"რაფერ შეიქნა ფირალად ნიკოლოზა მეხუზლა"

ისტორია

"რაფერ შეიქნა ფირალად ნიკოლოზა მეხუზლა"

2018 მარ 27 19:07:32

ეგნატე ნინოშვილი ზედმიწევნით კარგად იცნობდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის გურიის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, საზოგადოების გუნება-განწყობილებას და მათ დამოკიდებულებას ფირალობისადმი. ამ თემისადმი მიძღვნილი მისი წერილები ივერიაში იბეჭდებოდა. "_ ეშველა, მოჰკლეს! _ მოდის გურიიდან თანისთან ამბავი. ვინ მოკლეს? აი, ღლონტი, მეხუზლაი, დათუნაიშვილი, გოგიტიძე, დარჩია და რა ვიცი, რავდენი კიდევ სხვაი. მერე ვინ არიან ეს ღლონტი, მეხუზლაი, დარჩია, თათრები, "ბურსუმანები”, თუ ჩვენივე მოძმენი? ... გასული წლებისას რომ არ გამოვუდგეთ, მარტო შარშან და წრეულს აგერ ათზე მეტი "ფირალი” მოჰკლეს გურიაში. მერე, იცით, ვინ არიან ეს ფირალები? ცოლშვილიანი კაცები, რომლებიც გუშინ მშვიდი მიწის მუშა იყვნენ, სახელმწიფო ბეგარას იხდიდნენ და თავის მოძმეებთან ცხოვრების მძიმე უღელს ეწეოდნენ. აი, ასეთი ადამიანი რაღაც უხილავი, უბედური გარემოების მიზეზით დღეს ტოვებს ცოლ-შვილს, იღებს ხელში თოფს და ნადირივით გარბის ტყეში, _ ფირალდება!”

ფირალებს, როგორც გარეულ ნადირსა და ცოფიან ძაღლებს ისე დასდევდნენ. მათი მადევრები, უმეტესწილად, სხვა კუთხიდან მივლინებულები ან ჩინმედლებს გამოკიდებული ჩინოვნიკები იყვნენ, რომლებიც არანაირ ანგარიშს არ უწევდნენ ადგილობრივ პირობებს, მთავარია, არ იცნობდნენ ხალხს, მათ წეს-ჩვეულებებს და არც უნდოდათ, რომ გასცნობოდნენ. მათთვის მთელი გურია ეს ფირალებით დასახლებული ქვეყანა იყო, რომლის წამალი მხოლოდ ტყვიაა.  ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ნინოშვილის მიერ ნახსენებ ნიკოლოზ მეხუზლაზე.
ნიკოლოზ მეხუზლა (ზოგიერთ წყაროში მოხუზლა) ოზურგეთის მახლობლად, სოფ. გურიანთაში, ღარიბი ყმა-გლეხის ოჯახში დაიბადა, დაახლოებით, 1855-56 წლებში. ფიზიკურად მეხუზლა საშუალო ტანის, სქელი კაცი ყოფილა (თუმცა, ერთადერთ შემორჩენილ ფოტოზე, სადაც ფირალი სისონა დარჩიასთან ერთად არის გადაღებული, ის მსუქანი კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს). იცვამდა ჩაქურას და წუღა-მესტს, იხურავდა ყაბალახს, ატარებდა წვერს. იარაღად ხმარობდა ბერდენას, ორპირიან ფიშტოს და სატევარს.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ვაჭართან "პრიკაშიკად”, მანთაშევის ქარხანაში ბათუმში, შემდეგ მიატოვა სამუშაო და კონტრაბადისტობას მიჰყო ხელი. დადიოდა თურქეთში, "თათრული ლაპარაკი ძალიანი ისტავლა”. ერთხანს თურმე "კარტოჟნიკობას ვეჩვიე, ცოტ-ცოტა გიახელია”. კონტრაბანდისტობისთვის დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა და გვარი შეიცვალა: გახდა გუჯაბიძე. შემდეგ დაბრუნდა გურიაში და სოფლის საქმიანობაში ჩაება, მაგრამ ოჯახის სამყოფს მაინც ვერ შოულობდა.   აი, როგორ აღწერს ნიკოლოზ მეხუზლას გაფირალების მიზეზს მისი ძმა სიკო: ”...უწინ ყანაში დიდი ნადურობა იცოდენ, ერჯელ ნიკოლოზაი დაფაიჯეს ნადზე და უთხრეს: ნიკოლოზავ, ჩვენ დევიწყებთ და შენ გუუხმევო. გუუხმო ნიკოლოზამ... მერე, რუმ ისვენებდენ, ნიკოლოზამ დახედა თოხს და თქვა: ამის ნამუშიერმა რა უნდა მიქნასო, საპონს არ მიყიდისო. იგი, რუმ ჩივიან თოხი გეიქნია და გადააგდოვო, არაა მართალი. თოხი არ გადუუგდია, მარტო აგი თქვა და მერე ყანაში არც ჩასულა.” სხვა თანამედროვის თქმით კი: ”ჩევიდა ყანაში, შეხედა, მის თოხს, დაზომა, თოხი ერთი მტკაველი იყო, მერე ყანას შეხედა და თქვა: ამ ერთი ტკაველა თოხით ამხელა ყანა უნდა ვთოხნო და იგიც ჩემი არ იყოსო”. მეხუზლა ყანიდან გამოვიდა, თოფს ხელი დაავლო და ფირალად გავარდა.
მეხუზლასადმი მიძღვნილი ლექსიდან გამომდინარე ის ცილისწამების გამო მოხვდა ციხეში:  უბრალო ცილისწამებით ციხეც მიჩვენეს სამყოფათ. ოთხ წელიწათს ისთე მახჩვენ, სიკვტილს ვნატრობდი საოხათ. ქურდობა, რაზბონიკობა, იქ შევისტავლე სულ ოხრათ, რადგანც კატორღას მიწერდენ, ქე შევიქენი ფირალი;  სხვადასხვა ცნობების მიხედვით, ნიკოლოზ მეხუზლა ბათუმის ციხეში იჯდა ცნობილ ფირალთან, სისონა დარჩიასთან ერთად. იქიდან ის გადაიყვანეს ოზურგეთში, შემდეგ კი ქუთაისის ციხეში, სადაც მეხუზლამ წელიწადნახევარი დაჰყო, მაგრამ 1888 წლის თებერვალ-მარტში ის ციხიდან გამოიქცა.  პოლიცია მას თავს არ ანებებდა და ბოლოს მოინადირა კიდევაც. "წუხელ. ღამის 9 საათზე, შემდეგი დეპეშა მივიღეთ ოზურგეთიდგან: "დღეს ნაშუადღევის პირველ საათზე, სოფელ უჩხუბში პოლიციამ მოჰკლა გავარდნილი ყაჩაღები დათუნაიშვილი და მეხუზლა, რომელთაც თავისის მხრით, მოჰკლეს ოთხი და დასჭრეს ორი კაცი მდევართაგანი” (ივერია, 1892 წ. #10 ).
ივერია შემდეგ ნომერში თემას აგრძელებდა: ”15 ამ თვისას (იანვარს), დილით, პოლიციის ბოქაულის თანაშემწე მგელაძე და აქაურის დრუჟინის აფიცერი ბ-ნი გარდაფხაძე რამდენსამე ჯარისკაცით გავიდნენ ოზურგეთიდგან, პირველი მათგანი წავიდა სოფელ უჩხუბს (ბახვის საზოგადოებაშია) და მევორე მელექედურს (დვაბზუს საზოგადოება), სადაც ფირალთა მომხრეობაში შენიშნული სახლობა უნდა გაეჩხრიკათ. უჩხუბში ბ-ნი მგელაძე დათა მაუჭაძის სახლში სრულიად მოულოდნელად წააწყდება დათუნაიშვილს და მეხუზლას. ასტყდება სროლა... ორი ჯარისკაცი მოკვდება... თოფის ხმა ოზურგეთამდისაც სწვდება და ამასობაში იქაც მიდის ეს ამბავი... თოფისა და ღრიანცელის ხმა ბატონ გარდაფხაძესაც ესმის მელექედურში და ისიც თავის ჯარისკაცებით გაეჩქარება უჩხუბისაკენ, საიდანაც ოზურგეთში ჰგზავნიან კაცს ახალის რაზმისათვის... მეხუზლა გამოდის გარეთ და გარბის. ორი სოფლის კაცი კვდება მეხუზლას თოფით... ყაჩაღი შეამჩნევს ერთს მოხერხებულს ალაგს იქვე ღელეში და შეეფარება, მაგრამ თოფის სროლას მაინც არ სწყვეტს, ყოველის მხრით იგერიებს მდევართ. ბოლოს რამდენიმე თოფი მდევართა ზედიზედ მოხვდება და განუტევებს სულს. აქედგან მდევარნი გასწევენ მაუჭაძის სახლისკენ და აღმოჩნდება, რომ იქ დათუნაიშვილი დაურჩენიათ, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, გაქცევა დაუპირებია.  ...სათქმელი მხოლოდ ისაა, რომ თუ ეს ღრმა თოვლი არა, შესაძლებელი იყო ორივე ყაჩაღი ხელიდგან წასვლოდა პოლიციას...  სოფლელთაგან მოკლულნი არიან მენაბდე და შაფაქიძე, ორივე ცოლ-შვილისა და ოჯახის პატრონი კაცები. ამას გარდა, ორი აქაური დრუჟინის ჯარისკაცები გახდა უბედურების მსხვერპლად, ორი მძიმედ არის დაჭრილი და ერთი მსუბუქად .
სიკო მეხუზლას მოგონებიდან: ”სამი პრისთავი წევიდა მაგის მოკლაზე. მეხუზლა გარეთ გამუარდა. დვაბზუას გახვა. იქინეი მენაბდე მოკლა. მექვაბიშვილი იყო სტრაჟნიკი და კლავი მოსტეხა... დაჭრილი მექვაბიშვილი იხსენებდა: „მეხუზლამ დეიძახა: კაცის სიკვტილი არ მინდა და თავს ნუ შემომაკლავთო. მე პირველ გასროლაზე მომარტყა ტყვია კლავში და წამაქცია... მეხუზლასთან ტარიელა დათუნაიშვილი იყო, იგი იქინე მოკლეს... ამ ჩხუფში უფროსები იყვენ: გარდაფხაძე, ახოტნი კამანდის აფიცერი და დადიშქელიანი... ვოზურგეთის ნაჩანიკი...”
ამ ბრძოლის სხვა მოწმის სიტყვებით: ”მეხუზლა რუმ მოკლენ, მაშვინ იქინეი ვიყავი... მაუჭაძისას იყვენ თურმე იგი და ტარიელა დათუნაიშვილი. ტარიელაც მაგარი კაძახი იყო. ვოზურგეთიდან ჯარი ამევიდა. სოფლებიდან ხევისთავები იყვენ. შეიქნა სახში სროლა. ტარიელა სახში მოკლეს. მამასახნისათ ნამყოფი იყო ერთი ივანე შაფაქიძე. მამასახნისობიდან გაგდებული იყო და ადგილზე დაბრუნება უნდოდა და იფიქრა ახლა ვისახელეფ თავსო, ჩინს მომცემენო. მივარდა მეხუზლას ფილთა თოფით და დუუძახა: ბაწრით შეგკრავო, _ სოფლის კაცმა მომცილდით, ჯარმა მეჩხუბოსო, დეიძახა მეხუზლამ... არ დიეთხუა შაფაქიძემ, მაშვინ ესროლა მეხუზლამ და ჩააწვინა იქინეი. მიორე თოფით მენაბდე მოკლა...” გადმოცემის თანახმად, მეხუზლას დიდი თოვლის მიუხედავად ორი თუ სამი ვერსი გაიარა, მდინარეში ერთი მოხერხებული ადგილი შეარჩია და დიდი ხნის განმავლობაში იგერიებდა მტერს. ბოლოს, ტყვიები რომ გამოელია, თავისი ნებით გამოვიდა საფარიდან, მდევრებმა მას მაშინვე ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს. მეზუხლას ვაჟკაცობას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მის მდევრებზეც, რაც ლექსშიც გამოიხატა: პრისტავები იძახიან: ”ეი, ბოღუ, მალდეცა!”




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...