"ლივაის მაღაზიაში ვიმუშავე, იმსიმაგრე შარვალს კერავს, რუმ მეინდომო, ვერ დახევ"

ისტორია

"ლივაის მაღაზიაში ვიმუშავე, იმსიმაგრე შარვალს კერავს, რუმ მეინდომო, ვერ დახევ"

2017 აგვ 10 14:11:47
,,ცოტა ხანი ვიმუშავე ლივაის მაღაზიაში, ნამეტარი მდიდარია იმსიმაგრე შარვალს კერავს, რუმ მეინდომო, ვერ დახევ, თანაც ჩასაცმავია კაი”, – წერდა უცნობი გურული მოჯირითე საკუთარ დღიურში. არა მგონია, ვინმეს ამაზე უკეთესი რეკლამა გაკეთებინოს საქვეყნოდ ცნობილი ბრენდისათვის, რომელსაც Levi’s ჰქვია.
Levi’s ჯინსი ამერიკის ისტორიის განუყოფელ ნაწილია, ის ისეთივე საცნობი სიმბოლოა, როგორც მიკიმაუსი, კოკა-კოლა ან მაკდონადლდსი. ჯინსი დიდი ხანია, რაც აშშ-ს საზღვრები გაარღვია და ჩვენი პლანეტის მილიონობით ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში ისეთი მყარი ადგილი დაიკავა, რომ ჯინსის გარეშე, ალბათ, დღეს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ყველაზე მთავარი ამ პრაქტიკულ სამოსში ის გახლავთ, რომ განსხვავებული აღნაგობის ადამიანს _ მსუქანს, გამხდარს, მაღალს თუ დაბალს უხდება და რაც მთავარია, მასში ისე გრძნობ თავს, თითქოს ის სპეციალურად შენთვის არის შეკერილი. არ გამიგია ვინმეს აუგი ეთქვას ამ სამოსის შესახებ, თუმცა მასხენდება, ასე 8-10 წლის ვიქნებოდი ,,ბარიგებისა” და ,,ინტურისტების” მეშვეობით, ნელ-ნელა რომ შემოიჭრა ჩვენს საბჭოთა სინამდვილეში ჯინსი. იმ დროს ჩემს მამიდაშვილს Levi’s ყიდვა უნდოდა და დედამისს ფული სთხოვა. მამიდაჩემმა დიდხანს ეჭვის თვალით ათვალიერა ,,რაცხა” შარვალი და შემდეგ ფასი რომ გაიგო, ამოიოხრა: ,,ნენა, რაფერ მივცე ამ ჩვარში 25 მანეთი?”
თუმცა ამ ლოკალურ ეპიზოდს არ შეუშლია ხელი ჯინსის ტრიუმფალურ სვლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც დაიწყო 1873 წლის 20 მაისს, მას შემდეგ, რაც ჯინსის შემქმნელებმა ჯეიკობ დეივისმა და ლივაი სტრაუსმა მიიღეს პატენტი #139 121.
საინტერესოა, რომ ლივაი სტრაუსი საკუთარ ნაწარმს Waist Overall-ს უწოდებდა, კალიფორნიელებმა მას Denim შეარქვეს, ეს შემოკლებულია ვარიანტია Serge de Nimes, იმ ფრანგული ქალაქის სახელწოდების მიხედვით, საიდანაც სტრაუსი ნაჭრებს ღებულობდა. ის შარვლის შესაკერად სხვა ქსოვილსაც იყენებდა, რომელსაც Gენეს ერქვა. ეს ფრანგული სიტყვა წარმოქმნილია ქალაქ გენუას სახელიდან, ამერიკაში ის სწრაფად გადაიქცა უბრალოდ, Genes.
თავდაპირველად  Levi’s ყავისფერი ნაჭრისგან იკერებოდა, მაგრამ სტრაუსი მიხვდა, რომ ლურჯი ფერის შარვალი უფრო კარგად გაიყიდებოდა; იდეამ გაამართლა. პირველ ჯინსს მხოლოდ ერთი უკანა ჯიბე (წყვილი ჯიბე 1900 წლისთვის მიაკერეს), საათის ჯიბე და საბეჭურის ღილები ჰქონდა. 1886 წლიდან შარვალს გარედან მიაკერეს ტყავის იარლიყი, რომელზეც გამოსახული იყო ორი საპირისპირო მხარეს მიმავალი ცხენი, რომელიც ჯინსის გახევას ლამობდა. დაახლოებით 1890 წლისათვის კი Levi’s-ის ჯინსს ოფიციალური ნომერი 501 მიაკუთვნეს. უკანა მარჯვენა ჯიბეზე პატარა წითელი იარლიყი წარწერით Lევი’ს იმის მანიშნებელია, რომ ტრადიციული 501 ჯინსი ღილებითაა, თუ იარლიყი სტაფილოსფერია, მასინ შარვალს შესაკრავი ელვა აქვს. XIX საუკუნის მიწურულს ჯინსი დოლარი და 46 ცენტი ღირდა. ამ რამოდენიმე წლის წინათ აშშ-ს ერთ მაღაროში 1880-იან წლებში გამოშვებული ჯინსი იპოვეს, რომელიც აუქციონზე 30 ათას დოლარად გაიყიდა.
Levi’s-ის მაგალითით შეგულიანებულმა სხვა ფირმებმაც დაიწყეს ჯინსის კერვა და წარმატებასაც მიაღწიეს. წლების მანძილზე ჯინსი მხოლოდ დასავლეთ შტატების მცხოვრებლების სამოსად ითვლებოდა და ქაუბოებთან და მუშებთან ასოცირდებოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში კი ვესთერნის ჟანრის პოპულარობასთან ერთად ჯინსი საზოგადოების თვალში თავისუფლებისა და ინდივიდუალობის სიმბოლოდ იქცა. ამ აზრს კინო კერპებიც ამყარებდნენ. სახელგანთქმულ ჯონ უეინს ,,დილიჟანსში” (რეჟ. ჯონ ფორდი, 1939) Levi’s 501 აცვია. ჯინსი უამრავი კინოლეგენდის და სხვა პროფესიის საყვარელ სამოსად იქცა, მათ შორის არიან, რენდოლფ სკოტი, გერი ქუფერი, მარლონ ბრანდო, ჯეიმს დინი, პოლ ნიუმენი, მერილინ მონრო, სთივ ჯობსი, ბარაკ ობამა, შერილ ქროუ, დრიუ ბერიმორი, სთივ მაკქუინი... ამ უკანასკნელმა ერთხელ ფილმის გადაღებისას უამრავი Lევი’ს შარვალი აყიდვინა პროდიუსერებს, რომლებიც ბუზღუნებდნენ, რათ უნდა ამდენი ჯინსიო, მაშინ, როცა ამ ფილმში მისი გმირი საერთოდ არ ატარებდა ამ შარვალს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაკქუინი ჯინსებს უგზავნიდა იმ ძნელად აღსაზრდელ მოზარდთა სახლს, სადაც თვითონ გაატარა რამდენიმე წელიწადი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჯინსი ცოტა რაოდენობით გამოდიოდა, მაგრამ სწორედ მაშინ გააცნეს ევროპას ეს შარვალი ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან თავისუფალ დროს ჯინსს იცმევდნენ.
მომდევნო წლებში ჯინსით დადიოდა ყველა და ყველგან, Lევი’ს-მა ასეთი სლოგანიც კი მოიგონა ,,ის ზედგამოჭრილია ჩვენი სკოლისთვის”, თუმცა, ამ წამოწყებას გააფთრებული წინააღმდეგობა შეხვდა უფროსი თაობის მხრიდან. ერთმა მშობელმა კომპანიას მისწერა კიდევაც: ,,შეიძლება ის ზედგამოჭრილია თქვენთან დასავლეთში, მაგრამ ჩვენთან (ანუ აღმოსავლეთში) არა!” ბევრ შტატში ეკლესიასა და სკოლებში ჯინსი მიღებული არ იყო და ხშირად ,,იდევნებოდა”. ჯინსი რა მოსატანია და გოგონებს შარვლის ტარების უფლება სკოლებში, დაახლოებით, 60-იანი წლების ბოლოს დართეს. ცნობილია ფაქტი, როცა 1951 წელს კანადის ერთ ფეშენებლურ სასტუმროში ჯინსის კოსტიუმსა და შარვალში გამოწყობილი ცნობილი მომღერალს, ამ სამოსის დიდი მოყვარულს ბინგ ქროსბის, უარს ეუბნებოდნენ სასტუმროში შესახლებაზე. ამაზე ქროსბი გადაირია და იქ დიდი ამბები დატრიალდებოდა, რომ ერთ კლერკს მომღერალი არ ეცნო.
ყველაფერი თავის ადგილას 60-იანმა წლებმა დააყენა. ჯინსმა როკ მუსიკასთან ერთად მყარად და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. ცნობილია 70-ზე მეტი სიმღერა, რომელშიც გამოყენებულია სიტყვა ჯინსი. გაიხსენეთ, თუნდაც, ინგლისური ჯგუფის Animals-is -ის ჰიტი House of the Rising Sun, სადაც ასეთი სიტყვებია: ,,დედაჩემი მკერავი იყო, მან შემიკერა ჩემი ახალი ლურჯი ჯინსი”. Rolling Stones-ის 1971 ალბომის Sticky Fingers გარეკანის ორივე მხარეს გამოსახულია Levi’s-ის ჯინსი, მისი დიზაინი ენდი უორჰოლს ეკუთვნის. ინგლისურმა ჯგუფმა Swinging Blue Jeans  სახელი ამ შარვლის საპატივსაცემოდ დაირქვა. მათ ერთხელ კურიოზი შეემთხვათ – ჯგუფის წევრები მუდმივად ლურჯ ჯინსებსა და ქურთუკებს ატარებდნენ და ერთხელ ქუჩაში ისინი პოლიციამ დააპატიმრა, რადგან ადგილობრივი ციხიდან გაქცეული პატიმრები ეგონა. პატიმრების ფორმა კი, მოგეხსენებათ, ლურჯი ჯინსია.
ჯინსი იქცა ვუდსტოკის თაობის უნიფორმად და მაშინ გამოჩნდა მისი უამრავი ნაირსახეობა _ შეღებილი, გახეხილი, აპლიკაციებითა და ნახატებით დამშვენებული. ჯინსის მოხატვის ხელოვნება ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ 1973 წელს Levi’s-მა გამოაცხადა კონსკურსი საუკეთესო მოხატულ ჯინსზე და ყველას სთხოვა საკუთარი ნახელავის ფოტოების გამოგზავნა. მთლიანობაში მოვიდა ორი ათასი ცალი ფოტო. გამარჯვებულ ფოტოებს, რომელთაგან ზოგიერთი Levi’s-მა საკუთარი არქივისთვის შეისყიდა, 18 თვის განმავლობაში აჩვენებდნენ ამერიკის სხვადასხვა მუზეუმებსა და გამოფენებზე.
საბჭოთა კავშირსა და საოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყველაფერი დასავლური, მათ შორის კი როკ-მუსიკა და ჯინსი იქაური საზოგადოების დეკადენტობის მანიშნებელი იყო და ჩვენში ეს ტანსაცმელი, პრაქტიკულად, ერთეულებს ეცვათ. Levi’s არქივებში შემონახულია ამ ქვეყნებიდან მიღებული წერილები, როემელთა ავტორები კომპანიას ჯინსის გამოგზავნას სთხოვდნენ.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა დიზაინრებმა დაიწყეს საკუთარი ჯინსის მოდელების გამოშვება და ქაუბოებისა და მუშების შარვალი მაღალ მოდას აზიარეს, ასეთი წარმატება ლივაი სტრაუსსა და ჯეიკობ დეივისს არც კი დაესიზმრებოდათ... 
ირაკლი მახარაძე




 ახალი ამბები
  • მოუხადა თუ არა ბოდიში რუსეთს ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის გამო„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გავრილოვის ღამის გამო,  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ბოდიში მოიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს. „არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. უკაცრავად,რომ საუბარს გაწყვეტინებთ, მაგრამ გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“_ განაცხადა ბურჯანაძემ. კოსაჩოვმა კი ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა. რუსული სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას, ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური გამოეხმაურა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ბურჯანაძეს რუსეთში ბოდიში არავისთვის მოუხდია. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო, თუმცა, მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია,"_ნათქვამია განცხადებაში.  ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს, მართლმადიდებლური ასამბლეის გაძღოლა სცადა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. ფაქტს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა - აქცია ღამით სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. აქციის დაშლისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ... ...
  • 9 კრიტერიუმი _ რა უნდა იცოდეს მასწავლებლებმა მაქსიმალური ქულის მისაღებადგარე დაკვირვების ჩატარების პროცესი უკვე დაწყებულია და სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 4 166 პედაგოგი დარეგისტრირდა. მასწავლებლის შეფასება ხდება: გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას. რაც შეეხება სპორტის გაკვეთილის შეფასებას მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას. აღსანიშნავია ის, რომ გარე დაკვირვებისას ყურადღება მხოლოდ მოსწავლის მიერ საგნის კარგად ცოდნას ან კლასში დისციპლინას არ ექცევა, მასწავლებლის შეფასება ხდება კომპლექსურად, მათ შორის მოსწავლეებთან დამოკიდებულებისა თუ მიმართვის ფორმის, დროის სწორად გადანაწილების და კიდევ სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც. იმისთვის, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების პროცესი გაგიმარტივდეთ, გთავაზობთ, გარე დაკვირვების პროცესში გასათვალისწინებელ შეფასების მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცევა: კლასში ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემოს არსებობას; კლასის მართვის პროცესს; სასწავლო რესურსის ეფექტიანი (მიზნობრივი) გამოყენება; მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობას; მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ინსტრუქციები აქტივობებისთვის; სწავლების სტრატეგიებს; მოტივაციასა და ჩართულობას; სწავლების დროს შეფასების გამოყენებას; რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე. გარე საგაკვეთილო შეფასების რუბრიკის დეტალური ინსტრუქცია მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების შესახებ კანონშია გაწერილი. ბრძანების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, დოკუმენტში გარე დაკვირვების გაკვეთილის რუბრიკის შეფასება ოცდამეორე გვერდზეა მოცემული. წყარო: ... ...
  • დაპირისპირება ვაკიჯვარში ჰესის აშენების მომხრეებსა და მოწინააღმედეგეებს შორისდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ  ვაკიჯვარში, მდინარე  ნატანებზე ჰესის მშენებლობასთან  დაკავშირებით,  სოფლის მოსახლეობა ინვესტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისშივე გამოიკვეთა წინააღმდეგობა,  რაც დარბაზში მყოფ  ვაკიჯვრელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთ  შეურაცხყოფაშიც  კი გადაიზარდა. ინვესტორის წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობასთან, როგორც თავად  თქვეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ატარებდნენ. მათი განმარტებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, გარდა დასაქამებისა, ადგილობრივებს სთავაზობენ ინვესტირებას სოციალურ პროგრამებში, რაც სოლიდური ფულადი თანხით  იქნება გამოხატული.  გარდა ამისა, თუ  შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი,   250 ოჯახს გადაუხდიან 200 კილოვატ საათის დენის თანხას მანამ, სანამ ჰესი იარსებებს. თუმცა, ეს  ადგილობრივებმა  სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. ზოგმა ისიც თქვა,  ასეც რომ იყოს,  ჰესს მაინც არ ავაშენებინებთო.  _ ვინ მოგიწვიათ,  რატომ მოხვედით? არ გაგაჩანაგებინეთ, „რა არის ეს „სკოპინგი“ და გეზეშე“ ჯერ ეს აუხსენით ხალხს, თქვენთვის საუბრობთ?  _ ისმოდა ინვესტორის წარმომადგენელთა მისამართით. მოსახლეობის მომხრე-მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ბოლოს ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად,  დარბაზი დატოვა. _ვინც წინააღმდეგი ვართ, გავიდეთ, _ ამ მოწოდებაზე  დარბაზი ნახევრად დაიცალა. ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვრცლად ... ...
  • მთავრობის ბრძოლა გარემოს დამცველებთან2019 წლის ანგარიშში „სახიფათო სამუშაო - ბრძოლა გარემოს დამცველების წინააღმდეგ“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დამცველთა უფლებადარღვევებს და მათ საფრთხეებს მიმოიხილავს, მოხვდა „მწვანე ალტერნატივას“ მაგალითიც, სადაც, საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით,  გარემოს დამცველთა დისკრედიტაციის მცდელობა იკვეთება.  კვლევა ერთობლივად რამდენიმე საერთაშორისო, გარემოსა და უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მათ შორის „Crude Accountability-მ“, რომელიც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში მუშაობს,  “FracTracker Alliance-მა”, რომელიც გარემოსა და ადამიანის უფლებებს აშშ-ში იკვლევს და ყაზახეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა “EcoForum”.   ანგარიშში შესწავლილია 40-მდე შემთხვევა აშშ-დან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც მთავრობები და კორპორაციები გარემოს დამცველებზე ძალადობენ, ან ემუქრებიან და აკრიტიკებენ მათ იმის გამო, რომ ისინი: იცავენ ბუნებას, ითხოვენ სუფთა ჰაერს და წყალს, ამხელენ კორუფციას, მოითხოვენ ინფორმაციის გამჭვირვალობას ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. მაგალითები საქართველოდან „მწვანე ალტერნატივას“ მიმართ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლის შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება.  ერთ-ერთი შემთხვევა 2013 წელს ხუდონის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგობას ასახავს, რომელიც ორი სოფლის დატბორვას და 2000-მდე ადამიანის გადასახლებას ითვალისწინებდა და „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, ასევე, საფრთხეს უქმნიდა ბიომრავალფეროვნებას. ამის გამო, მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ „მწვანე ალტერნატივას“ საჯაროდ “რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი” უწოდეს და მას ცილი დასწამეს, თითქოს ორგანიზაცია “ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბოდა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“.   კვლევაში, ასევე, შესულია სხვა ხელისუფლების დროინდელი, 2012 წლის მაგალითიც, როდესაც „მწვანე ალტერნატივამ“ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა; საქმე ეხებოდა კანონს, რომელიც გარემოს მსხვილ დამბინძურებლებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას უმცირებდა. კრიტიკის საპასუხოდ, მაშინდელმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები „ფარისევლურ დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, მისი მიზანი „საშინელი სურათის“ დახატვა და სკანდალის შექმნა იყო.   საგულისხმოა, რომ 2012 წლის ბოლოს, განახლებული მთავრობის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ იმ მოთხოვნების გაუქმება იყო, რომელსაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა. ზემოაღწერილი შემთხვევები საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც „მცდელობები, დისკრედიტაცია გაუწიონ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ეწინააღდეგებიან“. კვლევაში აღნიშნულია, რომ „მწვანე ალტერნატივის“ მსგავსად, სხვა ქვეყნის გარემოს დამცველი ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვის და დისკრედიტაციის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია: “სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა აბრალებს საკუთარ შეცდომებს და საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით მიღებულ შედეგებს  არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბრალს სდებს რადიკალიზმში, ზოგჯერ კი გარემოს დამცველებს ღიადაც ადანშაულებს რომ „სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედი“ აგენტები არიან“. პუბლიკაციის ბოლო მონაცემებით, გარემოსთვის, მათ შორის, მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლაში, 2018 წელს მსოფლიოში 164 ადამიანი გარდაიცვალა, 2017 წელს - 207.  ამ მონაცემებში არ შედის ძალადობისა და მუქარების ის მაგალითები, რომლებიც ფატალურად არ დასრულდა.   წყარო: პუბლიკაცია „Dangerous Work: Reprisals Against Environmental Defenders“ https://crudeaccountability.org/wp-content/uploads/Report_DangerousWork_compressed_for_web.pdf ... ...
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს