მექორწინე მდივნები

ისტორია

მექორწინე მდივნები

25 მაი. 2020, 18:06:00

XX საუკუნის 20-30 იან წლებში ევროპისა და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის ხუთი შვილი _ სერგო, ალექსი, დავითი, რუსუდანი და ნინო. მათი სახელებით აჭრელებული იყო პრესის ფურცლები. მდივნებს აქებდნენ, აღმატებულ ეპიტეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც ,,მექორწინე მდივნები”. სიმონ სიდამონ-ერისთავი მათ შესახებ წერდა: ,,იმ დროს ასი ათასი ამერიკელიდან ერთმა იცოდა რაიმე საქართველოს შესახებ. შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ყველა ამერიკული გაზეთი ძმები მდივნების, მათი ქორწინების შესახებ წერდა. ასე რომ, ახლა ასი ათასმა ამერიკელმა იცოდა მდივნების შესახებ და შესაბამისად ქართველების შესახებ” და შენიშნავდა ,,საერთო ჯამში ძმებმა ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე იქორწინესო".

ზაქარია მდივანი ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ-მაიორი, მე-13 ლეიბ-გრენადერების ერივანსკის პოლკის მეთაური (1912-1915 წლები), კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი იყო. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი მდივანი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ის ქალიშვილებთან ერთად პარიზში დასახლდა, ძმები კი ამერიკაში გადავიდნენ. იქ სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალეს, მაგრამ სულ მალე გამონახეს უფრო გამდიდრების იოლი გზა. სასიამოვნო გარეგნობის უცხოელმა ძმებმა _ ,,პრინცებმა" (ამ ტიტულით გააცნეს მათ საზოგადოებას თავი. ზაქარია მდივანი თურმე ხუმრობდა: მე ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისაგან მიიღოო. ცნობილია, რომ საკუთარი ,,კარიერის” დასაწყისში ალექსიმ ნოე ჟორდანიას მიმართა თხოვნით, რათა მიეცა ცნობა იმის თაობაზე, რომ მდივნები თავადები არიან. ჟორდანიამ უარი განუცხადა) მაშინვე მიიქციეს მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით, მანდილოსანთა ყურადღება. ქართველებმაც, რა თქმა უნდა, ასეთი შანსი არ გაუშვეს ხელიდან. უფროსმა ძმამ სერგო-სერჟმა (1903-1936), ცოლად მუნჯი კინოს ცნობილი ვარსკვლავი, ქალი ,,ვამპირი”, როგორც მას ეძახდნენ, პოლა ნეგრი მოიყვანა. მაგრამ 1927 წელს მსახიობი გაკოტრდა და სერგომ იგი მიატოვა. მალე სერჟმა ცოლად ოპერის მომღერალი მერი მაკკორმაკი მოიყვანა, რომელიც მალევე მიატოვა. ეს უკანასკნელი აცხადებდა რომ მთელი ქორწინების პერიოდში სერჟი მას შეურაცხყოფას აყენებდა. სერჟმა დავითთან ერთად ნავთობის კომპანია Pacific Shore Oil Co შექმნა. 1936 წელს მან ყოფილი რძალი, გარდაცვლილი ძმის ალექსის ცოლი, უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი ლუიზა ვან ასტორი შეირთო. ქორწინების ერთი თვის, ხოლო ძმის გარდაცვალების შვიდი თვის თავზე, ის პოლოს თამაშის დროს ცხენიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. დავითი (1905-1984) 1925 წელს ცნობილ კინოვარსკვლაზე 28 წლით უფროს მეი მიურეიზე დაქორწინდა. სამსახიობო კარიერის ზენიტში მყოფ მეი მიურეისაც, ისევე როგორც სხვა ქალბტონებს, სურდა პრინცესა გამხდარიყო, პირველ რიგში თავისი მეტოქეს გლორია სვენსონის ჯიბრზე. როგორც კი გათხოვდა მდივნის რჩევით მიურეი სტუდია MGM-დან წამოვიდა, რითაც სტუდიის მფლობელი ლუის ბ. მაიერი განარისხა, ხოლო საკუთარ სამსახიობო კარიერას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით მას უკან დაბრუნება სურდა, ამისთვის თავიც კი დაიმცირა და მეიერს ევედრებოდა, მაგრამ ცივი უარი მიიღო.

მდივნებს ერთი შვილი კორან დეივიდი შეეძინათ, მაგრამ მათი ქორწინება სკანდალით დასრულდა. ,,მან მიურეი გააკოტრა, შემდეგ თავი დაანება”, _ ასე წერდნენ გაზეთები. მიურეი აცხადებდა, რომ დავითი საშინლად ეჭვიანობდა, მას მუშტებით სცემდა, იარაღით დასდევდა და საკუთარ ბავშვსაც არ ინდობდა. ერთხელ ნაცემი მიურეი სასტუმროს ოთახის სააბაზანოში გამოკეტა. შვილის გამო მათ სასამართლო პროცესი ჰქონდათ გამართული. სასამართლომ შვილი მიურეის დაუტოვა, ხოლო მდივანს ყოველთვიურად 400 დოლარის გადახდა დააკისრა. სიცოცხლის ბოლო წლებს მსახიობი Mოტიონ Pიცტურე ჩოუნტრყ Hოუსე –ში ატარებდა, სადაც ხშირად მედდებს ეუბნებოდა: ,,მე მეი მიურეი, პრინცესა მდივანი ვარ”. მეორე მსოფლიო ომის დროს დავითმა ამერიკულ ჯარში დაიწყო სამსახური და 44 წლის ასაკში სინკლერ ოილის პრეზიდენტის ჰენრი სინკლერის ქალიშვილ ვირჯინიაზე დაქორწინდა. სინკლერმა მას შვილი გაუჩინა. 1964 წელს ისინი გაშორდნენ ერთმანეთს, ეს განქორწინებაც არ იყო მეგობრული, რადგან სინკლერი, ისევე როგორც მიურეი, ამტკიცებდა რომ მისი აუტანელი ხასიათის გამო ის მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დავით მდივანი 1984 წელს გარდაიცვალა.

ძმებში ყველაზე უმცროსმა ალექსი მდივანმა (1907-1935) დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი და მუშაობდა ნიუ იორკის ბანკის პარიზულ ფილიალში. 1931 დაქორწინდა ამერიკული ბეწვეულის კომპანიის შემქმნელის შთამომავალზე 21 წლის ლუიზ ასტორ ვან ალენზე. მათმა ქორწინებამ სულ რამდენიმე თვემ გასტანა. მისი შემდეგი არჩევანი ცნობილი ვულვორტების წარმომადგენელი ბარბარა ვულვორტ ჰატონი გახდა. მათი ჯვრისწერა მართლმადიდებლური წესით ჩატარდა და მედიის ცხოველი ინტერესი გამოიწვია. დამსწრეთა შორის იყვნენ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი და აკაკი ჩხენკელი. ჯვრისწერა და ბრწყინვალედ მოწყობილი ქორწილი ჰატონებს ერთი მილიონი დოლარი დაუჯდათ. ჯვრისწერის შედეგად ეკლესიამ საჩუქრად ახალთახალი ხალიჩა და ჭაღები მიიღო. ორი წლის შემდეგ ისინი ერთმანეთს გაშორდნენ. ალექსი ცნობილი სალვადორ დალის ახლო მეგობარი იყო. 1935 წლის ზაფხულში ის დალის საყვარელთან ბარონესა მოდ ფონ ტისენ-ბორნემიშასთან ერთად ესპანეთში თავისი სიძის, ესპანელი მხატვრის ხოსე მარია სერტის ვილაზე ისვენებდა. პირველ აგვისტოს ალექსი მდივანი საკუთარი როლს როისით ბარონესასთან ერთად ავარიაში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა (როცა ბარბარა ჰატონმა მისი სიკვდილის შესახებ შეიტყო მან თქვა: ,,მე საშინლად განვიცდი, მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. მე ყოველთვის ვგრძნობდი რომ მსგავსი რამ მოხდებოდა. ის გიჟივით ატარებდა მანქანას”). ბარონესა მხოლოდ ოდნავ დაშავდა. ,,სამშობლოსადმი მხურვალე სიყვარულის გრძნობებთან ერთად ალექსი მდივანს ჰქონდა მრავალი ისეთი თვისება, ნიჭი და შესაძლებლობა, რომ მას მრავალი სამსახურის გაწევა შეეძლო თავისი ერისათვის რომ დასცლოდა”, _ ასეთი სიტყვები მიუძღვნეს გარდაცვლილს ქართულმა ემიგრანტულმა ჟურნალ-გაზეთებმა. ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ალექსი მდივანი ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ქართულ კოლონიას ევროპასა და აშშ-ში. საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ხშირად აწყობდა შეხვედრებს უცხოელ პოლიტიკურ მოღვწეებთან, სხვადასხვა შეკრებებზე ქართველ დელეგატებს საკუთარი ხარჯით აგზავნიდა, თუ საჭირო იყო თავად ესწრებოდა ხოლმე. როგორც ,,ლტოლვილთა ოფისის” დირექტორის მოადგილემ ევროპაში მოსწავლე 15 ქართველ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა (მას შემდეგ რაც 1934 წელს საქართველოს მთავრობის ლეგაცია გაუქმდა საფრანგეთის მთავრობამ ,,ლტოლვილთა ოფისი” შექმნა). ის შანხაიშიც ჩავიდა, ქუჩაში დარჩენილ ქართველებს სახლი უყიდა და იქაურ სტუდენტებსაც დახმარება გაუწია.

1935 წელს ალექსი მდივნის, ,,მშვენიერი პრინცის”, როგორც მას ეძახდნენ, დაღუპვით ,,...ჭეშმარიტად, ქართველობამ დაჰკარგა ერთი თვალსაჩინო მოამაგე და მოყვარული შვილი” (,,დამოუკიდებელი საქართველო”). აღსანიშნავია, რომ მისი დაღუპვის შემდეგ სტიპენდიების საქმე ჩაიშალა. 1987 წელს გადაიღეს ფილმი Pოორ Lიტტლე ღიცჰ Gირლ, სადაც აღწერილია ბარბარა ჰატონის (ფარა ფოსეტი) ბიოგრაფია. ალექსი მდივანი სურათში ნიკოლას ქლეიმ განასახიერა. ძმებს არც დები ჩამორჩნენ. ნინო მდივანი (1910-1987) იურისტ ჩარლზ ჰუბერიჩზე გათხოვდა, 1936 წელს კი ცოლად გაჰყვა ,,შერლოკ ჰოლმსის შვილს _ არა, შერლოკ ჰოლმსის არა, კონან დოილისას” _ (სიმონ სიდამონ-ერისთავის მოგონებებიდან), ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილს. ეს უკანასკნელი სპირიტუალიზმით იყო გატაცებული და ნინოც ჩაითრია. ქორწინების შემდეგ ნინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საკუთარ გარდაცვლილ მამას ესაუბრებოდა და რომ ის ყოველთვის გონივრულ რჩევებს აძლევდა.

,,ერთხელ როცა არ დავუჯერე, კინაღამ დავიღუპე”, _ თქვა მან. ქმრის გარდაცვალების შემდეგ უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინო მდივანს ერგო. რუსუდან მდივანი (1905-1937) მოქანდაკე გახლდათ. რუსი, როგორც მას შემოკლებით ეძახდნენ, ჰოლივუდში მსახიობების ბიუსტებს ძერწვდა. ახალგაზრდა სალვადორ დალი შეყვარებული იყო რუსუდანში. ის 1928 წელს გათხოვდა საკუთარ მასწავლებელზე, ხოსე მარია სერტზე, ვისთვისაც მოდელის როლს ასრულებდა. ამ უკანასკნელს და დიეგო რივერას ჯონ როკფელერმა ნიუ იორკში ღჩაღჩA-ს შენობის მოხატვა შეუკვეთა, რისთვისაც 150 ათასი დოლარი მიიღო. სერტს მაშინ მეუღლედ ცნობილი მოდელი და რამდენიმე მხატვრის, მათ შორის ტულუზ ლოტრეკის მუზა, პოლონელი მისია გოდებსკა (1872-1950) ჰყავდა. მაგრამ რუსუდანთან შეხვედრამ მას ყველაფერი დაავიწყა და სერტმა ცოლს თავი დაანება. თუმცა მომავალში ამას არავითარი გავლენა არ მოუხდენია მისიას, სერტის და რუსუდანის ურთიერთობაზე _ ისინი მეგობრებად დარჩნენ და ეს უცნაური სამთა კავშირი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. ასაკით უფროსი, უშვილო მისია დედობრივი მზრუნველობით განიმსჭვალა მის მიმართ. უფრო მეტიც, ქორწილისთვის რუსუდანს სახელგანთქმულ კოკო შანელთან შეაკერინა კაბა და ყოველნაირად ეხმარებოდა მას ყოველდღიურ საქმიანობაში. ძმების გარდაცვალება რუსიმ მძიმედ განიცადა. ცოტა ხანში მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუდგინეს. მისიამ და კოკო შანელმა ის შვეიცარიაში სამკურნალოდ წაიყვანეს. მიუხედავად მათი მზრუნველობისა, რუსუდან მდივანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსუდანის გარდაცვალებამ ისე იმოქმედა მისიაზე, რომ თვალს დააკლდა. მისია გოდებსკა 1950 წელს აღესრულა, სიკვდილის წინ კი თავის მეგობარს გულის მოყვანილობის მედალიონი აჩუქა. როცა გარდაცვალების რამდენიმე დღის შემდეგ მედალიონი გახსნეს _ შიგ რუსუდან მდივნის ფოტო აღმოჩნდა.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,ქართველები ამერიკაში”

ფოტოზე მარცხნიდან მუნჯი კინოს ვარსკვლავები რუდოლფ ვალენტინო, პოლა ნეგრი, მეი მიურეის და დავით მდივანის ქორწილში




 ახალი ამბები
  • ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა (R)ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის მსურველ ბიზნესებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს.  ამ დროისთვის დარეგისტრირებული კომპანიები, ნომინაციების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:   •           46% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის •           12% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის •           10% - საუკეთესო ინოვაციებისთვის •           17% - საუკეთესო სტარტაპისთვის •           14% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის განსაკუთრებული სიახლე ელოდება ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“  გამარჯვებულს. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. წელს სიახლეა ჟიურის მხრივაც, გამარჯვებულებს ბიზნეს სფეროში მომუშავე  ადამიანებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.  პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს: 1.         ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი. ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში. 2.         ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია. ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება. 3.         პროგრამული უზრუნველყოფა ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი. მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge.  რეგისტრაცია 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ... ...
  • დღეს მთელ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელისინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +26 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ზუგდიდში +30 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +17. +27 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში +25 გრადუსი სითბო და მზიანი, უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +5 გრადუსამდე დაიწევს. ასევე მზიან დღეს და +24 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +8 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში +26 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი დღეს და +21 გრადუსი არის ნავარაუდევი ახალციხეში. აქ ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +23 გრადუსი არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსს და მზეს ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +22 გრადუსი და მზიანი ამინდი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +22 გრადუსი სითბო და მზიანი დღე არის მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. გუდაურში +15 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი არის მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი არის ნავარაუდევი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი არის მოსალოდნელი. +22 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის ნავარაუდევი. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი დღეს ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი ... ...
  • ვინ განახორციელა ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმა _ შსს ფოტოს ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. „პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“, - ნათქვამია შსს ... ...
  • “ეს რეჟიმი უნდა წავიდეს” – სოსო ჯაჭვლიანი “ქართული ოცნებიდან” მიდისსოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება 26 ოქტომბერს “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მის ამ განცხადებას კი წინ უძღოდა მკლავჭიდის ფედერაციაში მომხდარი დაპირისპირების განხილვა, რა დროსაც ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის “ავანი და ჩავანი” თბილისის მერი, კახა კალაძეა. “კალაძემ ხო თქვა, მე არ ვიცი სოსო ჩვენი გუნდის წევრია თუ არაო, ეს თვითონ მის ნამუსზე იყოს. ჰოდა, მე ეხლა დღეიდან, ამ წუთიდან მე არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, იმ ზონდერბრიგადის წევრი მე ვერასდროს ვერ ვიქნები. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია, აბა, რა არის”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის “ამ რეჟიმის შემოქმედი”, კალაძე თუ ბიძინა ივანიშვილი, ჯაჭვლიანმა უპასუხა, რომ “ამ რეჟიმის შემოქმედი არის გუნდი”. ჯაჭვლიანის თქმით, მკლავჭიდის ფედერაციაში 17 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებამდე თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ მას შეუთვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მკლავჭიდის ფედერაციას არ დატოვებდა, “ისინი შავ პიარს აუგორებდნენ”. ჯაჭვლიანის განცხადებით, ამის შემდეგ ის კალაძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ერთი თვის განმავლობაში მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა. როგორც ჯაჭვლიანმა განმარტა, მკლავჭიდელები, ვინც მის წინააღდეგ გამოდიან, სწორედ არეშიძის მეგობრები არიან. ამასთან, ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის მეუღლეს ნიღბიანი პირები დახვდნენ და შეუთვალეს, რომ ჯაჭვლიანს მკლავჭიდის ფედერაცია დაეტოვებინა. პირდაპირ ეთერში საუბრისას სოსო ჯაჭვლიანმა თქვა, რომ მას ფედერაციის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა საუბარი, თუმცა ივანიშვილმა უთხრა, რომ მკლავჭიდის ფედერაციის საქმიანობაში ვერ ჩაერეოდა. მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში, 17 ოქტომბერს, გამგეობის სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანს მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ და სხდომა ჩაშალეს. სასტუმრო “ბომონდ გარდენში”, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო, მკლავჭიედელები მივიდნენ და ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა მოითხოვეს, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულმა სპორტსმენებმა ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს. ისინი ფედერაციის პრეზიდენტს ერთპიროვნულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ტელეარხის თანახმად, ჯაჭვლიანი დღევანდელ სხდომაზე აპირებდა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, რასაც ასევე მოჰყვა დაპირისპირება. დაპირისპირების შემდეგ გამგეობის სხდომა გადაიდო. სპორტსმენები ამბობდენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებდა. გასულ თვეში საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წევრები ამბობდნენ, რომ ფედერაციის პრეზიდენტი, სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე მწვრთნელის ჩანაცვლებას პირადი ინტერესების გამო გეგმავდა. მათი მტკიცებით, ჯაჭვლიანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მწვრთნელებმა მათი კუთვნილი პრემიიდან ჯაჭვლიანისთვის გარკვეული თანხის მიცემა შეწყვიტეს. წყარო: ... ...
  • კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი კავშირშია ციხის კადრებთან, მას ორდენი ეკუთვნისქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ტვ პირველის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დამფინანსებელი ვანო ჩხარტიშვილი იყო და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ბიზნესმენსს ორდენი ეკუთვნის. კობახიძის თქმით, სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეში 12-ჯერ არის სიკვდილიანობა შემცირებული. “თუ რაიმე კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მას მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის. ორდენის გადაცემის მიზნით, უნდა დაიკითხოს (ჩხარტიშვილი), უნდა გამოვკითხოთ მიუძღვის თუ არა დამსახურება და გადავცეთ ორდენი”, – განაცხადა კობახიძემ. ტვ პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ერთმანეთს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და 2012 წელს ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ფიგურანტი ლადო ბედუკაძე ესაუბრებიან. ჩანაწერის თანახმად, ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მას კადრების გავრცელების პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. ჩხარტიშვილის თქმით, ე.წ. ციხის კადრების კონკეტული ტელევიზიით გავრცელება პირადად ჰქონდა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...