ნიკოლოზ ჩხოტუას დაფერფლილი გული

ისტორია

ნიკოლოზ ჩხოტუას დაფერფლილი გული

2018 ნოე 2 13:50:25

ნიკოლოზ ჩხოტუა (1905-1984)  დაიბადა ბათუმში. მამა მდიდარი ქართველი ბიზნესმენი შალვა ჭყონია იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. მოგვიანებით ნიკოლოზმა დედის გვარი აიღო. დაწყებითი განათლება მან თბილისის გიმნაზიაში მიიღო. ზაფხულობით ოჯახი საფრანგეთში მიემგზავრებოდა, კერძოდ, მონპელიეში, სადაც მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ. 1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკური წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, ის ქვეყნიდან გაიქცა. სწავლობდა პარიზსა და ბერლინში, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მრავალი წელი შვეიცარიის ალპებში გაატარა. 30-იან წლებში საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ხოლო 1933 წელს ამერიკაში გაემგზავრა. იქ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა თურმე მღეროდა და მსახიობობდა. მაშინ გაიცნო მომავალი მეუღლე ქეროლ მარმონი, მარმონების საავტომობილო კომპანიის დამაარსებლის ქალიშვილი, რომელზეც მალევე დაქორწინდა. 1940 წელს ჩხოტუა ამერიკის მოქალაქე გახდა. წლების განმავლობაში ის დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა _ იყო მალტის ორდენის სრულუფლებიანი ელჩი კოსტა-რიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. 1954 წელს ნიკოლოზ ჩხოტუა ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ნიკოლოზ ჩხოტუა დიპლომატიური საქმიანობის გარდა, ჟურნალისტობითაც იყო დაკავებული. მან მწერლობაშიც სცადა ბედი და ინგლისურ ენაზე გამოუშვა რომანი ,,მარადიული”, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა. ეს რომანი მწერლის ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია, რომელიც მარადიულ სიყვარულზე, სამშობლოს მონატრებაზე მოგვითხრობს და როგორც აღნიშნავენ, მასში ნიკოლოზ ჩხოტუას ავტობიოგრაფიაც იკითხება. 1949 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში ინგლისელი პოეტი ალფრედ ნოელი აწერდა: ,,სწორედ ეს დახვეწილი მწუხარება ქმნის რომანის სტრუქტურას და ანიჭებს მას უძლიერეს მუხტს”.  ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მაშინ მან ანდერძი დატოვა, რათა მისი გული მაინც დაემარხათ საქართველოში. მაგრამ საბჭოთა ჩინოვნიკებმა ნათესავებს ჩამოსვენებაზე უარი განუცხადეს: ,,თუ საქართველოში სურდა დამარხულიყო, საქართველოდან არ უნდა წასულიყოო”, _  ასეთი იყო მათი პასუხი.

1988 წელს, მისმა ნათესავებმა ზურგჩანთაში ჩადებული პატარა ურნა, სადაც ნიკოლოზ ჩხოტუას დაფერფლილი გული იყო მოთავსებული, მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს, თბილისში ჩამოიტანეს და ვერის სასაფლაოზე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან ჩუმად დაკრძალეს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...