მოგონება ანტონ გოგიაშვილზე


ისტორია

მოგონება ანტონ გოგიაშვილზე

15 დეკ. 2020, 12:11:16

გურიას ნიჭიერი ადამიანები არასოდეს აკლდა, მათ შორის მხატვრები - დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, შალვა ძნელაძე, ივანე გუგუნავა, მერაბ ბერძენიშვილი, კოკი მახარაძე... თუმცა არსებობს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი მხატვარი, ბრწყინვალე გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი (გოგეშვილი), დაიბადა 1878 წლის 14 დეკემბერს,  გარდაიცვალა 28 დეკემბერს, 1907 წელს. სამწუხაროა, რომ ასეთი რანგის მხატვრები ჯერ კიდევ ჩრდილში იმყოფებიან. გურულ თემაზე მომუშავე ეგნატე ნინოშვილის მემორიალური მუზეუმის არქივის გამგე ზოია ტუღუში დაუღალავად ეძებს იმ დაფარულ პლასტებს, რომელიც გურიის ისტორიოგრაფიასა და ეთნოგრაფიაში გაფანტული. მის მშვენიერ  ეთნოგრაფიულ კვლევაში ,,ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან” (2017), რომლის შეგროვება თავის დროზე მან ცნობილი მეცნიერის ქალბატონ ჯულიეტა რუხაძის წყალობით წამოიწყო, შეკრებილია ბრწყინვალე ეთნოგრაფიული მასალები და მათ შორის ნიგოეთელი მათე გოგეშვილის მოგონება მხატვარზე, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

,,მე მათე გოგეშვილი სკოლაში დავდიოდი იმ დროს, როცა ანტონ გოგეშვილი ზაფხულობით ჩამოდიოდა ბიძასთან - ალექსი გოგეშვილთან... ანტონი ავათმყოფი კაცი იყო, მეტ ნაწილათ მთებში დადიოდა, ისვენებდა. წაუღებდით  ჭილოფს, მუთაქას და დაწობოდა. ერთ დღეს ვკითხე, მამაშენი თბილისში რაიზა არის თქვა, ძმაი აქ ყავს... მითხრა: ბატონყმობა ყოფილა. ბატონი მაჭუტაძე გაუჯავრებია რაღაცაზე ივანე გოგეშვილს. ბატონს ეთქვა, რადგან ივანემ გამაჯავრა, არ გამიგონა, საჯაროთ როზგი უნდა დავარტყავო, ეს ანტონის მამას - ივანეს გაეგო და ფეხით გაპარულიყო თბილისში (რკინიგზა არ ყოფილა იმ დროს ბათუმის ხაზზე)... ივანე ბევრს ეძებეს, მარა ვერ ნახენ, დაიკარგაო -ეტირათ მშობლებს.

ანტონმა მითხრა: მამა თბილისში მისულა ერთ დიდი ვაჭართან, რომელსაც მზარეული ყოლია და უთხრობია: - მე უპატრონო ბიჭი ვარ გურიიდან და მამუშავეო. ვაჭარს უთხრობია: თუ კარგათ მემსახურები ჩემს პოვართან, საჭმლის კეთებას გასწავლისო. შეთანხმებულა და კიდევაც უსწავლია ხელობა - მზარეულობა. უმუშავია დიდხანს, დაკაცებულა, უშოვია და ქალიც უთხოვია - კახელი, სახელათ დარო, ჩამოდიოდა ნიგოითში.

შეეძინეთ შვილებიც. მხოლოთ მე ავადმყოფი ვარ და აქ რაღაცეებს ვხატავ, გლეხების მდგომარეობასო და კიდევაც ხატავდა. მეც მიყურებია: გზაზე მიდის ფეხშიშველი კაცი, ჯოხზე ფეხშეკრული ქათმები აქვს გადადებული, მიყავს ლანჩხუთში პარასკეობაზე, ქალი მიყობა ინდაურით ხელში, ტანზე ჩახეული ტანსაცმლებით. წავა სადგურში მატარებელზე, ციცეები ყიდიან მარწყვს, აწვდის ფანჯარაზე. გზები წამხთარია... ურმით სიმინდი მოაქვს, ჩაეფლო ურემი ტალახში, ორი კაცი ქვედა საცვალ გამძვრალი ურემს აწობა უკან. წინ პატრონი ხარებს ცემს. ურემი ვერ ამოაქვს. ხარი წაიქცა... ეს ყველაფერი დახატა კარანდაშით, ქახალდზე.

ლაპარაკობს ხალხში: რა ცხოვრება გაქვენ, თქვე საწყლებოვო. ეცადეთ შიმშილს და ასეთ ცხოვრებას თავი დაახწიოთო. ხატავს ხალხის დგომარეობას, წავა თბილისში დედ-მამასთან, მეორე წელიწადს კიდევ ჩამოვა, დედა ჩამოყობა. ცოტა ხანს დედა დარჩება, მერე წავა. ანტონი ლაპარაკობს მეფის საწინააღმდეგო სიტყვებს, მეზობელი გლეხები იტყვიან: აბდალაია საწყალი. მეორე ეტყვის: ავათმყოფია, თვარა მეფიზა რავა უნდა ეთქვა: დაიჭერენ და საწყალსო, დაახრჩობენო, მარა ანტონი მისას ლაპარაკობდა. სულ გადახატა გაჭირვების დროში მყოფი მშობლები: ბატონი ეტლით მოდის. დახატა. ხატავს მთებს და ყველაფერს. დილ-დილობით თავშალმოხურული ჩადის ღელის პირში, ცივი ნაპირია აქო, იქნებ მომიხთესო. ჩვენ, ბაღნები, ბზდევთ, სადაც წავა, გვეტყვის: გაიზარდეთ და თქვენ კარგი დრო მოგესწრებათო. ბიძა ალექსი, ბიცოლა ივლიტე რას უკეთებს, რძეს ალევიებს ავათმყოფს. ხალხი ჩივოდა: ჭლექი სჭირს საწყალს, ვერიდოთო. მშობლები აქაურ ხალხს თბილისში უმასპინძლდებოდნენ. ანტონი მოკვდა, დაასაფლავეს თბილისში”. 

ახლა დღევანდელობას დავუბრუნდეთ. ლანჩხუთის სამხატვრო სკოლა გაიხსნა 2007 წელს. 2015 წლის 19 ნოემბერს სკოლას მიენიჭა მისი დამაარსებლის – ვილი ბარამიძის სახელი. სამხატვროს სკოლის ძირითადი მიზანი და ამოცანაა მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება, აზიაროს ხატვის ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ასევე მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები. სკოლაში ისწავლება ხატვა, ფერწერა, ძერწვა; არჩევითი საგნებია გობელენი, ვიტრაჟი და ხატწერა. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ექვს წელს.

2004 წელს თბილისში გამოცხადდა კონკურსი ,,ეროვნული ერთიანობის მონუმენტზე”, რომელიც ეძღვნებოდა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთათვის მემორიალის დადგმას. ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ლანჩხუთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ქანდაკების წრის აღზრდილებმა ლანჩხუთელმა ძმებმა არქიტექტორმა შოთა და მოქანდაკე მამუკა ჩხაიძეებმა. ამჟამად რუსთაველის პროსპექტზე მათ მიერ შექმნილი მონუმენტი დგას.

ამონარიდი მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი და ლანჩხუთელები”




 ახალი ამბები
  • “იადონის” უხუცესი წევრი, გურამი ღლონტი გარდაიცვალაგარდაიცვალა მომღერალი, ფოლკლორული ანსამბლის “იადონის” უხუცესი წევრი, გურამი ღლონტი, _ ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი ავრცელებს. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ბატონი გურამის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ... ...
  • „ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, მის შემადგენლობაზე ჯერ ოფიციალურად არაფერი თქმულა და ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 14:00 საათზე ... ...
  • "საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი"ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს - ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე, _ ამის შესახებ ინფორმაციას თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. შეფასება კომპლექსურია და ეფუძვნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.). ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და ... ...
  • როდემდე გაგრძელდება სწავლა ჩოხატაურში დისტანციურადჩოხატაურში სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა. „ორშაბათიდან სწავლა განახლდება ჩოხატაურში დისტანციურად. საკლასო ოთახებში კი 1 თებერვლის შემდეგ შევალთ“,_ გვითხრა ... ...
  • ,"ჰელფები“ უკვე საქართველოს მასშტაბით“რუტინად გვექცა უკვე  ყოველი  დილა _  7-ის ნახევარზე ვიწყებთ  მუშაობას  ბაზარში გასვლით, მერე საწყობში მიტანა, აწონვა, დახარისხება, განაწილება. ცალკე ჯგუფი მუშაობს ბაზების შექმნაზე. ჯგუფი იღებს ინფორმაციას შემოსული შეტყობინებებიდან. შეძლებისდაგვარად ვამოწმებთ, რა სჭირდებათ, რა უჭირთ და ვადგენთ მისამართებს. მერე დახარისხებული  კალათები მიდის საწყობიდან და ნაწილდება სხვადასხვა მისამართზე“, _ ყვება სამოქალაქო აქტივისტი და საქველმოქმედო პროექტის „ჰელფების“ დამფუძნებელი გიგა მაქარაშვილი. „ჰელფების“ ჯგუფი 26 იანვრიდან დადის ოჯახებში და ეხმარება მათ საჭირო ნივთებით და სხვადასხვა პროდუქტებით. გიგას თქმით, 26 ნოემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, ისინი იყვნენ  2 762 ოჯახში და დაეხმარნენ  თითქმის 12 000 ადამიანს. მათ შორის 110 ოჯახს გურიაში. სადაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, როგორც მთელს საქართველოში. „ ჰელფების“ ჯგუფები ყოველდღიურად  150-120 ოჯახს ეხმარებიან. „ყველა რეგიონში ვართ. დაახლოებით 250 სოფელი და ყველა ქალაქი მოიცვა ჩვენმა კამპანიამ ამ ეტაპისთვის. 2 500-ზე მეტი „ჰელფია“  ჩართული. დღეში, მინიმუმ, 70-ზე  მეტი ადამიანი  მუშაობს დილიდან საღამომდე დიდი ენთუზიაზმით, რომ ეს პროექტი შედგეს. ყოველდღიურად ჩავდივართ რუსთავში. სხვა ქალაქებში გვყავს ჩვენი მეგობარი „ჰელფები“, რომლებსაც ვუგზავნით თანხას და ისინი უწევენ ორგანიზებას პროდუქტების შეძენას, დახარისხებას. შემდეგ ჩვენგან გადაგზავნილ მისამართებზე  ხდება კალათების განაწილება. ქუთაისში და ბათუმში სამ-სამი ჯგუფები გვყავს , რომლებიც ინტენსიურად მუშაობენ.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას კარანტინის დასრულებამდე “, _ ამბობს გიგა მაქარაშვილი. შეგახსენებთ,  რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა  საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: „დავწერე, რომ შემეძლო ნებისმიერ რამეში დავხმარებოდი _ ეს იქნებოდა ნაგვის გატანა, დალაგება, ინფიცირებული ბავშვების გამხიარულება თუ სხვა რაიმე საქმე, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ არ გამომეხმაურა. თუმცა, გამომეხმაურნენ  ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ზოგმა ხელთათმანები მომიტანა, ზოგმა _ სადიზენფექციო ხსნარი,  ხალათები, კომბინეზონები. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მოხალისედ ჩართულიყო ჩვენს აქტივობაში.  ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საქველმოქმედო პროექტის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....