რატომ გააგზავნეს ქუთაისიდან თბილისში ხასანბეგი თავდგირიძის მოკვეთილი თავი

ისტორია

რატომ გააგზავნეს ქუთაისიდან თბილისში ხასანბეგი თავდგირიძის მოკვეთილი თავი

2019 იან 29 15:24:15

ქობულეთის ბეგი თავდგირიძე ვერასოდეს ურიგდებოდა რუსეთის გაბატონებას საქართველოში და ყველა ხერხს ხმარობდა მათ წინააღმდეგ, რათა რუსები განედევნა გურიიდან. გადმოცემით, მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა გურულ გლეხობასთან – სარწმუნოებრივი განსხვავება მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა. იგი თურმე შესანიშნავი მცოდნე და შემსრულებელი ყოფილა ქართული ხალხური სიმღერებისა. ჰასან ბეგი ყოფილა საოცრად მომლხენი და განსაკუთრებით გურული სიმღერების მოყვარული კაცი. ხშირად ფარულად გადმოდიოდა ხოლმე გურიაში, რათა იქაურ მომღერლებთან ერთად გაეტარებინა დრო, ექეიფა და ემღერა. 1841 წლის გურიის ჯანყის დროს ის გურულების მხარეზე დადგა, საიდუმლო მიმოწერას აწარმოებდა და რამდენჯერმე გურიაშიც იყო ჩასული. თურმე თავდგირიძესთან არალეგალურად გურულებიც გადადიოდნენ, თავდგირიძე უმასპინძლდებოდა მათ, ტყვია-წამლით ამარაგებდა და ცოცხალი ძალით დახმარებასაც ჰპირდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, მისი გეგმები ჩაიშალა - რუსული ადმინისტრაციის ზეწოლის შედეგად მან გურია დატოვა.

რუსების წინააღმდეგ გამოსვლის მეორე შანსი თავდგირიძეს ყირიმის ომმა (1853-56) მისცა. ამის გამო ოსმალეთის ქვეშევდრომობაში მყოფ ქართველ თავდგირიძეს ბევრმა მოღალატეობა დასწამა. ომის დაწყების შემდეგ, თავდგირიძემ გურულებს რუსეთთან კავშირის გაწყვეტა და თურქეთის მხარეს ბრძოლა შესთავაზა, რაზედაც გურულებისგან მტკიცე უარი მიიღო. ჰასან ბეგ თავდგირიძე 12 000-იანი ჯარით, რომელშიც ძირითადად ბაშიბუზუკები  იყვნენ, გურიას შემოესია. სოფელ ნიგოითთან ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა ნიკოლოზ ერისთავი ორი ბატალიონით და ოთხი ქვემეხით. მან გაიგო თურქთა შემოსვლის შესახებ, არ დაელოდა დამხმარე ძალას და თავად დაიძრა შესახვედრად. ნიგოითში დატოვა ბანაკი და აღალი ორი ასეულით. 27 მაისს განთიადზე ერისთავი ლანჩხუთის ტყეში თავს დაესხა თურქებს. მან იცოდა, რომ კაჟიანი თოფებით შეიარაღებული ჯარით შორსმსროლელი შაშხანებით შეიარაღებულ მტერთან უეჭველად წააგებდა და ჯარი ხელჩართულ ბრძოლაზე გადაიყვანა. მტერმა ვერ გაუძლო შეტევას და უკან დახევა დაიწყო, მას ერისთავი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. მტრის დევნაში გართულ ჯარს თავდგირიძე რაზმთან ერთად ხელიდან გაუსხლტა, ზურგიდან შემოუარა ერისთავის რაზმს და ბანაკს დაეცა. ერისთავი დროზე მიუხვდა მტრის ფანდს და სასწრაფოდ გაეშურა დატოვებული ბანაკის დასახმარებლად.

ქართველებმა თავდგირიძის ჯარი ლანჩხუთისკენ გამოდევნეს და ამჟამინდელი სოფელ შუხუთის ცენტრში ე.წ. ,,ცაცხვებთან” მოხდა ამ ბრძოლის მთავარი შეტაკება, რომელიც ისტორიაში ,,შუხუთფერდთან” ბრძოლით არის ცნობილი. ამ ბრძოლაში დაიღუპა ჰასან-ბეგ თავდგირიძე - გურულმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი დაკვრით მას გააგდებინა თავი და ახალციხე-გურიის რაზმების უფროსს გენერალ ივანე ანდრონიკაშილს მიართვა. ,,ქუთაისს მოიტანეს და მთელ ქალაქს აჩვენეს წაკვეთილი თავი ხასან ბეგ თავდგირიძის, - იგონებდა ნიკო ნიკოლაძე, - რომლის დამარცხება და მოკვლა იმოდენად სასახელო საქმეთ მიაჩნდათ, რომ მისი გაფითრებული თავი ქუთაისიდან დიდი ამბით ტფილისს გაგზავნეს ხალხის საჩვენებლად”.

დაღუპული ჰასან-ბეგ თავდგირიძე მისმა ბიძაშვილმა და მოწინააღმდეგემ ყარამან თავდგირიძემ და გურულებმა დიდი პატივით დაასაფლავეს (გადმოცემით, შუხუთში ხსენებული ,,ცაცხვების” ქვეშ თავდგირიძის დაღუპული 500-მდე მეომარი მარხია), ხოლო ხალხმა ქართული ფოლკლორის უბრწყინვალესი ნიმუში შექმნა ,,ხასანბეგურას” სახით. სიმღერას ეს სახელი ჰასან ბეგ თავდგირიძეს საპატივსაცემოდ დაარქვეს. აქვე დავძენთ, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს სიმღერა გაცილებით ადრეა შექმნილი. ეგნატე ნინოშვილის მიხედვით, გურიის 1841 წლის ჯანყის დროს ,,ამ ბეგის შეთხზული სიმღერა ჰასან-ბეგურიც კი მაშინათვე გადმოიღეს და გახდა გურიაში პირველ საამურ სახალხო სიმღერად”. ნიკო ბერძენიშვილი კი მის შექმნას უფრო ადრინდელ პერიოდს აკუთვნებს.

ასეა თუ ისე, სიმღერა ხალხმა მაშინვე აიტაცა. როგორც ამბობენ, ის პირველად ლანჩხუთლებმა იმღერეს. სულ ხასანბეგურას 19 ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთის ტექსტი ასეთია:

,,ჰასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან მეტი,

თათრის ფაშობა იშონა სულ მთლად დეივიწყა ღმერთი,

შეკვეთილში შემევიდა, იძახოდა ოლან გეთი.

გზას ვიყავით მილიცია, რუსის ჯარი მეტად ცოტა,

ცხრა ათასი თათრის ჯარი წინ შემოგვხვდა, გვებოროტა.

ლანჩხუთში რომ შემევიდა, ბრძოლა მოხდა შუხუთფერდთან

გეიქცნენ და ჩეირიენ, მფრინავები ეიშალა,

ცხრა ათასი თათრის ჯარში ხუთასმა ძლივს გაამშრალა.

ჩემი ძმაი ჰასან ფაშა თავმოჭრილი დევინახე,

რადგან ძმაი იყო ჩემი, ვაიმეო დევიძახე,

ბოლოს მაინც მე დავმარხე”.

სწორედ ამ ლეგენდარული ცაცხვების ქვეშ, სადაც მოხდა ბრძოლა, ყოველ აღდგომა დღეს იმართება ლელობურთის თამაში.




 ახალი ამბები
  • სამჯერ ჩავარდნილი პურის ტენდერი„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო დროს  ა.(ა).ი.პ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა სამჯერ გამოაცხადა ტენდერი პურის შესყიდვაზე და მიწოდებაზე საბავშვო ბაღებისთვის. როგორც ცენტრში გვითხრეს, 2019 წლიდან დღემდე პურზე გამოცხადებულ ტენდერში არცერთი ინდმეწარმე არ იღებს მონაწილეობას. ჩვენს კითხვას, თუ რატომ არ შედგა პურის ტენდერები - ა.(ა).ი.პ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ უპასუხა: „მიზეზი ჩვენთვის უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააღმზრდელო ცენტრის მიერ გამოცხადებული პურის შესყიდვის ტენდერში, შესასყიდი პურის ფასი რეალურია, რომელიც განისაზღვრა ფასთა მოკვლევის საფუძველზე. ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის გზა არის ის, რომ მივმართავთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით,  ხელშეკრულების გაფორმებამდე დაგვრთოს ნება პური შევისყიდოთ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შესყიდვა ხორციელდება აღნიშნული ნებართვის მიღების საფუძველზე, ტენდერში გათვალისწინებული ფასის შესაბამისად. (პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელექტრონული ტენდერების გამოცხადება),“_ აღნიშნა  ჩვენთან საუბრის დროს მაკა ჭყონიამ. „გურია ნიუსი“ ასევე დაუკავშირდა შპს „ვასაძის პურის“ დირექტორს, ბიძინა ვასაძეს. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ იღებს ტენდერში მონაწილეობას ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია - ბიძინა ვასაძემ გვიპასუხა: „წლების წინ ქალაქის ბაღებს ვაწვდიდით პურს, ტენდერში გამარჯვებული ვიყავით. ახლა კი სოფელში და ქალაქში არსებული ბაღებში პურის შეტანის საშუალება არ გვაქვს. მოგეხსენებათ ამისთვის საჭიროა მანქანები, რომ დროულად მოხდეს ყოველდღე პურის შეტანა ბაღებში, “_  გვითხრა ბიძინა ვასაძემ. პურის შეტანაზე და მიწოდებაზე ა.(ა).ი.პ.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ტენდერს უახლოეს პერიოდში ისევ გამოაცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 48 412 ლარი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, აირან გაყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ... ...
  • სოფელ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულიასოფელ ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. როგორც "კურიერს" ადგილზე განუცხადეს, მამაკაცი სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე დახვდა. მკვლელობა ჭოპორტში დღეს დილით მოხდა, 40 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ოჯახის წევრები დედა და და მოკლა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, და კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას. მეზობლები მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს კონფლიქტურ პიროვნებად არ ახასიათებენ. მათი თქმით, ლაშა ქიმბარაშვილი სახლში დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა "ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის 2 ან მეტი წევრის განზრახ მკვლელობას ... ...
  • „საქართველოს ფოსტამ“ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალა„საქართველოს ფოსტამ“ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის ქვეყნის გარეთ გაგზავნა აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდსა და „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ... ...
  • ირმა ნადირაშვილი: "ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს""ხელისუფლება ძალიან ცუდად დაამთავრებს ასეთი ქმედებების გამო. ეს არის წახალისება ძალადობისკენ, ეს ქმნის ზოგადად ძალადობრივ ფონს მთელ საზოგადოებაში და შემდეგ ეს გამოიხატება კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაში. ჩვენ შორს ვართ იმისგან, რომ პასუხს აგებს ვინმე წუხანდელი თავდასხმის გამო, მაგრამ აუცილებლად, პასუხისგება ყველა ასეთ ქმედებას მოყვება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში,“_ აღნიშნული განცხადება გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრმა,  ირმა ნადირაშვილმა ზვიად  კუპრავაზე მომხდარი თავდასხმის შეფასებისას. ზვიად კუპრავას გუშინ საღამოს საკუთარ სახლთან დაესხნენ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...