რატომ უწევდათ საშუარზე წასვლა გურულებს

ისტორია

რატომ უწევდათ საშუარზე წასვლა გურულებს

2018 აგვ 20 16:12:23

ბატონყმობის გაუქმებასა და საგლეხო რეფორმას გურულ გლეხთა მატერიალური მდგომარეობა არ გამოუსწორებია. როგორც მომდევნო ხანის სინამდვილემ აჩვენა, მთავრობა, ბატონყმობის გაუქმებით, მხოლოდ მოვლენის ზედაპირულ მხარეს შეეხო და არა მის საფუძვლებს, მან უშუალო მწარმოებელს მხოლოდ პირადი თავისუფლება მისცა და არა ეკონომიური დამოუკიდებლობა. გაზეთ ,,შრომის” კორესპონდენტის სიტყვით, გურიაში იმის გამო, რომ მიწის მთელი ფონდი, ,,მცირე ნაწილს გარდა”, მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წარმოადგენდა, გლეხებს უმიწოდ სული ძვრებოდათ. ბევრი მათგანის საკუთარი მამულის რაოდენობა თურმე  900 კვადრატულ საჟენს (ან ერთ ქცევას) არ აღემატებოდა. ,,იშვიათია გლეხი, _ წერდა კორესპონდენტი, _ რომელსაც საკუთარი მიწა ჰყოფნიდა წლის სამუშაოდ და ოჯახის სარჩოდ. გლეხობის უდიდესი უმეტესობა სხვის მიწაზე მუშაობს საზიაროდ, ე.ი. იმ პირობით, რომ მოწეული ნამუშევრის ნახევარი მზა-მზარეულად თავისი ხელით მიწის პატრონს მიუტანოს...” დავამატებ, რომ მოუსავლიან წელს გლეხი იძულებული იყო, რომ იჯარის პირობა მაინც შეესრულებინა, ამისთვის ,,აღთქმული რაოდენობა სხვა წყაროებიდან უნდა შეევსო.” იჯარის ასეთი მძიმე ფორმა გურიაში 1903 წლამდე არსებობდა. მართალია, მწარმოებელი კლასის მცირე ნაწილი ეკონომიურად ძლიერდებოდა და სოფლის ბურჟუაზიის რიგებში გადადიოდა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა უძლურდებოდა და უკიდურეს სიღატაკისკენ მიექანებოდა.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გლეხი საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, ტოვებდა საკუთარი კარ-მიდამოს და ,,საშუარზე” მიდიოდა. საქართველოში გურული გლეხი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გარე სამუშაოზე გავიდა, ისიც აღსანიშნავია, რომ გურიის სოფლებიდან მუშა ხელის გადინება წლების განმავლობაში არ წყდებოდა.

მთავარმართებლის საბჭოს წევრი სულთან კრიმ-გირეი აღნიშნავდა: ,,...გურულებს ძალიან ცოტა მიწა დაურიგეს, ისიც ცუდი და უვარგისი... რადგან მიწა არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი შავი ზღვის ნავსადგურებსა და რკინიგზებზე მუშაობდნენ და მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ლიტერატურაც იქ გაიცნეს.” კრიმ-გირეის ანგარიშებიდან ცნობილია, რომ მარტო 1904-05 წლებში გარესამუშაოზე გასული იყო მოზრდილი მამაკაცების თითქმის ნახევარი. მამაკაცებთან ერთად გარესამუშაოზე გადიოდნენ ქალებიც.

გურულებმა უპირველესად გეოგრაფიულად უახლეს პუნქტს, ბათუმს მიაშურეს. ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ბაქოს ნავთისა და ნავთობის სხვა პროდუქტების გატანა საზღვარგარეთ მხოლოდ ბათუმის ნავსადგურით ხდებოდა. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბათუმის ნავსადგურს, ეს იქიდან ჩანს, რომ მარტო 1888 წელს ბათუმიდან მსოფლიო ბაზარზე გატანილ იქნა ნავთის მთელი მსოფლიო მოხმარების 21,2 პროცენტი. პორტო ფრანკოდ ანუ უცხოური საქონლის უბაჟოდ შეტანა-გამოტანის უფლების მქონე ნავსადგურად გამოცხადებულ ბათუმში გურულები ნავსადგურში, ნავთის ქარხანასა და სხვა საწარმოებში მუშაობდნენ. ამის გარდა მათ ტუაფსეში, ნოვოროსიისკში, ოდესაში, ციმბირში და რუსეთის სხვა ადგილებში შეხვდებოდით (გურულები იმპერიის გარეთაც ახერხებდნენ თურმე სამუშაოდ წასვლას). სხვადასხვა მასალებიდან ჩანს, რომ თუ გლეხების ერთი ნაწილი ქარხნებსა და პორტში მუშაობდა, მეორე ნაწილი დღიურ დაქირავეულ მუშად მიდიოდა. 

სხვათაშორის, რომ შეემცირებინათ და ხელი შეეშალათ სოფლებიდან გლეხების გადინებისთვის, ხელისუფლებამ შემოიღო საპასპორტო სისტემა: იმ გლეხებს, რომელთაც არ ჰქონდათ გადახდილი მთავრობის, მემამულის და სამღვდელოების ყველა გადასახადი, არ აძლევდნენ პასპორტებს, პასპორტის გარეშე კი შეუძლებელი იყო ქალაქში წასვლა და სამუშაოზე მოწყობა. გურულები მოითხოვდნენ საპასპორტო სისტემის გაუქმებას, რათა თავისუფლად გადაადგილებისა საშუალება მისცემოდათ: ,,რაიმე ვალი გვაქვს, ფული გვჭირია, გვინდა ქალაქში წავიდეთ სამუშაოდ, რომ ეგებ ორი ფარა ვიშოვოთ, მაგრამ არ გვიშვებენ, ჯერ ვალი გადაიხადეთ, მერე პასპორტი მიიღეთო. ფული არა გვაქვს, ფულის საშოვრად მივდივართ და ჯერ ფული გადაიხადეთო, ვის გაუგონია.”

გურიაში იყო სოფლები, საიდანაც მთელი მცხოვრებლების ნახევარი გარე სამუშაოზე იყო გასული. მაგ., სოფელ ზემოხეთიდან სამუშაოდ იყო გასული 266 ადამიანი, ნანეიშვილიდან - 222, ერკეთიდან -300 და ა.შ.

რა თქმა უნდა მშობლიური ადგილებიდან შორს წასვლა, გლეხისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენდა. პირველ რიგში ის ცდილობდა საკუთარ სოფელში ან ახლო-მახლო ეშოვნა სამუშაო. თურმე ხშირად დადიოდნენ ყურძნის კრეფის დროს მამათში, აცანაში, აკეთსა და სხვა ადგილებში. დღეში გასამრჯელოდ ეძლეოდათ ერთი ფუთი (16,38 კგ) ღვინო და ასევე სხვა ხარჯი დამქირავებლის იყო.

ბათუმში მომუშავე გურული გლეხების შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, სხვადასხვა ცნობებით, ოზურგეთის მაზრის თითქმის მთელ მოსახლეობას ჰქონდა შეხება იქაურ მუშებთან და ისინი მუდმივად იმყოფებოდნენ სოციალ-დემოკრატიული პროპაგანდის გავლენის ქვეშ. ბათუმის 1902 წლის 9 მარტის დემონსტრაციის ჩახშობის შემდეგ დაიწყო რეპრესიები და მუშათა გასახლება ქალაქიდან მშობლიურ სოფლებში. ,,...მთავრობამ ბათომის გაფიცული მუშები, რომელთაგან დიდი უმრავლესობა გურულები იყვნენ, ,,ეტაპით” გადაგზავნა თავ-თავიანთ სოფლებში (მუშების გაგზავნა მთელი ერთი თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა _ ი. მ.)... სოფლებში დაბრუნებამ დიდათ შეუწყო ხელი გურიის გლეხობის მასიურ მოძრაობას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ” -წერდა თენგიზ ჟღენტი. ამაზე ამახვილებდნენ ყურადღებას თავად რევოლუციურ ქარტეხილების უშუალო მონაწილენი: 1908 წელს ოზურგეთის მაზრის ყოფილმა უფროსმა ლაზარენკომ ,,გურიის რესპუბლიკის” სასამართლო პროცესზე, კითხვაზე, თუ ვინ აწყობდა გურიაში რევოლუციასო, სავსებით სამართლიანად აღნიშნა: ,,...რევოლუცია გურიაში არ დაწყებულა, ის დაიწყო ბათუმში და იქიდან გურიაში გადმოვიდა.” გასახლებულ მუშებად ქცეულნი ყოფილი გლეხები პროკლამაციებს და სხვა არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდნენ მოსახლეობაში და ეწეოდნენ პოლიტიკურ მუშაობას. პროპაგანდისტებს გურულები ,,მქადაგებლებს” ეძახდნენ. მათ `მესამედასელების” დახმარებით უზარმაზარი გავლენა იქონიეს გურულებს შორის რევოლუციური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე.  საბოლოოდ გურულებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მეფის მთავრობას, საკუთარი თვითმმართველობა ჩამოაყალიბეს, რომელიც ,,გურიის რესპუბლიკის” სახელითაა ცნობილი. ეს იყო ერთგვარი რეპეტიცია, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით დასრულდა, რომლის მშენებლები, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, უმთავრესად გურულები იყვნენ.

გამოყენებული ლიტერატურა: ირაკლი მახარაძე _ "გურიის რესპუბლიკა";
გულნარა ცეცხლაძე _ "გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა"




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...