ნოკო ხურცია: „სტალინის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“

ისტორია

ნოკო ხურცია: „სტალინის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“

2018 მარ 11 12:45:02

შორეული 1936 წლის იანვარში, ქალაქ მოსკოვში საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდები გაემგზავრნენ და ხელოვნების დეკადაში მონაწილეობა მიიღეს.

იმ დროს ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ნათელი ხდება, რომ ქართველებმა რუსების ხანგრძლივ „ზედამხედველობას“ გაუძლეს, ეროვნული საგანძური შეინარჩუნეს, „ერთიან დიად ოჯახში“ არ აითქვიფნენ და ქართული კულტურული ფასეულობები შეგვინარჩუნეს. ეს იოლი საქმე არ გახლდათ.

დღევანდელ წერილში ბატონი ნოკო ხურციას მოგონებები მსურს, წარმოგიდგინოთ. ბატონი ნოკო ცნობილი ქართველი მომღერალი და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი გახლდათ. ბედის ირონიით, მოღვაწეობა სტალინური ეპოქის „მრისხანე“ წლებში მოუწია. ალბათ, ბატონი ნოკოსი და მისი კოლეგების დიდი დამსახურებაა, რომ ქართულმა ეროვნულმა კულტურამ იმ მართლაც შავ წლებში თავისი ტრადიციები და თვითმყოფადობა შეინარჩუნა. ეს იოლი საქმე არ გახლდათ. ნოკო ხურცია ეროვნულ საქმეს აკეთებდა და სრულიად საქართველო „საბჭოთა ინტერნაციონალიზმის“ საერთო მასობრივ კულტურაში რომ არ გათქვეფილიყო დიდი როლი შეასრულა.

დღეს თქვენს სამსჯავროზე ნოკო ხურციას მოგონებებს გამოვიტან.

“მთავრობის უშუალო მონაწილეობით და ყოველდღიური დახმარებით მომზადდა და გაემგზავრა იანვრის პირველ რიცხვებში საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ მომღერალთა გუნდები საბჭოთა კავშირის ცენტრში ქალაქ მოსკოვში, ხელოვნების დეკადის ჩასატარებლად. მიზანი დეკადის იყო მეტად დიდი. პირველ ყოვლისა მას უნდა ეჩვენებინა კავშირის საუკეთესო ადამიანებისთვის ის განძი და ხალხური ფოლკლორი, რომელიც საუკუნეებით იქმნებოდა და ინახებოდა ქართველ ხალხში.

ჩვენს დეკადას მოსკოვში უნდა დაემტკიცებია ჩვენი ერის ისტორიული სიდიადე და მისი ბრძოლის უნარიანობა. მთელ რიგ საუკუნეების მანძილზე და ყველაზე მთავარი, მას უნდა დაემტკიცებინა რომ დიად სტალინს ღირსეული დიდი შემოქმედების მქონე სამშობლო აქვს, რომ ასეთი ადამიანები იშობიან მხოლოდ ისეთი ძველი კულტურის მატარებელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ხელით დაიწერა დიდი ისტორია დიდი ბრძოლების დიდი სტალინის გარშემო. იმავე ამხ. ბერიამ მოსკოვის დიდ ადამიანების მახსოვრობაში ოქროს ასოებით ჩაბეჭდა ქართველი ერის დიადი ხელოვნება და მისი როგორც ახალი ისე ძველი საუნჯე, ძველი კულტურის სიდიადე, ოპერის, ბალეტის და სიმღერა-ცეკვების სახით. ეს დეკადა იგივე ისტორიის გადაფურცვლაა, იგივე ახალ სხივზე გამომზეურებაა, რომლის საშუალება საქართველოს მიეცა ლენინ-სტალინის სწორი პოლიტიკის შედეგად, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდების პირველი გამოსვლა მოხდა მოსკოვის დიდ თეატრში, 8 იანვარს. ჩვენ, მონაწილენი ფარდის ახდას დიდი გულის ფანცქალით და მოუთმენლად ველოდით, ვიჩქაროდით, ვნერვიულობდით, რომ რაც შეიძლება მალე გვენახა მთავრობის ლოჟა, სადაც ვიცოდით, მარჯვენა ლოჟაში იჯდა მთელი მსოფლიოს ბელადი დიდი სტალინი, რომელიც ჩვენ არასდროს არ გვენახა.

ფარდის ახდის წინ ყველას მარჯვნივ უჭირავს თავი, თითქოს სამხედრო უფროსს ებრძანებიოს - „თავები მარჯვნივ“. ჩვენ გვეჩხუბება ჩვენი ხელმძღვანელი, იყურეთ პირდაპირო. მართალია, ცოტა ხნით გავსწორდით, მაგრამ აიხადა თუ არა ფარდა, ისევ ყველას მარჯვნივ ეჭირა თავი და მთელის სიხარბით უცქერდნენ თანამებრძოლებს შორის ჩამჯდარ სტალინს. მე პირადად ძალიან ვნერვიულობდი, სანამ ფარდა აიხდებოდა, რადგან ხალხურ საკრავებზე სტვირი, ქნარი, ჩანგი და ჩონგურების გაერთიანებული აკომპანიმენტის თანხლებით  უნდა მემღერა.

ფარდა აიხადა, შიში აღტაცებად შეიცვალა და მე არაჩვეულებრივი გრძნობით, რაც შემეძლო ტკბილად და მონდომებით დავიწყე სიმღერა. ჩემს მარტო სიმღერას მოჰყვა მთელი გუნდის გრიალი. ამხ. სტალინს ეტყობოდა დიდი აღტაცება. ჩვენ შევასრულეთ მთელი რიგი დამახასიათებელი სიმღერები, მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო „სულიკო“ და „სიმღერა სტალინზე“ („სულიკო“ ამხანაგი სტალინის საყვარელი სიმღერა ყოფილა მისი პატიმრად ყოფნის დროს). მთელი დარბაზი ფეხზე დგომით და მქუხარე „ურას“ ძახილით შეეგება „ჩვენს სტალინს“.

ღამის პროგრამაში ჩვენ არ გვქონდა მეგრული „ჩელა“. ის შეცვლილი იყო მეორე თანამედროვე სიმღერით „მეურემეთი“, მაგრამ ეს ამხანაგმა სტალინმა შეამჩნია და ითხოვა პროგრამის ზევით შეგვესრულებინა „ჩელა“. „ჩელას“ მთელი მაყურებელი დიდი აღტაცებით შეხვდა. ჩვენმა ცეკვებმა უჩვენეს ხალხური ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები: „აფხაზური“, „სვანური“, „ცერული“, „ლეკური“, „მთიულური“ და „ფერხულები“. საღამო არაჩვეულებრივი აწეული ტემპით დამთავრდა. დამთავრების შემდეგ მთელმა დამსწრე საზოგადოებამ და სცენიდან გუნდმა დიდი ოვაცია გაუმართა ამხანაგ სტალინს, ორჯონიკიძეს, მოლოტოვს, ვოროშილოვს, კალინინს, მიქოიანს, ბერიას და სხვებს.

14 იანვარი

საკავშირო მთავრობამ მიგვიღო კრემლში მთელი ოპერის თეატრი და მომღერალთა გუნდი, სადაც გამართულ იქნა ბანკეტი. ბანკეტი სიტყვით გახსნა საკავშირო ხელოვნების უფროსმა  კრეჟენცევმა, რომელმაც აღნიშნა ქართული დეკადის დიდი მრავალფეროვნება, მისი იდეური სიმძლავრე და არაჩვეულებრივი სიმდიდრე, რომლის ბადალი ჯერ მოსკოვში არავის უნახავს. საპასუხო სიტყვით გამოვიდა საქართველოს ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე თათარაშვილი, შემდეგ გვარამაძე.

ბელადმა არაჩვეულებრივად მოილხინა. ის ალავერდს გადადიოდა ამხანაგებთან. მისი ასეთი მოქცევით ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენს პატივსაცემად ესტრადაზე გამოვიდა იაბლოჩკინა, რეიზენი, მიხაილოვი, აგრეთვე ჩვენი სოლისტები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორდენოსან ალექსანდროვის წითელი არმიის გუნდმა. ალექსანდროვის გამოსვლის შემდეგ მეორეჯერ მათმა წევრებმა მოითხოვეს დასავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდის გამოსვლა, თითქოს აშკარა შეჯიბრება იყო ალექსანდროვთან. ჩვენც ესტრადაზე არაჩვეულებრივი ცეცხლი დავანთეთ. ჩვენმა მოცეკვავეებმა დიდი ვირტუოზობა გამოიჩინეს.

ბანკეტი დამთავრდა ღამის პირველ საათზე. ბანკეტის დამთავრების შემდეგ მოლხენა გაგრძელდა სხვა დარბაზში ამხ. სტალინთან. ამხ. სტალინმა შემოგვიკრიბა მის ირგვლივ ყველა ამხანაგები. გაიხსენა ძველებური გურული სიმღერები, რაჭული, მეგრული, ქართლ-კახური და სხვა სიმღერები. ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვისმენდით ბელადის პირიდან საამო ჰანგებს. ის ჩვენ გვისწორებდა. მაგალითად მან გაიხსენა ყველასგან მივიწყებული კახური სიმღერა „ის რა კაცია, ჩოხა არ აცვია“, „სიმღერა მკის დროს“ და ძველებური გურული „ალიფაშა“.

„ამხანაგებო, ჩვენი საქართველო მდიდარია ხალხური შემოქმედებით, რომ შეისწავლო ის ამისათვის უფრო უნდა დაუახლოვდეთ მასო“ - გვითხრა დიდმა ბელადმა.

სტალინი ოთხი საათის განმავლობაში ფეხზე იდგა აღტაცებული, გახარებული. საბოლოოდ დიდი მადლობა უძღვნა ამხ. ბერიას ასეთი დიდი საჩუქრის, დიდი აღტაცების ორგანიზაციისათვის და მისი მოსკოვში გამოფენისათვის. ამხ. სტალინმა მოიგონა მთელი მისი წარსული. მოიგონა ყველა ის სიმღერა, რომელიც მას ბათუმის და ქუთაისის ციხეებში შეუსწავლია. საღამო დამთავრდა სრულ დილის ხუთ საათზე. ჩვენ აღტაცებულნი დავბრუნდით სასტუმროში.

15 იანვარი

გამოცხადდა დაჯილდოვებულთა სია. ვიყავი მეც, თუმც შეცდომით მე გამოცხადებული ვიყავი აღმოსავლეთ გუნდის წევრად და მასთან სახელშეცვლით. შეცდომა მეორე დღესვე გასწორდა.

ამგვარად 20 იანვარში სხვა ამხანაგებთან ერთად ამხ. კალინინისგან მივიღე უდიდესი ჯილდო საკავშირო საპატიო ნიშნის ორდენი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდებიდან როგორც სოლისტმა, რაც უფრო ფხიზელს მხდის ვიდგე საბჭოთა ქვეყნის კულტურის სადარაჯოზე, რომ უფრო მედგრად ავსწიო მისი ღირსება, როგორც საბჭოთა ქვეყნის ნამდვილმა შვილმა.

16 იანვარი

მე განსაკუთრებული ბედნიერება მხვდა, როგორც სტუმარი ვწვეოდი ამხ. მოლოტოვს სახლში სადილად, ხოლო ვახშმად ამხ. სტალინს საზაფხულო აგარაკზე.

ჩვენ ამხანაგ ბერიასთან ერთად გავემგზავრეთ მოსკოვიდან 40 კმ-ის მანძილზე. მოლოტოვთან ბინაზე იყო მთელი მთავრობის წევრები. ოპერიდან იყო 20 ამხანაგამდე. დასავლეთ საქართველოს გუნდიდან სამი, აღმოსავლეთ საქართველოს გუნდიდან ორი. მოლოტოვმა მეტად გულთბილად მიგვიღო. მოლოტოვს და სტალინს თან ახლდათ ბავშვები. მოლოტოვი აღტაცებული იყო ჩვენი სტუმრობით. ის სადად მთელი უბრალოებით იქცეოდა ჩვენთან.

იქიდან ვეწვიეთ ამხ. სტალინს. ამხ. სტალინი მოლოტოვის ბინიდან ჩვენზე ადრე წავიდა, რომ თავის ბინაზე დაგვხვედროდა, როგორც მასპინძელი. ამხ. სტალინი კარებთან დაგვხვდა. ის მხიარულობდა, შესვლისთანავე ბუხარში თავისი ხელით შეშა შეყარა და ცეცხლი გაგვიჩაღა. მისი ბუხარი ჩვენებურია. „აბა ამხანაგებო, არ გაცივდეთ, ახლოს მოდით ბუხართანო“ - მიგვიპატიჟა სტალინმა. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში საკმაოდ თბილოდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიყავით სასადილო დარბაზში, სადაც გამართული იყო ქართული პურ-ღვინო, ჩვენებური საცივით. აქ კი ამხ. სტალინი განსაკუთრებით გამხიარულდა. ის ჩვენს საპატივცემულოდ პატიფონზე უკრავდა სხვადასხვა ფირფიტებს. ამხ. სტალინს ძალიან ჰყვარებია შელეგიას გუნდის შესრულებული „კუჩხა ბედნიერი“ (რომელსაც გუნდში მე ვიწყებ), მეგრელიძის „ჩონგური“, „საკოლმეურნეო“ და თარხნიშვილის „ურმული“. პირველ რიგში ამხ. სტალინმა ეს ფირფიტები დაუკრა.

ენით უთქმელი და კალმით აუწერელია იმ საღამოს ამხ. სტალინის ჩვენდამი პატივისცემა, მისი უბრალოება. ის ქართულად გვესაუბრებოდა, მღეროდა, იცინოდა. ჩვენ მასთან მხარგადადებული ვმხიარულობდით. ამგვარად დამთავრდა ეს არაჩვეულებრივი აღტაცების საღამო დიდ ადამიანთან, მსოფლიოს ბუმბერაზ კაცთან, ამხანაგ სტალინთან.

21 იანვარი

ამხ. ჟდანოვის მიწვევით ჩვენ გავემგზავრეთ ლენინის ქალაქში, სადაც სადგურზე შეგვხვდნენ დიდის ამბით. დიდი წარმატება ხვდა ჩვენს გუნდებს ლენინგრადში. ლენინგრადის ოლქკომმა გაგვიმართა გრანდიოზული ამხანაგური შეხვედრა (ბანკეტი).

ჩვენს სიხარულის და აღტაცების გრძნობით დატვირთულებმა უკანასკნელად 5 თებერვალს დავტოვეთ ლენინის ქალაქი და გამოვემგზავრეთ სპეციალური მატარებლით საქართველოში“.

ამ მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ მკითხველებს ბატონი ნოკოს ბიოგრაფიას გავაცნობ. ახალ თაობას ამ პიროვნების შესახებ ალბათ ინფორმაცია არ გააჩნია. ბატონმა ნოკომ ქართული ეროვნული ფასეულებები მაღალ სიმაღლეზე აიყვანა და საკუთარი ხელოვნებით რუს შოვინისტებს ხმა ჩააკმენდინა. სამწუხაროდ იმ პერიოდში საბჭოთა სახელმწიფო დახურული სივრცე გახლდათ და ჩვენი ეროვნული მუსიკალური საგანძურის უცხოეთში გატანა და ჩვენება შეუძლებელი გახლდათ.

ხურცია ნოკო ალექსანდრეს ძე (1905-1949)

მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1905 წელს სოფელ მენჯში (სენაკის რაიონი) მომღერალთა ოჯახში. მღეროდა ბაბუა, დედ-მამა, მამიდები და პატარა ნოკოც. მუსიკის პირველი მასწავლებელი ვალერიან გეგეჭკორი იყო. 16 წლის ნოკო მღერის სენაკის გუნდში, რომელსაც სახელგანთქმული ლოტბარი რემა შელეგია ხელმძღვანელობდა. ამ გუნდში სიმღერით დიდი გამოცდილება მიიღო. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მას ძლიერი და ლამაზი ტემბრის ტენორი. 1923 წელს ნოკო ხურციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გადავიდა. სწავლის წლებში იგი მღეროდა პროფკავშირებთან არსებულ მომღერალთა გუნდში კორნელი მაღრაძის ხელმძღვანელობით. აქ ნოკო ხურციამ მრავალი ძველი ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეისწავლა.

1925 წლიდან ნოკო ხურცია ცნობილ ლოტბართან - კირილე პაჭკორიასთან - დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში მღერის. 1932 წელს იგი ბრუნდება სენაკში, მღერის რემა შელეგიას გუნდში, გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება - რემა შელეგიას კონცერტების ორგანიზებაში ეხმარება. 1936 წლიდან ნოკო ხურცია თბილისში კვლავ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მღერის. 1937 წელს მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში და ჯილდოვდება საპატიო ნიშნის ორდენით. 

1937 წლის ზაფხულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები - საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გაერთიანდა. ხელმძღვანელები - გრიგოლ კოკელაძე და სანდრო კავსაძე. ფაქტობრივად, სანდროს, ავადმყოფობის გამო, უფროსი ვაჟი - დათაშკა კავსაძე ცვლიდა. ნოკო ხურცია კვლავაც ამ ანსამბლის წამყვანი სოლისტია. 1945-1949 წლებში ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდს. მასი აღზრდილია ცნობილი მომღერლები და ლოტბარები: ჯოკია მეშველიანი, ოთარ ქოქოსაძე და სხვები. ქართული ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ ნოკო ხურციამ მრავალი სიმღერა აღადგინა და ააჟღერა: "უტუს ლაშქრული", "ოდოია", "ჰარირა"... ნოკო ხურცია გარდაიცვალა 1949 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...