ფირალი ჭყონიები, რომლებმაც გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი "გაცარცვეს"

ისტორია

ფირალი ჭყონიები, რომლებმაც გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი "გაცარცვეს"

2018 მარ 20 11:16:03

პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალს იმდროინდელი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა. "25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს... გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის, ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, _ წერდა დროება (1879 წ. #159).

გაირკვა, რომ ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი  მათგანი, ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა (დროება, 1879 წ. #174). გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ფირალი ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ. "...ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის, გზის მჩვენებელისა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო” (დროება, 1879 წ. #197). ცოტა ხანში ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ, რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს "...საწყალ ქობულეთელებს აბრალებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო” ("დროება", 1879 წ. #191); (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ, ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: "...თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ "ოღლებმა” დაიკავეს” ("კვალი", 1896 # 32 გვ. 564). შემდეგ კი აგრძელებს: "ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს, მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას, მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები” ("დროება", 1879 წ. #191). ჭყონიას გვარმა პირველად ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა.  თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა, მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს.

1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. სავარაუდოდ, ეს ის მელქისედეკ მახარაძეა, რომლის ბინაში შედგა, ე. წ. "ბახვის საიდუმლო კრება”, სადაც თითქოსდა დაიგეგმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ საქმის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ილიას მკვლელობის საქმე ბახვში არ გადაწყვეტილა, არამედ უფრო მაღალ ინსტანციაზე და ბახვში გამართულ კრებას მხოლოდ, როგორც უკვე მიღებული დადგენილება, მოხსენდა. თუმცა, ის, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა დაგეგმეს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ფილიპე მახარაძეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განუცხადებია: ”ჩვენ, მესამედასელებმა, კომუნისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დადგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი მოაწერა და ბაქოში წავიდა” (გ. აბაშიძე, "ილია ჭავჭავაძე ცხოვრება და ღვაწლი", 2005 წ. გვ. 144). ჭყონიას აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე.

"...ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ _ გასათხოვარი ქალი. ამბობენ, ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში” ("დროება”, 1882 წ. #257). როგორც ირკვევა, ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”...ჭყონია არაერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა, ხან _ სატუსაღოდან და ხან _ გზიდგან” ("დროება”, 1884 წ. # 70). ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ერთ წერილში ყურადღებას ამახვილებს ე. ნინოშვილი: ”...ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია” (ე. ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული, 1954 წ. გვ. 514-515). ეს, ალბათ, ზევით დასახელებული კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან არც თუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო.  მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით მომკვდარიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში (დროება, 1884 წ. # 70). "...სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს, ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობლები და საზოგადოება შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი.  მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე.  ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი, არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენეს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს”, _ აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე (დროება 1884 წ. # 70). ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა: "გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია... ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე, ოცს მარტს. ასე რომ, იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით. მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელდაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნაღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე, როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითალო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ და იმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს. ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა, ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავისი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოცდაოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ, მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა ("დროება, 1884 წ. # 73).

1886 წლის 13 მარტს კი  მოკლეს ფირალი და კატორღა მისჯილი პროკოპი ჭყონია. პროკოპი ჭყონიასადმი მიძღვნილი ლექსის მიხედვით ირკვევა, რომ ის ცოლ-შვილის სანახავად ჩუმად დაბრუნებულა სახლში. ხალხური ლექსის მიხედვით დამსმენი ყოფილა ბათლომე ჩხაიძე _ "თურმე ბათლომაი ჩხაიძე საღალატოთა ძრებოდა”. პოლიციელებმა სახლს და ალყა შემოარტყეს და "ატყტა თოფების გრიალი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბოქაული ირაკლი დუმბაძე (ირაკლი და ივანე დუმბაძეები, ფირალების დაუძინებელი მტრები, განთქმული პოლიციელები იყვნენ. მათ რამდენიმე მათგანი ჰყავდათ დაჭერილი და მოკლული). ჭყონია სახლიდან გამოვარდა: ბოქაულს თვალი მოვკარი, ილაკრე იყო დუმბაძე, მუუხტი, თოფი ავართვი  და მივაყოლე დუმაზე.  ჭყონიამ დუმბაძე დაჭრა, თვითონაც ფეხში დაჭრილმა გაქცევა და გზადაგზა სამი კაცის მოკვლა მოახერხა. მრავალგზის დაჭრილმა, მან საკმაოდ დიდი მანძილი გაირბინა, მაგრამ პოლიცია დაეწია და დაცხრილა. ისთე გაწვიმდა ტყვიები, რავარც ზეციდან კოხია, სამი ვერსი გადვირბინე, მარა აღარ მაქ ხოხია. შიგანი გარეთ მოცივა და დავაბუშტე ჭინჭები.  "დროება" იუწყებოდა, რომ დარჩა კიდევ ერთი ყაჩაღი გოგია ლომჯარია, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე იმალებაო. გაზეთი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი დაჭერით მაზრაში სიმშვიდე დაისადგურებდა.




 ახალი ამბები
  • მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე. მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ. მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება. ბავშვობა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“. პირველი სიყვარული და ოჯახი... „მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა". მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია. „ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ. შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან". “როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“ „იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“. რაზე ოცნებობს მერი შავაძე? “თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“. 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა! საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება  ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. „მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და  მეტ ინვესტორს,  არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ... ...
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...