ლევ ტოლსტოი და გურულების რევოლუცია


ისტორია

ლევ ტოლსტოი და გურულების რევოლუცია

9 თებ. 2020, 15:34:27

გურიის შესახებ მთელი რუსული რევოლუციური მოძრაობა ალაპარაკდა. ,,ფრთხილმა, ,,უსისხლო, ვეგეტერიანული” რევოლუციის მქადაგებელმა, დიდებულმა მწერალმა” ლევ ტოლსტოიმ გურულებს `რუსული რევოლუციის ავანგარდი” უწოდა. აი, რას წერდა ის ცნობილ პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწეს ილია ნაკაშიძეს: ,,გასაკვირი ცნობებია გურიიდან, როგორ გააუქმეს მთავრობა და გათავისუფლდნენ, ამავდროულად დაიწყეს უკეთესად ცხოვრება და ბევრად უფრო თავისუფალნი გახდნენ... ცნობები, რომელიც ყიფიანმა (მიხეილ (მიშო) ყიფიანი (1846-1910 -ი.მ.) გადმომცა, ჩემი აზრით, ფრიად მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა გავაცნოთ ხალხს ის დიდმნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც გურიაში ხდება. თუმცა ვიცი, რომ გურულებს წარმოდგენაც არა აქვთ ჩემი არსებობის შესახებ, მაინც ძალიან მოსურნე ვარ გავუზიარო მათ ის გრძნობები და ზარები, რომლებსაც ჩემში იწვევს მათი გასაოცარი მოქმედება... გადაეცით მათ, რომ არის ერთი მოხუცი, რომელიც ოცი წლის მანძილზე სულ იმაზე ფიქრობს და წერს, რომ ადამიანთა ყველა უბედურება გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ისინი სხვებისაგან, ხელისუფლებისაგან ელოდებიან დახმარებას და ცხოვრების მოწყობას, ხოლო როცა ხედავენ, რომ ხელისუფლებისაგან მათ არა აქვთ შვება, მაშინ იწყებენ ხელისუფალთა გამტყუნებას, მათ წინააღმდეგ ბრძოლას... საჭიროა ერთი რამ: ის რასაც აკეთებენ ისინი, გურულები... მოაწყონ საკუთარი ცხოვრება ისე, რომ არ სჭირდებოდეთ ხელისუფლება. მთელი ძალისხმევა უნდა იყოს წარმართული იქითკენ, რომ, როგორც ისინი თავად ამბობენ, იცხოვრონ ქრისტეს გზით, იცხოვრონ სინდისიერად, აღასრულონ ერთი და იგივე კანონი ქრისტიანებისათვის და მუსულმანებისათვის, და მთელი კაცობრიობისათვის. ეს კანონი კი მდგომარეობს იმაში, რომ გიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი და გაუკეთო სხვას ის, რაც გინდა რომ შენ რომ გაგიკეთონ. თუ ისინი იცხოვრებენ ღმერთის კანონებით, ვერავინ ვერაფერს დაუშავებს. თუ ისინი ღმერთთან იქნებიან, ღმერთიც მათთან ერთად იქნება და არავის ძალუძს მათ ხელი შეუშალოს.” 

მაგრამ გურულებმა არ გაითვალისწინეს ტოლსტოის ეს შეგონებანი, რომელიც გურიის მოძრაობაში ხედავდა საკუთარი რელიგიურ-ზნეობრივი სწავლების - ძალადობით ბოროტებისადმი წინაღუდგომლობასა და პასიურ დაუმორჩილებლობას - პირდაპირი მნიშვნელობით განხორციელებას. მისი დოქტრინა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შორს იდგა რეალობისაგან და გურულებმა ყველა რესურსი რომ ამოწურეს, გადაწყვიტეს ძალისმიერი მეთოდებით მოეპოვებინათ საკუთარი თავისუფლება და მომავალი.

გურიის ამბებით აღფრთოვანებული დიდი მწერალი ცდებოდა რომ თითქოს გურულებს წარმოდგენაც არა ჰქონდათ მისი არსებობის შესახებ. პირიქით, ,,საქართველოს საფრანგეთის” მცხოვრებლებმა ბევრი რამ იცოდნენ ტოლსტოის შესახებ. როცა ილია ნაკაშიძე სამ ათასიან კრებას მის წერილს უკითხავდა და იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ტოლსტოი ამბობდა რომ გურულებმა არაფერი იციან ჩემს შესახებო, ხალხმა პროტესტის ნიშნად ხმაური ატეხა, ტოლსტოის დიდი ხანია ვიცნობთო, განსაკუთრებით მის ზღაპრებსო და რომანს ,,აღდგომა.”  გურიის მასწავლებლებმა 1906 წელს წერილიც კი გაუგზავნეს ლევ ტოლსტოის, სადაც სთხოვდნენ განემარტა მას სხვადასხვა საკითხები –პირველ რიგში, პრესაში გამოქვეყნებული რუსეთსა და კავკასიაში მიმდინარე საკითხებთან მიძღვნილ წერილებთან მიმართებაში და ასევე, აპირებდა თუ არა ის ნაწარმოების შექმნას, რომლის მოქმედება მოხდებოდა გურიაში.  რა პასუხი მისწერა ტოლსტოიმ გურულებს, ჩემთვის უცნობია.

magram gurulebma ar gaiTvaliswines tolstois es Segonebani, romelic guriis moZraobaSi xedavda sakuTari religiur-zneobrivi swavlebis - ZaladobiT borotebisadmi winaRudgomlobasa da pasiur daumorCileblobas - pirdapiri mniSvnelobiT ganxorcielebas. misi doqtrina am konkretul SemTxvevaSi Sors idga realobisagan da gurulebma yvela resursi rom amowures, gadawyvites Zalismieri meTodebiT moepovebinaT sakuTari Tavisufleba da momavali.

guriis ambebiT aRfrTovanebuli didi mwerali cdeboda rom TiTqos gurulebs warmodgenac ara hqondaT misi arsebobis Sesaxeb. piriqiT, ,,saqarTvelos safrangeTis” mcxovreblebma bevri ram icodnen tolstois Sesaxeb. roca ilia nakaSiZe sam aTasian krebas mis werils ukiTxavda da im adgilamde mivida, sadac tolstoi ambobda rom gurulebma araferi ician Cems Sesaxebo, xalxma protestis niSnad xmauri atexa, tolstois didi xania vicnobTo, gansakuTrebiT mis zRaprebso da romans ,,aRdgoma.”[1] guriis maswavleblebma 1906 wels werilic ki gaugzavnes lev tolstois, sadac sTxovdnen ganemarta mas sxvadasxva sakiTxebi –pirvel rigSi, presaSi gamoqveynebuli ruseTsa da kavkasiaSi mimdinare sakiTxebTan miZRvnil werilebTan mimarTebaSi da aseve, apirebda Tu ara is nawarmoebis Seqmnas, romlis moqmedeba moxdeboda guriaSi.[2] ra pasuxi miswera tolstoim gurulebs, CemTvis ucnobia.

 



[1] http://fullref.ru/job_7a42d3df14e3137651d9a2b5310cef72.html

[2] Сквозь столетия, Тбилиси, Мерани, 1983, gv. 422.




 ახალი ამბები
  • ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სტუმარი დაჭრა - შსსშინაგან საქმეთა სამინისტროს გამცხადებით, გარდაბანში, 1995 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამმა ბრალდებულმა სტუმრად მყოფ ნაცნობს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავსდღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში იწყებს. ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე ... ...
  • დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელისინოპტიკოსები დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლს პროგნოზირებენ. ქუთაისში დღისით +3 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვაა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 იქნება. თოვს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც 0 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ -12 გრადუსამდე დაიწევს. ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება. გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში თოვლი და -6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც. აქ დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება. რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლწყაპია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი ... ...
  • ნათლისღების განთიადს ოზურგეთი თოვლით შეხვდადღეს, დილაადრიან, ოზურგეთში თოვლის მცირე საფარი იდო. თუმცა, დილის ცხრა საათის შემდეგ თოვა მატულობს. ოზურგეთის ქუჩებში ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს. „გურია ნიუსი“ მთიანი სოფლების გამგებლებს დაუკავშირდა. ყველაზე ადრიანად სოფელ მთისპირის წარმომადგენელი გამოგვეხმაურა._ ჩვენთან შეუჩერებლად თოვს. თოვლის საფარი ამ წუთებში დიდი არ არის. თუმცა, ასე თუ გაგრძელდა თოვა, რა თქმა უნდა, მოიმატებს. მე ახლა გავდივარ სოფელში, შემოვლაზე, _ გვითხრა მაია ... ...
  • ბაკურიანში დიდი თოვლი მოვიდაკურორტ ბაკურიანში დღეს დიდი თოვლი მოვიდა _ კადრებს სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა სირაძე ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი _ 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება; 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....