რატომ იკრიბებოდნენ გურულები ოზურგეთის ძველი ეკლესიის ეზოში

ისტორია

რატომ იკრიბებოდნენ გურულები ოზურგეთის ძველი ეკლესიის ეზოში

2017 ოქტ 26 15:32:05

900-იანი წლების დასაწყისში  გურული აჯანყებულები მიტინგებს დღისით-მზისით ატარებდნენ და ხალხს მიტინგსა და შეკრებებზე საეკლესიო ზარების რეკვით აგებინებდნენ. აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის წინ ხალხის მზადყოფნის შესამოწმებლად მიტინგი იმართებოდა. ხალხისათვის გადაწყვეტილების გაცნობა ხდებოდა საკმაოდ ოფიციალურად, მაგრამ ეჭვმიუტანელ ადგილზე - ოზურგეთის ძველი, ისტორიული ეკლესიის ეზოში.

გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილე, გერმანელი თადარიგის ოფიცერი, ვინმე ედუარდ იუონი წერდა: ,,ვინ მიიტანდა ეჭვს ღვთისმსახურებიდან გამოსულ ხალხზე, რომელიც კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში ეკლესიის წინ, მოედანზე ჩრდილში სეირნობდა და მუსაიფობდა. ენის უცოდინარი ამ თავყრილობებში ვერაფერს დაინახავდა საეჭვოს, ისე შეუმჩნევლად კეთდებოდა ეს ყოველივე. და გვიანღა მიხვდნენ (აბა, ამას ვინ იფიქრებდა!), რომ სწორედ ოზურგეთის ძველი ეკლესიის ეზოში გურიის რევოლუციისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ლამის საჯაროდ ქვეყნდებოდა.”

უნდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად რევოლუციონერები რელიგიას, როგორც წესი არ ეხებოდნენ, პირიქით ,,სოციალიზმს ქრისტეს მოძღვრებითაც ამართლებდნენ და ცდილობდნენ, დაესაბუთებინათ, რომ ხუცებმა გადაამახინჯეს ქრისტიანიზმი - რომელიც უარყოფს რელიგიის მსახურთა მიერ სასყიდლის მიღებას და სხვა.” მაგრამ სულ ცოტა ხანში რელიგიის მსახურთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოცხადდა: 1905 წლის რევოლუციური გამოსვლების დროს, გურიის კომიტეტის ბრძანებით, ურჩ და შავრაზმელ მღვდლებს, რომლებიც გააფთრებით ებრძოდნენ ახალ (მარქსისტულ) მოძრაობას, ძალით კრეჭდნენ და კლავდნენ.

ჩემი ვარაუდით, ასეთ დამოკიდებულებას ღვთის მსახურთა მიმართ თავისი წინაპირობა ჰქონდა – მეფის ხელისუფლება ხალხის სამართავად და დასაშოშმინებლად მარტო მათრახს და ხიშტს ვერ გამოიყენებდა, მათ სხვა მძლავრი იარაღიც სჭირდებოდათ, ამიტომ გვერდით დაიყენეს ეკლესია და მათი საშუალებით მართავდნენ მოსახლეობას. გლეხების დამოკიდებულება მღვდლების მიმართ ჯერ კიდევ ბატონყმობის დროს შექმნილ ხალხურ ლექსშია გამოთქმული:

ხუცები დამჩიჩინებენ, შენ რად გინდა ქონებაო, რაც იშონო, ჩვენ მოგვეცი, შენ მიიღე ცხონებაო.

ქართველ მღვდლებს, რომელთაც მოსახლეობის ნდობა ჰქონდათ მოპოვებული, ატოვებინებდნენ საქართველოს და რუსეთის სხვადასხვა ეპარქიებში გადაჰყავდათ. ასეთი ქმედებები მართლმადიდებელ ქართველებში იწვევდა პროტესტის გრძნობას და უნდობლობას, ამის გამო მოსახლეობა თანდათან განერიდა ეკლესიას, ხალხს აღარ სჯეროდა ეკლესიისა და მისი მსახურებისა, მით უმეტეს მათი რუსი ბატონებისა, რომლებიც სხვა უამრავ გადასახადებთან ერთად საეკლესიო გადასახადებით უღმერთოდ ყვლეფდნენ ხალხს. ,,კაცი რომ მოკვდება, პანაშვიდი და რაღაც სალოცავები უნდაო, გვეუბნებიან ხუცები, ისე არ ცხონდებაო, და ტყავს გვაძრობენ... ხუცები შეუბრალებელნი არიან. მივალთ, შევეხვეწებით, მოგვითმინეთ, ვიშოვნით და გადაგიხდით ფულსათქო. არაო, გვიპასუხებენ: ეგ ჩვენი საქმე არ არის. პოლიციაზე გვაქვს გადაცემულიო... მოკვდება ვინმე ღარიბი და მღვდელი წესს არ აუგებს, თუ პატრონი არ წავიდა, ფული არ ისესხა და არ გადაიხადა საწირავი.»

აღსანიშნავია, რომ მარქსისტულმა იდეებმა სამღვდელოებაშიც კი შეაღწია. ანაფორაში ყოფნით დიდ სარგებლობას ვუწევდი არალეგარულ მომუშავეთო, - წერდა ავტობიოგრაფიაში ვინმე ბარნაბა მახარაძე, რადგან ადმინისტრაცია ვერ შეიტანდა ეჭვს რომ მღვდელი რევოლუციონერებს ეხმარებოდა. მღვდელი გიორგი ერქომაიშვილი ტერორისტებს იარაღით ამარაგებდა: ,,ერთხელ მან მოგვიტანა თოფი და ფალასკა წელზე შემორტყმული. ჩვენ სიცილი დავუწყეთ. მღვდელი ხარ თუ ყაჩაღიო,” – ყვებოდა ცნობილი ფირალისა და ტერორისტის მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმა აპოლონი. მღვდელი დიომიდე შილაკაძე დღისით წირავდა, ღამით კი კომიტეტის დავალებებს ასრულებდა. ,,კალანდარიშვილები, დიომიდე შილაკაძე, ლადიმე ერქომაიშვილი და სხვა ამხანაგები... ტერორისტულ აქტიობს ასრულებდნენ მელქისთან (მელქისედეკ გუნთაიშვილი –ი.მ.) ერთად... დიომიდე შილაკაძე მართალია რომ მღვდელი იყო, მაგრამ როდესაც დაიწყო ძველი მეფის ჩამოგდებაზედ პოლიტიკური მუშაობა დიომიდემ... მღვდლის ფორმა გაიძრო და ღობეზედ მიაკიდა. იბრძოდა მხოლოთ რომე ჩაგრული ხალხის განთავისუფლებაზედ...” წერდა აპოლონ გუნთაიშვილი საკუთარ დღიურებში. შილაკაძემ მოიხსნა მღვდლის წოდება და მთლიანად რევოლუციურ საქმეებში ჩაერთო. ის ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის ერთ-ერთი მეთვალყურე გახდა, იყო შემოქმედის რაიონში განლაგებული სკოლების მდივანი და მონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნების წესების შემუშავებაში. მიტინგებსა და კრებებზე გამოსვლისას ის ხალხს მოუწოდებდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისაკენ. შილაკაძე ყოველ გამოსვლას ასეთი სიტყვებით ამთავრებდა - რესპუბლიკავ, თავს გავსწირავ შენი გულისთვის!

ის, რასაც წლების მანძილზე მეფის რუსეთი ცდილობდა, გაეკეთებინა ქართული ეკლესიის მიმართ, აღმატებულ ხარისხში განახორციელეს ქართველმა კომუნისტებმა რუსი მენტორების დახმარებით. ეს იყო ნამდვილი ბარბაროსული შეტევა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიულად ქართველი ადამიანისთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სალოცავი ადგილი. წმინდა შენობებს ანგრევდნენ, მათ სოფლის კლუბებად, საწყობებად და თავლებად აქცევდნენ. მხოლოდ 1922-23 წლებში საქართველოში 1500 ეკლესია დაანგრიეს. ერთ ღამეს გურიაში თავს დაესხნენ მღვდლებს და ყველანი გაკრიჭეს, ზოგიერთი სიცოცხლესაც გამოასალმეს.

გასაბჭოების შემდეგ გურიაში ბევრი მოქმედი ეკლესია იყო დანგრეული, ბოლშევიკები თავს იმით იმართლებდნენ _ გურულებს ღმერთის არა სწამთო. გურულები კი მორწმუნენი იყვნენ, რომლებიც ხატზე იფიცებოდნენ. ,,გურულს ,,მონათლულობით,” ე. ი. ქრისტიანობით თავი მოსწონდაო,” აღნიშნავდა აპოლონ წულაძე. ამასვე ადასტურებს კომუნისტი კლარა ცეტკინი, რომელიც გურიაში ანტისაბჭოთა აჯანყების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ანტისაეკლესიო პოლიტიკას ასახელებს. ცნობისათვის: 1917 წელს ქართულ ეკლესიას 1527 ბერი და 1700 მღვდელი ჰყავდა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე წლებში მათი რიცხვი 100-მდე დავიდა...

წყარო: ,,გურიის რესპუბლიკა».

 




 ახალი ამბები
  • ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის  მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.   როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან  07:00 საათამდე გადაიკეტება.  სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • სამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინასამტრედიელმა ლუკა ტუღუშმა ბაქოში საქართველო წარადგინა. 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის  ,,ეკონომიკის განვითარება სამტრედიაში" გამარჯვებული სამტრედიის ,,სკოლა-ცოდნის" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ლუკა 400 მოზარდთა შორის ერთ-ერთია,  რომელიც 2020 წლის 24-26 იანვრის პერიოდში ბაქოს სტუმრობდა. ახალგაზრდების საქართველოდან გამგზავრება უზრუნველყო ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ". ,,გურია ნიუსს" ლუკა ტუღუშმა ბაქოში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა: ,,პროექტის ,,გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რეგიონი" ფარგლებში მოვინახულეთ  ბაქო.  გავიცანით საქართველოს მეზობელი სახელმწიფოსა დასტრატეგიული პარტნიორის კულტურა. 26 იანვარს მოვაწყვეთ ფართომასშტაბიანი საღამო- ,,ქართული დღეები აზერბაიჯანში". მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე და საელჩოს თანამშრომლები. მოგვესალმა ელჩი, რომელმაც თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებები გვისურვა საქართველოდან ჩასულ ახალგაზრდებს. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, სადაც მე, როგორც ,,იქს ფაქტორელმა" შევასრულე სიმღერა და ქართული ცეკვით ჩემი ქვეყანა აზერბაიჯანში წარვადგინე",_გვითხრა ლუკა ... ...
  • მიწას, რომლით სარგებლობაც ოზურგეთის ბაზრის ყოფილ დირექტორს სურს, მოდავე გამოუჩნდადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ  განხილულ საკითხს, რომელიც  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული,  გურიის ქუჩაზე  (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის  უფლებით  გადაცემაზე, ოზურგეთის მერიისთვის თანხმობის  მიცემას შეეხებოდა, სადავო გახდა. ბიუროს სხდომაზე გამოცხადდნენ ქალბატონები, რომლებმაც   თქვეს, რომ მათაც აქვთ სურვილი, ეს მიწა და შენობა  სარგებლობის უფლებით აიღონ. _ათი წელია, იქ ვმუშაობთ. ჯერ ერთი, გვეგონა, რომ უკვე გაყიდული იყო, რადგან ყოველ თვეში დიდძალ თანხას ვიხდით, სამას ლარს.  უნარშეზღუდული შვილიშვილი მყავს. კი ვიცი, რომ სულ ფულიანს აქვს უპირატესობა, მაგრამ ცოტა გლეხებსაც მოგვხედეთ, _ ტირილით განაცხადა ქალბატონმა ჟუჟუნა ხელაძემ. _მოქალაქე, რომელმაც წარმოადგინა განცხადება, რომ ეს ადგილი სარგებლობის უფლებით გადასცენ, ჰქონდა ამის უფლება, თუმცა, საკრებულომ კარგად რომ შეასრულა თავისი მოვალეობა და გასაჯაროებულია ეს, ამ სხდომაზეც ამიტომ იმყოფებით. ჩვენ საჯაროობას უზრუნველვყოფთ, _ მიმართა ქალბატონებს დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. _ფულს ვის უხდიდით? _ შეეკითხა  ქალბატონ ჟუჟუნას დეპუტატი ეროდი გორდელაძე. _ბაზრის დირექციას, _ იყო პასუხი. ოზურგეთის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა,  ნანა სიხარულიძემ განაცხადა, რომ იქ მისი შვილიც მუშაობს და ანალოგიური სურვილი აქვს, რომ თავადაც სარგებლობის უფლებით მოიხმარონ. ბიუროს წევრებმა გამოთქვეს თვალსაზრისი და ქალბატონებს რჩევის სახით განუმარტეს, რომ კარგი იქნება, თუ ორივე მხარე მოილაპარაკებს და შეთანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აუქციონის წესით მოხდეს  გასხვისება და სულ სხვამ შეიძინოს. საკმაო მსჯელობის შემდეგ,  ბიუროს სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხი  განიხილონ  5 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დაიბარეს ქალბატონებიც, რომლებიც ასევე ითხოვენ აღნიშნული მიწის სარგებლობის უფლებით  გადაცემას და მერიას განცხადებითაც მიმართეს. „გურია ნიუსი“   დაინტერესდა და ბიუროს სხდომის შემდეგ გავარკვიეთ, ვინ იყო კონკრეტული პირი, ვისაც ამ მიწის დამასზე მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით აღება სურს. _ეს პიროვნება, გვარად შალამბერიძე, ოზურგეთის აგრარული ბაზრის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორია. სწორდ ასეთ პოზიციაზე ნამყოფი ადამიანები ფლობენ იმ საჭირო ინფორმაციას, რომელზეც წვდომა არ აქვს, ვთქვათ, ქალბატონ ჟუჟუნა ხელაძეს და მის მეგობრებს, რომლებიც იქ დღემდე ვაჭრობენ, თვეში სამას ს ლარს იხდიან და  მიწაც და შენობაც   აქამდე  გაყიდული თუ ბაზრის დირექციის საკუთრება ეგონათ, _ გვითხრა ... ...
  • კახა კუჭავა: მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა“დღეს იქნება ძალიან მნიშნელოვანი დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, არამხოლოდ ჩვენ და უკრაინის დელეგაცია, ბევრი სხვაც ცდილობს, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა არ მოხდეს. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ კუთხით საბჭო იყოს პრინციპული და მიიღოს ეს გადაწყვეტილება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. კახა კუჭავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის მიზეზი ბევრია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ყველანაირი შეთანხმების თუ საერთაშორისო ნორმების დარღვევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, ყირიმის ანექსია და იმ ნორმების და წესების დარღვევა, რომელიც ევროპის საბჭოში მოქმედებს. „ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის, რადგან დადგა საკითხი რუსეთის უფლებამოსილების არცნობის არა მხოლოდ შინაარსობრივ ნაწილში, არამედ პროცედურულ ნაწილშიც. მთავარია დებატებში დავარწმუნოთ საბჭოს უმრავლესობა, რომ მათ მხარი დაგვიჭირონ და არ მოხდეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა. სამწუხაროდ, ყველა საბჭოს წევრი ქვეყანა არ იზიარებს ამ პოზიციას და იქნება ძალიან საინტერესო დებატები ამ კუთხით, რომ გადავარწმუნოთ სხვები, თუმცა, ფაქტი არის, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც ადარდებს საბჭოს ძალიან დიდ ნაწილს და ჩვენ ამ კუთხით ვიქნებით ძალიან პრინციპულები. დღეს იქნება, ხვალ თუ ნებისმიერ სხვა დღეს, ყოველთვის ვიქნებით იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება იფუნქციონიროს იმ ორგანოში, სადაც მისი ადგილი არ არის. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად არაეთიკურად და ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით იქცევა არა მხოლოდ ამ უწყების, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც",-განაცხადა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ... ...
  • დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდებადედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჩატარებული აუქციონის პირობების თანახმად, ჯამში, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს. კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ ერთი წლის შემდეგ დამტენებით სარგებლობა ფასიანი გახდება. „ჩვენ შევქმენით სპეციალური ვებპლატფორმა - WWW.CHARGERS.TBILISI.GOV.GE, სადაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, რეგისტრაცია გაიარონ. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 118 მოთხოვნაა დაფიქსირებული. კონკრეტულ ადგილებზე უკვე დამონტაჟებულია 28 დამტენი, ასევე, 12 -ის მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის შემდეგ, დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება. ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც აუქციონს გამოვაცხადებთ და გამარჯვებული კომპანია გვეყოლება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს აქტიურობისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, პრიორიტეტი იმ ადგილს ენიჭება, სადაც  მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა მეტია.        ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

როგორ შევაყვაროთ თავი სასურველ მამაკაცს

როცა მის მხარზე გეძინებათ -...

ყველაზე გავრცელებული ადამიანური შეცდომები

ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა. გზის...

როგორ დავიცვათ ბავშვის უსაფრთხოება

ესაუბრეთ ბავშვებს მათთვის არაკომფორტულ განცდებზე...

საშიში პროდუქტები ბავშვებისთვის

კანფეტები, განსაკუთრებით – მკვეთრი ფერების,...

იაპონელი ქალების სილამაზის საიდუმლო

იაპონელი ქალები დარწმუნებულები არიან, რომ...

მსმელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ...