„მათი ქცევა და მანერები თავადების შესაფერისია“ _ უცხოური პრესა გურულების შესახებ

ისტორია

„მათი ქცევა და მანერები თავადების შესაფერისია“ _ უცხოური პრესა გურულების შესახებ

2019 მარ 21 13:59:52

,,ყარამან_სხვაის რა მოგახსენო და ვინც ჩვენთან მოდის, მოგეცა სიცოცხლე_მდიდრდებიან. ნუ გეშინია, გზაში აფერი ეხარჯება, ადგილზე ცხოვრება აფერი უჯდება. ცხენი ეძლევა. ოღონ შენ იმუშავე ცხენზე და იყავი შენთვის. თვეში მიიღე ასი მანათი და რაც გინდა, იგი უქენი; გინდა შინ გააგზავნე, გინდა იქეიფე...” (ნ. ნაკაშიძე ,,ვინ არის დამნაშავე?”)

სანამ ამბის მოყოლას დავიწყებდე... უკვე ოც წელზე მეტია, რაც გურული მოჯირითეების ისტორიაზე ვმუშაობ, მას შემდეგ კი, რაც ჩემი ფილმის გადაღებისას ბატონმა ამირან ცამციშვილმა, ამ საქმის პირველმა მკვლევარმა  დამაკვალიანა, ეს ჩემს მოთხოვნილებად გადაიქცა. დღესაც ყველგან, სადაც კი შეიძლება, ვეძებ გურულ მოჯირითეებთან დაკავშირებულ ამბებსა და ფოტოებს და ვპოულობ კიდევაც ხშირად. მაგრამ, ასევე, ინტერნეტში თუ ბეჭდურ გამოცემებში ხშირად მხვდება ჩემი ტექსტებიდან პირდაპირ  მოპარული, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ და თავისად გასაღებული წერილები. ,,ავტორებს” ეზარებათ თუ სირცხვილად მიაჩნიათ წყაროს მითითება, ვერ გამიგია... თუმცა, უპასუხოდ თითქმის არავის ვტოვებ...

ახლა კი საქმე:

როგორც წესი, შოუს მეპატრონეები მონაწილეებს, რაღა თქმა უნდა, ქართველებსაც, კონტრაქტს უდებდნენ, კონტრაქტი იდებოდა 6 თვის ვადით

,,ამნაირათ დღესაც დადის ლუკაია (ჩხარტიშვილი_ი.მ.) ამერიკაში და ასრულებს მტკიცეთ და განუდრეკელათ იმ ინგლისელთან თავის პირობას. ლუკაია ღებულობს ბ-ნი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორისაგან სამზღვარ გარეთ გასვლის ნებართვას, ყოველ მარტის დამდეგს და მიჰყავს ამერიკაში ცხრა-ცხრა ყმაწვილი; ხოლო ბრუნდება ამერიკიდან კავკასიაში იმავე წელს ოქტომბრის გასულს”. (,,კვალი”, 1896 წ.)

 ზამთარში, როცა შოუ იხურებოდა, მოჯირითეები ან სახლში ბრუნდებოდნენ, ან რჩებოდნენ ამერიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში თავის თავზე თვითონვე უნდა ეფიქრათ. (,,...შოვი რომ იკილტება ნიორგში მისვლას უნდა 35 დოლარი 70 р. კარგათ არ ვიცი,  სად დავრჩები ამ ზამთარში”_ქრისტეფორე იმნაძის წერილიდან.

,,...იმის სიმაგრეა ზამთარში მუშაობა ამერიკაში მარა ჩვენ კვირეში ორ დღეს მაინც წევიმუშავებთ და იმით თავი გვინდა გევიტანოთ...”_ უცნობი მოჯირითეს წერილიდან).

იქ გათვალისწინებული იყო სხვადასხვა პუნქტები, მათ შორის: დასახიჩრების შემთხვევაში მეპატრონე ყველა ხარჯს თავის თავზე იღებდა, სეზონის დამთავრებისას მონაწილეს აუცილებლად ეძლეოდა იმ რაოდენობის თანხა, რათა ის სამშობლოში დაბრუნებულიყო.

მოცემული იყო შოუს მონაწილის ქცევის წესები: მონაწილეს ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონოდა ამუნიცია, ტანსაცმელი, უნდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ჯენთლმენებს შეეფერებათ, არ უნდა ჰქონოდა ადგილი ჩხუბს, ლოთობას, აზარტულ თამაშებს, აკრძალული იყო თვალის ჩაკვრა, გადალაპარაკება და საერთოდ არშიყი აუდიტორიაში მჯდომ ქალბატონებთან (,,არენაზე ციცებთან ლაპარიკი აკრძალული იყო მარა შემდეგ რავარც ტკიპა ისთე იყვენ მიწეპებულნი ჩვენს ბიჭეფიზა, ვერ მუაშორებდი. ანცანდრეს იქოური ქალი შუუჩთა, ცოლად გამოგყობიო... ჯერე უარობდა, მარა მერე დეიწერა ჯვარი და დეეთხუა შოვს ახლა ცხოვრობს კალიფორნიაში ცოლთან  ერთად", _  წერდა  უცნობი მოჯირითე.).

აკრძალული იყო აგრეთვე ჩექმებით ლიგინში დაწოლა. განსაზღვრული იყო ბარგის რაოდენობაც, აკრძალული იყო აგრეთვე ძაღლებიც, გამონაკლისს შეადგენდნენ ინდიელები, რადგან მათ ძაღლები გამოსვლებში სჭირდებოდათ.

,,მათი ქცევა და მანერები თავადების შესაფერისია, კაზაკებს ისე უჭირავთ თავი, რომ ეს მაღალ წარმომავლობაზე მიუთითებს. ჩვენ დაბადებიდან თავადები ვართო, _ აცხადებენ ისინი და ეს გამოსჭვივის მათ სიტყვა-პასუხსა თუ დარბაისლურ მიხვრა-მოხვრაში. ჩვენ არ ვიცით კარგად რუსული, ჩვენ ყველანი ჩვენს ენაზე _ ქართულად ვლაპარაკობთ, _ აცხადებს მათი ბელადი და საუბრის დროს მოჩანს მისი სპილოს ძვალივით თეთრი კბილები”, _იტყობინებოდა ერთი გაზეთი. 

Brooklyn Citizen, 1894, საგანგებოდ აღნიშნავდა: ,,კაზაკებს მართკუთხა კარვები აქვთ, რომლებსაც ისინი იდეალურ მდგომარეობაში ინახავენ. კარვებში თითოეული მონაწილის აღჭურვილობა სრულ მზადყოფნაშია წარმოდგენისათვის... პატარა მაგიდაზე რამდენიმე წიგნი, ბანქო და სხვადასხვა საწერი საშუალება მომხიბლავი წესრიგით არის დალაგებული.... ხის იატაკი გაწმენდილ-გასუფთავებულია, ხოლო მათი საწოლები ეს აკურატულობის ნიმუშია.”

ქართველები უცხოეთში ყოფნისას ცდილობდნენ არაფერი ისეთი არ ჩაედინათ, რაც მათ შეარცხვენდა, ამას ადასტურებს კირილე ხოფერიასა და გიორგი ჩხაიძის მოგონებანიც _ გურულები რესტორნებში ევროპულ ტანსაცმელში, ხანდახან ჩოხა-ახალუხში გამოწყობილნი შედიოდნენ. ბევრმა ამა თუ იმ კერძის ჭამის წესი არ იცოდა, ამიტომ სხვებს აკვირდებოდა. გურულების მადის შესახებ წერდნენ, რომ მათ ქვა რომ გადააყლაპო, იმასაც მოინელებენო. ბაფალო ბილის ველური დასავლეთის შოუს მთავარი მზარეული ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: ,, ...ჩვენ ყოველდღე ვამზადებთ 800-დან 1000-მდე ბიფშტექსს... ო, ბიჭები ბიფშტექსის ნამდვილი მტრები არიან! კაზაკებს და ინდიელებს ხორცი უნდათ სამჯერ დღეში და ისინი მას ღებულობენ!”

 ერთხელ მოჯირითეები სასადილოში შესულან და ერბო-კვერცხი მოუთხოვიათ, მაგრამ ინგლისურის არცოდნის გამო ოფიციანტს ვერაფერი გააგებინეს. მაშინ მოჯირითე სერაპიონ იმნაძე ოდნავ ჩაიცუცქა, ხელები ქათმის ფრთებივით აამუშავა და კაკანი მორთო: კო კო კო! ამან სასადილოში მხიარულება გამოიწვია, ოფიციანტი კი მიუხვდა, თუ რა უნდოდათ ამ უცნაურ გადამთიელებს. ყველაფრის მიუხედავად, ხშირი იყო ჩხუბებიც და უსიამოვნო ინციდენტებიც, Arkansas Democrat (1901, 21 ოქტომბერი) აღწერს შემთხვევას, როდესაც დილაუთენია ცხრის ნახევარზე ვინმე მიულერის სალუნში იქ მყოფთ შიშის ზარი დასცა წითელი ღვინით გამომთვრალმა კაზაკმა. იგი ხანჯლით ემუქრებოდა მოქალაქეებს და სალუნიდან აგდებდა, მისი ამხანაგები ცდილობდნენ მის დამშვიდებას, მაგრამ ამაოდ, მოვიდა პოლიციელი და მთვრალი ხანჯლით მისკენაც გაიწია. იგი წაიყვანეს პოლიციაში და ელოდებოდნენ მის გამოფხიზლებას, რათა დაეკითხათ. რაც შეეხება მის სახელს, ეს მეორე პრობლემა აღმოჩნდა, რადგან ერთადერთი, რაც პოლიციელებმა გაიგეს ეს იყო მისი სახელი, რომელიც ამგვარად ჩაწერეს ‘თჰეფორდ”. სამწუხაროდ, არ ვიცი თუ როგორ დამთავრდა ეს ისტორია.

გიორგი ჩხაიძის შვილი მამის ერთ მონაყოლს იხსენებს _ ერთხელ ჩიკაგოში მყოფმა გურულებმა ვარჯიშის შემდეგ ვაშლის მშვენიერ ბაღებს ჩაუარეს. ერთ-ერთი მათგანი გადახტა ბაღში, დაკრიფა ვაშლები და ამხანაგებს დაურიგა. მეორე დღეს ეს ამბავი გაზეთში დაუბეჭდავთ, კაზაკები ვაშლებს იპარავდნენო. გურიაში რამდენიმე ცალი ვაშლის მოკრეფისათვის ვინ რას გეტყოდა, ამერიკაში კი რაც კაზაკებთან იყო დაკავშირებული, ყველაფერში სენსაციას ეძებდნენ. სირცხვილით გარეთ როგორ გამოვსულიყავით, არ ვიცოდითო, _ იხსენებდა მოჯირითე. 

მიუხედავად ყველაფრისა, ჟურნალ-გაზეთები უამრავ შეთხზულ ამბავს ბეჭდავს მათ შესახებ. აი, მაგალითად, რას წერდა პარიზის Petit Journal, რომლის წერილი გაზეთმა „ივერიამ” გადმობეჭდა (1893 წ. #58): `ჩვენს რედაქციას ამ დღეებში თხუთმეტი კავკასიელი ეწვია. ყველანი საუკეთესო და თამამი მხედარნი არიან. ეს კავკასიელები ჩიკაგოს მიემგზავრებიან ბ-ნ ერკოლის მეთაურობით. ჩიკაგოს გამოფენაზედ, სხვათა შორის, დოღიც გაიმართება, რომელშიაც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის კავალერისტები, გერმანელი ულანები, ინგლისელები, ამერიკის ინდიელნი და ეს კავკასიელნიც. კავკასიელ მხედართა მეთაური, ბ-ნი ერკოლი გამოცდილი კაცია და დარწმუნებულია, ჩემი დასი გაიმარჯვებს დოღშიო. ცხენები უკვე გაუგზავნიათ გემით ამერიკაში. დასს მეთაურობს თ. ეკისთავი (ერისთავი თუ იქნება). მეთაური დასისა არაფრით განირჩევა თავის ამხანაგებისაგან: შავი ტყავის ქუდი ჰხურავს, ნაბადი, წითელი ტანთსაცმელი აცვია, მასრებით, შეიარაღებულია გრძელ დამბაჩებით და ხმლითა, ხმლის ტარი ჩუქურთმიანი, ქარქაში შავი ტყავისაა.

ყველანი სამეგრელოს და საქართველოს (ი.მ.) შვილები არიან და ბევრჯერ მიუღიათ მონაწილეობა მტერთან ბრძოლაში და ყველანი რუსეთის ჯარში ყოფილან, თუმცა ამ ერის ენა სრულებით არ იციან, რომელსაც ემსახურებიან.

საკვირველს სურათს წარმოადგენენ ეს მეომარნი: სახე ერთსა და იმავე დროს მკაცრიცა აქვთ და წყნარიც, შავი, ჭკვიანი თვალები და შავი, გრძელი წვერი რაღაც უცნაურ ელფერს სდებს მათ სახეს... სთქვეს თავიანთი სიმღერა, რომელსაც რაღაც უცნაური მელოდია ჰქონია, თუმცა სიმღერა წყნარი იყო, მაგრამ შიგადაშიგ საშინლად გაჰკიოდნენ...

ამ სიმღერის გამგონმა საკმარისია თვალები დახუჭოს და იმ წამსვე წარმოუდგება აზიის ხრიოკი ვაკე და მათ შორის ბრბო მეომართა, რომლებიც თავიანთ ღმერთებს ლოცულობენ და სისხლის დასაღვრელად ემზადებიან.~ შეთხზა რა აღფრთოვანებულ ფანტაზიით ეს საოცარი სურათი, გაზეთი Petit Journal დასძენს: რარიგ განსხვავდებიან ჩვენს განათლებულ ერისაგან ეს ბარბაროსები აზიისა, რომლებიც ამპარტავნობენ თავის ახოვანის ტანით, იარაღის სილამაზით და იმავე დროს ბავშვებსავით უხარიათ, როცა შამპანის ღვინით სავსე ბოთლები იხსნება! (სტატიაში ლაპარაკია ამერიკაში გასული გურულების პირველ გუნდზე).




 ახალი ამბები
  • „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისიახვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია. ტრადიციულ დოღს,  რომელიც მეორე წელია,  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება, წელს ბევრი სიახლე ახლავს _ „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ ახალი სპონსორები მოიძია, რის გამოც საპრიზო ფონდი გაზრდილია. _ წინა წელს დავიწყეთ ეს ღონისძიება ამ მასშტაბით და მაშინ დავპირდით  პირველ რიგში გურულებს და მთელ საქართველოს, რომ ბევრად დიდი მასშტაბი იქნებოდა წელს, რაც ვფიქრობ, რომ შევძელით.  ჩვენი გეგმა, რომ 10 წლის მანძილზე ბახმარო გავხადოთ არამარტო გურიის, არამედ მთელი საქართველოს სავიზიტო ბარათი.  დღეს ვნახე და ძალიან გამიხარდა, რომ დოღში მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია _ მონაწილეები დაგვემატნენ ბათუმიდან, პანკისიდან,  რაც მისასალმებელია. ასევე, სასიხარული და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ბიზნესის ჩართულობაც _  “საქართველოს ბანკის“ შემდეგ, დაგვემატა „გალფი“, „გლოვო“, „კროკო ბეთი“. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი და მთავარი ნაწილი შეიძლება ითქვას . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ სახე ქვეყნის და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის, _ ამბობს კომპანია “წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხო სვიმონიშვილი. სვიმონიშვილი იმედოვნებს, რომ წელს, ბახმაროს დოღს შარშანდელზე მეტი ადამიანი დაესწრება: _  წინა წელს 27 000 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს და ამდენი გაღიმებული ადამიანის ერთად ნახვა ბედნიერებაა. იმედი მაქვს, წელს, ეს რიცხვი მეტი იქნება, _ აღნიშნა სვიმონიშვილმა. კომპანია „გალფის“ ვიცე პრეზიდენტის ნინო ჯიბლაძის თქმით, „გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა“: _  წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და მოხარულები ვართ, რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა, საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის, _ თქვა ნინო ჯიბლაძემ. ერთი სიტყვით, „ნაბეღლავი“, წყაროს წყალი „ბახმარო“, მათი გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკი“ და ღონისძიების სპონსორები _ „გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი ხვალ, 19 აგვისტოს, ბახმაროში კარგ სანახაობას გპირდებიან. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გამართული დოღი ასეთი იქნება: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულა გარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარი I ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი; I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ... ...
  • გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადებააბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც, ჯერჯერობით, არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში edu.aris.ge-ს განუმარტეს, რომ დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ. საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს. უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო. ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული ... ...
  • საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავსმივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს შვიდი მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. „შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან შვიდი ადგილობრივი მცხოვრების გატაცების გამო. იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას. საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი; საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა. მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ... ...
  • რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავესრუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. საქართველოს მოქალაქეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. სუს-ის ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს შვიდი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და ე.წ. სასამართლო პროცესს ელოდება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს. ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება. სუს-ის ინფორმაციით, ცხელი ხაზის რამდენჯერმე გააქტიურების შემდეგ, გვიან ღამით შედგა დე-ფაქტოცხინვალის წარმომადგენლობასთან კომუნიკაცია, რომლებმაც დაადასტურეს საქართველოს შვიდი მოქალაქის ... ...
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...