ოქონა _ თამარ მეფის ბრძანებით ერთ დღეში აგებული ეკლესია აცანაში

ისტორია

ოქონა _ თამარ მეფის ბრძანებით ერთ დღეში აგებული ეკლესია აცანაში

2019 თებ 7 15:47:02

ნაეკლესიარი ოქონა, სოფელი აცანა _ ეკლესია მთლიანად დაუნგრევიათ 1934 წელს. ოდნავ იკითხება ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხეები. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის ქვა. ეკლესიას შემოუყვებოდა გალავანი. მისგან გადარჩენილია აღმოსავლეთით მდებარ კარიბჭის მცირე ნაშთი. ეკლესიიდან წაღებული ორნამენტირებული ქვა ჩატანებულია შორიახლოს მდებარე ხიდის ბურჯში. ის წააგავს XIX საუკუნის ბოლო პერიოდის ეკლესიების ორნამენტებს.

არსებობს გადმოცემა, რომ ადრე ამ ადგილას ყოფილა ეკლესია, რომელიც თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ ერთ დღეში. შემდეგ ეს ეკლესია დანგრეულა და მის ადგილას აუგიათ ეს ეკლესია, რომლის ნაშთებიცაა შემორჩენილი. ხალხური გადმოცემის თანახმად აცანაში ძველი ციხესიმაგრის ადგილზე მდებარე მონასტერ ოქონას მფარველობას უწევდა პიროვნება, სახელად მალაქია. საფუძველი კი მას ჩაუყარა ქრისტეფორე კობალაძემ, რომელიც იყო მონასტრის პირველი წინამძღვარი – ეს ფაქტი დადასტურებულია ასომთავრული წარწერით ქვაზე. ცნობილი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე ოქონის მონასტრის აღწერისას აღნიშნავს, რომ შემონახულ წარწერებში ნახსენები პირებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიული პიროვნებაა მალაქია II გურიელი, რომელიც მართავდა გურიას 1619-1639 წლებში და ამავდროულად იყო დასავლეთ საქართველოს პატრიარქი.

მიქელ თამარაშვილის ცნობით, 1634 წელს გორიდან გურიაში ჩავიდნენ თეატინელი მისიონრებიAანტონიო ჯარდინი და ქრისტეფორე კასტელი. იტალიელმა პატრებმა ახლო ურთიერთობა დაამყარეს გურიის პატრიარქ მალაქია გურიელთან. სწორედ ქრისტეფორე კასტელიმ დაგვიტოვა მალაქია II-ის პორტრეტი, რომელიც ვატიკანში ინახება. პატრები დასახლდნენ ოზურგეთში კათალიკოსის კარზე და გააჩაღეს კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მათ იქ დაუარსებიათ კოლეჯი, სადაც, როგორც კასტელი აღნიშნავს, ასწავლიდნენ ყმაწვილებს. თამარაშვილის მოწმობით, პატრმა ანტონ ჯარდინამ ,,კარგად იცოდა ქართული ენა, მან შეადგინა ქართული გრამატიკა და დააწყებინა ყმაწვილებს მისი შესწავლა. ყმაწვილები ჩქარა დაწინაურდნენ სწავლაში და ყველასათვის ეს საოცარნი შეიქმნენ. მისიონრები ძლიერ აქებდნენ გურულების ნიჭიერებას და მათ ყველაფრის ადვილად შეთვისების უნარსა. გურულების საოცარი ნიჭის მიზეზით მისიონრებმა დააპირეს რამდენიმე ყმაწვილი იტალიაში გაეგზავნათ, რათა იქ მაღალი სწავლა მიეღოთ და შემდგომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მამულში საშრომელად, მაგრამ მისიონრები მტრებს მოერიდნენ, იქნება ხალხში ხმა გაავრცელონ და სთქვან, რომ პატრებმა ყმაწვილები თათრებს მიჰყიდესო. ამის გამო ყმაწვილები ევროპაში აღარ გააგზავნეს”.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაახლოებით XVII საუკუნის 30-იან წლებში ქრისტეფორე კობალაძემ ტყვეთა ვაჭრებისაგან შეიძინა ორი ქართველი ბიჭი, ძმები მამულია და ზაქარია ქინქლაძეები, მიანიჭა მათ თავისუფლება და ჩაწერა საეკლესიო კომლად. ანდერძის თანახმად, მან დაუტოვა მათ ,,სახატე”, ე.ი. სალოცავი მიწა-წყალი.

პატარა ისტორიული ექსკურსი: საქართველოში ოდითგანვე ყმების გაყიდვა და მათი გადაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყმების გაყიდვა საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახლდათ, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, ვისაც კი არ ეზარებოდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ნოე ჟორდანია თავის მემუარებში ერთ საინტერესო ამბავს ყვება: ,,ოსმალოს დამარცხების შემდეგ ჩოლოქზე ჩვენი ჯარები შევიდა აჭარა-ქობულეთში. გურული მილიციის ერთი რაზმი ანტონ ქარცივაძის მეთაურობით დაბანაკდა ქ. ართვინში. ანტონმა მიიღო დაპატიჟება სადილად თავისი რაზმით ერთ ბერძნის ოჯახში. სტუმრები გამოცხადდენ, შეხვდა ახალგაზრდა ლამაზი დიასახლისი, რომელმაც დაახვედრა ჩვენებური სადილი. ქმარი შინ არ იყო. შუა ჭამაში რომ არიან ანტონს ფერი ეცვალა. დაკვირვებით ათვალიერებს დაისახლისს, უცებ იცნო და იქვე სტოლის ქვეშ ჩაიკეცა. მივარდენ, ააყენეს, გაიყვანეს მეორე ოთახში საყვედურებით _ ბევრი დაულევიაო. მაგრამ ქალი მიხვდა რაშიდაც იყო საქმე. მიხვდა რომ ქარცივაძემ ის იცნა, შევიდა მასთან ოთახში და ანუგეშებს _ წარსული მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე, ხომ ხედავ ღმერთმა არ მომიძულა, მოვესწარი გურულების ნახვასაც... გამოჩნდა, რომ ეს ქალია გურიანთელი გლეხის შვილი, მოტაცებული და გაყიდული სწორეთ ანტონ ქარცივაძის მიერ”. 

სარგის კაკაბაძის თქმით, მალაქია კათალიკოსის გავლენის მიუხედავად, ის უძლური იყო შეეჩერებინა ტყვეთა გაყიდვა გურიაში. ,,ეკლესია და მალაქია კათალიკოსი ებრძოდნენ ამ ბოროტმოქმედებას, მაგრამ საერთო სტიქიურ მოვლენას მარტო ზნეობრივი ხასიათის ზომები, რასაკვირველია ვერ შეაჩერებდა”.  ტყვეთა გაყიდვის ამ აღმაშფოთებელ ტენდენციას წერტილი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის (1877-78) ომის შემდეგ დაესვა. 

საკურთხევლის მარჯვენა ნიშში მოთავსებული წარწერა მოწმობს რომ საყდარი წინამძღვარ ქრისტეფორე კობალაძეს მოუხატვინებია. ამასთანავე შეუწირავს ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი, საწური, საცეცხლური, ტაკუკი, სახარება, სამოციქულო, ორი კომლი კაცი კი სატრაპეზოდ გაუჩენია. მონასტერში დაცული სახარების თანახმად ,,ქრისტეფორე კობალაძემან მოვჭედე, დავდექ თქვენსა საყდარსა. მე ვადე შენი წყალობა... დავდეგ სახარება სამოციქულო”. 

დიმიტრი ბაქრაძის მოგზაურობისას, 1873 წლისათვის, მონასტერი უკვე მიტოვებული ყოფილა. მოგვიანებით, მოძღვრისა დ ადგილობრივი მოსახლეობის მცდელობით ეკლესია ამოქმედებულა. 1897 წელს ,,კვალში” გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმადაც ,,სოფელ აცანის ოქონის მონასტერი ბლაღოჩინ მღვდელ მამა ჩხაიძის თაოსნობით დაანგრიეს და ახალი ააშენეს”. მაგრამ, როგორც თვით მღვდელ ჩხაიძის წერილიდან ირკვევა, მას კი არ დაუნგრევია ძველი ეკლესია, არამედ ჩამონგრეული კედლების ნაცვლად ახალი აუშენებია. კერძოდ, მთლიანად აღუდგენია დასავლეთის კედელი და სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილი, ხოლო საკურთხეველი თავისი მხატვრობით ხელუხლებლად დაუტოვებია. 

აცანის ოქონის ნანგრევებისაგან გაწმენდისას, 2006 წელს, მოულოდნელად ნაპოვნი იქნა ღვთისმშობლის ფრესკის ფრაგმენტი. ასევე აღმოჩენილი იქნა საინტერესო სხვადასხვა დეტალები, რომელიც დაკავშირებულია მონასტრის დაარსებასა და მის ისტორიასთან. 

ამონარიდი მომავალი წიგნიდან ლანჩხუთი, ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლები




 ახალი ამბები
  • ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცესოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.  გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ ... ...
  • ოჯახში ძალადობა, მუქარა და გამოძალვა _ სამართალდამცავებმა ლანჩხუთში 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული კ.ნ. ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად სთხოვდა ფულს, თანხის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ კი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, სახლიდან გაგდებითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. კ.ნ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებსაც, როდესაც ისინი მამის აგრესიისგან დედის დაცვას ცდილობდნენ.  გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარში მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მათსავე საცხოვრებელ სახლში მყოფ მეუღლეს და 250 ლარის გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც ცოლმა უარი უთხრა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებული კ. ნ. მეუღლეს დაემუქრა, რომ თუ ფულს არ გადაუგზავნიდა, ძალადობის გამოყენებით სახლიდან გააგდებდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა. იგი მეორე დღესაც დაემუქრა მეუღლეს სახლის დაწვითა და სიცოცხლის მოსპობით, გვიან ღამით კი სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში ფარდებს ცეცხლი წაუკიდა.  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ ნ.კ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა.  გამოძიება ოჯახში ძალადობის, მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ... ...
  • შსს-მ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისას 1 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა. სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ,,ატმეჩკები'', კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ... ...
  • შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორს პატიმრობა შეეფარდაჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ კომპანიის დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.  ეს კომპანია ჭავჭავაძის ხუთ ნომერში აწარმოებდა სამუშაოს, სადაც მშენებლობაზე მიწა ჩამოიშალა. უბედურ შემთხვევას ორი მუშა ემსხვერპლა. ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება. ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით გუშინ დააკავეს. 31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი. მიწა, სავარაუდოდ, იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა ... ...
  • სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და პასუხისგებაში მიცემული 6 პირი _ რა მოხდა ვანშიდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის გათვალისწინებით, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2015 წლის მანძილზე გამარტივებული შესყიდვით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოები შეისწავლა. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სამუშაოების მიმწოდებელი 6 პირის, ასევე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსის მიმართ. გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის მანძილზე, ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული შესყიდვის ფორმით, 523 403 ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა სხვადასხვა სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი შპს „ვანის საგზაო“-ს დირექტორი ბ.გ., ი/მ გ.ა., ი/მ ზ.დ., ი/მ შ.ფ. და ი/მ ა.ა., ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გ.ნ. გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება მოახდინა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მას შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრას ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით ავალდებულებდა. გ.ნ.-ს ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი - ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა ზიანი 46 875 ლარის ოდენობით. გ.ა.-ს, ზ.დ.-ს, შ.ფ.-ს და ა.ა.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ.გ.-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება ყოფილ საჯარო მოხელეს, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...