მხატვარი ანტონ გოგეშვილი, რომელიც ყოველთვის მეფის საწინააღმდეგოს ლაპარაკობდა

ისტორია

მხატვარი ანტონ გოგეშვილი, რომელიც ყოველთვის მეფის საწინააღმდეგოს ლაპარაკობდა

2019 დეკ 29 18:51:17

ჩვენს უახლეს ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებმაც ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე უმდიდრესი მასალა დაგვიტოვეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნახატების სახით. მხედველობაში მყავს შესანიშნავი, თუმცა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მხატვარი ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი), დაიბადა 14 დეკემბერს, 1878 - გარდაიცვალა 28 დეკემბერს, 1907. სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მხატვრები ჯერ კიდევ ჩრდილში იმყოფებიან და ჩვენი საზოგადოების ყურადღება კი ხშირ შემთხვევებში გადართულია ერთი და იგივე ე.წ. ცნობად სახეებზე (რა ბრიყვული დეფინიციაა!) და მათ სახელებს არღანივით ატრიალებენ. თუმცა, გამონაკლისიც არის: გურულ თემაზე მომუშავე ეგნატე ნინოშვილის მემორიალური მუზეუმის არქივის გამგე ზოია ტუღუში დაუღალავად ეძებს იმ დაფარულ პლასტებს, რომელიც გურიის ისტორიოგრაფიასა და ეთნოგრაფიაში გაფანტული. მის მშვენიერ ეთნოგრაფიულ კვლევაში ,,ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან” (2017), რომლის შეგროვება თავის დროზე მან ცნობილი მეცნიერის ქალბატონ ჯულიეტა რუხაძის წყალობით წამოიწყო, შეკრებილია ბრწყინვალე ეთნოგრაფიული მასალები და მათ შორის ნიგოეთელი მათე გოგეშვილის მოგონება მხატვარზე, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

მე მათე გოგეშვილი სკოლაში დავდიოდი იმ დროს, როცა ანტონ გოგეშვილი ზაფხულობით ჩამოდიოდა ბიძასთან - ალექსი გოგეშვილთან... ანტონი ავათმყოფი კაცი იყო, მეტ ნაწილათ მთებში დადიოდა, ისვენებდა. წაუღებდით ჭილოფს, მუთაქას და დაწობოდა. ერთ დღეს ვკითხე, მამაშენი თბილისში რაიზა არის თქვა, ძმაი აქ ყავს... მითხრა: ბატონყმობა ყოფილა. ბატონი მაჭუტაძე გაუჯავრებია რაღაცაზე ივანე გოგეშვილს. ბატონს ეთქვა, რადგან ივანემ გამაჯავრა, არ გამიგონა, საჯაროთ როზგი უნდა დავარტყამო, ეს ანტონის მამას - ივანეს გაეგო და ფეხით გაპარულიყო თბილისში (რკინიგზა არ ყოფილა იმ დროს ბათუმის ხაზზე)... ივანე ბევრს ეძებეს, მარ ავერ ნახენ, დაიკარგაო -ეტირათ მშობლებს.

ანტონმა მითხრა: მამა თბილისში მისულა ერთ დიდი ვაჭართან, რომელსაც მზარეული ყოლია და უთხრობია: - მე უპატრონო ბიჭი ვარ გურიიდან და მამუშავეო. ვაჭარს უთხრობია: თუ კარგათ მემსახურები ჩემს პოვართან, საჭმლის კეთებას გასწავლისო. შეთანხმებულა და კიდევაც უსწავლია ხელობა - მზარეულობა. უმუშავია დიდხანს, დაკაცებულა, უშოვია და ქალიც უთხოვია - კახელი, სახელათ დარო, ჩამოდიოდა ნიგოითში.
შეეძინეთ შვილებიც. მხოლოთ მე ავადმყოფი ვარ და აქ რაღაცეებს ვხატავ, გლეხების მდგომარეობასო და კიდევაც ხატავდა. მეც მიყურებია: გზაზე მიდის ფეხშიშველი კაცი, ჯოხზე ფეხშეკრული ქათმები აქვს გადადებული, მიყავს ლანჩხუთში პარასკეობაზე, ქალი მიყობა ინდაურით ხელში, ტანზე ჩახეული ტანსაცმლებით. წავა სადგურში მატარებელზე, ციცეები ყიდიან მარწყვს, აწვდის ფანჯარაზე. გზები წამხთარია... ურმით სიმინდი მოაქვს, ჩაეფლო ურემი ტალახში, ორი კაცი ქვედა საცვალ გამძვრალი ურემს აწობა უკან. წინ პატრონი ხარებს ცემს. ურემი ვერ ამოაქვს. ხარი წაიქცა... ეს ყველაფერი დახატა კარანდაშით, ქახალდზე.

ლაპარაკობს ხალხში: რა ცხოვრება გაქვენ, თქვე საწყლებოვო. ეცადეთ შიმშილს და ასეთ ცხოვრებას თავი დაახწიოთო. ხატავს ხალხის დგომარეობას, წავა თბილისში დედ-მამასთან, მეორე წელიწადს კიდევ ჩამოვა, დედა ჩამოყობა. ცოტა ხანს დედა დარჩება, მერე წავა. ანტონი ლაპარაკობს მეფის საწინააღმდეგო სიტყვებს, მეზობელი გლეხები იტყვიან: . მეორე ეტყვის: ავათმყოფია, თვარა მეფიზა რავა უნდა ეთქვა: დაიჭერენ და საწყალსო, დაახრჩობენო, მარა ანტონი მისას ლაპარაკობდა. სულ გადახატა გაჭირვების დროში მყოფი მშობლები: ბატონი ეტლით მოდის. დახატა. ხატავს მთებს და ყველაფერს. დილ-დილობით თავშალმოხურული ჩადის ღელის პირში, ცივი ნაპირია აქო, იქნებ მომიხთესო. ჩვენ, ბაღნები, ბზდევთ, სადაც წავა, გვეტყვის: გაიზარდეთ და თქვენ კარგი დრო მოგესწრებათო. ბიძა ალექსი, ბიცოლა ივლიტე რას უკეთებს, რძეს ალევიებს ავათმყოფს. ხალხი ჩივოდა: ჭლექი სჭირს საწყალს, ვერიდოთო. მშობლები აქაურ ხალხს თბილისში უმასპინძლდებოდნენ. ანტონი მოკვდა, დაასაფლავეს თბილისში”.




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...