მუჰაჯირობა, დეპორტაცია და დაკარგული ხალხი

ისტორია

მუჰაჯირობა, დეპორტაცია და დაკარგული ხალხი

2017 მარ 27 16:01:08

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, 50-იანი წლების დასაწყისში, ქართულ საზოგადოებაში უჩვეულო გამოცოცხლებაა _ ჩვენი ისტორიკოსების ნაწილი ზედიზედ აქვეყნებს სტატიებს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაგრავენ საშინელი თურქი დამპყრობლები საკუთარ მიწა-წყალზე მცხოვრებ  გურჯებსა და ლაზებს. პროპაგანდა პიკს აღწევს.
 ჩნდება კითხვა _ თურქეთისთვის ისტორიული ქართული მიწების ჩამოჭრა მზადდება თუ  მიმდინარეობს რიგითი მოჩვენებითი  ”საბჭოური” ფახი-ფუხი? ცხარე დებატებში  თურქი მეცნიერები ერთვებიან, ხოლო  პოლიტიკური ვითარება საერთაშორისო სკანდალის ხასიათს იღებს. ბოლოს და ბოლოს, საქმეში დასავლეთის სახელმწიფოების ჩარევის  შემდეგ, დაძაბულობა ჩაცხრა. მთელი ამ  ”საბჭოურ”-პოლიტიკური თამაშებისა და პერიპეტიების შედეგი ის იყო, რომ საბჭოთა  კავშირთან თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოდგმის  ხალხი შუა თურქეთის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტეს.  მთელი ამ ისტორიული დავა-კამათის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქართული  საზოგადოების სწორედ იგივე ”საბჭოურ”-  ”პატრიოტული” ნაწილი უდრტვინველად  შეხვდა საქართველოს ტერიტორიიდან  გურჯების და ლაზების გასახლებას ”საბჭოთა”  შუა აზიაში. თურმე ჩვენც გვცოდნია ამორჩევით  და პოლიტიკური კონიუნქტურით  ”პატრიოტული ყიჟინის” დაცემა.  ახლა მოკლე, მაგრამ ტრაგიკული, ამბები ჩვენი  ისტორიიდან.
1. პირველი მუჰაჯირობა.
1828 წელს რუსეთის  საიმპერიო ჯარების მიერ ახალციხის აღებას მოჰყვა ახალციხის საფაშოს გაუქმება, რაც  დასრულდა ქართული მაჰმადიანური  მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილის,  10000 ოჯახის, თურქეთში გადასახლება, ხოლო  მათ ნაცვლად ქრისტიანი სომხების ჩამოსახლება (ახალციხის სომხურ სასაფლაოზე განისვენებს სომეხი ეპისკოპოსი, რომელიც წინ მოუძღოდა რუსეთის იმპერიაში და, არა საქართველოში,  ჩამოსასახლებელ ხალხს) ”გათავისუფლებულ” მიწებზე. რუსეთის ხელისუფლებამ, რომლის გეგმასაც სამცხე-ჯავახეთში გენერალი პასკევიჩი ახორციელებდა, 1830 წელს თურქეთიდან 30 ათასამდე სომეხი ჩამოასახლა, სომხები ჩაასახლეს ქვემო ქართლში, ასევე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩაასახლეს ბერძნები.
2. მეორე მუჰაჯირობა.
ისტორიიდან კარგადაა  ცნობილი, თუ კავკასიის დაპყრობის მთელს პერიოდში (XIX საუკუნის დასაწყისიდან ამავე  საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე) რუსეთმა რა სასტიკ ხერხებს მიმართა აქ მცხოვრები  ხალხების მიმართ. შავიზღვისპირეთის, ისევე როგორც მთის კავკასიის, მოსახლეობის   რუსეთის იმპერიის ფარგლებიდან გასახლება იყო დასაწყისი მცირე ეთნოსების გაუგონარი  განადგურებისა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიაში დამპყრობლური ომების  დასრულებისთანავე ჯერი სამხრეთ კავკასიაზე მიდგა. რუსეთის წინააღმდეგ 1864 წლის  ლიხნის აჯანყების შემდეგ რუსეთის საიმპერიო  ხელისუფლებამ მოამზადა ”საფუძველი”  აფხაზების გასახლებისა და 1867 წელს აფხაზი მუჰაჯირების პირველმა ნაკადმა თურქეთს  მიაშურა (ისტორიის ცინიზმია, რომ ლიხნი კიდევ ერთხელ, უკვე XX საუკუნის 80-იანი  წლების ბოლოს, გამოჩნდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, როგორც ბოლო  ანტიქართული ”პროფანირებულ-ისტორიული” მოძრაობის დაწყების ადგილი). პირველ  მუჰაჯირობას შეეწირა დალი და წებელდა, საიდანაც გასახლდა 15 000-მდე მუსლიმი  აფხაზი.
3. მესამე მუჰაჯირობა.

1877-1878 წლებში  მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომის დროს აფხაზებმა რევანში სცადეს, მაგრამ ისევ  დამარცხდნენ (რასაკვირველია, თურქულ სამხედრო შენაერთებთან ერთად) და  თურქეთში კიდევ გადასახლდა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზთა პირველი  (საქართველოს ისტორიული ტერიტორიიდან მეორე) მუჰაჯირობისგან განსხვავებით,  ამჯერად გადასახლებულთა შორის ქართველებიც მოჰყვნენ. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ 1888 წლის მონაცემებით სოხუმის  ოლქში სახლობდა მხოლოდ და მხოლოდ 32 000 აფხაზი.
 4. მეოთხე მუჰაჯირობა.
აჭარიდან  ქობულეთელების გადასახლება თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთ-თურქეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა. ქართველ მაჰმადიანთა მორიგ  გაძევებას საკუთარი სახლ-კარიდან ხელმძღვანელობდა გენერალი ბრუსილოვი,  პირველი მსოფლიო ომის ”გმირი რუსი სარდალი”.
5. პირველი ”საბჭოური” დეპორტაცია.
1944  წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 1945 წლის იანვარში დასრულდა დეპორტაცია სამცხე-ჯავახეთის ისლამის მიმდევარი მოსახლეობისა, რომელთა შორისაც იყვნენ მაჰმადიანი ქართველები (ისინი გადასახლებულთა შორის დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ). სანახევრო რეაბილიტაციის (1956 წელს) შემდეგ მათ საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალათ.
6. მეორე ”საბჭოური” დეპორტაცია. 1949 წელს აფხაზეთიდან გაასახლეს ლაზები. ისინი, ძირითადად, სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ცხოვრობდნენ. რეაბილიტაციის შემდეგ მათი დიდი უმრავლესობა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. საერთოდ, ქართულ  საზოგადოებაში ამ ქართველური მოდგმის ხალხის შესახებ ცოტა რამ იციან. ნაკლებად იცის ვინმემ (ამის შესახებ უწყიან მხოლოდ ლაზებმა და ჩვენი საზოგადოების მათთან დაახლოებულმა ნაწილმა) აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზური მოსახლეობა განათლებას ორ ენაზე იღებდა - დაწყებითში ლაზურად, შემდეგ კი რუსულად. ამ ადამიანთაგან ბევრმა ქართული ენა მოგვიანებით ისწავლა. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მათი აფხაზეთში ცხოვრება და საქმიანობა (მათ შორის, ბავშვთა აღზრდა და სწავლა-განათლება) 1949 წელს დასრულდა (თუ დაასრულეს). პირველ და მეორე ”საბჭოურ” დეპორტაციას ფაქტობრივად ქართული სუბეთნოსისა და სუბეთნოგრაფიული ჯგუფის ”საბჭოური” მუჰაჯირობა მოჰყვა - მათი ნაწილი (ლაზებისა - დიდი, ხოლო მესხებისა - მცირე) თურქეთში  გადასახლდა. თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, შემდეგ ”დიადი საბჭოეთის”, ახლა კიდევ რუსეთის ფედერაციის ”მასტაბილიზებელი” როლი კავკასიაში ნათლად გამოიკვეთა. დღესაც, კავკასიის ერები თუ ეროვნებები რუსული პოლიტიკური და ინტელექტუალური (თუ ფსევდოინტელექტუალური) აზროვნებისთვის მხოლოდ ”ეთნოლოგიურ კლასიფიკაციას” ექვემდებარებიან. ამ ყაიდის ინტელექტუალთა ნააზრევით საქართველოში ცხოვრობენ: საკუთრივ ქართველები (собственно грузины), ანუ კახელები, ქართლელები, ქართველი მთიელები, იმერლები, გურულები, აჭარლები, ქობულეთელები (!) - მეგრელები, ლაზები, სვანები (1888 კალენდრის იგივე დამატება). აი, ასე, ბატონებო. სავსებით ნათელი უნდა იყოს ბოლო დროს რუსულ მედია სივრცეში გავრცელებული, თუ წიგნის ბაზარზე  გამოქვეყნებული რუკების დანიშნულება, რომლებშიც საქართველოს მხარეები ამგვარი დაყოფით არიან დალაგებულები, რისი მიუღებლობაც ისტორიულადაც და  საქართველოს პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებითაც ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ვისაც ნათელი წარმოდგენა აქვს რუსეთზე და მის პოლიტ თუ ინტელექტელიტების აზროვნების მიმართულებაზე, მისთვის ამ ინფორმაციაში ახალი არაფერია. საუბარი ეხება  ქართული საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს, ვისთვისაც რუსეთი დღემდე მოიაზრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიაში. მთელი ისტორია კავკასიისა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი თავის იმპერიული მიზნებს ახორციელებდა აქ მცხოვრები ხალხების ”დამნაშავე ერებად” გამოცხადებისა და მათი გადასახლება- განადგურების გზით. ამასთან, მიზანს იგი აღწევდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კავკასიის ერებს შორის დაპირისპირება არსებობდა, რაც მათი (ამ ჩამონათვალში ქართველებიც მოიაზრებიან) პოლიტიკური სიბეცის გამო დღესაც გრძელდება. დღეისთვის მხოლოდ ქართულ- აზერბაიჯანული ურთიერთობები აკმაყოფილებენ კეთილი და საქმიანი თანაარსებობის კრიტერიუმებს (როდესაც ქვეყნდება რისკის ზონების რეესტრი კავკასიურ სივრცეში, საქართველო-აზერბაიჯანის შეხებათა არეალი არ შედის - მაღალი, საშუალო თუ დაბალი რისკის ზონებიდან არც ერთში). ამდენად, ცოტა გაუგებარია ქართულ მედიასივრცეში დროდადრო გამოჟონილი ინფორმაცია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მოსალოდნელი, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო, დაპირისპირების შესაძლებლობაზე. როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს ძალიან აძლევთ ხელს მოვლენათა ამგვარი განვითარება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დრო ხომ არ მოვიდა ქართული საზოგადოება (მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური) დაფიქრდეს არა იმაზე, თუ კავკასიური სივრცის სხვა ერმა თუ ეროვნებამ რა შეცდომა დაუშვა ან რა დააშავა ჩვენთან ურთიერთობაში, არამედ იმაზე, თუ ჩვენ რა შეცდომები დავუშვით მათთან მიმართებაში. დავფიქრდეთ და მომავალი საქმიანობა ისე წარვმართოთ, რომ წარსულის გადაცდომები აღარ გავიმეოროთ. ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობა ძალზე რთულია და პრობლემური. თუმცა, საქართველოს შესწევს უნარი კარგად გაართვას თავი მის წინაშე მდგარ სტრატეგიულ ამოცანებს - ამ მიზნების განხორციელებაში ჩვენს სახელმწიფოს ფასდაუდებელი სამსახური შეუძლია გაუწიოს ქართულმა ისლამურმა საზოგადოებებმა (რომელ ქვეყანაშიც არ უნდა სახლობდნენ ისინი), რომლებიც ნამდვილად არსებობენ და საკმაოდ მძლავრადაც, რომელთა შემჩნევა არის საჭირო და მათი მოწვევა საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომისთვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.


იტერნეტმასალების მიხედვით
მოამზადა ნინო ბერძენიშვილმა




 ახალი ამბები
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...
  • საბერძნეთში ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესსალონიკის სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს 290-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პატიმრობის ვადა საქართველოს მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჯამით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema წერს.  სასამართლომ საქართველოს მოქალაქე არალეგალი მიგრანტების ტრეფიკინგის ცხრა შეთხვევაში ცნო დამნაშავედ, რომლებიც 2016-2017 წლებში ხორციელდებოდა. კრიმინალურ დაჯგუფებას, რომლის მეთაური საქართველოს მოქალაქე იყო, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიგრანტები თურქეთიდან სალონიკსა და ათენში გადაჰყავდა. ერთ-ერთი ასეთი პროცედურის დროს, ავარიაში დაიღუპა ირანის მოქალაქე, რომლის საშუალებითაც პოლიციამ დაჯგუფებაზე გასვლა მოახერხა.  საქართველოს მოქალაქესთან ერთად ადამიანების ტრეფიკინგში დამნაშავედ საბერძნეთის ერთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე ... ...
  • "ინტერის" მაისური კახა კალაძისთვის და ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე -"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას „ქართული ოცნების“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არჩევნების პირველ ტურში წაგების გამო, კახა კალაძე ბაგა-ბაღების დირექტორებს ავიწროებს. ოპოზიციის წარომადგენელმა სხდომაზე მილანის საფეხბურთო ნაკრების „ინტერის“ ფორმა მიიტანა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერს არ ესმის თბილისელების, ამიტომ მას მისივე ენით უნდა დაელაპარაკოს. „თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს და არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ხალხის წინააღმდეგ რომ არის სულ, დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა, დაველაპარაკო. ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი" და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებულები და კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც "ინტერის" ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც ის უმრავლესობის დეპუტატებისკენგაემართა და სცადა მათთვის მაისური გადაეცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი შეეცადა, ლევან ხაბეიშვილისთვის მისივე მოტანილი მაისური ჩაეცვა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?