პირველი სამკითხველოები და წიგნთსაცავები გურიაში _ როგორ გროვდებოდა თანხა წიგნებისთვის

ისტორია

პირველი სამკითხველოები და წიგნთსაცავები გურიაში _ როგორ გროვდებოდა თანხა წიგნებისთვის

2018 ოქტ 11 10:28:56

სამი ასეული წლის წინათ გურიაში მოღვაწე იტალიელი მისიონერი პატრი დონ ქრისტოფორო დე კასტელი იუწყებოდა: (გურულებს) ,,წიგნი ბევრი აქვთ, მაგრამ ყველა ხელნაწერის სახით, რომელთა შორის არის საღმრთო საეკლესიო წიგნები... უძველესი კანონები, სარაინდო ზღაპრებისა და პოეზიის წიგნები”. 

ქართული ხელნაწერი წიგნები, რომლებიც ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას ისახავდნენ მიზნად, მეტწილად ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა. მათ გადაწერასა და მოვლა-პატრონობას მონსატრის მესვეურები ზრუნავდნენ. მონასტრებშივე არსებობდა სკოლა, სადაც წერა-კითხვას ასწავლოდნენ იმ ბავშვებს, ვისაც მომავალში სასულიერო მოღვაწეობისათვის ამზადებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო, ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც მას ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა. სწავლას იქაური გლეხები ძალიან ეტანებოდნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების გახსნისათვის.  თედო სახოკია წერდა: ,,1892 (სინამდვილეში 1893 – ავტორ.) წელს სოფ. აკეთში დაარსდა გურიის სახალხო სამკითხველო, თუ არ ვცდები ეს წიგნსაცავი პირველი იყო არამც თუ გურიაში, არამედ მთელი საქართველოსათვის.” 

აკეთელებმა სამკითხველო შემოწირულობებით დაარსეს. იქაურ მებატონეებთან, თავდგირიძეებთან ხშირად იყრიდა თავს საქართველოს განათლებული ინტელიგენცია. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანი რუსულ ყაიდაზე იყო აღზრდილი და რუსულადაც უკეთესად საუბრობდა, მაგრამ ესმოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აუცილებლობა და აქედან გამომდინარე, სიკეთეები და ამ საქმეს ყოველნაირად უწყობდა ხელს.

სამკითხველოს გასახსნელად თანხა და წიგნები შემდეგნაირად გროვდებოდა. წესად ჰქონდათ შემოღებული ერთმანეთს შორის ქართულად ლაპარაკი და თუკი ვინმეს რუსული სიტყვა წამოსცდებოდა, იგი ვალდებული იყო, წიგნთსაცავისთვის წიგნი ან გარკვეული თანხა გაეღო, ამგვარად და შემოწირულობებით წიგნთსაცავი შეივსო ქართული, რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურით. განსაკუთრებით ბევრი წიგნი ჩამოიტანეს საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და პეტერბურგიდან.  მათ შორის, ვინც სამკითხველოს წიგნებით ამარაგებდა იყო თედო სახოკია, დიმიტრი ბაქრაძე, ივანე ჯავახიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი და სხვები. ბიბლიოთეკაში თავდაპირველად იყო 270 რუსული და 325 ქართული წიგნი, რომელიც შეგროვილი ფულით თბილისში იქნა შეძენილი ისიდორე რამიშვილისა და არსენ წითლიძის მიერ. იქ ნახავდით რუსი კლასიკოსების ნაწარმოებებს და ასევე ოზურგეთში ახლად გახსნილ სტამბაში დაბეჭდილ ,,ვეფხისტყაოსანს”, სიმონ გუგუნავას ,,თამარიანს”, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, მამია გურიელის და სხვათა ნაწარმოებებს. მრავლად იყო წარმოდგენილი ჟურნალ-გაზეთები ,,ივერია”, ,,მეურნე”, ,,ცნობის ფურცელი”, ,,კვალი”, ,,მოამბე”, ,,ჯეჯილი”, ,,მწყემსი”. თედო სახოკიას სიტყვებით, ,,1892 წლის ბოლოსთვის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გაზრდილია 1200-მდე და ჰყავს 1348 მკითხველი. წლის განმავლობაში მკითხველებს 1400 წიგნი წაუკითხავს.”

შემოწირულობების შესახებ წერდა ,,ივერიაში” ვისია თავდგირიძე, რომელიც მადლობას სწირავს ნინო გურიელსა და სხვადასხვა პირებს წიგნთსაცავისთვის ფულადი თანხის შემოწირვის გამო.

,,ლანჩხუთი გურიის ყველა დაბა-სოფელზე მაღლა დგას. ლანჩხუთს აქვს მშვენიერი ქვითკირის ორსართულიანი სახლი სკოლისათვის. აქვს ქვითკირისავე სასოფლო კანცელარია; ეს სამი წელიწადია, რაც დაარსდა ფოსტის განყოფილება, რომლის უქონლობით შეწუხებული ვიყავით მთელის ლანჩხუთის, ნიგოითის, ჩიბათის, აკეთის და სხვა ახლომახლო სოფლის მცხოვრებლები. გაამშვენიერეს ბაზარი ქვითკირის სახლებით, რადგან საშინელმა ცეცხლმა 1892 წ. სულ ერთიანად გადაბუგა ხის შენობები. დააარსეს უფასო სამკითხველო, რომელიც ეხლა კარგად გაწყობილია და საკმაო წიგნებიც აქვს”. გაზეთი ,,ცნობის ფურცელი” (#76, 1897).

ამ შესანიშნავი წიგნსაცავით სარგებლობდა მთელი გურია. ეს იყო გურიის ინტელიგენციის შტაბი.  ბიბლიოთეკაში უფასოდ მუშაობდნენ ყოფილი სამხედრო პირები ძმები ბაჟუნტიშვილები. მაშინდელი მკითხველები ადგილობრივი გლეხები იყვნენ, რომელთათვისაც წიგნის კითხვა უკვე საციცოცხლო მოთხოვნილებად იყო ქცეული. ბიბლიოთეკას ჰყავდა აქტიური მკითხველებიც - ლავრენტი თოხაძე, ათინოგე წულაძე და სხვები. თოხაძემ შემდგომში საკუთარი სკოლა გახსნა და გლეხების შვილებს უფასოდ ასწავლიდა.

,,გურიის პირველი წიგნსაცავი” ვერ აუდიოდა ხალხის სიმრავლეს, ეს თავისთავად მრავლისმეტყველი და სასიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ ხშირად ,,გატანილი წიგნები იშვიათად უბრუნდებოდა წიგნსაცავს, რის გამო ის თანდათან ცარიელდებოდა, სუსტდებოდა, გაქრობის გზაზე დგებოდა... მაგრამ ამ პირველმა წიგნსაცავმა თავისი არსებობით დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე”. 

აკეთის წიგნსაცავის დაარსებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სოფლის მოსახლეობის სწავლა-განათლებისათვის. ამ მნიშვნელობას კარგად აფასებს თედო სახოკია, როცა წერს ,,სარგებლობა აკეთის წიგნსაცავისა და საერთოდ სხვებისაც გურიაში მით უფრო დიდია, რომელშიც გარდა სამრევლოში ქართული ენა თითქმის დატოვებულია, ,,ბუნებრივად” წოდებულმა არაბუნებრივმა მეთოდმა სწავლებისა ჩვენი ენა დაჩაგრა და ჰგვემა გურიის სოფლებში. აქ ქართული ენა დაჩაგრულია როგორც საგანი, კვირაში ერთი გაკვეთილი აქვთ დათმობილი. აი, ასეთ დროს რა თქმა უნდა წიგნსაცავიღა თუ მიეშველება მოზარდ თაობას და რასაც სკოლებში არ სწავლობენ, სკოლის გარეთ თუ შეიძენენ სამკითხველოდან გამოტანილი წიგნების წყალობითა.”

დაბა ლანჩხუთში 1893 წელს გახსნილა სამკითხველო, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო იმავე წელს დახურულა. ამ ფაქტს ადასტურებს 1893 წლის 22 ივნისს ,,ლანჩხუთის შემნახველ გამსესხებელი ამხანაგობის” კრება. ამ კრებაზე მოხსენებით გამოსულმა ბანძელაძემ გულისტკივილით განაცხადა: ,,ერთი წელია, რაც სამკითხველო დაგვიხურეს, ახლა როგორც გავიგე გამგეს თხოვნა გაუგზავნია და მგონია ადრე თუ გვიან სამკითხველოს ისევ ვეღრსებით. ჩვენს სამკითხველოს ჰქონდა წიგნის მაღაზია”. კრებაზე დადებითად გადაწყდა სამკითხველოს საკითხი და იმავე წელს აიგო სამკითხველო და მაღაზია-პავილიონი. სამკითხველოს აგებიდან სულ მოკლე ხანში შალვა ცინცაძემ სამკითხველო გადააბარა ბესარიონ წულაძეს.

1892-96 წლებში წიგნთსაცავები გაიხსნა ჩიბათში, ნიგოითში, აცანაში. 1893 წელს გაზეთ ,,ივერიაში” გამოქვეყნდა აპოლონ წულაძის წერილი, სადაც აღწერილია სუფსის უფასო სამკითხველოს კურთხევა, მისი დაარსების ისტორია და შემომწირველთა სია.

სოფელ ლესაში წიგნსაცავის დაარსება ცნობილ მკურნალ ივანე გომართელის სახელს უკავშირდება. მას რამოდენიმე თვე უმუშავია ამ სოფელში. თანხა, რომელიც მასთან მკურნალობისათვის მიჰქონდათ პაციენტებს, ამ პატრიოტ კაცს გადაუხდია სამკითხველოს გასახსნელად.

აგარაკის ნათლისცემლის ეკლესიის მღვდელმა, დიდად განათლებულმა პიროვნებამ ბესარიონ ხომერიკმა შეძლო ბიბლიოთეკა გაეხსნა. ამისთვის თანხა ალეგრობით შეაგროვეს. ალეგრობა იოსებ თევზაძის ოჯახში მოაწყვეს. მასპინძელმა საკუთარი დიდი ეზო და რვაოთახიანი ოდა მთლიანად დაუთმო ალეგრობის ჩამტარებლებს. ქუთაისიდან მიწვეულ იქნა სასულე ორკესტრი. იყო სიმღერები, ჰყავდათ მკითხავი, რომელმაც თავისი ენამოსწრებულობით საკმაო თანხა შეიტანა სალაროში.

 ,,ალეგრო” (Aლლეგრო) იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „მხიარულად“. „ალეგრობის” წარმოშობა გურიაში მოღვაწე იტალიელ მისიონრებს უკავშირდება, მისი დამკვიდრების ისტორია კი გურიიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში. მაშინდელ ოზურგეთში უცხოელების გამოჩენა არავის უკვირდა, მათ შორის იყო გერმანელი მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა დასიც, რომელიც გურიელმა თავის კარზე დაიტოვა სანახაობათა მოსაწყობად. 

სერგო ჩხაიძის მოგონებიდან: ,,ჩვენ ქალაქში (ლანჩხუთში) ხშირად იმართებოდა ალეგროები (ზეიმები), რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. იგი იმართებოდა ლევან ჟორდანიას, სარდიონ ებრალიძის, ნადია ურუშაძის, ლუკა ჩხარტიშვილის, მელიტონ ებრალიძის, დავით თევზაძის, კოწია ჟორდანიას, მიშიკო იმნაძის ოჯახებში.”

  ალეგრობის ორგანიზატორები წინასწარ ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში, თითოეული ოჯახი მოვალედ თვლიდა თავს, საკუთარი წვლილი შეეტანა საქველმოქმედო საქმეში. სწირავდნენ სხვადასხვა სანოვაგეს: ხილს, ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურს, ქათამს, გოჭს. მთელი ეს სურსათ-სანოვაგე თავს იყრიდა სახელდახელოდ გაკეთებულ ბუფეტში. საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა ლატარეა, ასევე იყო ,,სიყვარულის ფოსტა~, ,,ბედის კასრი~ და სხვა გასართობები. შემდეგ იწყებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები, ერთმოქმედებიანი ვოდევილები სკეტჩების, მონოლოგების, კუპლეტების სახით. ასევე იმართებოდა შეჯიბრება ცეკვაში, ბოლოს კი სახალხო სეირნობის გვირგვინი _ ,,ამერიკული ატრაქციონი~. შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ-საგანმათლებლო დაწესებულებებს.  ასევე თამაშდებოდა სილამაზის პრიზები, რომელთა მფლობელები გახდნენ მშვენიერი ლანჩხუთელი ქალბატონები - მარო მათითაიშვილი, ჩიტო ურუშაძე, ლუბა ჩხარტიშვილი... შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ალეგრობის ეს მშვენიერი ტრადიცია 1941 წლამდე არსებობდა და მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. 

1976 წელს ლანჩხუთის რაიონულ ბიბლიოთეკას ეწოდა ცენტრალური ბიბლიოთეკის სახელი. ცალკე გამოეყო საბავშვო და საქალაქო ბიბლიოთეკები. დღეისათვის ბიბლიოთეკა არის არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ ინფორმაციის ცენტრი, სადაც მკითხველი იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას. ლანჩხუთის რაიონში მკითხველთა ინტერესებს ემსახურება 19 ბიბლიოთეკა. აქედან 17 სასოფლო, ერთი საქალაქო, ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკა. რაიონის წიგნადი ფონდი შეადგენს 110 396 დოკუმენტს. ბიბლიოთეკში გრძელდება კატალოგების ციფრული დამუშავება, პარალელურად ხდება ფონდების გაწმენდა. სისტემატურად ტარდება სემინარები სოფლის ბიბლიოთეკარებთან. მოეწყო ქალთა კლუბის ორი სხდომა, ასევე შეხვედრა საფრანგეთში მცხოვრებ ემიგრანტებთან. ნაყოფიერი აღმოჩნდა შეხვედრა Iრეხ პროექტის ამერიკული მხარის წარმომადგენელთან – მატიას ნოვაკთან. მოეწყო შეხვედრა ახალგაზრდა პედაგოგებთან და მოსწავლეთა კლუბებთან. ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო გამოფენები - ,,გვახსოვდეს რვა აგვისტო”, ,,არა ქალთა ძალადობას”, ,,გიორგობის თვე”, ,,იაკობ გოგებაშვილი-170”...




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...
  • მდინარაძე: "ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა"უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გუშინდელი დღიდან ყველაზე თვალსაჩინო გიგა ბოკერიას მიდგომა იყო პოლიტპატიმრების ცნების მიმართ, რასაც სხვებიც იზიარებენ. „პოლიტპატირობის მათი ფორმულა არის შემდეგი – თუ დანაშაული 2003-2012 წლებში ჩაიდინე, ეს იქნება მკვლელობა, მკვლელობის შეკვეთა, 50 მილიონამდე თანხის გაფლანგვა თუ ა.შ. ამ შემთხვევაში ხარ პოლიტპატიმარი და მთელმა მსოფლიომ ეს მოცემულობად უნდა მიიღოს. ბოკერიასთვის პოლიტმატიმრობის სტანდარტი არის ეს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად. ბოკერიას სტანდარტი პოლიტპატიმრობის შესახებ არ გავა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არავინ დაიჯერებს და პოლიტპატიმარს არავინ დაარქმევს ადამიანს, რომელსაც ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები",_  განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.   ... ...
  • „რა დროს პარონია, წყალს მივყავართ ახალსოფლელები" _ ხმაური სოფლის საერთო კრებაზეხმაურით მიმდინარეობდა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში საერთო კრება. ტერიტორიული ერთეულის ცენტრში, შენგელიების უბანში შეკრებილი ახალსოფლის მოსახლეობა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, ვალერიანე ფოცხვერიას იმ პრობლრმებზე ესაუბრებოდა, რაც ახალსოფლელებს პრიორიტეტად მიაჩნიათ. კერძოდ, ეგრეთ წოდებულ რიონის  გაღმა სახნავ-სათესი ფართობის მიმდებარედ წყალსაწრეტი არხის მოწყობა. დარჩენილი თანხით მოსახლეობას სურს, ბორანის მიმდებარედ, სოფლის მინი სტადიონის ახლოს, სკვერი მოეწყოს. ახალსოფლის თემში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი, რეზო ივანიაძე ,,გურია ნიუსთან"  თანხის განაწილების საკითხს აკონკრეტებს: _ სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ახალსოფელზე 16 000 ლარია გამოყოფილი. აქედან 6 000 ლარი არხის მოწყობას დასჭირდება, დანარჩენი თანხით- სკვერი.  რაც შეეხება, მოსახლეობის საკარმიდამოებში წყალსაწრეტი არხის გაჭრას, რაც არანაკლებ თავსატკივარს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის, მერთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება, მუნიციპალური ხარჯებით და მოსახლეობის ფიზიკური ჩართულობით გადავჭრათ.                           პრიორიტეტების შერჩევისას ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნაწილი არხების მოწყობას ანიჭებდა უპირატესობას, ნაწილი ბორანის მშენებლობას. ,,რა ჯანდაბად გვინდა საწრეტი არხი, თუ გაღმიდან მოსავალი ვერ გამოვიტანეთ. სოფელი გაღმა საყანე ფართობში მოწეული მოსავლით იკვებება. მდინარე რიონმა ბორანი წაგვართვა და ჩემი მეზობლებიდან ზოგმა დახვნა-დათესვა ვერ შეძლო, ზოგმა მოწეული მოსავლის გამოტანა,"_ გაცხარებული საუბრობდა ახალსოფლელი ზინა ბუცხრიკიძე. მას ემოციურად გამოეპასუხა თანასოფლელი კახა წულაია: ,,თქვენ რა გენაღვლებათ, ეზოებში წყალი არ გიდგებათ. რა მეპარონება, როცა პატარა გაწვიმებისა რამდენიმე ოჯახი  წყალს მივყავართ". მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობა დაამშვიდა და ბორანის მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ... ...
  • შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს" მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" კუთვნილ 2200 ლარს. სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა,“_ წერია გავრცეებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...