ყველაფერზე მეტი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი _ "ადამიანად დარჩა ეს ბიჭი ბოლომდე"

gurianews.com

ისტორია

ყველაფერზე მეტი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი _ "ადამიანად დარჩა ეს ბიჭი ბოლომდე"

2017 დეკ 3 12:03:39

ამქვეყნად ყველაზე რთული ადამიანად დარჩენაა. ის ბიოლოგიურ მოცემულობაზე უფრო მორალური ვალდებულებაა და ზოგს მხოლოდ ჰგონია, რომ  შეუძლია თავს ასე უწოდოს. ზოგი კი არა, ყველა ასე ფიქრობს. არადა, მხოლოდ სიტუაცია  წარმოაჩენს  ხარ თუ მხოლოდ გგონია, რომ  ხარ.   

ბედის ირონიით აფხაზეთის ომის დროს სოხუმში  მოვხვდი. ძველი რაიონის ერთ-ერთ ცხრასართულიან კორპუსში სულ რამდენიმე ოჯახი იყო ჩარჩენილი. პირველი ,,ჩისტკა" აფხაზებმა და კაზაკებმა  ჩაატარეს. მთელი უბნის ჩარჩენილები ჩვენს  კორპუსთან   მოიყვანეს. გაგვამწკრივეს. კაზაკი სათითაოდ აშტერდებოდა სახეზე და თუ ქართველად მიიჩნევდა, მეორე, განწირულთა მწკრივში აყენებდა. ზუსტად ისე, ნაცისტების  შესახებ ფილმში რომაა, მაგრამ მაშინ ასოციაციებისთვის ნაკლებად მცხელოდა და  ერთადერთი, ვისზეც ვფიქრობდი, დედაჩემი იყო. ცხადად ვხედავდი ჩემს ლოდინში ჭიშკართან მკვდარს, რადგან ჩემს დაბრუნებამდე სახლში რომ არ შევიდოდა და აქედან მე რომ ვერ  გავაღწევდი, აშკარა  გახლდათ.

ბედის კიდევ ერთი ირონიით ამ  მწკრივში იდგა ჩემი კარგი ნაცნობი, დედით რუსი  და მამით ქართველი სანია. სანიას  მამიდა, ციალა  ბიცო, ჩემ  გვერდით ცხოვრობდა და ყოველ ზაფხულს არდადეგებზე მასთან  ჩამოსულს, რა თქმა უნდა, ხშირად ვხვდებოდი. მერე აღმოჩნდა, რომ ერთ კორპუსში ვცოვრობდით. დიდი სალამ-ქალამი მერეც არ  გვქონია. სანიამ სულ რამდენიმე სიტყვა იცოდა  ქართულად და იმ რამდენიმესაც არ ამბობდა არასდროს შეგნებითა და შეხედულებით რუსი.

ამ მწკრივში აღმოჩნდა ისიც დედასა და დასთან ერთად, რომლებიც, როგორც  რუსები, ეგრევე გაათავისუფლეს. მათთვის არ უკითხავთ  _ ტი კტო?  ისედაც აშკარა იყო, ფიზიონომიაზე ეტყობოდათ ეროვნება. 

სანია  არ  დაიძრა.

_ Eй,  ты, русский,  не слышиш вон от сюда! _ დაუყვირა  კაზაკმა.

და აქ მოხდა, რასაც არავინ  ელოდა, სანიასგან მით  უფრო.

_ Я не  русский я грузин! _ ისე  ხმამაღლა, ისე ამაყად თქვა, მთელი აფხაზობა და კაზაკობა მის წინ მოგროვდა.

ცხოვრებაში არ დამავიწყდება არც მისი მშვიდი და მტკიცე  ხმა, არც მისი  ბრაზიანი გამომეტყველება, არც მისი  დაჭიმული პოზა. ყველა როგორც შეეძლო ისე  ცდილობდა თავის  გადარჩენას. ზოგმა ბერძენი ვარო, ზოგმა სომხობა დაიბრალა და ამას რა  რჯიდა, გადარჩენილი დასახვრეტთა გვერდით რომ დგებოდა. რაღა იმ  სიტუაციაში დაუძახა ჯიშმა და სისხლმა, ერთი ქართველი ძმაკაციც არ ჰყოლია არასდროს. 

ყველაფერს დავაბრალებდი სანიას მანამდე, მხოლოდ ვაჟკაცობას _ არა.

რა იყო ეს, თანაგრძნობა, პროტესტი ომს თუ  სხვა მეტაფიზიკური რამ, ნამდვილად არ  ვიცი.

მაშინ და მერეც, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე. მწკრივში განწირულთა საცოდავ სახეებზე და სანიას წარმოუდგენელ თავგანწირვაზე.

დრო ყოველთვის გადააფასებს რაღაცებს. მაშინ ასე  გეგონა, მაგრამ მერე  აღმოჩნდა, რომ მთლად ისე არ ყოფილა. ხუნდება მოგონება. იშვიათად, პირვანდელი სიმძაფრით აღიქვა  რამე. მხოლოდ ძალიან დიდ ტკივილს ინახავს  ტვინი სამუდამოდ და  შეუცვლელად. 

ასეთი მოგონებები ბლომად მაქვს და ერთ-ერთია მწკრივში დგომა და სანიას ამბავი. ადამიანად დარჩა ეს ბიჭი ბოლომდე. ეს  კი უფრო რთულია, ვიდრე  ქართველობა, აფხაზობა ან რუსობა.

ეკა ცხადაია

წყარო


ნახვა: 454


 ახალი ამბები
  • ტყიბულში ოთხი მეშახტის დაღუპვასთან დაკავშირებით დღეს რამდენიმე პირი გამოიკითხება ტყიბულში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ტყიბულის რაიონულ სამმართველოში დღეს იმ პირთა გამოკითხვა გაგრძელდება, რომლებიც შესაძლოა, მინდელის შახტში გუშინდელ შემთხვევაზე ინფორმაციას ფლობდნენ. პირველი არხის ინფორმაციით, დღეს „საქანახშირის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები და ის მეშახტეები უნდა გამოკითხონ, რომლებიც კონკრეტულ უბანზე მუშაობდნენ. ასევე, შესაძლოა, გამოკითხვაზე დაიბარონ იმ შახტის უბნის ინჟინერიც, სადაც აფეთქება მოხდა. მინდელის შახტში შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ... ...
  • დედაქალაქის რომელ უბნებში შეიზღუდება გადაადგილება 17-19 ივლისს _ შსს-ს განცხადება"ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტთან დაკავშირებით თბილისში, ზოგიერთ უბანში მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 17-19 ივლისს თბილისში ,ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალური სამიტი გაიმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში მონაწილე სტუმრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 18-19 ივლისს 08:00-იდან 00:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქროყანის გზიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ჩაიკეტება სამანქანო შესასვლელი. რადგან სამიტის მიმდინარეობის გამო რესტორანი ,,ფუნიკულიორი“ და მიმდებარე ობიექტები გადაკეთებული იქნება სასესიო სივრცეებად. მოქალაქეებს მთაწმინდის პარკში მოხვედრა ფუნიკულიორის ტრამვაის მეშვეობით შეეძლებათ. ასევე, 19 ივლისს 05:00 საათიდან 11:00 საათამდე ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება რესპუბლიკის მოედანზე. ... ...
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...