"ყველას თემურის სახელზე ანთებული სანთელი ეჭირა ხელში"

gurianews.com

ისტორია

"ყველას თემურის სახელზე ანთებული სანთელი ეჭირა ხელში"

2017 აპრ 10 16:48:59

ამერიკაში, ტექსასის შტატში არსებულ იესო ქრისტეს სახელობის დედათა მონასტერში 11 მარტს საქართველოში დაწერილი წმ. შუშანიკის ხატი დააბრძანეს. წირვის შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს  ლანჩხუთელი თემურ ჯიბლაძის სახელზე, რომლის ხსოვნასაც უკავშირდება ამ ხატის დაწერის ისტორია.

თემურ ჯიბლაძის შვილი, ეკა ჯიბლაძე წლებია ამერიკაში, ტექსასის შტატში ცხოვრობს. იგი პროფესიით ექიმია და საქველმოქმედო კლინიკაში მუშაობს. პარალელურად, სადოქტოროს დაცვისთვის ემზადება და თვლის, რომ ეს მეტ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს კეთილი და მადლიანი პროექტები. ეკას მეუღლე, ქრის სედაკი კი ამერიკის ფედერალურ მთავრობაში საფინანსო სფეროს ექსპერტ-ანალიტიკოსად მუშაობს. წყვილს  ოთხი წლის ტყუპები _ ელენე და ნიკოლოზი ჰყავთ. მთელი ოჯახი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და ხშირადაც ესწრებიან წირვა-ლოცვებს იქაურ მართლმადიდებლურ ტაძარში.

"იესო ქრისტეს სახელობის დედათა მონასტერში, რომელიც ტექსასის შტატშია,  ამერიკაში სტუმრობისას, რამდენჯერმე  დედა და მამაც იმყოფებოდნენ. იქ  ერთი მორჩილი გავიცანით, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, მონაზვნად იმ დღეს აღკვეცეს, რომელ  დღესაც მამა გარდაიცვალა.

14 იანვარს მთელი ოჯახი ამ მონასტერში ვიყავით და გარდაცვლილი მამის, თემურ ჯიბლაძის სახელზე პარაკლისი შევუკვეთეთ. იღუმენია ბარბარემ მითხრა, რომ მორჩილს უკვე დედა შუშანიკი ჰქვია, თან სურვილიც გამანდო _ "ძალიან მინდა, საქართველოში შეძენილი წმ. შუშანიკის ხატი გვქონდეს ეკლესიაში. იქნებ ვებგვერდი იცი, რომ შევუკვეთო ან საეკლესიო მაღაზია ამერიკაში, სადაც შეიძლება ხატის ყიდვაო", _ იხსენებს ეკა ჯიბლაძე, რომლის თქმითაც, იღუმენიას სიტყვები მზის გამონათებასავით იყო მისთვის, რადგან მანამდე თავში გამუდმებით უტრიალებდა აზრი, რაღაც გაეკეთებინა მამის სამარადისო ხსოვნისთვის.

ეკა და მისი ოჯახი  მეგობრობს ქალაქ დალასის წმ. სერაფიმეს სახელობის მართმადიდებლური საკათედრო ტაძრის მოძღვართან, არქიმანდრიტ გერასიმესთან, რომელიც სამხრეთ ეპარქიის ადმინისტრატორია და სინოდის მიერ მომავალ მეუფედაა დასახელებული, რომელიც უკვე ოთხჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. ბოლოს მამა გერასიმე წინა წლის ოქტომბერში ლანჩხუთშიც იყო ჩამოსული, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში ავიდა და ჯიბლაძეების ოჯახშიც იყო  თემურის მოსანახულებლად. ეკას თქმით, არქიმანდრიტ გერასიმეს ძალიან უყვარს საქართველო და უსასრულოდ შეუძლია ისაუბროს, როგორი დიდებული ქვეყანაა იგი.

„როგორც კი იღუმენიამ სურვილი გამანდო, მაშინვე დავუკავშირდი  არქიმანდრიტ გერასიმეს და მე და ქრისმა კურთხევა ვთხოვეთ. მანაც დაგვლოცა. ზუსტად იმ დღეს მეგობარმა დამირეკა, რომ საქართველოში მიდიოდა და უკან 22 თებერვალს ბრუნდებოდა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო ჩემთვის, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა. 14 იანვრიდან 22 თებერვლის შუალედში უნდა მომესწრო ყველაფერი. მთელი ჩემი სამეგობრო ჩაერთო საქმეში, მაგრამ ხატი ვერსად ვიშოვეთ. ღვთის ნებით, ვიპოვეთ ხატმწერი, რომელიც დაგვპირდა, რომ 10 თებერვლამდე დაწერდა ხატს. ძალიან ვჩქარობდით,  რამდენიმე დღე კულტურის სამინისტროდან ნებართვის მიღებას სჭირდებოდა. თუმცა, უფლის წყალობით, ყველაფერი მოესწრო და ხატი ამერიკაში ჩამობრძანდა", _ ამბობს ეკა ჯიბლაძე.

მისივე თქმით, ხატი ამერიკაში წაბრძანებამდე დაბრძანებული იყო მეტეხის ტაძარში, წმინდა შუშანიკის საფლავზე, სადაც პარაკლისი გადაიხადეს. ხატმა, ასევე, მოილოცა წმ. აბო თბილელის და ასი ათასი მოწამის ეკლესიები. სიონის ტაძარი, წმინდა იოანე მანგლელის საფლავი. ბოლოს კი მამა ვიტალის (სიდორენკოს) საფლავი. ამ წმინდა ადგილებზე მოლოცვის შემდეგ, ხატი ჩაბრძანდა ლოს ანჟელესში, იქედან კი დალასში, წმ. სერაფიმეს სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა გერასიმემ აკურთხა, რამდენიმე დღე იქ იყო დაბრძანებული ხატი. 

"აქ ყველამ გაიგო ხატის დაწერის  ისტორია.  11 მარტს კი ხატი მონასტერში თითონ მოძღვრებმა ააბრძანეს.  წირვის შემდეგ პარაკლისი გადაიხადეს თემურ ჯიბლაძის სახელზე. მოძღვარმა, ქადაგებაში ისაუბრა ხატის ისტორიის შესახებ და თქვა, რომ: „ეს ხატი არის სიმბოლო ჩვენი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კავშირის და მეგობრობის.

საოცრად ემოციური იყო, როცა მლოცველებით სავსე მონასტერში, ყველას თემურის სახელზე ანთებული სანთელი ეჭირა ხელში. ბოლოს კი ხალხი მოდიოდა და ფოტოს იღებდა ხატთან", _ იხსენებს ეკა, რომელიც თვლის, რომ კიდევ ბევრი სიკეთე აქვს გასაკეთებელი მამის ხსოვნის უკვდავსაყოფად.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?