რამდენიმე ეპიზოდი ცნობილი ფირალის სისონა დარჩიას ცხოვრებიდან

ისტორია

რამდენიმე ეპიზოდი ცნობილი ფირალის სისონა დარჩიას ცხოვრებიდან

2017 დეკ 15 19:19:41

დარჩია საკუთარი მარიფათისა და მოხერხებულობის ხარჯზე არაერთხელ დასხლტომია პოლიციას. ...ვინ მოსთვლის რამდენჯერ “საფრთხე უგეს”, თოფი ესროლეს და მისი გადარჩენა ბეწვზედ ეკიდა, მაგრამ ყველას უვნებლად გადაურჩა. დარჩია თავის ხერხიანის მოქმედებით ყველას აოცებს და ლაპარაკისთვისაც უხვს მასალას იძლევა”. ივერია 1890 # 36

ერთხელ ბოქაულს შეატყობინეს რომ ამა და ამ დღეს, შუაღამისას სისონა სუფსის ხიდზე გადაივლისო. ამ ამბის მომსწრე ხევისთავი აქვსენტი მოისწრაფიშვილის გადმოცემით სისონას ჰყავდა ამხანაგი მიხეილ ანთაძე, რომელიც შპიონი იყო. “ანთაძეს კავშირი პრისტავთან ჰქონდა, რასაც სისონა თავდაცემობით იშოვიდა, აძლევდა მიხელას, მიხელა კიდევ პრისტავს. პრისტავი ჯაფარიძე იყო”. მოკლედ რომ ვთქვათ, ქრთამის მეშვეობით, სისონას არ აწუხებდნენ, მაგრამ ერთხელ პრისტავმა გუბერნატორისაგან წერილი მიიღო _ ან დარჩია დაიჭირე ან თანამდებობას დაემშვიდობეო. პრისტავმა ანთაძე დაიბარა და საქმის ვითარება გააცნო. მიხეილი მივიდა სისონასთან და უთხრა: ”უნდა გამყვე სუფსის რკინიგზის ბოგაზე, პრისტავი იქით იქნება, მე რომ გავალ შუაზე, შენ გესვრიან მაგრამ აგაცილებენო”.

მართლაც ისინი მივიდნენ ხიდზე. ხიდის ერთი მხრიდან მაზრის უფროსი ჩაუსაფრდა, მეორე მხრიდან კი ბოქაული. იქვე იყო ხევისთავი თავის კაცებით. მართლაც, ათს იყო გადაცილებული როცა დარჩია თავის მეგობარ მექვაბიშვილთან ერთად გამოჩნდა.. ჩასაფრებულებმა სროლა ატეხეს. სისონა უვნებელი გადარჩა, მექვაბიშვილი კი დაიჭრა. დარჩიამ შესძახა, რომელი ხარო. ბოქაულმა დანებება მოსთხოვა. პასუხად დარჩიამ მოიძრო ნაბადი და სუფსაში გადააგდო. ჩასაფრებულებს ეგონათ, მდინარეში გადახტაო და ნაბადს აუტეხეს სროლა. ამასობაში, სისონამ მოიკიდა დაჭრილი ამხანაგი, როგორც ამბობენ “სისონა ნაჩალნიკს თავზე გადაახტა”, სამშვიდობოს გავიდა, შემდეგ კი თოფი გაისროლა და მდევრებს შესძახა: მე გახლავარ სისონა დაჩიაო. ყველაფერი რომ დაწყნარდა მიხეილ ანთაძემ პრისტავს უთხრა: მე დარჩია მოგიყვანეთ, თქვენ ვერ მოკალით, რა ჩემი საქმეაო. მოგვიანებით მიხეილ ანთაძე მოკლეს.

სვანეთის მთავარი ჯასუღ დადეშკელიანი მაშინ გურიაში მაზრის უფროსი გახლდათ. სისონა დარჩია ვერაფერით რომ ვერ მოიხელთა, ამის გამო გურულებს “რაზბონიკებს” ეძახდა და მთელ გურიას გადასახლებას ემუქრებოდა. სიმონ გუგუნავას და დადეშკელიანს დიდი დავა ჰქონდათ ხოლმე, გურიის თავადაზნაურობის წინამძღოლი უმტკიცებდა, რომ აქ ხალხი არაფერ შუაშია, არამედ პოლიციაა სუსტი და ლაჩარი. მაგალითად კი ფირალ მიქელაიშვილის ამბავი მოჰყავდა, როცა მღვდლის ტანსაცმელში გამოწყობილი გუბერნატორთან შევიდა. დარჩიაზე ნადირობა კი გრძელდებოდა. ერთხელ ლანჩხუთში პრისტავი ჯაფარიძე დაეცა სისონას. დარჩია თავის მეგობარ ჟღენტს ამ ამბავს ასე უყვებოდა: “...პოლჩი ჩავძვერი და გევედი. სტრაჟნიკებისკენ ზრუგი ვქენი არ გეიგომ მეთქინ. სტრაჟები სროლილობდენ ტყვიას სახლზე და ყვიროდენ: სა გაგვექცევა მაი კაძახი, არსა არ შუუზლია გასლავო. გუუარე სტრაჟებს გვერჩი და დუუძახე: არიქა ბიჭებო, სცემეთ და სცემეთ, ვერსა ვერ გეიქცევა, მეთქინ. აგენს აფხანაკი აიმედებდა ეგონენ და მე ამასობაში ქე გევიქეციოახლობლის სახლში სადილობისას კი დიდი რაზმი დაეცა თავს. დარჩიამ მოახერხა და ბოსელში გავიდა. ხბოს ნაბადი გადააცვა, ამოუსვა ხანჯალი და გაგიჟებული ხბო გარეთ გავარდა. სიბნელეში სტრაჟას ნაბდიანი ხბო სისონა ეგონა და საცერივით დაცხრილეს. როცა მიცვივდნენ, დარჩიას მაგივრად, ხბო შერჩათ ხელში. სისონა ამ დროს უკვე სამშვიდობოს იყო გასული...




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...