასელ კომკავშირელ გ. გოგიჩაიშვილს, რომელმაც რევკომში დაასმინა მოსწავლეები. ახალგაზრდები სამფეროვანი დროშებითა და მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელთა სურათებით ხელში გარეთ გამოვედით და დავიძერით ქალაქისაკენ. ამ დროს მოგვისწრო რევკომიდან სასწრაფოდ შეკრებილმა ბოლშევიკებმა და თოფების სროლით გვაიძულეს არ დავძრულიყავით ადგილებიდან. ბოლოს გადაწყვიტეს ,,აგურის სკოლიდან’’ ,,გოროდის სკოლამდე’’ მივეყვანეთ და იქ დავემწყვდიეთ. მივყავდით ალყაშემორტყმული. დემონსტრანტებს გზადაგზა დაგვიანებული მოწაფეები გვემატებოდნენ, უფროსკლასელები ქართულ ჰიმნს მღეროდნენ. როცა ,,გოროდის კლასს” მიუახლოვდით გაისმა სროლის ხმა. ერთ-ერთმა ვინტოვკით შეიარაღებულმა ამოირჩია უკანა რიგში მდგომი ყველაზე მაღალი მოწაფე შუხუთელი კობალავა და სასიკვდილო დამიზნებით თავის არეში განგმირა. ატყდა კივილ-წივილი. დაშინებული მოწაფეები სკოლის ოთახში დაგვამწყვდიეს. ნაშუადღევს ლანჩხუთის რკინიგზის სადგურში შემოიყვანეს ჯავშნოსანი მატარებლის რუსული ეკიპაჟი. სკოლის ორივე მხარეს დადგეს მძიმე ტყვიამფრქვევი, რომლითაც უნდა განეხორციელებინათ გასროლები. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გასცა გასროლის ნებართვა. ამ დროს რევკომის თავმჯდომარე კონსტანტინე ცინცაძე მივარდა მეტყვიამფრქვევეს და ხვეწნა-მუდარა დაუწყო ნუ დამიხოცავ ბავშვებს, ნუ დამღუპავ, აწი არ გააკეთებენ არაფერს ცუდსო. ჩამოვარდა სიჩუმე... მოწაფეებს ყველაფერი გაპატიეს, ახლა ხელჩაკიდებული უკანმოუხედავად გაიქეცით სახლებშიო. ბავშვები ფერდაკარგულები და დაზაფრულები გავიქეცით სახლებისკენ. უფროსკლასელები და რამდენიმე მასწავლებელი დააპატიმრეს. 1922 წელს ,,აგურის კლასს’’ კურსდამთავრებულები არ ყოლია, რადგან ყველა უფროსკლასელი დაპატიმრებული იყო’’.

1922 წლის 26 მაისს ლანჩხუთის თითქმის ყველა სოფელში აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სოფელ შუხუთში მიტინგის დროს შეხდა შეხლა-შემოხლა, რის შედეგად მომიტინგეებმა კომუნისტი მელიტონ ორაგველიძე მოკლეს, ხოლო მოწინააღმდეგე მხრიდან დაიჭრა ერთი ქალი. ჩიბათში ბოლშევიკებმა მოინდომეს მიტინგის დაშლა, საპასუხოდ მომიტინგეებმა რევოლვერებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ქვები დაუშინეს. ისინი შეეცადნენ ადგილობრივ სამმართველოში შეჭრას, რაც მსხვერპლით დასრულდა. ბოლშევიკებმა სოფელში 150 მომიტინგე დააპატიმრეს და ოზურგეთში გადააგზავნეს.
1924 წლის აგვისტოს ამბოხების ტალღამ ლანჩხუთსაც გადაუარა. გურიის კომიტეტის ლანჩხუთის განყოფილებას წარმოადგენდნენ ფერშალი ერმალო ებრალიძე, ლადიკო შარაბიძ, აკაკი ჩხაიძე, ევტიხი იმნაძე, კოტე იმნაძე, გურიის არალეგარული კომიტეტის წევრი ახალგაზრდა მასწავლებელი სევერიანე იმნაძე და სხვები. სამი დღე-ღამე რაიონის სტრატეგიული ცენტრი მეამბოხეებს ეკავათ. აპატიმრებდნენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და ქალაქის ცენტრში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიაში ამწყდევდნენ. მეოთხე დღეს ლანჩხუთში ჯავშნოსან მატარებელს 200 კაციანი რუსი ქვეითი ჯარი ჩამოყვა, რამაც საბედისწეროდ გადწყვიტა თავიდანვე დამარცხებისთვის განწირული აჯანყების ბედი. ლანჩხუთში მასიური დახვრეტები არ განხორციელებულა (ამაში წვლილი თურმე ფილიპე მახარაძეს მიუძღვის), როგორც ამას ადგილი ჰქონდა სხვა რაიონებში, თუმცა ლანჩხუთიდან დახვრეტილი იქნა კოლია შარაბიძე და გურიის კომიტეტის წევრი, 25 წლის ახალგაზრდა, უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტი, დედისერთა ვაჟი სევერიან გიორგის ძე იმნაძე.

ლანჩხუთთან დაკავშირებულ ეპიზოდს აჯანყების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე სიმონ გოგიბერიძე ასე აღწერს: ,,ლანჩხუთის რაიონის მთელი ხელმძღვანელობა თითქმის არალეგალურად ცხოვრობდა და უკანასკნელად მათთან ჰქონდათ ბინა სამაზრო კომიტეტს და დამკომის კაცს. ცნობის მიღებისთანავე მათ გაანაწილეს თავიანთი უბნები, ყველა თემები, რაიონები და რკინის გზის სადგური. ლანჩხუთის აღება დაევალა ოფიცერ შ-ძეს, თეოფილე მუხაშავრიას თანხლებით (როგორც ჩანს, შ-ძე პარიზში წიგნის გამოქვეყნების დროს, 1938 წელს, ისევ საქართველოში იმყოფებოდა, ამ მიზეზით არ ასახელებს გოგიბერიძე მის სახელს, ხოლო მუხაშავრია აჯანყების დამარცხების შემდეგ საფრანგეთში გაიქცა – ავტორები)... უდროობის და ადგილმდებარეობის მიხედვით, ამათაც ცუდს პირობებში მოუხდათ მოქმედება, მაგრამ მაინც თავიანთი ამოცანა შეასრულეს. მთელი ეს მხარე გაწმინდეს, მრავალი კომუნისტი დაატუსაღეს და აიღეს ლანჩხუთი, სუფსა და სხვა დაბა-სადგურები. მხოლოდ ლანჩხუთში, ისე როგორც ჩოხატაურში, კომუნისტების ერთი ნაწილი გამაგრდა ერთი ქვის შენობაში, საიდანაც ისინი განაგრძობდნენ სროლას. ჩვენებმა მიუჩინეს მათ რამდენიმე დარაჯი და დატოვეს, თვითონ კი მთელი ყურადღება მიაქციეს რკინის გზის ხაზს. ამ ხაზზედ მოქმედებდა ორი ჯავშნოსანი და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო მათი შემოტევა ლანჩხუთზედ. ჩვენებმა სცადეს რკინის გზის გაფუჭება, ზოგს ადგილას ვაგონებიც გადაყარეს, მაგრამ ეს საკმაო არ აღმოჩნდა და ჯავშნოსნები განაგრძობდნენ მოქმედებას: ერთი უტევდა საჯავახოს და მეორე იცავდა ბათუმის ხაზს...”




 ახალი ამბები
  • 13 წლის მოზარდს 29-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში ეძებენმესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა,  სამძებრო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში,  ინტენსიურად მიმდინარეობს. მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოზარდის საპოვნად მოქალაქეებს სამ ენოვან მოკლეტექსტურ შეტყობინებებსაც უგზავნის. ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ... ...
  • კარიერების საწინააღმდეგო აქცია ბაილეთში : „ რა მეაქციება, „ამიდუღდა“ საზამთრო, გამიშვით“13 აგვისტოს კიდევ ერთი აქცია მოაწყვეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბაილეთის და სუფსის  მცხოვრებლებმა,  რომლებმაც სუფსის    ხიდთან, ცენტრალური  ავტომაგისტრალი გადაკეტეს.    პროტესტის  გამოხატვის  ეს ფორმა,  ადგილობრივებმა  კომპანია „სამი ძმების“ წინააღმდეგ მოაწყვეს, რომელიც სუფსის კარიერში  ინერტულ მასალას  მოიპოვებს.  _ ეს „სამი ძმები“ არის თუ „ნატა“, არ გვაინტერესებს. აქ მათი ადგილი არ არის.  კომპანია „ქიუ ემ სი“, რომელამაც მემორანდუმი გააფორმა სოფელთან, მხოლოდ ის იმუშავებს. არ არის აქ მეტი ადგილი, მორჩა! უნდა წავიდნენ აქედან, ყველას ეს  აზრი გვაქვს! - იძახდა ის. თუმცა, აქციის მონაწილეებს და თვით აქციას აშკარად ეტყობოდა არაორგანიზებულობა და უკმაყოფილება. მონაწილეთა შორის ბევრი  გამოთქვამდა საყვედურს: „დავიღალეთ ამ უაზრო აქციებით“,  „ვიღაცამ ხომ უნდა მოგვხედოს ოდესმე, რომ ეს  ამბავი დასრულდეს“, „ახლა სათხილეში უნდა ვიყო, ამ დუგუნაში კი არა“,  „ხალხიზა არავინ არაა, არ გამოდის არაფერი...“, „ყანაში უნდათ რომ  ცვითონ თავი და ორი კოტა სიმინდიც წაგვართვან“... _ ისმოდა  შეკრებილთა შორის. ადგილზე არ ჩანდა პოლიცია, არც მეორე მხარე, ვის წინააღმდეგაც აქციას აწყობდნენ. „სად მცალია თქვენი აქციიზა? რა მეაქციება, ამიდუღდა საზამთრო, თუ არ გამიშვებთ, გადმოვალ ამ მეზობლის მანქანიდან და გაღმა მხარეს მეორე მეზობლის მანქანაში ჩავჯდები, სახლში პროდუქტი მიმაქვს, _ დაიძახა ერთმა სილაურელმა მამაკაცმა, რომელიც მართლაც ხიდზე გაჩერებული მანქანიდან, ჯერ საზამთროთ ხელში გადმოვიდა  და ხიდის პერიმეტრი გადმოირბინა, მერე მიბრუნდა და ჩანთებიც გადმოიტანა მეორე მხარეს, სადაც ასევე მეზობლის მანქანაში ჩაჯდა და  შინ წაყვანა სთხოვა. მალე პოლიციას დაურეკეს.  ადგილზე მოსულმა ოზურგეთის პოლიციის წარმომადგენლებმა ხალხი გზიდან გადაიყვანეს და სთხოვეს, აქცია იქ გაემართათ. აქციის  მონაწილეებთან მოვიდა გარემოს დამცველი ირმა გორდელაძე. _ყველა აქ მომუშავე კომპანიას აკონტროლებს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო“. ამ „სამ ძმებს“ არ გააჩნია დოკუმენტაცია. ხალხო, მე მაბრალებენ, თითქოს, მე გაქეზებთ. მოიქეცით ისე, როგორც გსურთ. ააშენონ, დაამშვენონ, თუ შეუძლიათ. ყველამ ისე იმუშაოს, რომ მდინარის კალაპოტი არ დაინგრეს. ყველა კომპანიასთან გვექნება კომუნიკაცია, რომელიც წამოვა დიალოგზე _ უთხრა მან აქციის მონაწილეებს. აქციის შემდეგ, „გურია ნიუსი“  კომპანია „სამი ძმების“  წარმომადგენელს დაუკავშირდა. _ჩვენ არ ვიცოდით, თუ დღეს იქ აქცია იყო. არაფერს არ ვაშავებთ. გვაქვს კანონიერი ლიცენზია, _ გვითხრეს კომპანიიდან. ვრცლად ამ საპროტესტო აქციის შესახებ, „გურია ნიუსის“ საგაზეთო სტატიაში ... ...
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • SME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში SME ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელაSME Banking Club-მა საქართველოს ბანკი კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკად დაასახელა.     SME Banking Club-ი არის საერთაშორისო ქსელის პლატფორმა ბიზნეს ბანკირებისთვის. ის აერთიანებს საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური განვითარებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ბიზნესბანკირებს, რომელთა მიზანია შეისწავლონ და გაცვალონ პრაქტიკული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწევენ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბანკები თუ საფინანსო ორგანიზაციები მეწარმეებს, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. სწორედ ამ მიზნით, SME Banking Club-მა შეისწავლა კავკასიის რეგიონის 11 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა) მოქმედი 212 ბანკის 34-მდე უნიკალური სერვისი, რის საფუძველზეც გამოავლინა რეგიონის წამყვანი 20 საუკეთესო ეკოსისტემების მქონე ბანკი; სიის სათავეში კი სწორედ საქართველოს ბანკია. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“; ის კი, ვინც შეძლებს მათთვის ეს შესაძლებლობა უზრუნველყოს, გამარჯვებულია“, − აცხადებენ SME Banking Club-ის წარმომადგენლები. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს, ვცდილობთ, ყოველდღიურად შევთავაზოთ სწორედ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები/სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში, რათა დაზოგონ დრო და ენერგია; შედეგად კი კიდევ უფრო სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...