მარჯორი უორდროპი: ”ორი წლის განმავლობაში რომ კაცმა ენა ვერ ისწავლოს, აბდალი უნდა იყოს”.

ისტორია

მარჯორი უორდროპი: ”ორი წლის განმავლობაში რომ კაცმა ენა ვერ ისწავლოს, აბდალი უნდა იყოს”.

2019 მარ 3 14:09:03

და-ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის მიწურულს ესტუმრნენ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ისტორიით, დაუახლოვდნენ ჩვენს მოწინავე ინტელიგენციას და ქართველ მოღვაწეებს. მარჯორი უორდროპმა, ამ ,,ინგლისელმა სუსტმა ქალმა”,  შესძლო ის, რაც სხვებმა ვერ გააკეთეს - ინგლისურად თარგმნა ქართული ხალხური ზღაპრები, ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”, ,,განდეგილი”. ის 18 წელი თარგმნიდა ,,ვეფხისტყაოსანს”, მაგრამ 1909 წელს ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა და პოემა გამოუქვეყნებელი დარჩა. ოლივერ უორდროპმა კი ჯერ კიდევ 1888 წელს ინგლისში გამოაქვეყნა წიგნი ,,საქართველოს სამეფო”. ასევე მან თარგმნა ,,სიბრძნე სიცრუისა”, ,,ვისრამიანი” და სხვა. დის გარდაცვალების შემდეგ ოლივერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში დაარსა მარჯორი უორდროპის ფონდი, რომელსაც ქართველოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

პირველად უორდროპები სოფელ ნიგოითში მაჭუტაძეებმა მიიპატიჟეს. თავად დიმიტრი მაჭუტაძის მეუღლე ინგლისელი ანა ტარსეი გახლდათ. ,,...ვეწვიეთ თავად მაჭუტაძის მეუღლეს ნიგოითში. ეს ქალი ინგლისელია, თავისი სიკეთისთვის დიდად პატივცემული, იგი დღენიადაგ ზრუნავს თავის გლეხებზე, გულისხმიერი ადამიანია და გლეხობაც ავადმყოფობისა თუ გასაჭირის დროს მას ხშირად მიმართავს რჩევისა და ნუგეშისთვის. მისი შვილები ისევე თავისუფლად ფლობენ ინგლისურს, როგორც ქართულს. მაჭუტაძეები დიდი სტუმართმოყვარეობით გაგვიმასპინძლდნენ”.

ანა ტარსეი დაიბადა 1845 წელს, ლონდონში. იგი უინძორის სამეფო სახლის მებაღის შვილი იყო. 1866 წელს ლევ ტოლსტოის მოწვევით ანა რუსეთში ჩავიდა, სადაც მწერლის შვილებს ზრდიდა. იასნაია პოლიანაში, ტოლსტოის სახლში ტარსეი 1866-72 წლებში ცხოვრობდა. არაჩვეულებრივი სათნო ხასიათით და შინაგანი კულტურით ანამ ტოლსტოის ოჯახის წევრთა ღრმა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მწერლის შვილი ტატიანა წერდა: ,,განსაკუთრებით სამ ადამიანს ვუმადლი მე ჩემს ბავშვობას: მამას, რომელიც ხელმძღვანელობდა ჩვენს ცხოვრებას და გვიქმნიდა იმ პირობებს, რომლებშიც ჩვენ ვიზრდებოდით. დედას, რომელიც ამ პირობებში ალამაზებდა ჩვენს ცხოვრებას ყველა იმ საშუალებით, რაც კი მას შეეძლო, და ანას, ჩვენს ინგლისელ აღმზრდელ ქალს, რომელმაც ჩვენს ოჯახში ექვს წელს იცხოვრა და გვაჩუქა ამდენი სიყვარული, მზრუნველობა და მტკიცე ზნეობრივი საფუძველი...

ანა ჩვენს სახლიდან მაშინ წავიდა, როდესაც მე მეცხრე წელში გადავდექი. და მის წასვლასთან ერთად გათავდა ჩემი ბავშვობაც და დამთავრდა ის უღრუბლო ბედნიერება, რომლითაც მე მანამდე ვცხოვრობდი”.

იასნაია პოლიანაში ცხოვრების ბოლო წლებში ტარსეის ჯანმრთელობა სერიოზულად შეერყა, მას ციება შეჰყრია. ტოლსტოიმ ის ქუთაისში თავის ცოლის დასთან, ტატიანა ბერსთან გააგზავნა გამოსაჯანმრთელებლად. ქუთაისში ანა ტარსეი გაიცნო თავადმა დიმიტრი მაჭუტაძემ, რომელსაც ქალი ძალიან მოსწონებია - ისინი 1874 წელს შეუღლდნენ. დიმიტრის მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ შვილის არჩევანით, განსაკუთრებით სარწმუნოებრივი სხვაობა იწვევდა მათ შეშფოთებას. თავდაპირველად ახალგაზრდები ცალკე ცხოვრობდნენ. როცა ახალგაზრდებს პირველი შვილი შეეძინათ, მხოლოდ ამის შემდეგ შეურიგდნენ მშობლები ცოლ-ქმარს და სახლში გადაიყვანეს. დიმიტრის და ანას შეეძინათ ექვსი შვილი: დიმიტრი, მინი, ვიქტორ, ჯენი, ტატიანა და ნადეჟდა.

ანამ შესანიშნავად შეისწავლა ქართული ენა. მას საოცრად ჰყვარებია საქართველო და იქაური მაცხოვრებლები. ცხენზე შემჯდარი ის დადიოდა გურიის სოფლებში და უსასყიდლოდ მკურნალობდა ავადმყოფებს. ანა ტარსეის თაოსნობით ნიგოითში აშენდა ინგლისური პარკი, ასევე ინგლისური ჯიშის ხეხილის ბაღი. მან დაარსა მალარიასთან მებრძოლი სანიტარული ჯგუფი, რომელსაც ემსახურებოდა კარეტა. ანას გარდა საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მისი ნათესავებიც: ანას დისშვილმა, რომელსაც ჭიათურის მარგანეცის საბადოებზე ჰქონდა ბიზნესი, ააშენა ტენისის კორტები ჭიათურაში; ხოლო სიძემ ოსკარ ზივერტმა დაარსა პირველი საფეხბურთო გუნდი, მან ჩამოიტანა ეკიპირება, ასწავლიდა ფეხბურთის წესებს...

გასაბჭოების შემდეგ ინგლისელები იძულებულნი იყვნენ შეეწყვიტათ საქმიანობა და სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. სიცოცხლის ბოლო წლებში ანა ტარსეი მძიმედ ავადმყოფობდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა. დიმიტრი და ანა მაჭუტაძეების მამული და პარკი განადგურებულ იქნა. სასაფლაო, სადაც დასაფლავებული იყო ანა განადგურდა, ხოლო საფლავის ქვები, მათ შორის ტარსეის, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა შენობათა ასაშენებლად ლანჩხუთში.

უორდროპები გურულებს ისე შეეთვისნენ, რომ მათ ნათესავებს ეძახდნენ და ყველაზე დიდხანს დარჩნენ გურიაში. და არა თუ დარჩნენ, შემდეგში დედ-მამაც და ძმა თომაც კი ჩამოიყვანეს. უორდროპები გურიელების მთელ ნათესაობას, მათ მსახურებსა და მოურავებსაც კი დაუახლოვდნენ. ამიტომ იყო, რომ ქართულად ლაპარაკის დროს და წერილებში ხშირად გურულად უქცევდნენ. ამის თაობაზე აკაკი წერეთელი წერდა: ,,ამას წინათ ერთი ახალგაზრდა, ცქრიალა, ინგლისელი ქალი გამაცვნეს, რომელიც კარგათ ლაპარაკობდა ქართულათ, მხოლოთ გურულად კი უქცევდა კილოს. მე, რასაკვირველია, ის ჩვენში დაბადებული და აქვე გაზდილი მეგონა, მაგრამ გამოდგა, რომ სტუმრათ ყოფილა მოსული ერთ მის ნათესავთან და მას აქეთ, რაც მოსულა, ორი წელიწადის მეტი არ გასულა. გამიკვირდა და ვკითხე: ასე ჩქარა როგორ შეისწავლეთ-მეთქი? სიცილით მიპასუხა: ,,თუ კი მოინდომა, ორი წლის განმავლობაში რომ კაცმა ენა ვერ ისწავლოს, აბდალი უნდა იყოსო”. ეს რომ თქვა, ალბათ იფიქრა ჩემზე, რომ ამ გურულ სიტყვას ,,აბდალს” ვერ გაიგებსო და გადაასწორა” ,,უვარგისიო”.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...