ომისდროინდელი ამბები _ რას იხსენებენ მსახიობები

ისტორია

ომისდროინდელი ამბები _ რას იხსენებენ მსახიობები

2018 მაი 9 13:00:03

ქართველი ხელოვანების დიდი ნაწილის ბავშვობამ და ახალგაზრდობამ იმ ავადსახსენებელ წლებში გაიარა, როდესაც იშვიათი იყო ოჯახი ვისი წევრიც დაჭერილი არ გახლდათ. წინა საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებს მოგვიანებით 1941-45 წლების ომი მოჰყვა.

დღევანდელ წერილში იმ დროის თბილისი და ადამიანებს შორის არსებული თბილი ურთიერთობები მინდა რომ გავიხსენო. ამჟამინდელ თაობას იმ პერიოდზე ნაკლები ინფორმაცია გააჩნია. ეს ვაკუუმი, ძირითადად, სხვადასხვა მოგონებებით ივსება.

იმ მძიმე წლებს და საკუთარ, არცთუ დალხენილ ბავშვობას დღეს ბატონები რობერტ სტურუა, მერაბ კოკოჩაშვილი და გიორგი შენგელაია გაიხსენებენ.

რობერტ სტურუა

„მახსოვს, პატარა ვიყავი, ჯერ სკოლაში არ დავდიოდი. გამეღვიძა და უცებ იმის შიშმა ამიტანა, რომ ოდესმე მოვკვდებოდი. ამ საშინელი განცდის გამო ავტირდი. მაშინ ღმერთზე არავინ ლაპარაკობდა. საიქიოზე ვინ მეტყოდა რამეს. ახლა ღმერთი მწამს, მაგრამ სიკვდილის განცდა ისეთივე დამრჩა, როგორიც ადრე, რომ ეს არის დასასრული...

ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე მოვუმატე და მოვუმატე. დედაჩემმა გაიგონა და შეეშინდა: რა მოხდა, რა მოგივიდაო, დამიწყო მოფერება. ვუთხარი, ოდესმე რომ მოვკვდები, იმიტომ ვტირი, არ მინდა მოვკვდე-მეთქი. შენ არ მოკვდებიო, მითხრა. ვიცოდი, მატყუებდა, მაგრამ მაინც დავმშვიდდი, ტკბილად დამეძინა.

კიდევ რა მახსოვს? მახსოვს, რომ დიდად არ ვიკლავდი სწავლისთვის თავს, მაგრამ ვეშმაკობდი. რა ნიშანიც ატესტატში უნდა გადასულიყო, იმ საგანს ვსწავლობდი. მათემატიკა კარგად ვიცოდი. საბჭოთა კავშირის ოლიმპიადაში მაქვს აღებული პირველი ადგილი მათემატიკაში.

მამაჩემი მეუბნებოდა, როცა გენდომება, რომ სკოლაში არ წახვიდე, მითხარი და შინ დაგტოვებ, არ მინდა ქუჩაში იყიალოო. ვეტყოდი, დღეს არ მინდა წასვლა-მეთქი და ისიც მტოვებდა. დედაჩემი დამინახავდა და იწყებოდა ჩხუბი - რატომ არ წავიდაო. მამა ეტყოდა - დაანებე თავი, ასე სჯობსო...

თავისუფლად გავიზარდე. ყველა პირობა მქონდა, მეკითხა, მეხატა.

დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალი იყო. ერთი ფოტო მაქვს მისი ახალგაზრდობის, ბიჭიკო ჩხეიძესთან ერთად დგას სიგარეტით ხელში. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, მოწევა რომ დავიწყე და დედამ მომისწრო. ვაღიარე, ვეწევი და მამას ნუ ეტყვი-მეთქი... როდიდანო. მეთერთმეტე კლასიდან-მეთქი. მე მეორე კლასიდან ვეწეოდიო! კინაღამ გავგიჟდი...

დიდი ვაჟკაცობა იყო მამაჩემის მხრიდან, რომ დედა ცოლად მოიყვანა. ის ხომ ხალხის მტრის შვილი იყო. მამაჩემს კი ყველა პარტიული ჰყავდა.

დედაჩემის მამას, ვანო ბოლქვაძეს უცნაური ამბავი დაემართა: ცოლშვილიანი იყო, როცა სხვა შეუყვარდა - ზანგი ქალი, რომელიც როგორღაც შემორჩენილიყო თბილისში, ალბათ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. კინოთეატრ „აპოლოში“ გაეცნო. მოცეკვავე იყო. ბებიას გასცილდა. მალე ბაბუაც და ის ქალიც დააპატიმრეს, როგორც ჯაშუშები და დახვრიტეს.

დედაჩემი უატესტატოდ დატოვეს, როგორც ხალხის მტრის შვილი. მისი და მღეროდა და კონსერვატორიიდან გამოაგდეს, ძმა - პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან. საშინელ დღეში აღმოჩნდა ყველა. მამაჩემმა ბევრი იწვალა, დედაჩემთან ხელის მოწერა რომ მოეხერხებინა...

ბიძაჩემი - ბეჟანი, უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობდა, ერთხანს ფეხსაცმლის შეკეთებაზეც მუშაობდა... დეიდაჩემი ეკლესიაში გალობდა. მან მასწავლა მუსიკის ანაბანა. მუსიკის მასწავლებელი კი დადიოდა ჩვენთან, მაგრამ მკაცრი იყო და მირტყამდა, გამოვაცხადე, აღარ მინდა დაკვრის სწავლა-მეთქი“.

მერაბ კოკოჩაშვილი

„ორნახევარი ან სამი წლის ვიყავი და იმდროინდელი სხვა არაფერი მახსოვს... შეიძლება – სიცხე მქონდა, შეიძლება – მამა რომ წაიყვანეს, იმას განვიცდიდი ქვეცნობიერად (მამა სწორედ მაშინ წაიყვანეს და დააპატიმრეს. ის მალევე გარდაცვლილა. 1956 წელს ცნობა რომ მივიღეთ, ეს მაშინ გავიგეთ). ვიწექი და კედელს ვუყურებდი. შპალერს უცნაური დიდი ნახატები ჰქონდა და იქ რაღაცას ვხედავდი, მეშინოდა და ვტიროდი.

მაშინ ოჯახში ყველაფერი აწეწილი იყო. დედა დარბოდა, რომ ნავთლუღში, საიდანაც პატიმრები გაჰყავდათ, თვალი მაინც მოეკრა მამაჩემისათვის... მატარებლებში ეძებდა. ყველა თავისი ოჯახის წევრს ეძახდა, დახურული ვაგონებიდან პატარა საჰაეროები იყო გაჭრილი, იქიდან იყურებოდნენ ტუსაღები და ერთმანეთს გადასცემდნენ სახელებს. ამ ყველაფერს მეც განვიცდიდი...

საბავშვო ბაღშიც მახსოვს ჩემი თავი. საბავშვო ბაღში რომ მიმიყვანეს, ძალიან ვღელავდი. ალბათ, 5 წლის ვიქნებოდი... რაკი მშობლები მუსიკოსები მყავდა, მე მომანდეს ჩვენი საბავშვო ბაღის ანსამბლის დირიჟორობა. დაკვრა ჯერ არავინ ვიცოდით, უბრალოდ, ზოგს ზარი უნდა შემოეკრა, ზოგს სიმი ჩამოეკრა, მე კი მემართა ყველაფერი - მედირიჟორა. ამ საპასუხისმგებლო საქმის გამო ძალიან ვნერვიულობდი. ისიც კი მახსოვს, რა კოსტიუმი მეცვა: თეთრი აბრეშუმის პერანგი და ჟილეტი...

ახლა ისეთი მისვლა-მოსვლა აღარ არის, ხალხი უფრო ჩაიკეტა. მაშინ კი ყოველ საღამოს სტუმრად დავდიოდით. გვყავდა ნათესავი ელისაბედ ორბელიანი, რომელიც დღევანდელი სასტუმრო „საქართველოს“ პირდაპირ ცხოვრობდა. შესასვლელში მოხუცი გუვერნიორი გვხვდებოდა, ტახტზე მძინარი. როგორც ჩანს, იმდენად მოხუცი იყო, აღარ შეეძლო რამე გაეკეთებინა და ქალბატონი ელისაბედი არჩენდა. ომის წლები იყო და უჭირდათ. შინ ნავთქურა ენთოთ და ყველაფერი გაჭვარტლული იყო. მაგიდაზე უამრავი ფურცელი ეყარა. „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა ფრანგულად და ლექსებსაც წერდა. სახლში რომ ვბრუნდებოდით, ჩემი თეთრი აბრეშუმის პერანგი სულ შავი იყო, მეც გამურული გახლდით ჭვარტლისგან.

მახსოვს, ჩვენს ნათესავთან, ივანე რატიშვილთან სტუმრობაც. ეს ის რატიშვილია, ზამთრის სასახლის კომენდანტი რომ იყო და მთელი ქონება გადაურჩინა რუსეთს. მისი ქალიშვილი გრაფ ლვოვის ცოლი იყო. ივანე რატიშვილი ჩაიკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობდა, ნახევრად მიწურში. ყოველთვის გაპარსული და მოწესრიგებული იყო. ერთხელ არ მახსოვს, დაეწუწუნა“.

გიორგი შენგელაია

„ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის - ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი... მამა სულ ახალგაზრდა - 42 წლის იყო. ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა...

ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას.

თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.

მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი... ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ... ერთ დღეს კი, დაიცალა ჩვენი სახლი.

მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.

ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ლუკმაპური ნატო ვაჩნაძისთვისაც კი საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან, მწერლებთან ერთად... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.

თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა... ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს...

ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე – სხვა...“




 ახალი ამბები
  • მთავრობის მიერ გამოტანილი 9 ობიექტიდან მხოლოდ ერთი გაიყიდასამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ (გურიაში 9 ობიექტი იყო გამოტანილი) ობიექტიდან გაიყიდა მხოლოდ ერთი, ბახმაროში მდებარე  მიწის ნაკვეთი. “ აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა. 100 ქონებაში შედიოდა გურიაში მდებარე 9 ობიექტი. აუქციონები დასრულებულია. 12588 კვ. მ. მიწა გაიყიდა 2543000 ლარად, რაც არის 202 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამ ადგილებში კერძო მესაკუთრეები კვადრატულს 170-200 დოლარად აფასებენ. თავად სახელმწიფო ბახმაროში კვადრატულს ადგილის მიუხედავად 278 ლარს უფასებს იმ მოქალაქეს, რომელსაც განაშენიანებისთვის უფლების მიღებისთვის საჭიროზე ნაკლები მიწა აქვს და სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას შესავსებად. ადგილს რაც შეეხება, ესაა ბოლო წლებში პრესტიჟულად ქცეული გურიის ქუჩის დასაწყისი, მის მიმდებარედაა კინოთეატრის დღემდე უფუნქციო შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასტუმრო, რომელიც იჯარითაა გაცემული და ფუნქციონირებს“ - წერს გრიგოლ მახარაძე. “გურია ნიუსი“ ამ თემაზე აგრძელებს მუშაობს და დეტალებს რამდენიმე წუთში ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019 გაიმართა(R)საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა  Spotlight 2019 სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო „ერთიანობა“ – სიტყვა, რომელიც, სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგს - მეგობრული ერთიანობა, ზოგიც  ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავს. სპიკერებმა „სფოთლაითის“ სცენიდან სწორედ ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრეს. ღონისძიებას 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.  წლევანდელი Spotlight სამი კომპონენტისგან  შედგებოდა. ესაა: ლექცია-მასტერკლასები, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები, რომელიც დღის პირველ ნახევარში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართა. სხვადასხვა სფეროს გამოცდილმა ქართველმა პროფესიონალებმა მსმენელს ციფრული მარკეტინგის, ბრენდინგისა და გაყიდვების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.  ღონისძიების  მეორე ნახევარში კი აუდიტორიის წინაშე სხვადასხვა სფეროს 13 წარმატებული სპიკერი საკუთარი ისტორიებითა და პრაქტიკული მაგალითებით  წარდგა.  „საქართველოს ბანკისთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების  მხარდაჭერა. Spotlight კი არის პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს და, ასევე, ფართო საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საკუთარი საინტერესო მიგნებები, არაორდინარული იდეები. რაც შეეხება წლევანდელ თემას, ვფიქრობთ, „ძალა მართლაც ერთობაშია, და არა ერთნაირობაში“. მთავარია, არ გავჩერდეთ მიღწეულზე, მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები, იდეები, ან თუნდაც სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც შეიძლება წარმოუდგენელიც კი ჩანდა“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.  Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტის ავტორია Marketer.ge. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამისა და მარკეტინგის ინდუსტრიაზე. 2016 წელს მოხდა Spotlight-ის რებრენდინგი, შეიქმნა დინამიკური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ. ახალი მიმართულებები, შენარჩუნებული ფორმატით, ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს ... ...
  • იდეის მითვისება თუ უნებლიე დამთხვევა: ვის ეკუთვნის პანთეონის გახსნის ინიციატივა ოზურგეთშიოზურგეთში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოსაწყობად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს პეტიციით,  მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მიმართეს, რაც ფინანსის და მიწის გამოყოფასაც ითვალისწიბნებდა. „გურია ნიუსი“ მაშინ წერდა, რომ პეტიცია შეიტანეს  მოქალაქეებმა და მოითხოვეს, რაკი ოზურგეთში არ არის  სასაფლაო, სადაც საზოგადო მოღვაწეებს დაასაფლავებენ, ამიტომ გამოიყოს ადგილი პანთეონისთვის. მაშინ დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისიც აღნიშნა,  რომ  პანთეონის გახსნის შესახებ,  ადრეც იყო საუბარი და   პანთეონის დაარსებისა და მასში დაკრძალვის რეგულაციები  ქალაქის  საკრებულომ 2013  წელს მიიღო. საკრებულოზე განაცხადეს, რომ დარეგისტრირებიდან ერთი თვის ვადაში, ანუ 19 დეკემბრისთვის, 325 ხელმომწერი უნდა შეაგროვონ ინიციატორებმა და მხოლოდ  ამ შემთხვევაში გადაწყდება  პანთეონის  გახსნა. ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხნის  შემდეგ, რედაქციას მომართა ოზურგეთის მკვიდრმა, ხელოვანმა ნანი ჭანუყვაძემ და ითხოვა დახმარება. კონკრეტულად, ის ამბობს, რომ  დიდი ხნის წინ ითხოვდა შემოქმედის პანთეონის გახსნას, რაც მოიცავდა მთელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. _ეს არის ჩემი იდეა. 2009 წლიდან ამ იდეის თაობაზე, როგორც „გურია ნიუსში“ , ისე სხვა მედიაშიც  გამოქვეყნებული  მაქვს წერილები.  ჯერ კიდევ 2009 წელს 500-ზე მეტი ხელმოწერა შევაგროვე. ახლა რატომ უნდა წამართვან ეს იდეა? მით უფრო,  ვთვლი, რომ ვიღაცამ მიითვისა სწორედ იმიტომ,  რომ მე აქტიურად ვიბრძოდი და ვბეჭდავდი ამის შესახებ და დაწერილის და გავრცელებულის მითვისება ადვილია , _ ამბობს „გურია ნიუსთან“ ნანი ჭანუყვაძე. ჩვენ მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც განგვიმარტეს, რომ პეტიცია შესულია მოქალაქეთა მხრიდან პანთეონის გახსნის თაობაზე, თუმცა, ქალბატონ ნანი ჭანუყვაძესაც აქვს უფლება,  შემოიტანოს ანალოგიური განცხადება _ გვითხრეს საკრებულოში. მართალია, ამის შემდეგ ნანი ჭანუყვაძემ თავადაც შეიტანა პეტიცია, თუმცა ის ითხოვს მოქალაქე ზურაბ  თავბერიძის მიერ შეტანილი პეტიციის გაუქმებას და არ აპირებს, მასთან ერთად დარჩეს პანთეონის გახსნის ინიციატორთა სიაში. „გურია ნიუსი“ ასევე ეწვია ოზურგეთელ ზურაბ თავბერიძეს და აღნიშნულის შესახებ ჰკითხა. _სულ არ ვიცნობ, ვინ არის ეს ქალბატონი. არც მისი იდეის შესახებ მსმენია. რა ვქნა მე? ჰქონდეს მერე. შეიტანოს მანაც. კანონი ხო არ უკრძალავს? ამ უბრალო საკითხმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, იმდენს მირეკავთ  და მსტუმრობთ, ლამის, ცუდად გავხდე. დედას ვფიცავარ, თუ ვიცოდე ვინ არის  ან მისი იდეის შესახებ რაიმე მსმენოდეს. დავუშვათ და მე შევიტანე ადრე, რა მოხდა? რა უნდა? არ შეიძლება დამთხვევა მოხდეს?  თუ ამერიკის აღმოჩენაა  ეგ   პანთეონის    გახსნის  ინიციატივა? ვისაც უნდა, ღმერთმა  მას  მოახმაროს  ეს იდეაც და სხვა იდეებიც.  დაუშალა ვინმემ?  _გვითხრა ზურაბ თავბერიძემ. თავის მხრივ ნანი ჭანუყვაძე ითხოვს, რომ საკრებულოში შეტანილი პეტიცია, პანთეონის გახსნის თაობაზე, უკან გამოიტანოს შემტანმა  და საკრებულომ გააუქმოს თავის გადაწყვეტილება ამ პეტიციაზე. _მე წინააღმდეგ  შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს, - _თქვა „გურია ნიუსთან“ ნანი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უხლოეს დღეებში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  16 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. 17 დეკემბრიდან გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია ... ...
  • „სამშობლო-სამოთხე“: დეკემბრის გაზაფხულობა გურიაშიწელს, გურიაში, ციტრუსოვანთა კრეფის სეზონს ,  გამორჩეულად საუცხოო ამინდი უსახსოვრა  დედაბუნებამ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი  ჯუმათი,   დეკემბრის გაზაფხულობას   განსაკუთრებით იხდენს.   ახალი და ძველი გზების ერთობლიობა, დაუკრეფავი  და  დაკრეფილი ციტრუსოვანთა ბაღების რიდი  და ეშხი,  ზამთრის თვეში დათესილი   მწვანილეულის გაზაფხულისეული  ჟუჟუნი,  ჭირის შიშით, საკალანდედ   სადგომში გამომწყვდეული  „ნაზარდას“ დამფრთხალი მზერა და ჭარმაგი მოხუცი გურულის ალალი გამოძახილი: მობრძანდით, ვერ გიცანით,   მაგრამ  სტუმარი ახლა მიხარია, შინ რომ ვზივარ  უმეტესად   და  გარეთ სიარულს მუხლები მიკრძალავსო... ამ ყველაფრის ფონზე, უჩვეულო რელიეფით მდიდარ გარემოს მზე გულმკერდში უძვრება, ბუნებისა და ადამიანის სიამტკბილობა სივრცეში გამოაქვს და  ლაჟვარდი - „ცაფერი“ , მეტად სამოთხისეული ხდება. კი,  გადაჭარბების გარეშე, დეკემბერი ღვთიური ძალით  გაზაფხულობს გურიაში და   შთააგონებს  ადამიანს, რომ სამშობლო-სამოთხის მქონეა  და მის მოვლა-პატრონობაში მზეზე ნაკლებ არ უნდა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...