ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის პასუხი გაზეთ „ივერიის“ რედაქციას

ისტორია

ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის პასუხი გაზეთ „ივერიის“ რედაქციას

2017 აგვ 12 12:55:13

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ი. გოგებაშვილის ფონდი #602) დაცულია პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის სიმონ გუგუნავას 1892 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილი ივერიის რედაქციისადმი. ეს წერილი პასუხია 1892 წლის 5 იანვრის გაზეთ Кавказъ-ში დაბეჭდილი სტატიისა (ავტორი უცნობია), რომელიც ფირალობის თემას ეხება. სტატიას ძლიერ აუღელვებია გუგუნავა, რაც წერილის ტონიდან და შინაარსიდანაც ირკვევა. ის ანონიმ ავტორს მიმართავს: “...მე ვფიქრობ, რომ თქვენ გურული არ უნდა ბრძანდებოდეთ და უმართლოდ მითვისებული უნდა გქონდეს გურულობის წოდება”.

გთავაზობთ ერთ ამონარიდს: “...იმ კითხვის შესახებ, ვითომც გურულები შრომის უჩვეულობით და სიზარმაცით გადიოდნენ ფირალად, ეს მოსაზრება ყოვლად შემცდარი და უსაფუძვლოა, რადგან, საზოგადოდ, გურულები მეტისმეტი გამჭრიახნი და მახვილგონიერნი არიან...” შემდეგ ის ყურადღებას ამახვილებს იმ დეტალზე, რომ 1879 წლამდე “...ერთი ავაზაკი არ ყოფილა გურიიდან გავარდნილი” და ამას მაზრის იმდროინდელი უფროსების დამსახურებას მიაწერს. სიმონ გუგუნავა წერს: “...გურულები, საზოგადოთ მეტის მეტის კეთილშობილური თავმოყვარეობით ამპარტავნობენ და თვითოეული მზად არის იოტის ოდენა შეურაცხყოფისათვის თავის თავი მსხვერპლად შესწიროს. აქ სისასტიკე და სიმკაცრე ვერავითარ კეთილ ნაყოფს ვერ მოუტანს მაზრას თვინიერ ვნებისა და უბედურების მეტს, ამისთვის აუცილებელი საჭირო არის რაოდენ შესაძლო იქნება და მოუხერხდება ადგილობრივი მმართველობა ზოგჯერ მაინც მოქმედებდეს შეთანხმებულად ხალხის ზნეობრივის პირობებსა და ესრედ მოხერხებულისა და პოლიტიკურის მმართველობით საქმე გაკეთდება გურიაში...”

Кавказъ-ში დაბეჭდილი სტატიის ანონიმი ავტორი აცხადებდა, რომ ფირალების გაცემა და ღალატი გურულებს დიდ სირცხვილად მიაჩნიათო. ამის საპასუხოდ სიმონ გუგუნავას მოჰყავს ბევრი საინტერესო მაგალითი და დეტალი ამა თუ იმ ცნობილი ფირალის  დაჭერისა და მოკვლის შესახებ, აგრეთვე გაჟღერებული აქვს ფირალების “ჩამშვები” ადამიანების გვარებიც, რომლებსაც იმდროინდელი პრესა საგულდაგულოდ მალავდა. გუგუნავა ოპონენტს მთავრობისადმი გურიის მოსახლეობის ლოიალურ განწყობაში არწმუნებს: “...გთხოვთ მიბრძანოთ, ბატონო კორესპონდენტო! რა დროს რომელი ავაზაკი შეიპყრეს და მოკლეს გურიაშიდ გაუცემლად და უღალატებლად? ...ვინ გასცა სახელგანთქმული ფირალი სურგულაძე, რომელიც მოკლა კაპიტანმა ივანე დუმბაძემ? გურულმა გვარით ვანიძემ. ვინ უღალატა ავაზაკ გოგუაძეს, რომელიც მოკლა სენაკის მაზრის უფროსის თანაშემწემ ბატონმა კალანდარიშვილმა? გურულმა გვარად კუკულავამ. ვინ გასცა განდევნილი ჭყონია, რომელიც მოკლა იმ დროს პოლიციის ბოქაულად მყოფმა ბატონმა ჩიგოგიძემ? გურულმა გვარად ჭყონიამ აზნაურმა. ვინ მოკლა ღალატით... განთქმული ავაზაკი მამულაიშვილი, გურულმა გვარად თალაკვაძემ. ვინ გასცა ქუთათელაძე ფირალი, როცა შეცდომით მის მაგიერ აზნაური ვლადიმერ ბერიძე მოკლა _ პოლიციის ბოქაულმა ვაშალომიძემ. გურულმა გვარით ხაჯიბეგოვმა. ვინ მიუყვანა ღალატით ჯვარცმის ეკლესიაზედ ჩასაფრულს სტრაჟებს ავაზაკი ილარიონ დათუნაიშვილი და მისი ამხანაგები დარჩიები, რომელნიც ვეღარ დაირჩინეს და გაექცათ მოდარაჯეთ? _ გურულმა აზნაურმა მგალობლიშვილმა. ვინ გასცა იგივენი ს. ჯუმათშიდ, როცა განსვენებულმა იესე გურიელმა და მაზრის უფროსმა ბ. იაგოროვმა დათუნაიშვილი შეიპყრეს და უმფროსი ძმა დარჩია მოკლეს. გურულმა დამსახურებულმა საწყალმა ნინიძემ, რომელმანაც თავის თავი შესწირა იმავე დროს ავაზაკის გამოსროლილს ტყვია. ვინ უღალატა ორაგვეს გლეხის ბურძგლას სახლშიდ, როცა პოლიციის ბოქაულმა ბ. ჯაფარიძემ შემოჰკრა უიარაღო ხალხით სახლი და გაექცათ სახლიდგან ავაზაკი დარჩია? გურულმა კუნჭულიამ. ვინ გასცა იგივე დარჩია, როცა მაზრის უფროსი თავადი დადიშკელიანი პოლიციის ბოქაულებით და ოცის სტრაჟებით დაუხვდა ღამით ჩასაფრული რკინის გზის ლიანდაგის სუფსის ბოგარზედ და გაუქრათ ავაზაკი ხელიდგან? გურულმა აზნაურმა ანთაძემ... ვინ გასცა... საბრალო გოგიტიძე, რომლის დანაშაულობაც სრულებით აუხსნელი და გამოუძიებელი იყო და ვის დაუჟდა სიკვდილით მისი ღალატი? გურულს გლეხს გვარით ჩხარტიშვილს. მე ვფიქრობ, საკმაო უნდა იყოს ეს საბუთები თქუენის მოსაზრების დასარღვევად და სრული იმედი მაქვს შემდეგშიც მაინც აღარ იქონიებთ ამ აზრს გურულებზედ”.

მიუხედავად წერილში მოყვანილი მაგალითებისა, მოსახლეობის მხრიდან ფირალების მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. ფირალები ხალხის დიდი ნაწილის თანაგრძნობით და მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

“სჩანს, ყაჩაღის მოქმედება გულსა ფხანს ხალხს, მისი პროტესტი საზოგადოების პროტესტს უახლოვდება, _ წერდა ივერია, _ ყაჩაღის მიდრეკილება საზოგადოების მიდრეკილებას ჰგავს... (საზოგადოება) მწუხარებას, კვნესას, გოდებას და ოხვრას ყაჩაღის პირით ამცნობს ქვეყანას... საზოგადოების ტანჯვაცა და ყაჩაღიც შედეგია თვით ცხოვრების მოუწყობლობისა, უკანონობისა... სასტიკის ღონისძიებით არ მოისპობა ყაჩაღობა. ყაჩაღობას მოსპობს მხოლოდ განათლება, ცხოვრების განკარგება, ადამიანურ ვითარების შექმნა”. ფირალებისადმი ასეთი დამოკიდებულება კი ხშირად უკუეფექტს იძლეოდა და დამღუპველად მოქმედებდა მათზე. ზოგიერთ ფირალს, როგორც ჩანს, ე.წ. დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდა, ისინი არავის და არაფერს აღარ ერიდებოდნენ და უმეტეს შემთხვევაში, ძალადობრივად ასრულებდნენ სიცოცხლეს.




 ახალი ამბები
  • სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობალანჩხუთის სპორტულმა  ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში" სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ "ფალავანში", დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც.  მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან,  როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.   გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა,  საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა.  სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს,  დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით,  შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს. „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული.  ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი. მჟავიასგან განსხვავებით  ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს  ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს.  „რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე" - ამბობს  კახა აფხაზავა. საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს. „უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია" - ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართადღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიჭინაძე მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო. მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა. ... ...
  • "სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ამიტომ გვსჯის ღმერთი" _ ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე"მეგონა, რომ სპირიდონი იდიოტი იყო, სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას TV პირველთან საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინის ტყუილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველების ცოდვის შედეგია. "ცოდვები იმდენი რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს. იქნებ, სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი რატომ არ სჯის ცოდვებისთვის რუსეთს და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის? ეტყობა სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. ქადაგების ტექსტი ბათუმელებმა გაავრცელა. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. მისი მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი ... ...
  • სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.  პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში ... ...
  • საქართველოს გავლით რუსეთში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ - სუს-ისაქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში  რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას. "ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"-ნათქვამია განცხადებაში.  გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...