უცნობი გურული მხედრის დღიური

ისტორია

უცნობი გურული მხედრის დღიური

2019 მარ 28 18:20:18

(გაგრძელება)  გურულები ვართ ძმანებივით ერთად. ბევრი მეგობარიც გევიჩინეთ ინდიელებს უყვართ ნამეტარი სმაი და ზოგიერთი ინდიელი რუსივითაა ეიმყრალებენ ვისკით პირს მთლა დაკარქავენ გონებას ნამეტარი გლახა თრობა იციენ.

 ვარდობისთვე იყო. სავარჯიშოთ გევედით, მერე მექსიკელები და ქავბოები მევიდენ მოდი შევეჯიბროთო დოღში კაი ბატონო ვუთხარით. მოგვცენ ნიშანი და დევიძარით. მეორე წრეზე რომ გევედით ნამეტარი ჩამორჩენ  მთლა გასკტენ გულზე ატეხენ ყვირილი და გინება მარა გინება უშველიდათ? მაშვინ იყო რომ არისტოს ერთმა დიედევნა იგი დოღში არ იყო ერთი ქავბოი ლაილ ერქვა მათრახი სდრუზა საწყალი არისტო კიღამ ცხენიდან ჩამუარდა რასშობი შე მამაძაღლოო მარა კიდევ ერთხელ გადუჭირა მათრახი არისტო გაკუჭტა საშინლათ დარტყმა ასე არ უნდაო და სდურთა თავში მათრახის ტარი მოწყტა ლაილი ცხენიდან და დიენარცხა ძირს... გამოხტენ მათი აფხანაკები და შემოგვარტყენ წრე ქე დააძრეს თოფები ჩვენ მარტუაი მათრახები გქონდა გევიფიქრე ახლა გაგვათავებენ მეთქი... ელანძე გაჩთა იქინე შოვის მენეჯერი ატეხა ერთი ვაიუშველებელი გაგვაშორა ერთმანეთს. მერე მიხთენ იგენი თავის შეცთომას და შევრიგდით.

    ავსტრალიდან ჩამეიყვანენ კაცები მთლა შავები ნიგუზალივით თმები აქვენ, რაცხა უცნაური სასროლ ხმარობენ ბუმურანგს უძახიან ხისგანაა გამონათალი მოკავკული და ბრტყელი რუმ გეისვრი მერე თვითამ უკან გიბრუნდება. ასთე ნადირობენ. ერთმა შოვის კაცმა თხუა მასროლიეო ისროლე მარა ფრთხილათო. კაცმა ვაშკაცურა გეისროლა გაფრენით ქე გაფრინდა მარა მობრუნებული ვეღარ დეიჭირა და მოხთა სახეში და მუუნგრია ყპაი იი აბდალა გადარჩა მარა ყპა აკრული დეიარებოდა კარქა ხანს.

ერთი ციცაი იყო ენ ოქლი იმისანა მსროლელი მე მისდღემჩი არ მინახავს მისი ქმარი ჩაიდობდა პირში სიგარეტს. ოქლი შორიდან დუუმიზნებდა თოფიდან გეისვრიდა და გააგდებინებდა პირიდან. მიზანს ერთჯერ არ ააცილებდა.

(ენი ოუქლი 1860_1926 წწ. ნამდვილი სახელი და გვარია ფებ ენ მოზესი. ,,უაილდ უესთ შოუს” პირველი მონაწილე ქალი, ჩუბინი. შოუში გამოდიოდა 17 წლის განმავლობაში).   

წარმატებაც კაი გვქონდა. ფარაც ვიშონეთ გაჭირვების გულიზა თვარა ამ სიშორეზე გადახვეწა ადვილი ხომ არაა. ბიჭეფმა  პაწა სახში გზავნიდენ  ჯიბაშიც ჩაიდვენ. ნათესავებმაც  ამეისუნთქეს მარტუაი ყანის თოხნით ბევრ ვერაფერს იზამ. კლიმენტიმ თავის უნცროს ძმას სტავლის ფულიც კი გოუგზავნა მარა ზოგიერთმა რაც იშონა მაშინვე. გადახვა თამაშს და ლოთობას არ იკლებდენ არაფერ. დარჩენ ცარიელნი. რაცხაით ხომ უნდა ეცხოვრა მუშავობა დეიწყენ მარა აქანე სამუშავოის მოძებნა ნამეტარი ძნელია.

 ამ დილაზე წერილი მივიღე. კაცი გაშტერებული ვარ რაფერ ამისრულდა სიძმარი. ბოლო ხანებია რაცხა ცუდ სიძმრებს ვნახულობ. უცნობი ხალხი მესიზმრებოდა მთლა თეთრეფში უცხო ოდაში აქეთ-იქით დეიარებოდენ თითქოსდა რაცხას ეძებდენ. ვაყურებდი ნაცნობია მეთქი მარა მაინც ვერ ვცნობდი მარტო ჯემალაი ვიცანი. იგი იყო და იცინოდა. ასე გაგძელდა რამოდენიმე ღამე ვიცოდი რომ ცუდი ამბავი მელოდა და ამისრულდა ჯემალაის სიკტილი მოულოდნელი იყო ჩემდა ნამეტარი გული დამწყვიტა. კაცის ცხოვრება კაპიკი არ ღირს. რაცხას წვალობ ხლაფორთოფ და უცფათ მუა ნიქელგაბრიელი და გათავდა საქმე.

      ბიჭეფმა ინგლისური არ იციან და ამიზა ეშლებათ ხელი. ზოგს ქე ვასტავლი ზოგი კი ღამის სკოლაში დადის. მე ვისტავლე უკვე ინგლისური, აქოურები ამბობენ შენ გუდ ინგლიშ იციო.  თუ არ ისტავლი ისთე ძნელია აქანე გაძლება მარა ზოგიერთ ჭკუასუსტს აი არ ესმის და ანდრესდაკარგული გემივით დაიარება. ვერაფერი გავაგებიე ინანებ ვუჩივი  აი ამერიკაა ბიძია გურია კი არა. ყური არ მათხოვეს ძველები ამბობდენ: ლუკმაა გლახა საშუარი, თვარა პირი სულ მუდამ ღიააო.

წროულს იმფერი ზამთარი დადგა გარეთ არ გეისვლება დილას ადგომა  სიკტილივით მეზარება თფილი ლოგინიდან. ზამთარში შოვი რომ იხურება თავს შენ თვითონ უნდა მუუარო. ბიჭეფი დაბრუნდენ გურიაში. რაცხა საჩუქრები გავატანე. სახლიდან წერილი მივიღე ნენაის ძროხები უყიდია სოფლებში ფირალებიზა ეკზეკუცია ჩამუაყენა თურმე თავრობამ გლახათ ყოფილა საქმე. შეწუხთა ხალხი.

 გამოვჩორტნე ჩიჩილაკი. ვემზადებოდით. ჩემმა ნაცნობებმა რო ნახეს შემიჩთენ ჩვენც გაგვიკეთეო. ამერიკელებ ამფერი მსგავსი მისდღემჩი არ უნახავთ მეც გოუკეთე. ნამეტარი გოუხარდათ.

 პაწა დანაზოგი შევიტანე ბენქში შავი დღისათვის. სახში შენახვას ბენქში შენახვა ჯობია არაკაცი არ მოგპარავს. (სტილი დაცულია)

გაგრძელება იქნება




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...