ლომის კარელი _ ბოლშევიკების მიერ განადგურებული სასწაულმოქმედი ხატი გურიაში

gurianews.com

ისტორია

ლომის კარელი _ ბოლშევიკების მიერ განადგურებული სასწაულმოქმედი ხატი გურიაში

2017 თებ 28 12:37:16

ლომის კარელი თავისი სიძლიერით განთქმული, გურიაში, სურებში ამავე სახელობის ეკლესიაში დაბრძანებული ხატი იყო.

მის შესახებ გურიაში ასეთი თქმულება იყო შემონახული: საქართველოში დიდი გასაჭირის ჟამს, კავკასიონის ქედზე სამი ძმა, სამი ანგელოზი მოფრენილა, სამივე ლომისის წმიდა გიორგად და გაუმართავთ ბჭობა, როგორ შეწეოდნენ საქართველოს და გადაწყვიტეს, სამი მხრიდან დადგომოდნენ ჩვენს ქვეყანას დარაჯად. უფროსი ძმა კავკასიონის ქედზევე დარჩენილა ლომისის წმიდა გიორგის სახელწოდებით, საშუალო ძმა დასავლეთით _ ილორის წმიდა გიორგის სახელით,  ხოლო უმცროსი კი _ აღმოსავლეთის მხრით, სურების ხეობაში ლომის კარელის სახელით.

მრავალი საწაულია ხალხურ გადმოცემებში ლომის კარელის სიძლიერესა და სასწაულებზე. მას საგანგებოდ გამოაბრძანებდნენ, როგორც შემწეობის სათხოვნელად, ასევე, დავების დროს მოწმეების დასაფიცებლად და მტყუან-მართლის გამოსარკვევად. მასთან, უბრალოდ, მიახლებას საქმეში მტყუანი კი არა, მართალიც ვერ ბედავდა. როგორც ხალხში შემონახული ამბები მოგვითხრობს, მრავალი ახსოვთ და უნახავთ ,,ლომის კარელის ძალით აყვირებული“, გაგიჟებული ცრუ მოწმეები და ცრუ დამფიცებლები. იმ დროში უნახავთ ისეთებიც, რომლებიც დადიოდნენ სოფელში და მხოლოდ ერთ სიტყვას გაიძახოდნენ _ "ლომის კარელი, ლომის კარელი“ . უნახავთ გვალვიანობის ჟამს, როცა სოფლის ერთმა უბანმა გამოასვენა ლომის კარელი და შემწეობა თხოვა მას, მხოლოდ სოფლის იმ ნაწილში მოსულა წვიმა. ასევე, გარდამოცემის თანახმად, მასზე დასაფიცებლად არამარტო გურიიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოჰყავდათ ხალხი და ვერავინ ბედავდა მის წინაშე ტყუილის თქმას.

ხატი ამ დრისათვის არ არსებობს, იგი უღმერთო ბოლშევიკებმა საყოველთაო უსჯულოების დროს დააზიანეს.

როგორც ცნობილია, ლომის კარელი იყო ჯვარი. სურების მკვიდრი ისიდორე რამიშვილი თავის მოგონებებში, ლომის კარელს ასე აღწერს: "ლომის კარელს გარეგნობა მრისხანე ქონდა, ეს იყო ჯვარი, რომლის სიმაღლე ერთი არშინი (1 არშინი უდრის 71 სანტიმეტრს) სიგანე ორი მკლავი. მთავიდან ფეხებამდე ვერცხლით იყო მოჭედილი და მკერდსაც სამი დიდი ბრჭყვიალა თვალი უმკობდა. ეცვა წითელი მაუდის პერანგი, რომლის კალთებზეც ორი ჯიბე ჰქონდა მიკერებული, შესაწირავის მისართმევად.

 რევოლუციის დასაწყისში 5 რევოლუციონერი გლეხი შევიდა ეკლესიაში, გამოიტანეს ხატი ლომის კარელი, დაამტვრიეს, სიმდიდრე აართვეს და ხატი სადღაც გააქრეს".

ისიდორე რამიშვილი თავის მოგონებებში, ასევე, იხსენებს ლომის კარელის საწაულებს:

"ოზურგეთის  მომრიგებელ სასამართლოში გასარჩევი ყოფილა რაღაც დიდი სადაო საქმე და მოწმედ 50 კაცი ყოფილა გამოწვეული, ამათ დასაფიცებლად სურებიდან ოზურგეთში წამოუსვენებიათ ლომის კარელი, მიუბრძანებიათ სასამართლო დარბაზში და სუფთად გაშლილ ხალიჩაზე დაუსვენებიათ. ხალხი მუხლმოდრეკით და მოკრძალებით ემთხვეოდა ამ ძლიერ ხატს. მაშინ პირველად იყო ჩამოსული, პირველი გურული სწავლული ვექილ-იურისტი ეტლია ბებურიშვილი. თუ მოწმეები ლომის კარელის შიშის გამო ყოველივე სიმართლეს იტყოდნენ, მისი კლიენტის საქმე წაგებული იქნებოდა. ხალხის შიშისა და ლომის კარელის ძლიერების გასაქრობად მას სამასხროდ აუღია: "ამ უბრალო რკინის როგორ უნდა ეშინოდეს კაცსაო“  და ზედ გადაულაჯებია, მაგრამ მაშინვე ცხვირიდან სისხლი წავარდნია და არ შეწყვეტია მანამ, სანამ ხატის წინ  არ დაჩოქებულა და შენდობა არ უთხოვია.

ერთხელ თურმე, აჭარელი ფირალები შესულან ეკლესიაში, ლომის კარელი გამოუსვენებიათ და წაუყვანიათ, რა წამს მდინარე სუფსაში გაღმა გასასვლელად ფეხი ჩაუდგამთ, იქვე გაშეშებულან და ნაბიჯი ვეღარ გადაუდგამთ. მეორე დღეს ჩვენებურებს ყაჩაღები დაუხოციათ და ლომის კარელი თავის ადგილზე დაუბრძანებიათ".

ლომის კარელის ხატის დღესასწაული აღინიშნებოდა 23 აპრილს (ახ.სტ. 6 მაისი), გიორგობას.

 

 




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?