ნიაზ დიასამიძე - კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს...

ისტორია

ნიაზ დიასამიძე - კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს...

2017 მაი 20 12:17:58

თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია. ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ მათ, ვინც აქ ცხოვრობს და ნაღდი, „კარენოი“ თბილისელია.

უფროსი თაობის თბილისელი კოლორიტები ამბობენ, თუ თბილისელობა და აქ ცხოვრება გინდა, მაშინ ამ ქალაქის წესები უნდა დაიცვა, პატივი სცე დაუწერელ კანონებს და გამოიმუშავო ის ქცევები, რაც ნაღდ თბილისელს ეკადრებაო. ნათქვამიცაა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო.

ალბათ მიხვდით რომ დღევანდელი საკვირაო სახალისო მოგონებები თბილისელ კოლორიტებს ეკუთვნით.

კოლორიტები ვახსენე და დღევანდელი წერილი ერთ ადამიანს - ნიაზ დიასამიძეს მიეძღვნება. მის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება. სამწუხაროდ, ამჟამინდელი თბილისი მისნაირი პიროვნებების დიდ დეფიციტს განიცდის. დღევანდელ მოგონებებში სიტყვას ნიაზ დიასამიძის ახლობლებს გადავცემ, რომლებიც ამ დიდებულ ადამიანს კიდევ ერთხელ მოიგონებენ.

თემო ჩირგაძე

ნიაზ დიასამიძე 1934-44 წლებში გავიცანი. მე და ჩემი ტოლები ნიაზზე უმცროსები ვიყავით. ის კი უკვე მაშინ, პოპულარული იყო, ბუნებრივია, ჩვენთვის, შედარებით ყმაწვილებისათვის და დიდი ბედნიერება იყო მასთან დამეგობრება.

იმდროინდელ თბილისში ნიაზს ყველა იცნობდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა. გოგონები შეყვარებულები იყვნენ მასზე...

იმ წლებში თბილისში ცოტანი მღეროდნენ. ჩვენ, ნოდარ ნაკაშიძე (ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პროფესორი, სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა), თემურ ნაცვლიშვილი და მე ასე თუ ისე ვავსებდით ამ ნაკლს. ნიაზს მოსწონდა ჩვენი სიმღერები და ხუმრობით "ძმები იშხნელები" შეგვარქვა.

იგი ერთობ მუსიკალური პიროვნება გახლდათ. შესანიშნავად უკრავდა, თავისებური, ორიგინალური მანერა გააჩნდა, განსაკუთრებული ოსტატობით ხმარობდა მარჯვენა ხელის სამ თითს (არათითი და შუათითი დაზიანებული ჰქონდა), ასეთ სტილს როიალზე დაკვრისას მხოლოდ იგი ფლობდა.

იმ ხანებში თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე ამერიკული ფილმი "მზიური ველის სერენადა" გადიოდა. ჩვენ მაშინ პირველად მოვისმინეთ ოკეანისგაღმური კლასიკური მუსიკა. ყველანი აღფრთოვანებულები ვიყავით. მახსოვს, კინოფილმის ნახვიდან მეორე თუ მესამე დღეს ნიაზს ვესტუმრეთ და ისევ აღფრთოვანებულები დავრჩით: ახლა უკვე მან და მისმა მეგობარმა, ალეკო გიორგაძემ (ცნობილი ქართველი მოქანდაკე) ხსენებული ფილმის თითქმის ყველა მელოდია უშეცდომოდ მოგვასმენინეს.

ძალიან კარგად ასრულებდა ნიაზი ერთ ქართულ ქალაქურ მელოდიას, ეს მელოდია მე ახლაც მახსოვს მისებურად, ორიგინალურად აჟღერებული.

ჩაცმა ლამაზად უყვარდა. საშინლად გვიჭირდა ომისა და ომის შემდგომ წლებში, სად იყო კოსტუმი ან ფეხსაცმელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნიაზი მუდამ პეწიანად გამოიყურებოდა. შარვალს თვითონ იკერავდა. ჩვენებური საბჭოთა ფეხსაცმლისაგან, რაღაც განსხვავებულსა და განუმეორებელს გამოიყვანდა.

მახსოვს, რუსეთიდან დავბრუნდი, სადაც სამხედრო ექიმად ვმუშაობდი. ჩავიცვი სამოქალაქო ტანსაცმელი და რუსთაველზე გამოვედი. გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისთან ნიაზი შემხვდა - ერთი წელი არ მენახა. შემხედა თუ არა, იყვირა - "ეს რა შარვალი გაცვია, ვაიმე, დავიღუპეთო!" მომკიდა ხელი, წამიყვანა სახლში და თავის პატარა ოთახში ნახევარ საათში დამივიწროვა შარვლის ტოტები. ჩემთვის ყოველთვის ზეიმი იყო მასთან შეხვედრა. მახსოვს, კიკეთში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, ხშირად ამოდიოდა და ჩვენთან რჩებოდა. ის დღეები ყველა ჩემიანისთვის დაუვიწყარია. ჩემს მშობლებსაც ძალიან უყვარდათ, იოლად ამყარებდა კონტაქტს უფროსებთან. როდესაც, მიზეზთა გამო, რამდენიმე წელიწადს საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი, ნიაზი თურმე ხშირად დადიოდა ჩვენსას, ჩემი ამბების გასაგებად და ახლობლების დასამშვიდებლად.

საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო.

ბოლო წლებში იშვიათად ვხვდებოდიოთ ერთმანეთს. ავადმყოფობა მოეძალა და როდესაც ძალიან ცუდად ხდებოდა, თვითონ გაეცლებოდა ხოლმე მეგობრებს. უკანასკნელად გედევანიშვილების ოჯახში შევხვდი. თამადად ავირჩიეთ და, მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ ლიმონათს სვამდა, საუცხოო დრო გაგვატარებინა.

ნიაზი იუმორით აღსავსე პიროვნება იყო. მისი ოხუნჯობანი და სხარტულები მყისვე ვრცელდებოდა ქალაქში, მაგრამ მის იუმორს მაშინდელი სიტუაციის ისეთი ბეჭედი დაჰკრავს, რომ დღეს შეიძლება ბევრისათვის გაუგებარიც იყოს, იმ დროისა და მომენტისათვის უაღრესად ზუსტი და ღიმილის მომგვრელი გახლდათ.

დღეს, როცა ნიაზს ვიგონებ, ჩემი ცხოვრების იმ მონაკვეთს ვავლებ თვალს, რომელიც მასთან ერთად გავატარე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა ბედნიერი ვიყავი ამ სიახლოვით. ძალიან ბევრს უწილადა სიამოვნება, აჩუქა ღიმილი და სიხარული. ჩემი თაობის და ჩემი წრისათვის ნიაზ დიასამიძე დიდი პიროვნება იყო. ჩვენ ყველამ მისი "უნივერსიტეტი" გავიარეთ. მადლობელი ვარ ჩემი ბედისა, მისი ახლობელი რომ ვიყავი. ვიცი, გულწრფელად ვუყვარდი და ისიც მარად დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.

გივი ჭელიძე

ჩემი სტუდენტობისდროინდელი ამბავია. მაშინდელი პლეხანოვის პროსპექტის ვიწრო ჩასახვევში ერთი ჩემი ნათესავი გოგონა ცხოვრობდა. ყველა თაობას ჰყავს თავისი საფიცარი მანანები, გულნარები და ხათუნები. ის ქალიშვილიც ომის შემდგომ თაობის უბრწყინვალესი ასულთაგანი იყო: ლამაზი, ზრდილი, ჩინებული ოჯახის შვილი... ერთი სიტყვით შესაშური სასძლო გახლდათ და ნახევარი თბილისის შეღერებულ ბიჭებს ქორივით ეჭირათ მასზე თვალი.

თაყვანისმცემელთა შორის ერთი საუცხოო ვერისუბნელი ჭაბუკიც ერია. თანატოლებს შორის ისიც აშკარად გამოირჩეოდა და პირველ ბიჭად ითვლებოდა. მართლაც მომხიბვლელი, მისაბაძი ვაჟკაცი იყო. არ ვიცი, მართალია თუ არა, რომ ინგლისელი ლორდები სერ ანტონი იდენივით იცვამდნენ და წვერ-ულვაშსაც იყენებდნენ, მაგრამ იმის ცოცხალი მოწმე კი გახლავარ, რომ თბილისელების ჩემმა თაობამ იმ ჭაბუკის მიბაძვით დაიწყო საყელოაწეული ლაბადის ტარება, ჰალსტუხსაც მისეული კვანძით ვისკვნიდით, ის კი არა, ზოგი სიარულშიც ბაძავდა... უკრავდა ისე, სხვა რომ ვერავინ უკრავდა თბილისში - თავისებური იმპროვიზაციით მღეროდა, საკუთარი სტილითა და მანერით ძერწავდა, ხატავდა. საოცრად ნათელი გონება და მოსწრებული ენა ჰქონდა. მისი ნაკვესები მაშინვე მოედებოდა ხოლმე ქალაქს და ყოველი მათგანი იმდენად თავისთავადი იყო, ავტორის გამოცნობა არავის უჭირდა... ერთი სიტყვით, პირველი ბიჭი იყო ნიაზ დიასამიძე და პირველბიჭობდა კიდეც...

ფერი ფერსო და მადლი ღმერთსო, შესაფერისნი კი იყვნენ, მაგრამ გოგო იყო უკარება და არ გატყდა, არ ინდომა. ბიჭი მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს. ცდას არ აკლებდა.

დაბადების დღეს ყოველთვის მოკრძალებულად, მაგრამ მხიარულად აღნიშნავდა ის ქალიშვილი. მაშინაც ასე იყო - ოცი წელი რომ შეუსრულდა. არც მეინახენი იყვნენ მრავლად, და არც ღვინის ღვარი ჩქეფდა, იყო სილაღე და... მოლოდინი. რადგან ყველამ იცოდა, რომ ის ბიჭი მოვიდოდა, მოვიდოდა და რამე მოულოდნელს ჩაიდენდა, რადგან ამხანაგებში დაიქადნა - ისეთ სიურპრიზს გიმზადებთ, თქვენ სიცოცხლეში ვერ დაივიწყოთო. დაიქადნა და შეასრულა კიდეც:

ზარმა რომ დარეკა, გოგონამ ყველას დაასწრო მაგიდიდან წამოხტომა, კარი გაიღო და იქვე უხერხულად ჩადგა. მის წინ ჟღალწვერმოშვებული ღმერთკაცი იდგა და იღიმებოდა.

_ შეიძლება?

გოგონა სულ დაიბნა, აილეწა, დაიმორცხვა, მაგრამ ის კი მოახერხა, რომ კარები ფართოდ გაეღო: ჭერმა აიწია, დიდი სიკეთის ნათელი ჩადგა ვრცელ ოთახში. პოეტი მაგიდის კუთხეში აპირებდა ჩამოჯდომას - სათამადო ადგილზე დააბრძანეს. ყველა ფეხზე ადგა, ის ერთი იჯდა და უკვე მერამდენედ ეხვეწებოდა დამხვდურთ - დასხედით, ძამიკოებო, დასხედით და თავისუფლად განაგრძეთ, თორემ იცოდეთ, წავალო...

მაგრამ ვინ შეელეოდა ასე მალე სანუკველ სტუმარს! ერთადერთი სადღეგრძელოს სათქმელად შემოსულმა, საათზე მეტ ხანს დაჰყო სუფრასთან, გაიხარა და სხვებიც გაახარა...

თემურ გოცაძე

როდესაც ნიაზი გავიცანი, მისი "კულტი" უკვე ზენიტში იყო. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და "გეოგრაფიული სიახლოვის" წყალობით, რუსთაველის პროსპექტზე გავიცანით ერთმანეთი. იმ წლებში თბილისში ტელეფონი ცოტას თუ ედგა, ასე რომ ჩვენი დამაკავშირებელი, ხსენებული გამზირი გახლდათ.

უმეტესად ლაღიძის წყლებთან ვიკრიბებოდით. ვინმეს ნახვას თუ მოისურვებდით რუსთაველზე გამოხვიდოდით და უსათუოდ შეხვდებოდით კიდეც.

იყო დაკა-დაკებიც. გოგოს გულისთვის ხშირად გვიჩხუბია. ასეთი "დუელები" მეტწილად დადიანის (ძველი ველიამინოვის) ქუჩაზე იმართებოდა. ძველბიჭობასაც თავისი პეწი გჰქონდა. ამ ბიჭების მარაქაში ჩაწერა ძნელი საქმე იყო თუ გამორჩეული თვისებებისა არ იყავი.

მაშინდელი "რუსთაველი" მკვეთრი კონტრასტულობითაც ხასიათდებოდა. აქ ბუბა კიკაბიძესაც ნახავდი და მის გვერდში ვინმე "პაკრიშკასაც".

ამ ფონზე ნიაზი ავტონომიურ პიროვნებად აღიქმებოდა.

სასტუმრო "თბილისის" მეორე სართულზე კაფე იყო. კაფეში მებუფეტედ არარატა მუშაობდა. კარგი ხაში იცოდა არარატამ. ჩვენი თაობა ზარხოშზე ამ კაფეში გამოდიოდა. ერთხელ, წინადღით ნაქეიფარს, ჟანრი ლოლაშვილი იმ კაფეში შემიძღვა და ჩემი თავი არარატას ჩააბარა. არარატამ მოხარშული კვერცხი შუაზე გაჭრა, ზედ 2-3 მილიმეტრის სისქეზე მდოგვი წაუსვა, მდოგვზე შავი პილპილი ბარაქიანად მოაყარა, ძმარიც მოასხა და 200 გრამ არაყთან ერთად მომართვა. დავლიე და შემოთავაზებული ნაბახუსევზე გამოსასვლელიც დავაყოლე. ამას "პოტოლსტოვსკის" ეძახდნენ. თურმე ა. ტოლსტოიც ასე გამოდიოდა პახმელიაზე.

იმ დღეს კიდევ დავლიე. საოცარი ის იყო, რომ არ მომეკიდა. ჟანრი ლოლაშვილმა ამიხსნა: "დილით რომ კვერცხი მოგართვა არარატამ, ეს იმის დამსახურებააო".

საღამო ხანს სამაიას ბაღთან მივედი. ჩვენი თაობა იქაც იკრიბებოდა. ბაღში ნიაზი დამხვდა. მეც ავდექი და დილით ნასწავლი რეცეპტი შევთავაზე. მეორე დღეს ნიაზსაც მიუმართავს ამ რეცეპტისათვის. მესამე დღეს რომ შემხვდა, კინაღამ მომკლა: - რა მასწავლე ბიჭო, ეს ამდენი არაყი რად გამაფუჭებინე, მე არაყს დასათრობად ვსვამ და არა იმისათვის, სულ ფხიზლად რომ ვიაროო...

60-იან წლებში თბილისში სამოღვაწეო ასპარეზზე უაღრესად ნიჭიერი თაობა გამოვიდა. მათ შორის ნიაზ დიასამიძესაც ღირსეული ადგილი ეკუთვნის.

მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სტანჯავდა. მისი უმთავრესი ნიშანი მარტოსულობა და სევდიანობა იყო. მეგობრები არ დაჰკლებია და მაინც მარტო დარჩა ეს კაცი...

იგი კეთილგანწყობილი გახლდათ ყველას მიმართ, ვისაც სძულდა და ვისაც უყვარდა, მას ყველა უყვარდა.

1968 წელს ტელევიზიაში თითქმის ერთდროულად დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ ბათუმში აღმოვჩნდით ერთად. იქ, მაშინ "არაჩვეულებრივ გამოფენას" იღებდნენ. მე სცენის გასაფორმებლად ჩავედი. ნიაზი გადაცემის მოსამზადებლად იყო წასული. უკანასკნელად იქ ვნახე.




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...