"მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო" _ გურულები სტრაჟას შესახებ

ისტორია

"მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო" _ გურულები სტრაჟას შესახებ

2020 მარ 26 13:27:27

XIX საუკუნის 80-იან წლებში ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია ერთი მხრივ სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, მეორე მხრივ, ახალი განსაკუთრებული ზომების გამოყენება. ერთიც და მეორეც მძიმე ტვირთად დააწვა გლეხობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიურად დასცა. ეგნატე ნინოშვილი წერდა: ”...ყაჩაღების შესაპყრობად გურიის სოფლებში მობრძანდნენ ბატონი უფროსები. უფროსებს მოჰყვენ ყაზახ რუსები, ჩადგნენ აქა-იქ სოფლებში და გამოუცხადეს მამასახლისებს _ ხარჯი სოფლებმა უნდა გვაძლიონო. ამ ბრძანების ძალით მამასახლისები დადიან სოფლებში, თან უცხადებენ ხალხს _ ეკუციას (ვითომდა ეგზეკუციას) ხარჯი უნდა აჭამოთო და თან ჰხოცავენ ძროხებს, ღორებს, ქათმებს, ბატ-ინდოურებს და მიაქვთ ყაზახ-რუსებისათვის (ზოგი თავისთვისაც)”.

ერთი ახალგაზრდა გურული, რაღაც დანაშაულის ჩადენის გამო, ოსმალეთში აფარებდა თავს. უეზდის უფროსს მოახსენეს, რომ ღამღამობით ის მამის, მღვდლის სახლში ათევსო. უფროსმა წაიყვანა ყაზახ-რუსები და ალყა შემოარტყა სახლს. ბრახუნისა და ლანძღვა-გინების შემდეგ მღვდელმა კარი გააღო. ჯარისკაცები შიგნით შეცვივდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ ნახეს. მაშინ გაბრაზებულმა ჯარისკაცებმა მღვდლის მარანში შევიდნენ “...ახადეს ღვინით სავსე ქვევრს თავი და იმდენი სვეს, მინამ სწორეთ სალდათურად არ დათვრენ. ამ სმაში სალდათებს ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ და ბარე ორი ცხვირ-პირ დამტვრეული დაბრუნდა ამ უნამყოფო ლაშქრობიდამ”. დროება 1876 წ. #109

მთავრობის მიერ ჩატარებულმა განსაკუთრებულმა და უნდა ითქვას, სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა გურიაში, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით მოხდა. 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის მიერ ჩატარებულ საექსპერიმენტო ადგილად _ გურიის თითქმის ყველა მხარეში ზედიზედ იგზავნებოდა ეგზეკუციები. “...ეგზეკუციამ ეს ვერ უნდა შესძლოს, რადგან ჯერ მაგალითი არა ყოფილა, რომ ამ ღონეს ასეთი სიკეთე მოეტანოს ხოლმე,” _ წერდნენ გაზეთები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას და ფირალებს შორის ხშირად რაღაც გარიგება არსებობდა, ან კიდევ მათი ნამდვილად ეშინოდათ: ”ამ ორი წლის წინად ახლად მოკლულ ავაზაკის სურგულაძის დასაჭერად სოფ. ლიხაურში ერთს წელიწადზე მეტი იყო ერთი სოტნა ყაზახები ეგზეკუციად ჩაყენებული, მაგრამ ვერა გაარიგეს რა, ესენი რომ აქ იყვნენ და სოფელს სჭამდნენ, სურგულაძე სულ სხვა სოფელში იყო და ერთს თავადთან იმალებოდა გულდამშვიდებით. შემდეგ ოზურგეთშიც ჩამობრძანდაო და კაცმა ხელი ვერ მოჰკიდაო...” ამის თაობაზე ივერია წერდა: “...ჩვენში ყველა დარწმუნებულია, რომ ვერც ერთ სოფელში ფირალი ვერ გაიჭაჭანებს თუ მამასახლისთან განდობილი არ არის”. ივერია 1893 წ. #282

1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, ხევისთავებად ირჩევდნენ სოფლის საზოგადოების წარმომადგენელს, რომლის მოვალეობაში შედიოდა თვალყური ედევნებინა საზოგადოებრივი წესრიგისთვის, გამოევლინა ფირალები და მათი მფარველები და საქმის კურსში ადმინისტრაციული ორგანოები ჩაეყენებინა. მაგრამ ამ ინსტიტუტს საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა. “...პირველი ქურდები და გამტყავებლები ხალხისა თვითონ ეს ხევის-თავები გახდნენ თურმე; ამათ თავიანთ მფარველობის ქვეშ ჰყავდათ ქურდები და ყოველი დაკარგული ნივთისა და საქონლიდამ სარგებლობა ჰქონდათ. ამის გამოც ეს ხევის-თაობა მალევე გადააგდეს”. დროება 1897 წ. #229 იმავე წლიდან კი, როგორც განსაკუთრებული ზომა, შემოღებულ იქნა სალდათად გაყვანა, რამაც ამ სფეროში ხელი შეუწყო მექრთამეობის განვითარებას. აბა, რომელ გლეხს უნდოდა ოთხი წლით რუსულ არმიაში მსახური, სადაც “ასწავლიდნენ კაცის კვლას, ოჯახების აკლებას და სხვ. ამგვარებს”, მოგზაური 1905 წ.  #11 ამიტომ ყველა ღონესა და ხერხს ხმარობდნენ, რათა სამხედრო სამსახურიდან თავი დაეძვრინათ. თუმცა, ხშირად, ქრთამის მიცემა მათ არ შველოდათ და საწყლები ჯარში მაინც მიჰყავდათ.

შემდეგ დამატებით შემოიღეს “ზემსკაია სტრაჟა” _ “სათემო დარაჯობა”, რომელიც კავკასიაში 1862 წლიდან არსებობდა. ეს იყო პოლიციის განყოფილებებს მიმაგრებული სპეციალური ჯგუფები, რომელიც კომპლექტებოდა კავკასიელი და რუსი მოხალისეებისაგან. მათზე იყო დაკისრებული საგუშაგო და საბადრაგო ვალდებულებანი. როგორც დროება აღნიშნავს: “...ყოველ საზოგადოებაში 15 რიგიანი, მართალი კაცი დაინიშნოს ავაზაკებისა და ბოროტების სადევნელად...” დროება 1882 წ. # 185

სტრაჟის შემოღებამ ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეწუხდა, რადგან არსებულ გადასახედებს “სტრაჟის” გადასახადიც შეემატა. ეგნატე ნინოშვილი წერდა: “...ყაჩაღების რიცხვმა იმატა და რამდენსამე დასადაც არის გაყოფილი. ჩვენში რომ იკითხო ამათი ასეთის გახელების მიზეზი, გიპასუხებენ: “იგენი” “სტრაჟების” ჯინზე შვრებიან ამ საქმესო, ყაჩაღები კიდევ ამბობენო: აბა მოვიდენ მაგი ყაზირალები და დაგვაკლონ რამეო. მართლაც ვერაფერს დააკლებენ. ამას წინად ხუთმა ყარაულმა ერთად მიასწრეს ერთ ყაჩაღ დათუნაიშვილს მისსავე სახლში. შეტევა ვერ გაუბედეს და წავიდნენ ყველანი მთავრობის შესატყობინებლად. იქ დარაჯობა ვერ გაუბედეს: არ გამოვიდეს, არ მოგვკლასო, როცა რამდენისამე ხანს შემდეგ სახლს ჯარი შემოახვიეს, აღმოჩნდა, რომ შიგ აღარ იყო; ყაჩაღს გამოეძინა და წაბძანებულიყო ადრე ღამიან. აგიც კია სათქმელი “სტრაჟები” არც ისე მოცლილნი არიან, რომ, იმათის თქმისა არ იყოს, “ზდიონ ვინცხა გადარეულ კაძახებს ტყეში”. მთელი დღე თითქმის სულ ძილს უნდებიან. “ნეტაი ძილი არ დაჰხოცდეს მაგ საცოდავებს, თუ არა, ქურდების დაჭერას ვინ უკვეთსო”, იტყვის გურული ხშირად საყარაულოში გულაღმა წამოპარჭყულ ყარაულების გროვაზედ: ან “მაგენის დაჭერულ ქურდს ხელმეორედ დაჭერვა უნდაო”. ე. ნინოშვილი ხმა გურიდამ 1889 წ.

“ზემსკაია სტრაჟის” შესახებ ნათქვამია ცნობილი ფირალის სისონა დარჩიასადმი მიძღვნილ ლექსში (ვინმე ერმალო კვაჭაძის მოგონებების მიხედვით ჯუმათში ყოფილა მღვდელი აბეგი დარჩია, რომელიც სტრაჟას მოუკლავს და ეს ლექსშიც არის გამოთქმული):

მცველეფს დაარქვეს სტრაჟია, ღმერთმა დასწყევლოს რუსები,

რა უთავბოლო ხარჯია, ყველგან სისონას ეძებენ,

ნეტავ სადაა ნაგრშია, ბერ-მალაზონიც კი მოკლეს

ივან კნიაზის რაჟია.

ჯუმათში რომ ბერი მოკლეს, თქვეს და არ დამიჯერია.

თუ აგი მართალი არის, გაზეთში გასაწერია.




 ახალი ამბები
  • კომენდანტის საათის დარღვევა - კახეთში გოგოს ხელის თხოვნა 27 000 ლარი დაჯდაცოტა ხნის წინ,  კომენდანტის  საათის დარღვევისთვის, 9 პირი 3 000-3 000 ლარით დააჯარიმეს თელავში, სოფელ ყარაჯალაში. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთი დაჯარიმებულის ახლობელმა განუცხადა, თანასოფლელი ბიჭი  მის მეგობრებთან ერთად, გოგოს ხელის სათხოვნელად მიდიოდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "გურია ნიუსი" მერის წარმომადგენელთან, შალვა ახმედოვთან შეეცადა, თუმცა, მან ეს ფაქტი არ დაადასტურა. "არ ვიცი,ინფორმაციას არ ვფლობ",_ ამბობს ... ...
  • ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავსსახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არის ვერსია, რომ ეს აცრა შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში. „ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“, - განაცხადა ... ...
  • რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რაშია გამოსავალიპანდემიასთან ბრძოლამ ადამიანების ნაწილი დროებით უმუშევრად აქცია, ნაწილი კი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ჩაკეტილი საზღვრები, დაკეტილი სხვადასხვა ობიექტები, ბლოკპოსტები სხვადასხვა ქალაქში და რიგი სუპერმარკეტებთან, ბანკებთან თუ აფთიაქებთან_ ეს ის სურათია, რაც დღეისთვის საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის გამო, დგას. რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ ეკონომისტ აკაკი ცომაიას ესაუბრა. აკაკი ცომაია ჩვენთან საუბარში  აღნიშნავს, რომ რთულია პროგნოზირება, პანდემიის შემდეგ რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, მაგრამ ეკონომიკის რეცესია და უმუშევრობის მატებაა მოსალოდნელი. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს გაუჭირდება იმ მდგომარეობის დაბრუნება, რაც პანდემიამდე ჰქონდა. „რეალურად პროგნოზირება და თქმა,  რამდენად გაღარიბდება მსოფლიო, ძნელია. რაც უფრო მეტად გრძელდება კარჩაკეტილობა, მით უფრო მეტად ზარალდება ქვეყნების ეკონომიკა და შევა რეცესიაში. უმუშევრობის დონე გაიზრდება მსოფლიოში ამ პანდემიის დასრულების შემდეგ და მათ შორის გაიზრდება საქართველოშიც. რისი პროგნოზირებაც შეგვიძლია არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება საწყის ეტაპს. ტურიზმის სექტორი ვერ დადგება იმ წერტილში რა წერტილშიც იყო პანდემიამდე. რატომ? ამის ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი არის. მათ შორის ის, რომ საქართველო ვერ მიიღებს ასე სწრაფად ვიზიტორების იმ რაოდენობას, რომელსაც  იღებდა. ადამიანებმა ჯერ კაპიტალი უნდა დააგროვონ, უნდა დაიწყოს შემოსავლების ფორმირების პროცესი.  ეს ხანგრძლივი პროცესია. ტრანსპორტის სფეროს განვითარება ტურიზმზეა დამოკიდებული და  ვითარდებოდა მაშინ როცა ტურიზმი ვითარდებოდა. იგივე ეხება მშენებლობას, კაფე-ბარებს. ეკონომიკის შემოსავლების ზრდის ტემპი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ის იყო პანდემიანდე. ჩვენი შემოსავლები ვერ აღდგება საწყის წერტილში“,_ ამბობს ცომაია. ეკონომისტის თქმით, აღნიშნული საფრთხეების დანახვასთან ერთად ქვეყანამ ის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომელიც პანდემიის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებაში შეუწყობს ხელს. აკაკი ცომაიას თქმით, ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა ანაკლიის პორტს შეუძლია. „გლობალურ საფრთხეებთან ერთად, ასევე, უნდა დავინახოთ შესაძლებლობა და გამოვიყენოთ, რაც უკავშირდება მსოფლიო ბაზრის გადანაწილებას და საერთაშორისო ბაზარზე შევიტანოთ ჩვენი კონკრეტული წვლილი და დავიკავოთ გარკვეული ნიშა. გაცილებით რთული იყო ამის გაკეთება, როცა ეს ყველაფერი იყო გადანაწილებული და განსაკუთრებით შესაძლებლობა ჩნდება ახალი მიმართულებებით. ყველაზე მეტად აქტუალური არის ანაკლიის პორტის საკიხი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გარკვეული ლოკომოტივის თამაში და ეკონომიკის დაქოქვა ანუ საქართველოს ეკონომიკის ახალი ძრავის ჩართვა და ახალ რელსებზე გადაყვანა“,_ ამბობს ... ...
  • რისი "სიგნალი" გახდა აგრარული ბაზრების დახურვა მსოფლიო პანდემიას ებრძვის. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულ სხვა შეზღუდვებთან ერთად აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრების დახურვა სუპერმარკეტებისთვის პროდუქციაზე ფასების ზრდის შესახებ გაკეთებული სიგნალია. „აგრარული ბაზრის დაკეტვა მომხმარებლებს დააზარალებს. ეს სუპერმარკეტებისთვის არის სიგნალი, რომ გააძვირონ პროდუქცია. სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, ვერ შევაფასებ, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა და არ ვიცით, უსაფრთხების რისკის ფაქტორიდან გამომდინარე, რამდენად გაიზარდა ამ გადაწყვეტილებით უსაფრთხოების მასშტაბი. ამის შეფასება მე არ შემიძლია“,_ გვპასუხობს ცომაია. შეკითხვაზე _ მოსალოდნელია თუ არა, რომ ფასის ზრდა მარკეტებში იმ პროდუქტებსაც შეეხოს, რომლის ღირებულების ზრდის რისკის დაზღვევის შესახებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საუბრობდა, ეკონომისტი გვპასუხობს, რომ მარკეტინგის პრინციპის გათვალისწინებით, ფასები აღნიშნულ პროდუქტებზე შეიძლება, არ გაიზარდოს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ გაიზრდება სხვა პრუდუქტებზე. „სამინისტრო აწესებს ზედა ზღვარს კონკრეტულ ფასებზე, რაღაცა დროის განმავლობაში, ფასები ამ ტიპის პროდუქტებზე, შეიძლება, არ გაიზარდოს, მაგრამ გაიზრდება სხვა პროდუექტებზე. ეს მარკეტინგის პრინციპია. სუპერმარკეტები ორიენტირებულები იქნებიან, გაყიდონ იმავე რაოდენობის პროდუქცია მაღალ ფასად, რადგან კონკურენტების რაოდენობა მცირდება და ბიზნესი, როგორც წესი, ამ ნაბიჯით პასუხობს“, _ ამბობს აკაკი ... ...
  • ოზურგეთის მერიის განმარტება პრემიების გაცემასთან დაკავშირებითოზურგეთის მერია  პრემიების გაცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერია განმარტავს, დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,,. "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულია, ასევე გაჯერებულია არასწორი შეფასებებით და ინტერპრეტაციით. გაცნობებთ, რომ დანამატები გაცემულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლებზე დადგენილი კანონმდებლობის სრული დაცვით. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობაში ჩართული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელი, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევდნენ და უწევენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს. დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა - ,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია - ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,, (ამონარიდი წერილიდან); ხოლო მერიის თანამშრომელთაგან ორ პირზე დანამატის გაცემის საფუძველი გახლავთ თბილისის მერიის მიერ გადმოცემული ავტობუსებისა და სხვა ტექნიკის ჩამოყვანა და მასთან დაკავშირებული პროცედურები. „TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში გამოქვეყნებული ორი პირისათვის მერიის მიერ დანამატის ჩარიცხვის საფუძველი წარმოიშვა მიმდინარე წლის თებერვალში ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა მარტის თვის ბოლოს. ხსენებულმა პირებმა უზრუნველყვს თბილისის მერიის მიერ გადმოცემული 4 სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანა ოზურგეთში, ხოლო გადმოცემული ორი სპეცდანიშნულების ტექნიკა მომზადებული იქნა გადმოსაყვანად, რის გამოც მათზე გაიცა 60%-ი (და არა 80%იანი დანამატი). სულ გაცემულია 12 930 ლარი; „TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში მითითებულ სხვა პირებზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე დანამატები არ გაცემულა ქვეყანაში არსებული სტუაციიდან გამომდინარე და ყველა ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხან გახლავთ დაკავშირებული არის არასწორი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებლი საქმიანობის ფარგლებში მოხდა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სასურსათო და სხვა სახის დახმარებას. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოზურგეთის მერიაში შექმნილი ჯგუფის მიერ ამ დროისათვის:- უკვე 180 ოჯახს დაურიგდა სურსათი.- უახლოეს დღეებში დმატებით 500 ოჯახზე გავცემთ პროდუქტებს. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაციის (პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათი ანგარიშის ნომრების და მათთვის ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია) ოზურგეთის მერია ბოდიშს უხდის მათ და აცხადებს, რომ ამ დროისათვის ხდება პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და საკითხების სამართლებრივი ანალიზი (ასეთი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს) რის შედეგებზე დაყდრნობითაც განვახორციელებთ შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას. დამატებით ვაცხადებთ, რომ ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე ითანამშრომლებს ყველა სპეციალური კომპეტენციის ორგანოსთან საკითხის სამართლებრივ ფორმატში გარკვევის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...