"მეფის ჯალათი ერმოლოვი" _ კრიმინალი, რომელიც გურიაში მაზრის უფროსად მიავლინეს

ისტორია

"მეფის ჯალათი ერმოლოვი" _ კრიმინალი, რომელიც გურიაში მაზრის უფროსად მიავლინეს

2017 სექ 26 08:47:46

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გურიას მაზრის უფროსად მიავლინეს კაპიტანი ერმოლოვი, ნამდვილი კრიმინალი, რომელმაც ბაქოში მსახურობისას სომეხ-თათართა ჟლეტის დროს დიდი ფული იშოვნა. ერთხელ ბაქოში ის ვალოდია გოგუაძეს შეხვდა და ხაზინის დაყაჩაღება შესთავაზა, რაზეც გოგუაძემ უარი განუცხადა. მეორე შეხვედრის დროს აჩვენა გურიაში გამოცემული პროკლამაციები, სადაც ეწერა: ,,გურიაში მოდის მაზრის უფროსად მეფის ჯალათი ერმოლოვი...» და გულისტკივილით აღნიშნა, ,,ჯერ არ ჩავსულვარ და რა ეპითეტებით მამკობენო". შემდეგ კი რჩევა ჰკითხა გოგუაძეს, როგორ მოვიქცეო. ხალხს წესიერად მოეპყარი და არაფერს დაგიშავებენო, - ურჩია გოგუაძემ, მაგრამ ერმოლოვმა მისი რჩევა ყურად არ იღო. რევოლუციური მოძრაობის ჩასაქრობად ის ყველა ხერხს მიმართავდა, წვავდა და ანადგურებდა ეჭვმიტანილთა სახლებს, მათ ქონებას. ერმოლოვმა ,,გააბა კავშირი ტყეში გავარდნილ ქურდებთან და მთელი გურია ააწიოკა - გაძარცვა ...ხალხი და მრავალი ციხე-ციმბირს გაგზავნა... ნაძარცვში თვითონ წილს იღებდა და ხალხს სჯიდა ვითომდა ყაჩაღების შენახვისათვის» -  იგონებდა გოგუაძე. ბათუმის კომიტეტმა მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ტერორისტული აქტი გურიის ფარგლებს გარეთ უნდა განხორციელებულიყო, რათა მოსახლეობისათვის ეგზეკუცია და დარბევა აეცილებინათ.

1907 წლის 5 აგვისტოს კაპიტანი ერმოლოვი ვითომდა გუბერნატორის მიერ გაგზავნილი ყალბი დეპეშით გაწვეულ იქნა ბათუმში, სადაც ტერორისტებმა დათა ქადეიშვილმა და ვარდენ თიკანაძემ მას ბომბი ესროლეს. ერმოლოვი დაიჭრა, ხოლო ხანგრძლივი ურთიერთსროლის შედეგად ხელში დაჭრილი ,,სივაჟკაცით და პატიოსნობით» (ბაჭუა კუპრაშვილის სიტყვებია) განთქმული მენშევიკი თიკანაძე კაზაკებმა შეიპყრეს (მსგავსი უშედეგო თავდასხმები ტერორისტული აქტების თანამდევი და განუყოფელი ნაწილი იყო. ოზურგეთელ პოლიციელზე დიმიტრი მგელაძეზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს ოზურგეთსა და ბათუმში, მაგრამ ის ყოველთვის ცოცხალი რჩებოდა და მათ დევნას აგრძელებდა. ცნობილ პრისტავ ლოლაძეს ხუთჯერ დაესხნენ თავს).

დაჭრილმა ერმოლოვმა ფოტოს მეშვეობით დათა ქადეიშვილი ამოიცნო. სოციალ-დემოკრატი, ნასაკირალის ბრძოლის მონაწილე ქადეიშვილი ცნობილი ტერორისტი და პარტიის სასარგებლოდ ფულის შემგროვებელი რეკეტირი იყო, მას ხელისუფლება მრავალ დანაშაულში სდებდა ბრალს, მათ შორის სოხუმში პრისტავ სკორიკოვისა და ქალაქისთავის მოადგილის კორციცის მკვლელობაში (სხვა მონაცემებით, ეს ანარქისტმა ალექსანდრე მირონოვმა ჩაიდინა), მატარებლის გაძარცვასა და სხვა ტერორისტულ აქტებში...

ცოტა ხანში კაპიტანი ერმოლოვი, რომელიც მთავრობამ აზიაში სამსახუროდ გადაიყვანა, რკინიგზის სახაზინო ფულის გატაცებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. საქმის ვითარება კი ასეთი იყო: 1909 წლის 10 იანვარს ბაქოდან ქალაქ კრასნოვოდსკში მატარებლით მილიონი ქაღალდის მანეთი მიჰქონდათ. ვაგონს ყოველი მხრიდან გაძლიერებული დაცვა იცავდა. აშხაბადამდე ვაგონის კარი მხოლოდ ერთხელ გააღეს. როცა მატარებელი აშხაბადში ჩავიდა, აღმოაჩინეს, რომ ვაგონის კედელი გახვრეტილი იყო და ფულის ტყავის ტომარაც გაჭრილი. დათვლისას გამოირკვა, რომ ვაგონიდან 469 500 მანეთი დაიკარგა. პოლიციას მოუვიდა შეტყობინება, რომ ფულის გამტაცებლები თბილისში იმყოფებოდნენ. დაადგინეს მათი ვინაობა და 14 კაცი დააპატიმრეს, მათ შორის კაპიტანი ერმოლოვიც. საინტერესოა, რომ, სხვა დაპატიმრებულებისაგან განსხვავებით, მთავრობის წინაშე დამსახურებების გამო ერმოლოვი პრივილეგიებით სარგებლობდა - მას მხოლოდ უიარაღო ჯარისკაცი დაჰყვებოდა, გარეთაც თავისუფლად დასეირნობდა და როგორც ამბობდნენ, კაპიტანს დიდი იმედი ჰქონდა, რომ გაამართლებდნენ. გაზეთი `მნათობი~ (1911 წ., #61) წერდა: ,,გუშინ... ოლქის სასამართლომ თავისი განაჩენი გამოაცხადა ასხაბადში გატაცებული ფულის შესახებ. დამნაშავეთ იქნენ ცნობილი... კაპიტანი ერმოლოვი და პორუჩიკი ოთხმეზური. მათ სასამართლომ ღირსების აყრა და ოთხ-ოთხი წლით პატიმართა გამასწორებელ რაზმში გაგზავნა გადაუწყვიტა...»

რაც შეეხება ერმოლოვზე თავდასხმაში ზემოთ ნახსენებ მეორე მონაწილეს, ვარდენ თიკანაძეს, მან მოახერხა ბათუმის ციხიდან გაქცევა (ვარდენ თიკანაძე სტალინის ,,ბაევაია დრუჟინას” ერთ-ერთი აქტიური წევრის ელისე ლომინაძის ძუძუმტე ყოფილა. ის სულ პატარა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. მისი აღზრდა უფროსმა ძმამ და დედინაცვალმა მზეხამ, ლომინაძის ქვრივმა იკისრა, რომელსაც საკუთარი ორი შვილი - ხუთი წლის ელისე და სამი წლის მიხაკო ჰყავდა. გადმოცემით 1905 წლის რევოლუციის დროს ისინი მხარდამხარ იბრძოდნენ. საპირველმაისოდ თურმე ბათუმიდან მშობლიურ მაკვანეთში წითელი დროშა ამოუტანიათ და აუფრიალებიათ). ის სპარსეთში გაემგზავრა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში. 1908 წელს ბათუმში დაბრუნდა, რათა სპარსეთში იარაღი და დამხმარე ძალები გაეგზავნა. უკან დაბრუნებისას თიკანაძე ბაქოში დააპატიმრეს. ხანგრძლივმა გამოძიებამ ვერ დაადგინა მისი ვინაობა და ის ასტრახანის ციხეში გადაიყვანეს. მისდა საუბედუროდ, იმავე ციხეში იჯდა კაპიტანი ერმოლოვი, რომელმაც მაშინვე იცნო თავდამსხმელი თიკანაძე და ციხის ადმინისტრაციას შეატყობინა. თიკანაძე სასწრაფოდ ბათუმში გადაიყვანეს. 1910 წლის დეკემბერში, როდესაც თიკანაძე სასამართლოში მიჰყავდათ, ის ბადრაგს გაექცა, მაგრამ ტუსაღის სამოსში გამოწყობილმა დამალვა ვერ მოახერხა. მას ბრალი წაუყენეს მრავალი ტერორისტული აქტის ჩადენაში, ერმოლოვზე თავდასხმასა და სპარსეთის რევოლუციაში მონაწილეობაში და მიუსაჯეს ჩამოხრჩობა, რომელიც სისრულეში მოიყვანეს 1911 წლის 15 იანვარს...




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...