მამია გურიელი

ისტორია

მამია გურიელი

2019 ნოე 27 16:29:07

ჯროგორც ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე იონა მუნარგია ამბობს, ,,/გურიელთა/ საბატონიშვილომ მისცა საქართველოს შესანიშნავი პოეტი და მოღვაწე მამია გურიელი-ფაზელი... მამია მშვენიერი ხელოვანია: წაიკითხეთ მისი ,,ქობულეთური ყანის სიმღერა” და თქვენ წარმოგიდგებათ თქვენს წინაშე ჩინებული ლირიკოსი პოეტი, აკაკის ბადალი, რომელიც ნამდვილი მშვენიერებაა ქართული მწერლობისა; წაიკითხეთ მისი პოეტის ,,ფიცი” და თქვენ იგრძნობთ, რომ ეს მშვენიერი ქმნილება უმაღლესი გრძნობით არის გამსჭვალული და იმავე გრძნობისაგან ნაკარნახევი; წაიკითხეთ მისი ლექსები: ,,ჩემს სურათზედ”, ,,ჩემს რძალს ელეონორას”, ,,ქალები” და თქვენ დარწმუნდებით რომ მამია ნამდვილი პოეტია, როგორც ათასი სხვა, ამ სახელის ღირსი მისი შეცდომა მხოლოდ ის იყო, რომ ამ კარგის შემძლემ, ბევრი უნაყოფო და უფერული ლექსიც დაწერა.”

მამია გურიელი დაიბადა სოფელ ლესაში 1836 წლის 28 იანვარს. გურიელის სასახლე დიდი ზეიმით შეხვდა მემკვიდრის დაბადებას. თოფის სროლა, საჩუქრების გაცემა, სიმღერა და გალობა კვირაობით გაგრძელდა. ანბანის შესწავლა მამიას კარის ეკლესიის მღვდელმა გიგინეიშვილმა დააწყებინა. შემდეგ იყო ქუთაისის გიმნაზია, რომლის დამთავრების შემდეგ მამია თბილისში სამხედრო სამსახურში გადაიყვანეს. მისი სამხედრო სამსახური ლამის ციხით დასრულდა: რუსეთ-თურქეთის ომში მამია დანიშნეს გურიის ქვეითთა დრუჟინის უფროსად, რომელსაც მეთაურობდა ომის გათავებამდე. როცა დრუჟინა დაიშალა გურიელს დააბრალეს უფლებების გადამეტება, ხარჯების უკანონო გაფლანგვა და მრავალი სხვა. სასამართლომ ის გაამართლა და იმპერატორმა კი ეს განაჩენი დაამტკიცა 1881 წლის 5 იანვარს.

დაე, იცვალოს გარემოება,
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები! მოვა დროება,
გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
და სიყვარული მოძმეთა ვალად,
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუ კი გსურს გახდე ადამიანად!
(ამონარიდი მამია გურიელის ლექსიდან ,,ადამიანი”)

მამია სამსახურისადმი დიდ ინტერესს არასოდეს იჩენდა, ამიტომაც რაიმე მნიშვნელოვან წარმატების ვერ მიაღწია. პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სიტყვებით, მამია გურიელი ,,სამსახურში ოხრავდა და ხშირად დადიოდა გურიაში დროს გასატარებლად. დაიარებოდა თბილისშიაც...” (აპოლონ მახარაძე, ქართული რომანტიზმი) თბილისის მაღალ საზოგადოებასთან დაახლოება მამიას არ გასჭირვებია - თავადური შთამომავლობა, გარეგნული სილამაზე, პოეტური ნიჭი, საუცხოო დეკლამაცია ადვილად უხსნიდა მამიას გზას არისტოკრატიული წრეებისაკენ. იგი მალე გახდა ამ საზოგადოების საყვარელი წევრი. ნადიმებსა და სალონებში მამიას გამოჩენას აღტაცებით ხვდებოდნენ. გალაკტიონ ტაბიძე წერდა: ,,ამბობენ, რომ ორთეოსის სულის ძალას შეეძლო აღფრთოვანებული რიტმით მოძრაობაში მოეყვანა ხეები და ქვები... ასეთი იყო თურმე მამია გურიელის მიერ წაკითხული ლექსების რიტმი”. 1868 წელს მან მელიქიშვილის ქალზე იქორწინა, თუმცა მათი ქორწინება უიღბლო და ტრაგიკული აღმოჩნდა. ცოლთან განშორების შემდეგ, პოეტის ერთადერთმა შვილმა კახაბერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რამაც დამღუპველად იმოქმედა გურიელზე.

სიცოცხლის ბოლო წლები მამიამ ქუთაისში სიღარიბეში გაატარა. ,,ის სვამდა ღვინოს, თუმცა ლოთი არ იყო. სვამდა მისთვის, რომ თავდავიწყებას მისცემოდა, რომ გალუცინაციებში შეჭრილიყო: შეიძლება იმიტომაც, რომ ამით მოესპო სიცოცხლე და ფორმალური თვითმკვლელობით გამოწვეულ სკანდალებს აცილებოდა, ვინ, იცის!” (გალაკტიონ ტაბიძე.) ასეა თუ ისე, ოზურგეთში ყოველ დღე იმართებოდა წვეულებანი, სადაც უზომოდ ისმეოდა ღვინო. თურმე ის სასტუმროში შეატანინებდა ტიკებით ღვინოს და თუ სტუმრები ბოლომდე არ დაცლიდნენ, მივარდებოდა და ტიკებს ხანჯლით ჭრიდა. ,,სმაი პირველი საქმეა, - იძახდა გურიელი. ალკოჰოლიზმისაგან და მძიმე სენისაგან დაუძლურებული პოეტი 1891 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქუთაისში, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...