რატომ უკრძალავდნენ ქმრები ცოლებს ტრამვაით მგზავრობას

ისტორია

რატომ უკრძალავდნენ ქმრები ცოლებს ტრამვაით მგზავრობას

2018 აგვ 23 12:52:50

...

1883 წლიდან თბილისში ამუშავდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ცხენის ტრამვაი, იგივე კონკა. 1904 წელს ის ჩაანაცვლა ელექტროტრამვაიმ. უნდა გენახათ ქალაქში უცხენო ტრამვაის გამოჩენამ რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრს ეშინოდა შიგ ჩაჯდომისა, ბევრი დარწმუნებული იყო, ტრამვაის ოთხ თვალზე ოთხი ეშმაკი ზის და ისინი ატრიალებენ ამ თვლებსაო. იმასაც ამბობდნენ, ხიდზე გასვლის დროს, ეშმაკების ხიდს ჩატეხავენ და ტრამვაიში მყოფ ხალხს დახრჩობა არ ასცდებაო. ამის შიშით, ხიდთან მგზავრები ტრამვაიდან ჩამოდიოდნენ ხიდის მეორე ნაპირზე ფეხით გადადიოდნენ, შემდეგ კი ისევ ტრამვაიში სხდებოდნენ. ზოგიერთები ტრამვაით მგზავრობის მოყვარულ ქალების დასაცინად დუღაბა ვასუას მოგონილ ლექსს იძახდნენ:

მარგალიტი ძვირია,

ლეჩაქი ორპირია,

ვინც ტრამვაიში ჯდება

იმის ქმარი ვირია.

ამის გამო ბევრი მამაკაცი თავის მეუღლეს უკრძალავდა ტრამვაით მგზავრობას.

...

1911-12 წლებში მტკვრის მარცხენა მხარეს ციცაბო კლდეზე მდებარე ორსართულიან შენობაში ერთმა კახელმა, მეტსახელად უტრუხუნემ გახსნა ტრახტირი. მაშინ სამიკიტნოს ან ტრახტირს აუცილებლად რაიმე სახელს არქმევდნენ. ჰოდა, უტრუხუნემაც არც აცია და არც აცხელა და თავის ტრახტირს აეროპლანი დაარქვა. უტრუხუნეს საქმე კარგად მისდიოდა და მოგებაც მატულობდა. მაგრამ მალე ზოგიერთ გავლენიან და მდიდარ მუშტარს მისთვის უთქვამს: აღარ გვინდა შენს ტრახტირში პურის ჭამა და შემოსვლაც კი, რადგან ღვთისგან წყეულ აეროპლანს ეძახიო (საქმე იმაშია, რომ ქალაქში ამბობდნენ, აეროპლანს კაცი კია არა, გადაცმული ეშმაკი მართავსო). თუ არ გადაარქმევ, ფეხს აღარ შემოვდგამთ შენთანო. უტრუხუნე ორ ცეცხლს შუა ჩავარდა: ტრახტირისთვის იგივე სახელის დატოვება მდიდარი მუშტრის დაკარგვას ნიშნავდა. ამავე დროს ხალხის დიდი ნაწილი მიეჩვია აეროპლანს და სახელის გადარქმევით შეეძლო მუშტრის ეს ნაწილიც დაეკარგა. ერთ მშვენიერ დღესაც უტრუხუნემ ნიკი ფიროსმანაშვილს, რომელიც მასთან ხშირად დადიოდა და კედლებიც მისი მოხატული იყო, სთხოვა წასულიყო სხვებთან ერთად აეროდრომზე და შემდეგ ყველასთვის მოეყოლა რომ აეროპლანი, ისევე როგორც ტრამვაი ახალი გამოგონებაა და არა ეშმაკისეული.  უტრუხუნემ ფიროსმანისთვის და კიდევ ორი ცნობილი მოქალაქისათვის ფაეტონი დაიქირავა, ისინიც დუდუკითა და ზურნით მიადგნენ საფრენ ადგილს, საიდანაც ქებურიას საჩვენებელი ფრენა უნდა მოეწყო. ფიროსმანაშვილმა ბესარიონის სთხოვა, - თუ ძმა ხარ, აიღე ორი ტომარა ბატიბუტი, რომ აფრინდები, იქიდან გადმოყარე, ყველა ნახავს, რომ ეს ადამიანი მართავს აეროპლანსო. ქებურიამ თხოვნა შეუსრულა, ხალხს ზემოდან ბატიბუტი გადმოაყარა და საქმეც გაიჩარხა. იმ საღამოს უტრუხუნეს ტრახტირში დილამდე იქეიფეს.

...

კინტო ჰაჯიას მთელი ქალაქი იცნობდა, როგორც თბილისის სულსა და გულს და შეუდარებელ ხუმარას. მას პატივისცემის ნიშნად თბილის-ქალაქის კინტოების გუბერნატორი შეარქვეს. მისი ნამდვილის სახელი გახლდათ ვანო ავგაროზაშვილი. იგი ათი წლისა დაობლდა და დარჩა ქუჩის ამარა. როცა წამოიზარდა 18 წლის კუნთმაგარი ვაჟკკაცი დადგა, გროშუა ვანო, როგორც მას ეძახდნენ, მეიდნელმა კინტოებმა შენიშნეს. პირობა დაუდეს - უფასოდ გაჩუქებთ თაბახს, კალათას და სასწორს, თავდებად დაგიდგებით ბითუმად მოვაჭრესთან, რომ ყოველ საღამოს დაუბრუნებ ნისიად წაღებულ ხილის ღირებულებას,  თუ გაბედავ მეჩეთის მინარეთზე ასვლას და იქიდან სიმღერას. გროშუა ვანო მაშინვე დათანხმდა. დანიშნულ დღეს მეტეხის და ავლაბრის ხიდები გაივსო სეირის მაყურებელი ხალხით. გროშუა ვანოს როგორღაც მოეტყუებინა მეჩეთის დარაჯი და მინარეთზე ასულა.

ჯიგი, ჯიგი, ვახე, ვახე,

ავადა ვარ, მოდი მნახე,

თუ დალაქმა ვერ მიშველოს,

საყვარელთან წამიყვანე,

თუ რომ ისიც ვერ მიშველის,

გომართელთან მიმიყვანე.

 გაჰკიოდა მთელი ხმით ჩვენი გროშუა. მეჩეთის ქუჩაზე მომუშავე მუსლიმებმა ატეხეს განგაში - იქვე მომუშავე ყასაბი ყურბანა და რამდენიმე კაცი ამოღებული ხანჯლებით შეცვივდნენ მეჩეთში. კინტოებმა შენიშნეს ყასბები და ყვირილი მორთეს _ არიქა, გროშუაჯან, შენს მოსაკლავად მოდიან და თავს უშველეო! გროშუა ვანომ კიდევ ერთხელ შემოუარა აივანს და შემდეგ თითქმის ხუთი მეტრის სიმაღლიდან იქვე მდებარე სახლის საურავზე გადახტა. კინტოებმა გროშუას დანაპირები შეუსრულეს,  გროშუა ვანო დალოცეს თავიანთი ჰამქრის წევრად, მინარეთზე სიმღერა მას მუჰამედის საფლავზე ყოფნად ჩაუთვალეს და მეტსახელი ჰაჯი ვანო, შემოკლებით ჰაჯია შეარქვეს. იმ საღამოსვე შერიგების მიზნით ორივე მხარემ ტივზე გამართა მამაპაპური პურმარილი.




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...