„მიმინო“, „ზარბაზანა“ და... თემურ ლენგი

ისტორია

„მიმინო“, „ზარბაზანა“ და... თემურ ლენგი

2017 მაი 20 12:01:11

მსახიობებს დატვირთული და ამავდროულად, საინტერესო ცხოვრება აქვთ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ და დღეს მათ მორიგ “ისტორიებს” გაგაცნობთ. 

მხატვრული ფილმი “მიმინო“, საბჭოთა კავშირის ეკრანებზე შორეულ 1977 წელს გამოვიდა და დღემდე ნებისმიერი ასაკის მაყურებლის საყვარელ კინოსურათად რჩება. ამ სურათში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ “მთავარ“ როლს ოთხფეხა მეგობარი, ცუგრია _ სახელად “ზარბაზანი“ ასრულებდა. ბატონი “ზარბაზანი“ სოფელ ომალოში წყნარად ცხოვრობდა და ერთ მშვენიერ დღეს მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი.

ერთ დილას, ბატონი გია დანელია ომალოში მაწანწალა ძაღლს გადააწყდა. პატარა ცხოველს ცალი ყური დაეცქვიტა, მეორე კი ლამის თვალზე ეფინა. “სწორედ ისაა, მე რომ მინდა“, – გაიფიქრა რეჟისორმა. მანქანა გააჩერა და ძაღლი თავისთან მიიტყუა. საბოლოოდ, გადაღებების დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა. მოსკოვს გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე ფილმის დირექტორის კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. გადაბარგებიდან რამდენიმე წელში გარდაიცვალა, რადგან მოსკოვის კლიმატურ პირობებს ვერ შეეგუა. “ზარბაზანი” დიდი ზარ-ზეიმით დამარხეს “მოსფილმის” ვაშლის ბაღში.  

ქართული კომედია “რეკორდი” ერთი პერიოდი თაროზე იმტვერებოდა და აკრძალულიც იყო. მის რეჟისორს გურამ პატარაიას განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდა, რომ “რეკორდი” ეკრანებზე გამოსულიყო. ამ კინოსურათის დაწუნების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, მასში მილიცია გაბაიბურებული იყო. მოგვიანებით, ედუარდ შევარდნაძეს ქალბატონ ვიქტორია სირაძისათვის უთქვამს, რომ წასულიყო და სურათი თავად ენახა.

საბედნიეროდ, ჩინოვნიკებს ეს კომედია მოეწონათ და ფართო ჩვენებისათვის გზა დაულოცეს. ხუტა უფროსის როლს მსახიობი გოვენ ჭეიშვილი ასრულებდა. ამ ფილმის შემდეგ ქართველი “წესრიგის დამცველები” ბატონ გოვენს განსაკუთრებით დაუძმაკაცდნენ და სუფრებზეც ხშირად ეპატიჟებოდნენ. ყველასათვის მოულოდნელად ჭეიშვილი, ე. წ. “შავებშიც” მეტად მიღებული ადამიანი გახდა. როდესაც ამისი მიზეზი იკითხა, შემდეგი პასუხი მიიღო: “აბა, გაიხსენე, ღინტუს რომ უთხარი, პატიმარს ჩიტის რძე არ მოაკლოო, ამის გამო ხარ დასაფასებელიო”.

წინა საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით პოპულარული იყო ცნობილი ქართველი კონფერანსიე ქართლოს კასრაძე, თბილისის ნამდვილი კოლორიტი და ნაღდი ქალაქელი კაცი. ბატონი ქართლოსი ხშირად მოგზაურობდა და საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქალაქში იყო ნამყოფი – ვლადივოსტოკიდან ტალინამდე და ტაშკენტიდან იაკუტიამდე. ევროპაც შემოვლილი ჰქონდა. საინტერესოა, რომ ფინეთში კონცერტი ფინურად მიყავდა, შვედეთში – შვედურად, ჰოლანდიაში კი ჰოლანდიურად. ერთხელ ცხინვალში აღმოჩნდა, ოსურად დაუწყია ლაპარაკი და იქაურებს ხელი ტაშისკვრით გადაუტყავებიათ. ამ მოგზაურობების დროს ქართლოს კასრაძე ზოგჯერ ლექსებსაც წერდა. ერთხელაც უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში იმყოფებოდა, თემურ-ლენგის საფლავი მოუნახულებია და ექსპრომტად შემდეგი სტრიქონებიც დაუწერია:

“სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,

 ლანგ-თემურო, ხომ მოვედი სამარხამდი,

 ამ ქვაზე რომ კოჭლი ფეხით აბიჯებდი,

 ქართველები ჩამოვედით – რა ბიჭები?

 სამარყანდი, თემურ-ლენგი, სამარყანდი,

 ლანგ-თემურო, ხელმეორედ დაგმარხავდი!” 

ერთხელ რუსეთში ყოფნისას თავისი ძალის დემონსტრირება მოუწია ცნობილ ქართველ მსახიობს დოდო აბაშიძეს. დოდო აბაშიძე საკუთარი ფიზიკური მონაცემებით გამორჩეული გახლდათ და იშვიათად მოიძებნებოდა ადამიანი, ვისაც ისე ლამაზად შეეძლო ჩხუბი, როგორც ბატონ დოდოს. “ციმბირელი პაპას” გადაღებები ქალაქ კალინინში მიმდინარეობდა. ერთ საღამოს გურამ ფირცხალავა და დოდო აბაშიძე ადგილობრივ რესტორანში შევიდნენ. მათ გვერდით ზანგები ისხდნენ. ორმეტრიანი ხალხი იყო, დაკუნთულები, ჩაფსკვნილები. ძალიან გამომწვევად იქცეოდნენ და რუს ოფიციანტ გოგონებსაც აბუჩად იგდებდნენ.

ერთმა შავკანიანმა ხელი წაატანა გოგოს. დოდო აბაშიძე ფეხზე წამოდგა, მოუქნია შავკანიანს ხელი და მთასავით კაცი ადგილიდან მოწყდა, ჰაერში აფრინდა, დახლს დაენარცხა, მერე ბოლომდე გაცურდა და იქით გადავარდა. ნამდვილად არ ვიცი, მოვლენები მოგვიანებით როგორ განვითარდა, ქართველმა მსახიობმა კი რაინდობისა და ვაჟკაცობის ჭეშმარიტი მაგალითი მოგვცა. 

რუსეთში ყოფნის დროს ცხოვრების ულმობელი პარადოქსის მომსწრე გახდა რამდენიმე ქართველი ხელოვანი. მწერალი ოთარ ჭელიძე იხსენებდა: “მოსკოვში სწავლის დროს ერთ სახლში ვცხოვრობდით მე, შოთა ქარუხნიშვილი, თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. გიგა ლორთქიფანიძეც ხშირად მოდიოდა ჩვენთან. გვშიოდა, გვწყუროდა, გვციოდა. ერთი სიტყვით, ყველანაირად გვიჭირდა სტუდენტებს. ერთ დღეს ვხედავთ, ჩვენს სახლს ალყა არტყია. თურმე, ბუხარს რომ წმენდნენ, ერთი აგური ჩატყდა, ჩავარდა და გამოჩნდა ოქროს ზოდი. გაიგეს, რომ ბუხარი ოქროს ზოდებით იყო აშენებული და მერე შეენიღბათ აგურებით. ამ ამბის გამო გიგა ლორთქიფანიძე სინანულით ამბობდა, რატომ თავები არ ვურტყით იმ ბუხარს და არ დავანგრიეთ, რომ ის განძი მშიერ-მწყურვალ სტუდენტებს გვეპოვა და ადამიანურად გვეცხოვრაო. თუმცა, რომ გვეპოვნა და დაგვემალა, ალბათ, ყველას დაგვხვრეტდნენო.” 

შემდეგი მოგონებაც იმავე პერიოდს ეხება, პოლიტიკური ხასიათისაა და განსაკუთებით უფროსი ასაკის მკითხველს დააინტერესებს. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ერთი პერიოდი მოსკოვში მოღვაწეობდა. ერთხელ მეტად საინტერესო ფაქტის თვითმხილველი გამხდარა. “ორმოციანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ჩინეთის ლიდერი მაო ძე-დუნი ჩამოდიოდა. სტალინს უნდა შეხვედროდა. გადაღებების საერთო ხელმძღვანელობა მე მეკისრებოდა.

დადგა შეხვედრის დღე. მაო ძე-დუნი გამოეყო დელეგაციას და ჩქარი ნაბიჯით სტალინისკენ წავიდა. მიუახლოვდა, მუხლებზე დაეცა და სტალინს ფეხებზე ემთხვია. გეფიცებით, იგონებდა ჭიაურელი, არ მომჩვენებია, ნამდვილად დავინახე. სტალინმა ჩემკენ გამოიხედა და თვალი ჩამიკრა. იმ წუთს მას თბილისელი კინტოს გამომეტყველება ჰქონდა. ეს კადრები გადაღებულია“.

სტალინის პიროვნება დღემდე გაუთავებელი კამათის საგანია. ის წარმოშობით ჩვენი თანამემამულე იყო, ამიტომ ქართველს ჩინელი მუხლებზე რომ დაუდგება ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია.   

“მსახიობები ცოტა “გიჟებიც“ არიან – ეს სიტყვები ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს ეკუთვნის და დღევანდელ “აქტიორულ ისტორიებს“ მასთან დაკავშირებული ერთი სახალისო პატარა მოგონებით დავასრულებ. საგარეჯოს კულტურის სახლში სპექტაკლი “მეფე ერეკლე“ დაიდგა. ანა ბატონიშვილის როლს დოდო ჭიჭინაძე ასრულებდა, ბესიკს კი იაკობ ტრიპოლსკი ასახიერებდა.

თამაშდებოდა სცენა, სადაც ანა თავს იკლავდა და ბესიკი სატრფოს დასტიროდა. ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე 8-9 წლის აღელვებული ბიჭუნა ამოვარდა, დააკვირდა “გარდაცვლილ“ მსახიობს და გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს განა, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი, რომელიც მოგვიანებით აპლოდისმენტებმა შეცვალა. არის ასეთი უცნაური მომენტები თეატრალურ სამყაროში, ეს ცხოვრება ხომ მეტად უცნაურია და მუდმივი სიურპრიზებითაც ხშირად გვანებივრებს!




 ახალი ამბები
  • "შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება" _ ეკონომისტი ლარის გაუფასურების მიზეზებზესაქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე წელია, რაც პერიოდულად იცვლება, დღეს კი ის 3 თეთრით გაუფასურდა. აღნიშნულ ცვლილებას ფინანსთა მინისტრი საგარეო ფაქტორს უკავშირებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი ლარის კურსის სტაბილიზაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. რით არის განპირობებული ლარის კურსის დაცემა _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა" ეკონომისტ აკაკი ცომაიას მიმართა. ეკონომისტის თქმით, ლარის კურსის დაცემის მიზეზები კომპლექსურია, იმ პროგნოზის გაკეთება კი თუ რა შეიძლება მოხდეს ვალუტის კურსთან მიმართებაში ხვალ, ზეგ ანდა მაზეგ შეუძლებელია, რადგან გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს და რომელი ფაქტორი გადაწონის არავინ არ იცის, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. უცხოური ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი_ ეს ის მიზეზებია, რასაც ეკონომისტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზად ასახელებს. "გაუფასურების მიზეზი კომპლექსურია. ერთ-ერთი არის, ის რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება და ბუნებრივია, რომ ეს გავლენას მოახდენს ლარის კურსზე. უცხოური ინვესტიციების შემცირება ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზია. ინვესტორები ქვეყნიდან გადიან, ახალი ინვესტორები არ შემოდიან და ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტორები იწვევს ინვესტიციების შემცირებას",_ამბობს ცომაია. მისივე თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ლარისა და ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა. "მთავარი პრობლემა, რაც ლართან არის დაკავშირებული არის ლარის მიმართ უნდობლობა, უნდობლობა ეროვნული ბანკის მიმართ, ამდენად ლარს ჩვენ,  ადამიანები ვიყენებთ იმდენად, რამდენადაც გვჭირდება კონკრეტული ტრანზაქციების, გარიგებების გასახორციელებლად, საქონლისა და მომსახურების შესასყიდად, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ლარი მოვიშოროთ, ანუ შევინახოთ უფრო მყარ აქტივში, ვთქვათ, ამერიკულ დოლარში. შესაბამისად, შემოსავლის ნაწილი, რომელიც უნდა აისახოს დანაზოგებში ხდება უცხოურ ვალუტაში, რაც აუფასურებს ლარს", _ ამბობს ცომაია. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის კურსის დაცემა შესაძლებელია არჩევნებსაც უკავშირდებოდეს და ასევე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შემცირებასაც. "არჩევნებზე დახარჯული ფულის შემდგომი შედეგები შესაძლოა იყოს ამასთანაც დაკავშირებული. ასევე გარკვეულწილად უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე, იმიტომ რომ თუ ადრე უცხოურ ვალუტაში ფინანსდებოდა მომსახურება იმპორტულ საქონელზე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სესხები შემცირებულია ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებული სესხებით ხდება იმპორტის შესყიდვა, რაც ბუნებრივია, რომ გეუბნება იმას რომ შესაბამისად ვერ მოხდება ამ იმპორტის შესყიდვა და ლარი უნდა გაუფასურდეს. ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი და ჩვენი შემოსავალი არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყიდოთ იმ რაოდენობის იმპორტი რა რაოდენობითაც ხორციელდება არსებულ მომენტში",_ამბობს ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა (R)საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია. (R)   ... ...
  • "ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ" _ ქანთარიააზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან. „ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ... ...
  • ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი "რესტარტი" დაიწყო (R)ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი   სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და  უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს. კულინარიით გატაცებულ  15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს.  მონაწილეები   7 კვირის მანძილზე გადამზადებას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის  შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე. ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ  დამოუკიდებლად წამოიწყონ ან ... ...
  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია (R)24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე...

კარნავალი ძაღლებისთვის

ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა...

რომელია მსოფლიოში უდიდესი ალმასი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...