"ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი"

ისტორია

"ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი"

2017 სექ 15 13:03:41

,,...რიონის თუალზედ, სამხრეთის კიდესა ზედა, არს ფოთის ციხე. რომელი აღაშენეს ოსმალთა... და დგანან მუნ მჯდომარის ფაშით. აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლით, რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი. ამ ლანჩქუთს სამხრით წარმოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად...” - წერდა ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა".

ტოპონიმი ლანჩხუთი მრავალმხრივი კვლევის ობიექტად 1900-იანი წლებიდან იქცა. აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გარკვევით წერს „ლანჩქუთს“ და არა „ლანჩხუთს“. სამართლიანად შენიშნავს პროფ. ალ. ღლონტი: „ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომი დღესაც დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს... ერთადერთი სანდო წყარო, რომლის მიხედვით შეიძლება დავიწყებულ სახელწოდებათა აღდგენა და მათი კოორდინატების ჩვენება, სწორედ ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომია“.

1900-იან წლებში თბილისში მოღვაწე რუსი ისტორიკოსი კონსტანტინე პანი სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ ლანჩხუთი ხუთ ლანჩას, ანუ ფეხსაცმლის ხუთ ძირს ნიშნავსო. ამასვე ეხმიანება თქმულება, რომ თითქოს ლანჩხუთის ტერიტორიაზე მისვლამდე სალაშქროდ მიმავალ თამარ მეფის ლაშქრის ცხენებს ხუთი ლანჩის გამოცვლა დასჭირდა და თითქოსდა რაიონის სახელწოდებაც აქედან წარმოსდგებაო. ასევე არსებობს ხალხური გადმოცემა, რის მიხედვითაც ლანჩხუთი თურმე ნაჩხუბს ნიშნავს, ,,...ვინაიდგან ოსმალები რომ შემოესივნენ გურიას, პირველი და გამწვავებული ომი აქ მოჰხდა”, _ წერდა ,,ივერია», (#217, 1903).

პირველი მკვლევარი, რომელმაც ლანჩხუთის წარმომავლობის ახსნა სვანური ენის მიხედვით სცადა, აკადემიკოსი ნიკო მარი გახლდათ.

 მისი ვარაუდით ლანჩხუთი სვანური ,,ცხუმ” სიტყვისაგან უნდა ყოფილიყო წარმომდგარი, რაც რცხილნარს ნიშნავს. ამ ვარაუდს ემხრობოდნენ აკადემიკოსები ივანე ჯავახიშვილი და სიმონ ჯანაშია, ოღონდაც ისინი ამოსავლად სახავდნენ არა ცხუმს, არამედ სვანურ ,,ჩხუტ” სიტყვას, რომელიც ქართულად კენჭს ნიშნავს. ამდაგვარად კი ლანჩხუთი უნდა ნიშნავდეს კენჭნარ, საკენჭე ადგილს.

  ტოპონიმ „ლანჩხუთი“-ს ახსნა პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის თვალსაზრისით ასეა: „ამ ლამაზი ქალაქის სახელი საძროხეს, ანუ ბოსელს უკავშირდება“. ,,ჩხუ” (ჩხოუ) მეგრულ-ჭანურად ძროხას ნიშნავს, „ლა“ პრეფიქსი იგივეა, რაც ქართული „სა“, და დანიშნულებას გამოხატავს, „თ“ - ხმოვანკვეცილი ზოგადქართული სუფიქსია. „ლა“ პრეფიქსის შემდეგ „ნ“ ბგერა გაჩენილა, რაც ქართულისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა: „ამრიგად, ლანჩხუთი ნიშნავს საძროხეს“. სახელწოდება ,,ლანჩხუთი” არ უნდა გავიგოთ როგორც უბრალოდ საძროხე, არამედ როგორც ჯოგი, ნახირის სასაძოვრე ადგილები. ამრიგად, ჩვენი ტოპონიმის თავდაპირველი ძირი (ჩხოუ) „ჩხუ“კი არა, „ჩქუ“ ყოფილა. ხოლო ,,ჩქუ” მეგრულად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ჩანს“. იგივე ძირია სიტყვებში: მიჩქუ - მოჩანს, გიჩქუ - გიჩანს (სიტყვასიტყვით „გადაჩანს“). ასე რომ  თუ ზურაბ ჭუმბურიძის ზემომოტანილ მსჯელობაში „ჩხუ“-ს ნაცვლად „ჩქუ“ ძირს ჩავსვამთ და იმავე მსჯელობას მივყვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ლანჩქუთი“ - „ლანჩხუთი” ნიშნავს „სამზერს“, „გადასახედს“.

 ის, ვინც დღევანდელი ლანჩხუთის ადგილმდებარეობას იცნობს, შეიძლება შემოგვედაოს: ქალაქი დაბლობშია გაშენებული და „სამზერი“, „გადმოსახედი“ რად უნდა დარქმეოდაო. საქმე ისაა, რომ უწინდელი სოფელი ლანჩქუთი მაღლობში, გურია-აჭარის ქედის ფერდობებზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით, დაბლობში მოგვიანებით ჩამოინაცვლა. ეს სავსებით კანონზომიერ მოვლენად ჩანს. ჯერ ერთი, ისტორიული გეოლოგია ამტკიცებს, რომ კოლხეთის დაბლობის წარმოშობა ძველ საუკუნეებში დაწყებულა, როცა ზღვას თანდათანობით მიუტოვებია ხმელეთი. მანამდე შავი ზღვის სანაპირო ხაზი გურია-აჭარის მთაგრეხილის კალთებს მიჰყვებოდა, ახლანდელ ვანამდე და ციხე სულორომდე მიდიოდა და ღრმა ყურეს ქმნიდა. ცხადია, მთის ფერდობებზე შეფენილი ლანჩხუთი ზღვასა და ფართო ყურეზე შესანიშნავი გადასახედი იქნებოდა. შემდეგ ზღვამ უკან დაიხია, მოსახლეობა ბარში ჩამოსახლდა (ლანჩხუთი ამ მხრივ გამონაკლისი როდია: ასევე „ჩამოქვეითდა“ მოსახლეობა მაღალი ჯუმათიდან სადგურ ჯუმათში, ზემო ჩიბათიდან ქვემო ჩიბათში და ა.შ.) სხვათა შორის, იმ ფერდობებიდან წყნარ ამინდში შავი ზღვა დღესაც კარგად მოჩანს. ამრიგად, ლანჩხუთი „საძროხე“ ადგილს კი არა, „სამზერს“, „გადმოსახედს“ უნდა ნიშნავდეს.

ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები

ნაწყვეტი გამოსაცემად გამზადებული წიგნიდან "ლანჩხუთი"

გაგრძელება იქნება...




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...