რატომ ესროლა კარდენახელმა გლეხმა თავის ბატონს

ისტორია

რატომ ესროლა კარდენახელმა გლეხმა თავის ბატონს

2018 აგვ 13 11:56:02

ყაჩაღობა და ქურდობა ყველა ქვეყანაში, რაგინდ ცივილიზებული არ უნდა ყოფილიყო ის, დიდ პრობლემად ითვლებოდა. გაზეთი ,,ივერია” ყაჩაღობის ფენომენის შესახებ წერდა: ,,არ არის არც ერთი განათლებული ერი, რომ თავის განვითარებაში ყაჩაღობის ხანა არ გაევლოს. ყაჩაღობა ბარომეტრია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს ორის ერთი-მეორის მოწინააღმდეგე ძალთა შორის ბრძოლის სიმწვავეს...” გამონაკლისი არც რუსეთის იმპერია და მაშინ მისი შემადგენელი ნაწილი, საქართველო შეადგენდა. გაზეთ ,,ცნობის ფურცელში” (1898, # 623) გამოქვეყნებული იყო წერილი სათაურით ,,ბრძოლა ყაჩაღობასთან”, რომლის მიხედვით, ტფილისის გუბერნატორი გამგზავრებულა ყარსის რკინიგზით სადახლომდე ბორჩალოს მაზრაში, სადაც ზომები უნდა მიეღო ,,ახლომახლო მაზრებში ყაჩაღობის მოსასპობად”. ყაჩაღობა არა მხოლოდ ,,ახლომახლო მაზრებში” იყო გავრცელებული, არამედ მთელ საქართველოს იყო მოდებული. 1878 წელს გაზეთმა ,,დროებამ” (1878, #189) ამ პრობლემისადმი მიძღვნილი სტატია სათაურით ,,ავაზაკობის შესამცირებლად” პირველ გვერდზე მოათავსა. სტატიიდან ნათლად ჩანს, რომ ყაჩაღობა არა მარტო პროვინციების, არამედ თვით დედაქალაქის უზარმაზარი პრობლემა ყოფილა: ,,ჩვენში ხდება ხშირად ავაზაკობა. ქურდობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის...”

ეს პრობლემა იმდენად აქტუალური იყო რომ, იქმნებოდა მხატვრული ნაწარმოებები. ერთ-ერთი ასეთი პირველი ნაწარმოები იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან" (1863), სადაც აღწერილია ბატონს გამოქცეული კაცის თავგადასავალი. ლექსის მთავარ გმირს თურმე რეალური პროტოტიპი ჰყავდა. პოეტის ნათესავის, კოტე აბხაზის თქმით: ,,კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში”. ერთხელაც მაშინ ახალგაზრდა პოეტ ილიას ეს ყაჩაღი ტყეში შეხვედრია, ერთად უქეიფიათ, ,,კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, ილია როდესაც ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით, დამაძინეთ, დამაძინეთო! მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო".

გაუხარაშვილის ყაჩაღად გავარდნა იმ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შედეგი იყო რაც გამეფებული იყო მაშინ რუსეთის იმპერიაში – ეს არის ბატონყმობა.

ბატონისა და ყმის ურთიერთობა საქართველოში დიდად არ განსხვავდებოდა სხვა ბატონყმური წყობილების ქვეყნისაგან, სოციალური ანტაგონიზმი ჩვენშიც ძლიერი იყო და კლასთა შორის ბრძოლა მწვავე ფორმებს იღებდა. საქართველოში ოდითგანვე ყმების გაყიდვა და მათი გადაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. `ბატონებს აქ თავის ქვეშევრდომების სიცოცხლესა და ქონებაზე განუზომელი უფლებები აქვთ, როგორც უნდათ ისე ექცევიან მათ. ართმევენ ცოლებს, ბავშვებს; ყიდიან ან სხვაგვარად ბატონობენ მათზე~. ასე აღწერს ფრანგი ჟან შარდენი XVII საუკუნის საქართველოს ბატონყმურ მდგომარეობას. ყმების გაყიდვა საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახლდათ, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, ვისაც კი არ ეზარებოდა: მეფეები, მთავრები, თავად-აზნაურები, გლეხები და თვით მღვდელმთავრებიც  თბილისის საროსკიპოები სავსე იყო გაყიდული ყმა გოგოებით, რომ არაფერი ვთქვათ აღმოსავლეთის ბაზრებზე, რომლებიც რეგულარულად ივსებოდა როგორც უცხოელი მოთარეშეების მიერ გატაცებული ადამიანებით, ისე ქართველების მიერ გაყიდული ყმებით. ცოცხალი საქონლით ქართველი მოვაჭრენი სარგებლის მოლოდინში არაფერს ერიდებოდნენ. იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის მოჰყავს ერთი ფაქტი, თუ როგორ შეიტყუა ოდიშის დიდებულმა ვინმე ჭილაძემ თორმეტი ქართველი მღვდელი, ბორკილები დაადო, თმა და წვერი გაპარსა და თურქებს მიჰყიდა. მსგავსი ფაქტების მოყვანა მრავლად შეიძლება. ტყვეთა გაყიდვის ამ აღმაშფოთებელ ტენდენციას წერტილი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ დაესვა.

მრავალმხრივ შევიწროებული გლეხები თავის გადასარჩენად და დასაცავად პროტესტისა და ბრძოლის სხვადასხვანაირ ფორმებს მიმართავდნენ, იქნებოდა ეს საჩივარი, საკუთარი მიწა-წყლიდან გაქცევა-გადასახლება (იყო შემთხვევები, როცა აუტანელი პირობების გამო ყმა გლეხები ოსმალეთში გარბოდნენ და ნებაყოფლობით ბარდებოდნენ ტყვეებად) თუ პროტესტის უკიდურესი ფორმა: კოლექტიური ან ინდვიდუალური ტერორი, რაც გამოიხატებოდა საყოველთაო აჯანყებაში, ბატონის ავლადიდების დაწვა-განადგურებასა და ბატონისა მოკვლაში. XVIII საუკუნის 40-80-იან წლებში კლასობრივი კონფრონტაცია გამწვავებულ ხასიათს იღებს, რაზეც მრავალი საბუთი და ხალხური გადმოცემა მეტყველებს. ერთი საბუთის მიხედვით ბატონ მაჭავარიანის ყმას გაქცევა ჰქონდა განზრახული. ბატონმა ეს გაიგო და მათ შორის ჩხუბი მოხდა, რაც მაჭავარიანის მკვლელობით დასრულდა. ხალხურმა მეხსიერებამ შემოინახა აგრეთვე ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლ ქალთა სახელები: მაია წყნეთელი, თინა წავკისელი, თამარ ვაშლოვნელი... XIX საუკუნეშიც ბატონისა და ყმის კონფრონტაციის მრავალი შემთხვევაა აღწერილი: 1810 წელს ყმა გლეხმა ხანჯლით აკუწა თავისი ბატონი, მეფე გიორგის მდივანბეგი ზაალ ბარათაშვილი, პაპა და სეხნია არსენა ოძელაშვილის ბატონისა. გლეხები უკიდურეს შემთხვევაში იღებდნენ ხელში იარაღს და საკუთარ მწვალებლებს ხოცავდნენ. ასე მოხდა 1830-იან წლებში, როცა გლეხებმა თავადი რევაზ ერისთავი ქალის გაუპატიურებისა და სხვა ცოდვების გამო ნაჭერ-ნაჭერ აკუწეს, ხეზე ჩამოკდეს, ასო მოაჭრეს და პირში ჩაუდეს. გვამი სამ დღე-ღამეს ეკიდა თურმე ხეზე. ასეთივე ბედი ეწია თავად ამილახვარს, რომელიც დაქირავებული ოსის ხელით შუაზე გადაჭრეს, მასაც მოჭრილი ასო პირში ჩაუდეს, ხოლო მთელი ავლადიდება თან წაიღეს.. 1833 წელს სამმა ძმამ ბოლქვაძეებმა მოკლეს ვინმე ჟღენტი იმის გამო, რომ მას სურდა თავისი ქალიშვილისათვის მზითვად გაეტანებინა მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილის ვაჟი. ბატონის მკვლელობის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გლეხები ან თურქეთში გადადიოდნენ ან თბილისში იპარებოდნენ, ხოლო ქართლელები და კახელები იმერეთსა და გურიაში გადადიოდნენ, იცვლიდნენ სახელ-გვარს, მაგრამ მებატონეები თავს არ ანებებდნენ და მათ დევნიდნენ.




 ახალი ამბები
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • ზუგდიდში ტაძარი გაქურდესზუგდიდში ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისშობლის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია "ფეისბუქის"ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია ჯვარი, ხატი და საცეცხლური. მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც "გურია ნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...