რას წერდნენ ლელობურთის შესახებ _ ძველი გაზეთებიდან

ისტორია

რას წერდნენ ლელობურთის შესახებ _ ძველი გაზეთებიდან

5 დეკ. 2018, 10:10:13

ლელობურთი რომ ყოველთვის პოპულარული სახალხო თამაში იყო დასავლეთ საქართველოში, ამას ძველი საგაზეთო სტატიებიც ამტკიცებს. აი, ზოგიერთი მათგანი: 

,კვალი” (1897): ,,მუდამ ხმა დადიოდა 1 მაისი ფოთელებისათვის მეტად შესამჩნევი დღე არისო... აქ ჯიბრობით ბურთაობა სცოდნიათ მეგრელებსა და გურულებს... ნაშუადღევს 4 საათზე ბურთი გაგორდა და ზედ მეგრელების შტვენა-კიჟინას საზღვარი არ ჰქონია. კაციან-ბურთიანად უეცრად უნდა მიეტანათ ლელოზე, მაგრამ შევარდენივით გამოუქროლეს ორმოციოდე გურულებმა... და ნახევარი საათის განმავლობაში ბურთი ლელოზე მიარბენინეს. გულდაწყვეტილი მეგრელები ერთმანეთს ებაასებოდნენ: ,,დევიღუპეთ კოჩი, გურულებმა მორჯგინესო”. 

ივერია, (1899)

,,წერილი ბათუმიდგან: კვირაცხოვლობას ჩვეულებრივი ბურთაობა გამართეს გურულებმა და მეგრელებმა კახაბერში, სადაც დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა, ზოგნი მოთამაშენი და ზოგნი კიდევ მაყურებელნი. დიდ უზარმაზარ ბურთს დაატარებდნენ სამი საათიდგან ხუთის ნახევრამდე და მაშინ გადასცეს ერთ კაცს, რომელმაც ეს ბურტი წაიღო და გადააგორა დანიშნულ ლელოს შუაგულზედ და თან დასძახა: ,,არიქა, ყმაწვილებო, ვაშა, ვაშაო, ლელო დასავლეთით მეგრელებისა და ხონელებისააო და აღმოსავლეთით გურულებისა, თათრებისა და სომხებისაო!” შეიქნა ყიჟინა, ვაშას ძახილი და ბურთი გააქანეს პირველად მეგრელებმა, და ის იყო ლელოსთან უნდა მიეტანათ, - ამ დროს გურულებმა იბრუნეს ბურთი თავიანთი ლელოსკენ, მაგრამ ბურთი ისევ მეგრელებმა და ხონელებმა გაიტაცეს. ამ დროს ბურთი გადავარდა პატარა მდინარეში, სადაც არშინის სიმაღლეზედ წყალი იუდგა. თქვენც არ მომიკვდეთ, წყალმა არც ერთი მხარე არ შეასინა. ჩაცვივდნენ შიგ; მთელი ერთი საათი ბურთი წყალში იყო; ბოლოს ისევ მეგრელებმა და ხონელებმა იგდეს ხელთ, გააქანეს თავიანთი ლელოსაკენ და მერე ზღვაში ჩააგდეს. თამაშმა მთელ სამს საათს გასტანა.

მოთამაშენი სიმღერითა, ცეკვითა და დამბაჩის სროლით დაბრუნდნენ სახლში” (ყარამან ნარაკიძე). 

,,ივერია”, (1899) ,,წერილი ფოთიდგან: ...ეს დღე პირველი მაისი იყო და ჩვეულებრივად ბურთი უნდა გავარდნილიყო. ამისთვის მობურთავე გურულები და მეგრელები ადრე შეიკრიბნენ, რომ დროზედ გასჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ბევრს მობურთავეს სათამასოდ გული ისე უთრთოდა, რომ არ იცოდა რა ექნა, ვიდრე ბურთი გავარდებოდა. რადგან მოთამაშე გურულებს ამ დღეს იღბლად გემი გაუჩნდათ დასატვირთავი, ამისთვის დროზედ საბურთაოდ ვერ გამოცხადდნენ და ბურთის გაგდებამ ცოტა არ იყოს დაიგვიანა. ამ დღისათვის გურულების მისახმარებლად ბ-ნმა მოსეშვილმა თავისს ,,არტელში” მომუშავე იმერლებს სადილი გაუმართა, გამოარჩია 70 მობურთავე და პარკში წაასხა. 5 ½ საათზედ გავარდა ბურთი. მობურთავე გურული მუშები ცოტანი იყვნენ, ასე რომ ბურთს გურულების მხრივ სამოც-და-ათი კაცი იმერელი აჩერებდა გმირულად. იმერელი მუშები შეებრძოლნენ მოწინააღმდგეთ და ყოჩაღად წაიღეს ბურთი ლელოსკენ. დაინახეს თუ არა ეს მეგრელებმა, შეუტიეს. მართალია, მერე გურული მუშებიც მოვიდნენ, მაგრამ, ხომ მოგეხსენებათ: ,,ძალა აღმართს ხნავსო!” რომ დაატყეს, საქმე ცუდად მიდის და მეგრელების სიმრავლით გვჭარბობენო, იმერლებმა ბურთი გასჭრეს და ლელოზედ მარტო ტყავი გაატანეს გამაჯვებულ მეგრელებს. შემდეგ გამარჯვებულმა მეგრელებმა დაამტვრიეს ხის ტოტები, ასწიეს მაღლა მობურთავე გმირი ბ. გაბელია და სიმღერით შემოატარეს პარკის გარშემო“ (ი. იანეთელი).




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • დღეს ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი გაიხსნა (R)დღეს, თბილისში, ვ. სანიკიძის სახელობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა განახლებული ჰოსპიტალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, ვლადიმერ იმნაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად გახსნა. პრემიერ-მინისტრმა, განახლებული ჰოსპიტლის შენობა თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს, გრიგოლ ლილუაშვილთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ, ვლადიმერ იმნაძესთან ერთად დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, სახელმწიფოს მოვალეობაა და ღვაწლმოსილი ვეტერანების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს ამბულატორიულ და სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრს დღის სტაციონარით, ვეტერანებს, ამიერიდან, ახალ მისამართზე, სპირიდონ კედიას ქ. N7-ში უსასყიდლოდ მოემსახურება. ჰოსპიტალი, გამოჩენილმა ქართველმა სამხედრო ექიმმა, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკმა, ვლადიმერ სანიკიძემ, 1978 წელს დააარსა. 2016 წელს, ჰოსპიტალი მართვაში გადმოეცა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. უწყებამ შეიმუშავა მისი რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმა, თუმცა, არსებულ, ამორტიზებულ შენობაში, რაიმე სახის განვითარებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. ჰოსპიტლისთვის საჭირო იყო ახალი შენობა, რომლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მდგომარეობამდე მიყვანა იქნებოდა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომა და სამაგალითო პარტნიორობა, რომელსაც უწყება ვეტერანების მიმართ იჩენს და რომელმაც კედიას ქუჩაზე არსებულ შენობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს 1500 კვ.მ -მდე ფართი გადასცა და 2018 წელს, ვეტერანთა ჰოსპიტლის განვითარების გეგმა ეტაპობრივად დაიწყო. სამედიცინო ტექნიკით და აპარატურით გადაიარაღების პროცესში, ჰოსპიტალს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ამერიკელი პარტნიორები. ჰოსპიტლის პერსონალი, ძირითადად, ოფიცრები არიან, მათი უმრავლესობა ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანია. მათ შორის არიან ის სამხედრო ექიმები, ექთნები, მედდები, რომლებიც ვეტერანების ჯანმრთელობას წლების განმავლობაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls