ფირალები გოგია ლომჯარია, დათულია სურგულაძე

ისტორია

ფირალები გოგია ლომჯარია, დათულია სურგულაძე

11 იან. 2020, 16:53:25

გოგია ლომჯარიას დაბადების მიახლოებითი თარიღია 1860 წელი, ფირალობაში მან ექვსი წელი გაატარა, მოკლეს 1886 წელს. ფიზიკურად ყოფილა საშუალო ტანის, სქელი მამაკაცი. იარაღად ატარებდა “ყაფაღლა” თოფს (გადმოცემით გადაჭრილი თოფი, “აბრეზი”) ფიშტოს და ყამას”.

ლომჯარია ფირალად გავარდა 1881 წელს ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწის თავად ანტონ ნაკაშიძის მკვლელობის გამო. ”თ. ნაკაშიძე მოჰკლეს 19 ნოემბერს, საღამოს მეექვსე საათზე, თავის სახლიდამ ორას საჟენის სიშორეზე, იმ დროს, როდესაც ის ქუთაისში მიემგზავრებოდა. თოფი მარცხენა ძუძუში ჰკრეს და ტყვია მარჯვნივ გამოვარდა. ძვლივს მოასწრეს წმ. საიდუმლოს მიღებინება. მკვლელი დღესაც გაქცეულია. ის არის სოფ. შემოქმედის მცხოვრები გლეხი ლომჯარია... ეს მეოთხე დღეა, რაც ქუთაისის ღუბერნატორიც ჩამოვიდა და აქ არის”. დროება 1881 წ. # 252

თავადი ნაკაშიძე ყაჩაღების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებებით იყო ცნობილი. დროების 1880 წლის # 153 ნომერში აღწერილია ყაჩაღობისა და მკვლელობის ორი შემთხვევა, რომელსაც ადგილი ოზურგეთის უეზდში ჰქონდა. გაზეთი წერდა: “...ამის თაობაზედ არის ფიცხელი გამოძიება და რამოდენიმე კაცებიც დაჭერილნი არიან. ამაზედ ძლიერ მეცადინეობენ უეზდის უფროსის თანაშემწე თ. ა. ნაკაშიძე და პოლიციის პრისტავი ი. დუმბაძე... იმავე წამში წავიდნენ დაჭრილთან, გამომძიებელი და უეზდის უფროსის მოადგილე თ. ნაკაშიძე... და მოახდინეს ფიცხელი განკარგულება ავაზაკების დაჭერისა: გამოაკიდეს ავაზაკ თათრებს პრისტავის თანაშემწე კ. გოგიტიძე ყაძახი-რუსებით, მამასახლისით და მარჯვე დაიარაღებული ოცი ბიჭებით რომლებმანც მეორე დილით მოიყვანეს თოკით შეკრული სამი ავაზაკი, ორი თათარი და ერთი გურული, რომელნიც ამ ჟამად დატყვევებულნი არიან”. ამავდროულად, ცნობილია, რომ ნაკაშიძე ხშირად ხელს აფარებდა დამნაშავეებს, ასეთი რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. მე აქ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. თურმე ერთხელ მამასახლისმა მოიძია კაცი, რომელიც ფირალებს მფარველობდა და ნაკაშიძეს წარუდგინა. მაგრამ მადლობისა და წახალისების მაგიერ, ნაკაშიძემ მამასახლისს ჩამოხსნა ჯაჭვი და საპყრობილეში ჩააგდო. “...ბ. ნაკაშიძე აგრე სასტიკად მოექცა მამასახლისს იმიტომ, რომ მამასახლისის მოხსენებით საქმეში ებმებოდა ბ. ნაკაშიძის ერთის მწყალობლის ნათესავი”. დროება 1881წ. # 192

გოგია ლომჯარიას შვილი მიხაკო იხსენებდა: “მამაჩემი იყო ხელობით უსტა. სეზონობის დროს ჩალანდრობდა შეკვეთილის გზაზე.. ნაბახჩვარში ყანაც ქონდა. ამ დროში ერთ აქაურ უმუშევარ აზნაურიშვილს მუუპარავს ხარი და მამაჩემიზა უთქვამს, აი ხარი ამა და ამ პორაჩიკთან მიმიყვანეო... მამაჩემს ვეღარ გუუწპილებია. აგი გეიგო მთავრობამ და მამაჩემი დეიჭირეს და ჩააგდეს ნიობახში... თავდებობაში გამუუყვანიენ მამაჩემი იმ პირობით, რომე სუდი მაინც უნდა ყოფილიყო ამ საქმეზე...”

ლომჯარია მივიდა ანტონ ნაკაშიძესთან და უთხოვია, უდანაშაულო ვარ და ჩემს ცოდვას ნუ აიღებ, დამეხმარეო. მაგრამ ნაკაშიძემ უარი უთხრა და თანაც დაემუქრა, _” შენი მოხმარება მე ვიცი, ხვალ გუბერნატორთან მივალ და ასთე და ასთე გიზამო...”

იმ დროს ლომჯარიას ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, სასოწარკვეთილმა ანტონ ნაკაშიძეს დახმარება კიდევ ერთხელ სთხოვა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. თავადის მოკვლა ნაკაშიძის ძმის, მელიტონის შეგონებამ გადააწყვეტინა: მელიტონს ძმის ადგილი უნდოდა და ლომჯარიას შეუჩნდა: _ “მეიცილე მაი ძაღლი, ხომ ხედავ, რას გიშობავო...” იმ დროს მაზრის უფროსი იყო თავადი ოტია დადიანი, “დადიანობით ადმინისტრატორი, ისე კი ყოვლად უვიცი”. მაშინ ფირალობდა დათულია სურგულაძე, რომელიც პოლიციამ ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი ვერ ჩაიგდო ხელში. ამის გამო დადიანს გუბერნატორისაგან ყოველდღიური საყვედურები მოსდიოდა და დათხოვნითაც ემუქრებოდა. მელიტონმა, რომელმაც კარგად იცოდა დადიანის გონებრივი შესაძლებლობები, გადაწყვიტა საქმე გაეჩარხა. მან შესთავაზა დადიანს, რომ ლომჯარიასთვის ხარის მოპარვა ეპატიებინათ, სამაგიეროდ ის სურგულაძეს მოკლავდა. დადიანი მაშინვე დათანხმდა და ფირალის მოკვლისთვის ლომჯარიას დასაჩუქრებას დაპირდა. მელიტონ ნაკაშიძე შეხვდა ლომჯარიას და საქმის ვითარება გააცნო: “ვეზდის ნაჩალნიკს, დადაიანს გადაეკიდა მისი პომოშნიკი ანტონ ნაკაშიძე, რომელიც ცდილობს დადაინი გადააგდოს და მის ადგილას თვითონ დადაგეს. შენ თუ ანტონ ნაკაშიძეს მოკლავ, დადიანი ხარის ქურდობას გაპატიებს და დაგასაჩუქრებს კიდევაცო”. რაღა თქმა უნდა, რომ 20 წლის ცოლ-შვილიანი კაცი, რომელსაც “პრიგოვორით” გადასახლება ემუქრებოდა, დათანხმდა. ნაკაშიძემ ლომჯარია დადიანს მაშინ შეახვედრა, როცა ის “კარტის” თამაშით იყო გართული. მაზრის უფროსმა უთხრა: რაც მელიტონმა გითხრა, იმ ძაღლს თუ მოკლავ (ძაღლში კი სურგულაძეს გულისხმობდა და არა ნაკაშიძეს) 100 მანეთსაც გაჩუქებ, ერთ ბერდენას მოგცემ და მამასახლისის ჯაჭვს გადაგკიდებ გულზეო...

ლომჯარიას თოფი კი ჰქონდა, ბაზარში ტყვია-წამალი იყიდა და როცა ანტონ ნაკაშიძე ეტლით ქუთაისში გუბერნატორთან მიემგზავრებოდა, მას ჩაუსაფრდა და ერთი გასროლით გამოასალმა სიცოხლეს. მკვლელი მალე თვითონვე ჩაბარდა ხელისუფლებას. ამგვარი პროვოკაციებით ადგილობრივი ადმინისტრაცია განთქმული იყო. სოფელ სუფსაში ლანჩხუთის ბოქაულმა სიკო ჯაფარიძემ ვახტანგ გურიელს დაბრალდებაო, მოაწყო თავდასხმის ინსცენირება, თავის აგენტებს დააბრიყვებინა ვიღაც ქობულეთელები. მათ დაახვედრა წინასწარ ჩასაფრებული პოლიციელები და რამდენიმე კაცი მოაკვლევინა. ასეთივე ჩაწყობილი თავდასხმა მოახდინეს სადგურ ნიგოთში მატარებელზე, რომლის გამო ერთი სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცი, გვარად გიგინეიშვილი, ჩამოახრჩვეს.

“საქმის მსვლელობიდგან ნათლად არ ჩანდნენ აქომამდის ის პატივცემული პირები, რომელთაც იკისრეს საზიზღარი საქმე და აიძულეს ლომჯარია მატერიალურის საშვალებით და სხვა-და-სხვა იმედებით ამგვარ წრეს გარდასულ ხელობაზედ, და არც ის მოტივები, რომლითაც იხელმძღვანელა ლომჯარიამ ამგვარ საქმეში... უბრალო მიზეზის გამო, ესე იგი ხარის ქურდობის შეწამების გამო, ტყეთ გავარდნა შეუძლებელია.... როგორც ამბობენ ახლა ლომჯარიას დაუსახელებია გუბერნატორის წინაშე რამოდენიმე პირი, რომელთაც ფულის შეპირებით, თუ სხვა იმედებით აიძულეს ის ამ გვარ საზიზღარ საქმეზედ. ამ პირებში პირველი როლი ეკუთვნის ერთს, რომელსაც იმდენი შეძლება აქვს რომ ფულის შემწეობით გურიაში ყოველთვის შეუძლია მოწმეების მიყიდვა და საქმის სხვა ნაირად დატრიალება; მაშა სადამე, ამ გვარი პირის მოქმედების გამოაშკარებაც ხუმრობა არ არის.” დროება 1882 #75

სულ მალე მელიტონ ნაკაშიძეც დააპატიმრეს. “მოკლული ნაკაშიძის თაობაზედ კიდევ ახალი პირი, ნათესავი მოკლულისა, დაიჭირეს, რადგანაც მკვლელმა განაცხადა, რომ იმისი მოსყიდული ვიყავიო”, _ დროება 1882 # 191 საგაზეთო სტატიების მიხედვით ლომჯარიას თავიდან ო. დ-ნზე, ანუ ოტია დადიანზე დაუდია ხელი, შემდეგ ჩვენება გადათქვა და ნაკაშიძეზე მიუთითა.

თანასოფლელები მას როგორც წესიერ ადამიანს ახასიათებდნენ: “საცოდავი კაცი იყო გოგიე, ქურდობა დაედვა ტყუილა და ტანჯავდენ. უენო კაცი იყო. მაგი თუ ფირალობას იზამდა ვინ იცოდა”; “სოფელს არაფერზე არ აწუხებდა და ამ სოფელში გლახა კაცი სხვაიც ვერ ჩამევიდოდა, იცავდა სოფელს..”

დროება ცდილობდა გარკვეულიყო, თუ რამ აიძულა ახალგაზრდა კაცს მკვლელობაზე წასვლა. “ლომჯარია, მკვლელი თ. ანტონ ნაკაშიძისა, არის ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც როგორც ამბობენ, ბევრი იმედები ქონებია ცხოვრებაში. იმას ჰყავს ცოლშვილი, მოხუცებული დედა, უმეტესი ნაწილი თავისი ცხოვრებისა გაუტარებია გარეთ ვაჭრობაში, ქალაქებში... ის იყო ერთობ წინდახედული ახალგაზრდა სოფლის გლეხი. ამ გვარი კაცის ისე გატაცება, რომ მან დასტოვოს ცოლ-შვილი, ოჯახი, ვაჭრობა და კეთილი განწყობილება მეზობლებისა... შეუძლებელია უბრალი მიზეზის გამო”. დროება 1882 #75

დოკუმენტებიდან არ ჩანს, თუ როგორ დააღწია მან თავი პატიმრობას, ალბათ გამოიქცა, რადგან თავადის მოკვლას ასე ადვილად არავინ აპატიებდა. გაქცევისთანავე ის შუერთდება თავის არშემდგარ “სამიზნეს” _ სახელგანთქმულ ფირალს დათულია სურგულაძეს. დროება 1882 # 66.

დათულია სურგულაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. მაკვანეთში. როგორც ამბობენ, ის მოსახლეობაში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. დათულიას ძმისშვილი ისაკი სურგულაძე გადმოგცემს ბიძის ფირალად გავარდნის მიზეზს: “ჩვენს მამებს ორი ქცევა მიწა ჰქონდა, მოვიდა თავადი ნაკაშიძე და შეედავა მიწაში _ ჩემიაო. გამოხსნა ხარები. მამაჩვენმა დაარტყა თავადს _ ავქსენტი ნაკაშიძეს. თავადს კაცები ახლდა. მოხთა შეტაკება. დათულიამ გაიგონა კივილი, მოვარდა და მოკლა ავქსენტი...”

მისი ერთი თანამედროვეს ცნობით:” დათულიე ხალხს აფერს არ უშავებდა და ამიზა ხალხის ღალატის არ ეშინოდა. ერჯელ მის მეზობლისას რაცხა შემთხოვა იყო, ხალხი ქუხნაში იყო და რაცხეებს ლაპარიკობდენ. დათულიეც გარეულიყო ხალხში და ლაპარიკობდა. თოფი ეგერ კუთხეში მიეყუდებია და დამჟდარიყო ცეხლის პირში. ხალხი ისთე იყო მასთან, რომ რუმარ უღალატებდა იცოდა, თვარა ფირალი ისთე როვა ენდობოდა. დათულიას დაჭირვაზე მაშვინ თავრობას ფული ქონდა გადადობილი. ერთი ნიგუზალი. რომ ერეხვებია ვინმეს თავში მეტი არ უნდოდა, მარა ამისანა გლახა საქმე რომ გეფიქრა, კაცი არ მოგეხმარებოდა, დათულიასკენ იყო ყველა და ცოცხალს როვა გაგიშობდენ... ნამეტარი ღარიბი იყო. ერთი პაწა სახლი ქონდა მაამის. ვოძდაათი წლის იქნებოდა რუმ მოკლეს.” ძმისშვილის მოგონებიდან: “აჭისწყალში გლეხები ვერ ჩავიდოდნენ სათევზაოთ, დააწურინებდნენ, ნიგვზის ნაყს ჩაყრიდნენ და თევზს აზნაურები წაიღებდნენ. დათულიამ რამდენჯერმე ამოყარა აზნაურები და გლეხებს ამოათევზინა”. სურგულაძის სულ სხვა პორტრეტს გვიხატავს დროების კორესპონდენტი: ”...სურგულაძე, ლომჯარია და სხვები მრავალნი, რომელთა გვარის ხსენებას ვერ გავბედავ, შეკავშირდენ მტკიცეთ და რას არ სჩადიოდნენ: ხან კაცს კლავდნენ, ხან ცარცვავდნენ, ხან ოჯახებს სწვავდნენ და სხვ. ისე გათამამდა ხსენებული სურგულაძე, რომ ზოგს შეუთვლის _ არა სთქვას რა მისი საწინააღმდეგო, თორემ მოჰკლავს; ზოგს შეუთვლის, რომ ამდენი და ამდენი ფულები ამა და ამ პირს გარდასცეს მის, სურგულაძის, გარდმოსაცემად, თორემ დაუწვავს სახლ-კარს ან მოჰკლავს.

ამ სახით ისე შეაშინა მთელი შემოქმედის სოფლის მცხოვრებნი, რომ ყველგან მზათ ჰქონდათ დათულია სურგულაძეს და მის ამქრებს ღამის გასათევი სახლი, საჭმელი და ყოველივე, რაც დასჭირდებოდათ... ყველა ოჯახის პატრონი საღამო ჟამს ორი კაცის ულუფას, ანუ კერძს დაამზადებდა და შეინახავდა ხოლმე, რომ იქნება დათულია სურგულაძემ ინებოს გამოვლა და ზაკუსკის მირთმევა.

ერთის სიტყვით მცხოვრებნი სოფლის შემოქმედისა, გარდა აზნაურის ანტონ დუმბაძის (ივანე დუმბაძის მამა _ ი. მ.) ოჯახისა, ყურ მოჭრილი ყმები იყვნენ ბატონის სურგულაძისა და მთელი გურიაც და თვით ოზურგეთის ქალაქში მცხოვრებნი ნიადაგს შიშში იყვნენ. ყოველივე ეს იცოდა როგორც მამასახლისმა, აგრეთვე ჩვენმა ადმინისტრაციამაც, მაგრამ...”

1882 წლის მარტში სურგულაძე და ლომჯარია წითელმთაში გოგია ჩიტაიშვილის ოჯახში მივიდნენ. მათ მასპინძელი ბათუმში ჩაქურების საყიდლად გააგზავნეს, დათქვეს რომ ერთმანეთს ორი დღის შემდეგ შეხვედრილიყვნენ. ეს ამბავი ჩიტაიშვილისგან შეიტყო შტაბს კაპიტანმა ივანე დუმბაძემ, რომელიც მანამადე სტრაჟნიკებთან ერთად მათ ორჯერ ჩაუსაფრდა, მაგრამ ამაოდ. იმავე წლის 18 მარტს კი, როცა ფირალები ჩიტაიშვილთან იმყოფებოდნენ, დუმბაძე მილიციონრებთან ერთად მათკენ გაეშურა და ფირალებს სოფლის კანცელარიის მახლობლად გადააწყდა.

აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას დროება: “დუმბაძეს ხლებია თან სამი მილიციონერი, როდესაც ივანე დუმბაძემ შესძახა ავაზაკებს, დათულიამ იმავე წამს ესროლა თოფი, იმავე წამს მოისმა თურმე მეორე თოფის ხმაც დუმბაძისა და ერთი ერთის მხრით წაიქცა და მეორე მეორეს მხრით; დუმბაძე მძიმეთ დაიჭრა ბარკალში და სურგულაძემ მიიღო ჭრილობა მუცელში, მაგრამ საკვირველი ღონის და სიმარჯვის მქონმა გველივით გაათრია დაკოდილი მუცელი და მოაჯდა ერთს მახლობლად მდგომს ხეს და იქიდამ იმან და მის ამხანაგმა ლომჯარიამ აუტეხეს დუმბაძეს და მის მხლებელთ საშინელი თოფის სროლა. შვიდი ტყვია მოარტყეს სურგულაძეს, მაგრამ სანამ სრულებით სული არ დალია, მანამ არავის დანებდა”. დროება 1882 წ. # 66

დათულიას ძმისშვილი ერმილე იხსენებდა: “შვიდი ტყვია რომ უსროლიან, მიყუდებულა ხეზე, გადაღუნულ მუხაზე. ახლოს მისვლა ვერ მიბედეს. გაუშვეს მამაჩემი, _ გვანახიე შენი ძმაო. მივიდა მამაჩემი და დაუძახა პრისტავს: _ მოდით, ნუღარ გეშინიათ, მკვტარია აგი უბედურიო”. შეტაკებისას დუმბაძემ მეორე ჭრილობაც მიიღო ფეხში, მაგრამ დაჭრა ლომჯარიაც, თუმცა მისი შეპყრობა ვერ მოხერხდა, რადგან “...იქ მისულმა ხალხმა, რომელთა შორის შემოქმედის მამასახლისი თავისი ჯაჭვით ბრძანდებოდა, გადამალეს დაჭრილი ლომჯარია. ცხადი საფუძველი მაქვს ვსთქვა, რომ დაჭრილი ლომჯარია დამალულია სოფ შემოქმედში, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც აქომამდე მისის და სურგულაძის დასაჭერად არავითარი ღონისძიება არ იყო მიღებულნი, ისე ლომჯარიას მონახვისთვისაც არაფერს დიდ შრომას არავინ იკისრებს. თუ შემოქმედში ლომჯარია მოარჩინეს ჭრილობიდგან და კიდევ გამოუშვეს მინდვრად, მაშინ ის მოგვიკიდება, როგორც დაჭრილი დათვი...” დროება 1882 წ. # 66

როცა სურგულაძე მოჰკლეს ერთ-ერთ დამსწრეთაგანს დაუსვრია ხელი დათულიას სისხლში და ჩიტაიშვილის სახლის კედელზე დაუწერია: ”მოღალატის სახლძე ეს სისხლი დარჩეს მის სამახსოვროთ და შესარცხვენათ”.
მის შესახებ შემორჩენილია ლექსის ერთი კუპლეტი:
წითელფთაში მოღალატეს
სული ამომაძრეს წამზე;
ჩემს თავს ვიღან ჩივოდა
თუ გადამირჩა დუმბაძე.
Кавказъ აცნობებდა მკითხველს რომ დუმბაძემ დაჭრილი ლომჯარია შეიპყრო და ქუთაისის გუბერნატორს მიჰგვარა, მაგრამ როგორც გაირკვა ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა. პირიქით, ლომჯარიას სროლის დროს თოფი გაფუჭებია. ის ვიღაცის ოჯახში შევარდა და თოფი შეაკეთა. როცა დაჭრილი დუმბაძე მიჰყავდათ სროლა აუტეხა და ფირალების გამცემი ვანიძე დაჭრა. Кавказъ ასევე წერს ანტონ დუმბაძისა და ლომჯარია-სურგულაძის მტრობაზე: თითქოს ლომჯარიას ანტონ დუმბაძისაგან მოეთხოვოს 500 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სიკვდილით ემუქრებოდა (ამის თაობაზე დროება აღნიშნავდა: “ჩვენ გურულებმა კარგად ვიცით, რომ პატივცემული დუმბაძე არის ერთი ღარიბთაგანი აზნაურიშვილი გურიაში და ვის გაუგონია, რომ ავაზაკებმა მიატოვონ მდიდრები, და ღარიბებს მოსთხოვონ ფული?”) დროება 1892 წ. # 90
თავის მხრივ სურგულაძე კი ივანე დუმბაძეს ცოლის მხევლად წაყვანას დამუქრებია. დუმბაძის და სურგულაძის ურთიერთ მტრობის შესახებ სოფ. დვაბზუს ერთი მცხოვრები იხსენებდა: ივანე დუმბაძეს მოუტაცია თავად ესე გურიელის ქალიშვილი. გურიელს უსირცხვილებია აზნაურ დუმბაძის სიძეობა და ფირალ სურგულაძეს დაავალა ივანე დუმბაძის მოკვლა. ეს გაუგია დუმბაძეს და სურგულაძეს გადაემტერა. მიუხედავად ამისა, სურგულაძეს არ მოუკლავს დუმბაძე, თუმცა ამის შანსი ჰქონდა. ”დათულიე ძალიანი პატიოსანი იყო, უდანაშაულო კაცს არ აწუხებდა, ფირალი დათულიასანა უნდა იყოს ყველაყავო, ჩივოდენ ხალხი”. სურგულაძემ იცოდა, რომ დუმბაძის მოკვლას ეგზკუცია და ხალხის აწიოკება მოჰყვებოდა და ერიდებოდა სისხლისღვრას, ამიტომაც როგორც ამბობდნენ, დუმბაძისაგან ფულის გამოძალვის ფაქტი სიმართლეს არ შეეფერება.

ლომჯარიას დამალვის შემდეგ “თავრობამ... ეგზეკუცია ჩამუაყენა ჩვენ სოფელში... ჯარი მუზიკით ამოსულა წითელფთაში. ხალხიზა მუუთხოვნიან ფირალი ლომჯარია... ხალხს გუუნადგურდა ზროხა, ხარი, ქათამი და ყოლიფერი, მარა რა ექნა,” _ იხსენებდა მიხაკო ლომჯარია. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 32
“ლომჯარიას დასაჭერად, გურიის მაზრის უფროსის განკარგულებით, სოფ. შემოქმედში სამი სოტნა რუსის ყაზახები ჩაუყენებიათ... მთელს შემოქმედის სოფელს რა ბრალი აქვს, რად უნდა ჰღუპავდეს იმას სამი სოტნა ყაზახები, როდესაც ეს ლომჯარია ვიღაც ერთ კაცთან იქნება დამალული და ისიც ამ სოფელში კი არა, სხვაგან სადმეო,” _ დროება 1882 წ. # 66 სოფელ შემოქმედში ეგზეკუციას ხელმძღვანელობდა მაზრის უფროსის მოადგილე იუნოშა, რომლის განკარგულებაში ჯარისკაცების ორი როტა იყო. მათ ყველა საეჭვო ადგილი დაათვალიერეს, სადაც ყაჩაღი შეიძლებოდა ყოფილიყო, ბანაკი დასცეს და მცხოვრებლებისაგან ლომჯარიას დაუყონებლივ გაცემა მოითხოვეს, რაზედაც ხალხმა ხუთი დღის ვადა ითხოვა. “სრულებით გააწყალეს სოფელი, საცა კარგი ძროხა, ხბო, ინდაური და თუ სხვა მოეწონებოდათ, დაავლებდნენ ხელს, დაჰკლავდნენ და მიირთმევდნენ. ქვევრები სულ დაამტვრიეს და ისე დალიეს ღვინო. ამგვარი მოქმედება ადგილობრივი მაზრის უფროსისა, ამგვარი ეგზეკუციის ჩაყენება მით უფრო არ იყო საჭირო, რომ ნამდვილად იცოდნენ სად იყო და სად იმალებოდა ლომჯარია და პირდაპირ იქ შეეძლოთ იმის ნახვა და დაჭერა”. დროება 1882 #77 ეგზეკუციის დროს ასეთი ქცევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ამით სარგებლობდა მთავრობა და სურდა გლეხები ფირალების წინააღმდეგ აემხედრებინა, რასაც ხშირად აღწევდა კიდევაც.

აზნაურებმა ძმებმა ჩხატარაშვილებმა ლომჯარია დაიყოლიეს, რათა ის იქაურ ადმინისტრაციას არ ჩაბარებოდა, არამედ ქუთაისში გუბერნატორს ხლებოდა. რატომ გააკეთეს ასე დღემდე უცნობია. დროება ეჭვს გამოთქვამდა, რომ თავმდებმა იესე ჩხატარაიშვილმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ გუბერნატორისგან მადლობა დაემსახურებინა და აეცილებინა ორი ათასი მანეთის გადახდა, რაც სასამართლო ითხოვდა თავდებობისთვის. შეიძლებოდა ლომჯარიას წაყვანა ოზურგეთში, რომელიც შემოქმედიდან სულ ექვსი ვერსის მანძილზე იყო, სადაც სასამართლოც და ადმინისტრაციაც არსებობდა და არა ქუთაისში, რომელი 100 ევრსითაა დაშორებული. “...ძალიანი რომ შეწუხთა ხალხი, მაშინ ჩამოდგენ ჩხატარაშვილები და წეიყვანეს მამა ქუთაისში გუბერნატორთან შესარიგებლათ. ევიდენ თუ არა გუბერნატორთან, გუბერნატორს ტელეგრამა გამუუგზავნია ვოზურგეთში წითელფთაში მოხსენით ეგზეკუცია, ლომჯარია ჩვენ ხელშიავო. იმავე დღეს მუუხსნიან ჯარი”, _ მიხაკო ლომჯარიას მოგონებიდან. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 32 ლომაჯარიას საქმესთან დაკავშირებით პრესაში სხვადასხვა ურთიერთ გამომრიცხავი წერილები იბეჭდებოდა. ამის თაობაზე თავის გაკვირვებას დროებაც გამოხატავდა და კერძოდ წერდა: “ეს მესამე წერილია გურიიდამ გაზეთ “კავკაზში” ავაზაკობის თაობაზედ და სამივე ერთი მეორეს არ ეთანხმება... ამ სხვა-და-სხვა წერილებიდან ადვილად დაინახავს ყოველი კაცი, რომ ოზურგეთში ყოველი წოდების საზოგადოებაში არის რამოდენიმე პარტია, და ამასთან ყველაზედ არ მოიწერება, რომ კაცმა გაიგოს ცოტაოდენი ეხლანდელი მდგომარეობის მიზეზები... რატომ ეს მდგომარეობა ჩვენში გაჩდა ეს სამი წელიწადია, და 40 წლის წინ არ ყოფილა?” დროება 1892 წ. # 90
ლომჯარია ციხეში ჩასვეს, სადაც მან ორწელიწადნახევარი დაჰყო. 1882 წლის მიწურულს ლომჯარია ციხიდან გაიქცა. ერთხანს იგი გურიაში იმალებოდა, მაგრამ პოლიციისგან შეწუხებული ის აჭარაში გადადის. “გომში იყო ერთი შპიონი, მამასთან დაახლოევებული იყო ძველათ და ივანე დუმბაძემ შეუკვეთა: გოგიე მაშონევო... გიშონიო, დაპირებია. შეხთა მამას იგი და უთხრა: შენი მოცთა აქანაი არ ვარგა, მე გაგათათრეფ, მეინათლები თათრულათ და ქე იქნები, არიკაცი არ დაგიწყებს დევნასო. მამამ იფიქრა... როვა მიღალატებსო და დაეთანხმა. წეიყვანა იმ შპიონმა ხინოში და მიიყვანა ტაკიძის ვოჯახში და აშვილა,” _ მიხაკო ლომჯარია. აჭარაში გასვლის შემდეგ ლომჯარია სოფელში მუშაობდა ერთხანს. არის ჰიპოთეზა, რომ ლომჯარიამ აჭარაში სახელი გადაიკეთა, გახდა ხასანი და მუსულმანურად მოინათლა. შემორჩენილია ხასანისადმი მიძღვნილი რამდენიმე ლექსის ვარიანტი, სადაც ასეთი სიტყვებია: “გურიიდან გამუედი, სახელად ვითქვი ხასანი”, თუმცა დანამდვილებით იმის თქმა, რომ ლომჯარია და ხასანი ერთი და იგივე პიროვნებაა, არ შეიძლება.

კაპიტანმა ივანე დუმბაძემ შეიტყო მისი ადგილსამყოფელი და გააგზავნა რვა კაცი მის შესაპყრობად. “მამაჩემს ეძინა, რომ მოსულა რვაი კაცი და მუუნდომებიან ბაწრით შეკვრა. მამას ყაფაღლა კედელზე ქონებია დაკიდული, უუღია აი რვაი კაცი და თოფი გუუსრია, მარა ვინცხას ხელი თოფში უკრავს, მერე მიხმარებიან ვინცხეები და მამა გუუკოჭავენ ბაწრით... წუუყვანიან, მარა ხელი გუუხსნია გზაში, ვინცხაზა ამუურთმოვია სატევარი და ერთიზა კლავი მუუჭრია. თათრებს უთქვამს: ამას ასთე ვერ ჩევიყვანთ ქობულეთში, ჩასლამდი დაგვხოცავსო და ქე მუუკლავენ გზაში ხინოში... (გოგია ლომჯარია იქვე დაუსაფლავებიათ _ ი.მ). იქინე დგანებულა დადიანოღლები. რომ გეიგო დუმბაძემ ლომჯარია მუუკლავენო, წამუუყვანია რაზმი ხინოში, უუყუდებია ხეზე აი მკტარი კაცი და უსრია თოფი. მერე მიმხტარა დადიანოღლებისას და დუუძახია: რომ იძახოდით ფირალი არ გვყავსო, აი რაა, თქვენ ეძოში მოვკალი ფირალი, ყველას გადაგასახლებთ”, _ მიხაკო ლომჯარიას მოგონებებიდან. ა. ხინთიბიძე გურული ფირალები 1938 წ. გვ. 34

დუმბაძეს მოახერხა დროებით სიმართლის დაფარვა და ჩინ-მედლების მოლოდინში ლომჯარია თავის მოკლულად გამოაცხადა. მკვლელობის მოწმენი დადიანოღლები კი დუმბაძეს დაემუქრნენ: “შენ თუ მოკალი ფირალი ნახავ, ჯერ მაი ფირალი არ იყო ჩვენში და მერე რაფერ მოკალი ამასაც განახვებ ბათომშიო”. დადიანოღლებმა დუმბაძეს გუბერნატორთან უჩივლეს და მოახსენეს, რომ შტაბს კაპიტანმა მკვდარ ლომჯარიას ესროლა თოფიო. გამოსაძიებლად დანიშნეს ექსპერტი. “უყურადღებოთ ვერ დავსტოვებთ ერთ გარემოებას, რომელზედაც დღეს არამც თუ ბათომელები, მთელი გურია ლაპარაკობს. ეს გარემოება გამოჩენილის ყაჩაღის ლომჯარიას მოკვლამ გამოიწვია... ამ საქმეზე ფიცხელი გამოძიება სწარმოებს. ადმინისტრაციამ რიგისამებრ საქმე გარდასცა ბათუმის ადგილობრივს გამომძიებელს ბატონს მიქელაძეს”. ივერია 1886 წ. # 94.

გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ლომჯარია ორი დღის მკვდარი ყოფილა. დუმბაძე პასუხისგებაში მისცეს, დაიჭირეს და გადასახლებას უპირებდნენ. ივანე დუმბაძე შეხვეწებია დადიანოღლებს: “...ფულათ გაქცევთ ყველას და გადამარჩინეთო...” დუმბაძემ სხვადასხვა მანქანებით მოახერხა თავის დაძვრენა, თუმცა ამ გახმაურებული საქმის შემდეგ გურიაში აღარ გამოჩენილა, როგორც ამბობენ, ის კიევში გადაიყვანეს.

საფიქრებელია, რომ ლომჯარიას საქმეში სხვა ბევრი ადგილობრივი მაღალი წოდებისა და თანამდებობების პირი იყო გარეული და ის უბრალოდ თავიდან მოიშორეს. ამას ადასტურებს დროებაც: ”თქვენ პატივცემულ გაზეთში არაერთხელ იყო თქმული, რომ ოზურგეთის ბნელი საქმეების გამო კვლევა შეუძლიან სასტიკ რევიზიასო და ეს რევიზია საჭირო არისო. ჩვენც ამ აზრის გახლავართ ერთიანათ და დროც არის ეხლა რაკი ლომჯარია გამოცხადდა, შეიძლება ბევრი საიდუმლო წარმოსთქვას; კიდეც ისმის მისგან ბევრი დაუჯერებელი ამბავი”. დროება 1892 წ. # 90




 ახალი ამბები
  • 18 წლის ფერმერი სოფელი ირიდან“მე ვარ ნინა გაგნიძე, 18 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მაგრამ სამი წელია, რაც ჩემს მშობლიურ კუთხეს, რაჭას დავუბრუნდი ოჯახთან ერთად“, _ ასე გვეცნობა 18 წლის ნინა გაგნიძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო სოფლის მეურნეობაში. ნინა ახალგაზრდა ფერმერია და ცდილობს, რომ მომავალში მარწყვის სათბური გქონდეს. იგი ახლა ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირში ცხოვრობს. ნინა გაგნიძე: ბავშობიდან ვიყავი  სოფლის მეურნეობით დაკავებული, მაგრამ არა ძალიან აქტიურად. განსაკუთრებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მშობლიურ მხარეს დავუბრუნდი. მივხვდი, რომ უამრავი რესურსი აქვს საქართველოს, რათა წამყვანი ქვეყანა გახდეს მსოფლიოში ამ კუთხით. ვიცი ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.   ჩამოსვლისთანავე, გაზაფხულზე დავიწყეთ სოფელში მიწის დამუშავება. უამრავი წელი არავის მიუხედავს ამ ადგილისათვის. ყველანაირი მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო. დაახლოებით 10 მანქანა ფესვი, ხე და სხვა მასალა გავიტანეთ კარმიდამოდან. ამ პროცესის შემდეგ დადგა საუკეთესო მომენტი  რგვა-თესვა. დამიჯერეთ ამაზე კარგი საშუალება დასამშვიდებლად არ არსებობს. დავიწყე ჩითილების ჩემით გამოყვანა,  ვაკვირდებოდი ამ პროცესს და შემდეგ, როცა მოძლიერდებოდნენ, გადავრგავდი. ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ შეიძლება ეს საქმე ბიზნესად აქციო. ახალგაზრდობა დიდი ქალაქებისაკენ მიედინება ნინა გაგნიძე: ჩემს რეგიონში ერთ-ერთი და უმთავრესი პრობლემაა ხალხის ნაკლებობა. ახალგაზრდობა დიდი ქალაქებისაკენ მიედინება, მეც მომიწევს ეს რომ განათლება მივიღო, უკან დაბრუნება კი უჭირთ. ახალგაზრდების დასაქმება ვერ ხერხდება რაჭის რეგიონში. დაიკარგა შრომის სიყვარული, კარგი იქნებოდა, რომ სკოლებში ისევ არსებობდეს საგანი რომელიც პრაქტიკულად  ასწავლიდა ახალგაზრდებს ყველა იმ საქმეს რომელიც მათ აინტერესებთ. ყველამ კარგად იცის მხოლოდ თეორია არაფრის მომცემია, შესაბამისად ვერც შეაყვარებს მათ ამ საქმეებს, მაგალითად მოვიყვან: მესათბურეობა, მეფუტკრეობა, მარწყვის მოყვანა ღია გრუნტში ან დახურულ გრუნტში, მესაქონლეობა. მიუხედავად ამ პრობლემებისა მუნიციპალიტეტში გვყავს ერთი ახალგაზრდა, რომელიც ყველას დიდი სტიმულს გვაძლევს, ეს არის გიორგი ბერუჩაშვილი. ის  ონის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარება. მისი დახმარებით უამრავი ინფორმაცია შევაგროვე და კარგი გამოცდილებაც მივიღე. თავიდან სკოლაში გამოჩნდა და ბავშვები აიყოლია. “მეფუტკრეობაში“ კარგი ცოდნა,  გამოცდილება აქვს და სხვებსაც უანგაროდ უზიარებს.  დაცარიელებული სახლის სევდა ნინა გაგნიძე: მინდა  კიდევ ერთ პრობლემაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც მთელს საქართველოში გვხვდება. ყველას კარგად გეცოდინებათ  თუ რამდენად უწყობენ ხელს ადგილობრივ ფერმერებს ამერიკაში. ისინი ადგილობრივ მაღაზიებს აბარებენ საკუთარ პროდუქტებს. ეს კი თითქმის ყოველდღე ხდება ცდილობენ პოპულარიზაცია გაუწიონ ადგილობრივი ფერმერების ნაწარმს და შეამცირონ იმპორტი . საუკეთესო საშუალება იქნებოდა ქართველებისთვისაც თუნდაც ყოველდღე არ ხდებოდეს და კვირაში ერთხელ. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის . სტიმული მიეცემოდა ხალხს და დაუბრუნდებოდა სოფელს შიშის გარეშე .  მიუხედავად ზემოთ ნახსენები პრობლემებისა “კორონა ვირუსმა“ მოიტანა ის , რომ მუნიციპალიტეტს უამრავი ადამიანი დაუბრუნდა. ეზოები სადაც წლების მანძილზე არავის დაუდგამს ფეხი, სახლები საიდანაც წლების განმავლობაში კვამლი არ ამოსულა დაუბრუნდნენ მუნიციპალიტეტს. კურიოზული მომენტებიც იყო დიდი ბაბუის სახლი აინტერესებდა ერთ ახალგაზრდას თუ სად იყო და ადგილობრივების დახმარებით მიაგნო. მაქვს ხოლმე მომენტები, როცა დიდი სევდა მაწვება, როდესაც ვხედავ მიტოვებულ სახლებს უმეტესად ზამთარში. ჩემთან სოფელში დიდი თოვლი იცის საუკეთესო სანახავია თეთრად შემოსილი ირი.  შარშან ზამთარში დიდი თოვლი იყო განსაკუთრებით დამწყვიტა ერთ- ერთმა სახლმა გული  ვუყურებდი და გული მტკიოდა მისი სიცარიელისა და უჩვეულო სიწყნარის გამო, რადგან ვიცოდი ოდესღაც იმ ეზოში ბავშვები დარბოდნენ ახალი თოვლის სიხარულით. მაგრამ შარშან, იმ დილას იმ ეზომც მოიწყინა და აღარც მე გამხარებია ის თოვლი . ადამიანების გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება...    სამომავლო გეგმები ნინა გაგნიძე: რაც შემეხება მე და ჩემს სამომავლო გეგმებს. ვარ სტუდენტი, ვსწავლობ,, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში . სწავლის მიუხედავად ყველანაირად ვცდილობ ვიყო ჩართული ამ სფეროში ახლა ზამთარი მოგვადგა კარს ამიტომ საქმე ბევრად ნაკლებია . მართალია რომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსიდან გამომდინარე დავრჩი, მაგრამ ვაპირებ ქალაქში ყოფნის დროს  ერთ-ერთ სათბურში დავიწყო მუშაობას მოხალისედ და დავაგროვო პრაქტიკული ცოდნა.  ასევე მაქვს ქალაქთან ახლოს მიწა სადაც მოვახერხებ სასათბურე მეურნეობის დაწყებას  ამიტომ ჩემი ქალაქში ყოფნა არ შემიშლის ხელს , რომ ჩემი გეგმები სოფელთან დაკავშირებით განვახორციელო .  ასევე ვერთვები ახალ აქტივობებში  და ახლი ინფორმაციებს ვიღებ, ვმართავ ,,სოფლის მეურნეობის განვითარების “ ჯგუფს ჩენს მეგობრებთან ერთად. ეს მაძლევს ყოველდღიურ ახალ ინფორმაციას და მეხმარება განვითარებაში. ასევე უნდა აღვნიშნო მეთხევეობის ტრენინგი რომელსაც სულ მალე გავივლი და ახალი ინფორმაციასა და გამცდილებას მივაწვდი ჩემი ჯგუფის წევრებს. დაინტერესებული ვარ  ყველა იმ სფეროთი , რომელიც სოფელს ეხება, რადგან სულით ხორცამდე მიყვარს. კონკრეტულად სამომავლო გეგმაში მესათბურეობა მაქვს და მინდა მარწყვის მოყვანა დავიწყო. დიდი სურვილია და დიდი იმედიც მაქვს, რომ  გამომივა, უბრალოდ, პრობლემაა ფულადი სახსრები, როგორც ჩემთვის და   ალბათ, ასევე სხვა ბევრი ახალგაზრდისთვისაც.               გზავნილი ადამიანებს ნინა გაგნიძე: საბოლოოდ ჩემი გზავნილი ადამიანებისათვის, რომელებისთვისაც სოფელი  მხოლოდ გართობისა და დასვენებისთვისაა შემდეგნაირია: გაერთეთ და დაისვენეთ. უფრო მეტად დავინტერესდეთ სოფლის მეურნეობის საკითხებით, ავითვისოთ ჩვენი კარმიდამო და დავეხმაროთ ... ...
  • მეგაბაიტები იების სანაცვლოდ _ ლადო მასწავლებლის აქტივობა მოსწავლეების დასახმარებლადლანჩხუთში ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო აღზრდის პედაგოგმა, ლადო აფხაზავამ იმისთვის რომ კორონაპანდემიის პირობებში ინტერნეტის გარეშე დარჩენილ  მოსწაავლებს რომ დახმარებოდა, გამოსავალი მოძებნა და იაები მოაშენა მოსწავლეებისვე დახმარებით, გაყიდა და შემოსული თანხით ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად ბავშვებს მეგაბაიტები შეუძინა. როგორც ლადო ამბობს, არის ოჯახები, სადაცა საშუალება არ აქვთ, რომ შვილებს თუნდაც ერთი თვით ულიმიტო ინტერნეტი შეუძინონ. „მშობლები არჩევანის წინაშე დგანან, საკვები შეიძინონ ბავშვებისთვის თუ  მეგაბაიტები, რომ ბავშვებმა გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. ზოგმა არჩევანი საკვებზე გააკეთა, რაც იმითაცაა განპირობებული, რომ ოჯახს რამდენიმე შვილი ჰყავს და სათანადო რაოდენობის ტექნიკა არ აქვთ, რომ ყველამ შეძლოს გაკვეთილზე დასწრება. ამ რთული სიტუაციის გამო, გაზაფხულზე, პირველი ტალღის დროს სხვადასხვა ორგანიზაციებს დავუკავშირდი და მათი მეშვეობით შევძელი დავხმარებოდი ბავშვებს. მოსწავლეების ტელეფონის ნომრებს ვუგზავნიდი და ისინი ურიცხავდნენ თანხას. მაშინ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 482 ბავშვს დავეხმარეთ. ახლა კი მომერიდა ისევ შემეწუხებინა ვინმე და გადავწყვიტე სხვა გამოსავალი მეპოვა. რადგან „აი ია“-თი ვიწყებთ განათლების მიღებას, გადავწყვიტე ია მომემრავლებინა, რაც სიმბოლურიც იქნებოდა. ვიშოვე იის ფოთლები, ბათუმიდან მიწა წამოვიღე, ქოთნებიც შევიძინე და დავიწყე ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ერთი კვირა დამჭირდა, რომ ფოთლები ქოთნებში ჩამერგო, სამი კვირის მერე კი იის პატარა ჭუკებიც გაჩნდნენ. ჩემს მოსწავლეებსაც ვასწავლე ეს საქმე, იების გახარება მათაც დაიწყეს და ასე 516 გახარებული ქოთანი მივიღეთ“, _ ჰყვება ლადო მასწავლებელი, რომელმაც გახარებული იები ბათუმსა და თბილისში გაყიდა. „საკოლექციო იები იყო ძალიან ლამაზები. თბილისსა და ბათუმში ყვავილების მაღაზიაში გავყიდეთ. ახალი ფოთლები კიდევ მაქ ჩარგული, იქნებ დაგვჭირდეს“. როგორც ლადო მასწავლებელი ყვება პანდემიის პირობებში 512 მოსწავლისთვის შეძლეს ინტერნეტის თანხის ჩარიცხვა. ასევე 10 მრავალშვილიან ოჯახს შეუყვანეს ინტერნეტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ უფასო ინტერნეტმომსახურებით ისარგებლონ. დაეხმარნენ იმ ოჯახებსაც, ვისაც ინტერნეტი ჰქონდა, თუმცა, თანხის გადახდას ვერ ახერხებდა, რამდენიმეს ტელეფონიც კი შეუძინეს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ. „რა თანხაც მოგვრჩა, მოსწავლეებთან ერთად, მაღაზიაში წავედით და ობოლ ბავშვებს პროდუქტები ვუყიდეთ... არ ვიცი განათლების სამინისტრო რამდენად ვალდებულია, ყველა მოსწავლეს ინტერნეტი შეუძინოს, თან არის ოჯახები, რომელსაც ამის საჭიროება არ უდგას და მშობლებს აქვთ საშუალება, საკუთარი სახსრებით მოახერხონ ეს. დახმარება იმ კატეგორიას სჭირდება, ვისაც ამის საშუალება არ აქვს, ზოგის მშობელი დაწესებული შეზღუდვების გამო დარჩა შემოსავლის გარეშე, ეს კი სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს, რადგან პრობლემის აღიარებით მისი გადაჭრის გზებიც მოიძებნება, თუმცა, საქართველოში, რატომღაც მიჩქმალვას ვამჯობინებთ. როცა სოციალური ქსელით გავრცელდა ეს ამბავი, კეთილი ადამიანები ამ ბავშვებს ინტერნეტის თანხას თავად ურიცხავენ. აქტიურობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც“-ჰყვება ლადო ... ...
  • "იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, დავოკებულიყავი, შემდეგ დამემუქრნენ, რომ გავნადგურდებოდი"კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს და ნუ წარმოიდგენთ თითქოს ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და ახლა დალაპარაკებით განიმუხტება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს. „გუშინწინ, საღამოს მე მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ჩაუყარა საფუძველი „გირჩს“, ვინც წლებია, საკუთარი დრო, ენერგია და ცხოვრება ჩადო „გირჩში“, ვინც ჩემთან ერთად შექმნა და ჩაატარა მთელი წინასაარჩევნო კამპანია წელს, სექტემბერ-ოქტომბერში, ვინც არასოდეს ჩანდა წინა პლანზე, თუმცა აკეთებდა ფასდაუდებელ საქმეს „გირჩისთვის“. განხილვის თემა იყო გირჩის მომავალი. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია „გირჩის“ ყველა რესურსზე, მაგრამ ვთვლით რომ სახელი ‘გირჩი’, ისევე როგორც გირჩის ფბ გვერდი, უნდა დარჩეს ჩვენთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - ერთიც და მეორეც გოგა ხაჩიძის შექმნილია. გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავისი შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ „დავოკებულიყავი“, შემდეგ მუქარა, რომ „გავნადგურდებოდი“, შემდეგ ეჭვი, რომ შესაძლოა „სუსის კაცი“ ვიყო, ბოლოს კი, ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე. მეტიც, ვთავაზობთ, რომ ეს საკითხი - ვის რჩება სახელი და ფბ გვერდი - გადაწყვიტოთ თქვენ, გირჩმა: ამ ჯგუფში მოწყობილი მარტივი პოლით ან პორტალზე ჯედებით კენჭისყრით. ორივეს გაკეთება უმარტივესია ტექნიკური თვალსაზრისით პასუხი გვინდა დღის ბოლომდე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ორივე ტიპის კენჭისყრა შესაძლებელია გაკეთდეს ხვალვე თუ თქვენი გადაწყვეტილება იქნება მათ სასარგებლოდ, ჩვენ უარს ვიტყვით ყველაფერზე და დავიწყებთ ნულიდან. ამისთვისაც სრული მზაობა გვაქვს“, - წერს ჯაფარიძე. თანაპარტიელებთან - ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს სოციალურ ... ...
  • "ოპოზიციაში დღეს სრულიად ერთობლივი და შეთანხმებული პოზიციაა" _ დავით ჭიჭინაძეოპოზიციაში  დღეს სრულიად ერთობლივი და  შეთანხმებული პოზიციაა, _ აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. „არჩევნები გაყალბდა და „ოცნებამ“  ძალაუფლება მიითვისა!  და თუ  ვინმე ახლა ამის „გაპრავებას“ შეეცდება, ეს პირველ რიგში  „გამპრავებლის“  პრობლემა გახდებარადგან, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოებაა მოტყუებული;  - „ოცნებას“ აქვს ძალაუფლება და აღარ აქვს მართვის თავი. ანუ, არსებული სისტემური, სტრუქტურული კრიზისის გამო, ყველაფერი ისეა გამოშიგნული,  ვერავინ შეძლებს მის მართვას, არათუ მართვის უუნარო, ერთ მცირე ბირთვად დარჩენილი „ოცნების“ ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს;  - პოლიტიკა 2019 წლის ნოემბრიდან პრაქტიკულად ქუჩაშია გადასული, მთავრობის სხდომებზე კი, მართვის მაგივრად, ერთმანეთს ბოთლებს ესვრიან; ასე, რომ ვინც აი ამ ყველაფრის  „გაპრავებას“ , „ოცნების“ პირადი ოპოზიციის თამაშს შეეცდება,   „ოცნების“ ხელისუფლების შირმად იქცევა და  ისევ „ქართული ოცნებისგან“ მოუწევს შეურაცხყოფების ატანა. თუმცა, ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს, _ აცხადებს დავით ... ...
  • დავით ზალკალიანი: ეუთოს 27-ე მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს 27-ე მინისტერიალს ეხმაურება და აცხადებს, რომ მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. მისი განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში მიღებულია ე.წ. ხუთეულის განცხადება (ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყანა), როგორც მინისტერიალის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, სადაც პირველად მრავალი წლის შემდგომ, საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ. „ორგანიზაციის მოქმედი, ყოფილი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება. ასევე მინისტერიალის ფარგლებში ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) მიიღო საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ხაზგასმულია მოსკოვის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. მეგობართა ჯგუფი გმობს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის” დამტკიცებას, მას აფასებს, როგორც საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს“, - აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...