რეხუელი _ სოფელი ოზურგეთში, სადაც პირველი ქართული ფილმი გადაიღეს

ისტორია

რეხუელი _ სოფელი ოზურგეთში, სადაც პირველი ქართული ფილმი გადაიღეს

2017 ოქტ 3 09:20:34

ლიხაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 120 მეტრზე,  ოზურგეთიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ისტორიული წყაროების მიხედვით ლიხაურის ტერიტორიაზე ადამიანს ახალი ქვის ხანაში უცხოვრია. სოფლის ძველი სახელწოდებაა რეხუელი. მოგვიანებით იწოდებოდა ლეხოურად. ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა გურიის სამთავროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს. აქ იყო მთავრის საზაფხულო სასახლე და კარის ეკლესია, აგრეთვე ლიხაურის ციხე, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს თავის თხზულებაში. ციხე აკონტროლებდა ქვემო გურიიდან მომავალ გზებს და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 1828 წელს აქ გაიმართა ბრძოლა სოფიო წულუკიძესა და ოსმალეთის იმპერიის ჯარებსა და რუსეთის ჯარს შორის, რაც რუსეთის გამარჯვებით და გურიის სამთავროს რუსეთის მიერ დაკავებით დასრულდა.

 „...სოფელი ლეხოური საუკეთესო ადგილად ითვლებოდა გურიაში თავის მდებარეობით, ჰავით, ძველი, კარგად დაცული ციხით, ეკლესიებით და მათში შენახული სიძველენით... ლეხოურს ჩქარი აჭისწყალი ჩამოუდის. წყალს სათავე უდევს ადგილ აჭიაში. ჩემ დროს აჭისწყალი კალმახით იყო განთქმული. იგი ერთვის მდინარე ბჟუჯს, ოზურგეთის მახლობლად. ლეხოურის საზოგადოებაში შედის, ლეხოურის გარდა, კიდევ სოფლები: აჭი, ნიაბაური, ქაქუთი და ჭანიეთი. თვით ლეხოურს შუა ადგილი უჭირავს ჩამოთვლილ სოფლებს შორის, აჭი და ნიაბაური გაშენებულია აჭისწყლის ზემოებში, გურია-აჭარის სამხრეთის ქედებზე, ქაქუთი — მდინარე ჩოლოქის პირზე. ეს მდინარე 1879 წლამდე რუსეთს საზღვრავდა ოსმალეთისაგან.“ _ ვკითხულობთ ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებში, რომელიც სწორედ ამ სოფელში დაიბადა.

მეცხრამეტე საუკუნეში ლიხაური მოინახულეს და აღწერეს დიმიტრი ბაქრაძემ და თედო სახოკიამ. ამ პერიოდში ლიხაური წარმოადგენდა სასოფლო საზოგადოების ცენტრს, რომლებშიც შეიდიოდნენ ქაქუთი, აჭი, ნაცხავატევი, კვაჭალათი და ნიაბაური, ხოლო ჭანიეთი წარმოადგენდა ლიხაურის ერთ-ერთ უბანს.

ლიხაურის მოსახლეობა ჭანიეთითურთ იყო 140 კომლი. სოფელში მოქმედებდა 1873 წელს გახსნილი სკოლა, სადაც სწავლობდა 50-მდე მოსწავლე. სოფლეში ცხოვრობდნენ აზნაურები თაყაიშვილები, ბებურიშვილები და გოგოლიშვილები. 1878 წლისთვის ლიხაურის საზოგადოებაში შედიოდნენ მაკვანეთი და ექადია.

1912 წელს ლიხაურში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფილიალი, რომლის ხელმძღვანელი იყო ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი ნესტორ კონტრიძე. საზოგადოებამ გახსნა სამკითხველო, რომელსაც 404 ქართული და 302 რუსული წიგნი ჰქონდა, გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული და რუსული გაზეთი. სამკითხველო 790 ადამიანს ემსახურებოდა.

1918 წელს ოსმალების შემოსევის დროს განადგურდა ლიხაურის სამკითხველო. არ გადარჩა არცერთი წიგნი და ავეჯი. ამის გამო 1919 წლის 10 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ლიხაურში 500 მანეთის წიგნები გაგზავნა. 1920 წელს ლიხაურში გაუქმდა საზოგადოების ფილიალი, სამკითხველოს ხარჯების გაღება მთლიანად თემმა იკისრა.

1933-35 წლებში ლიხაურს გამოეყო ჭანიეთი, ქაქუთი და ვაშტიალი, რომლებიც ცალკე სასოფლო საბჭოდ ჩამოყალიბდა. საბჭოთა პერიოდში ლიხაურის ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 257 ჰექტარი ჩაის და 87 ჰექტარი ციტრუსების პლანტაციას. 1958 წლის 14 მაისს ლიხაურის კოლმეურნეობაში, ჭანიეთისა და ლაითურის პარალელურად, პირველად გამოსცადეს ჩაის საკრეფი მანქანა, რაც იმდროინდელმა პროპაგანდამ საბჭოთა მეურნეობის უდიდეს წარმატებად გამოაცხადა.

 1960 წელს სოფლის ცენტრში დაიდგა ლენინის ძეგლი, 1964 წელს აშენდა ჩაის ფაბრიკა.

1982 წლის 30 მაისს გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ექვთიმეობა“, რომელიც ტრადიციად იქცა. სოფლის ცენტრში გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი (მხატვარი ანზორ გომართელი, არქიტექტორი რობერტ გოგოლიშვილი).

2010 წელს გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი.

ლიხაურში აგრეთვე დაიბადა ალექსანდრე წუწუნავა _ სცენარისტი და რეჟისორი. ლიხაურში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ლიხაურის ტაძრის წინამძღვარი, მგალობელი ნესტორ კონტრიძე. ლიხაურში დაიბადა პორფილე გორგოშიძე, წმინდა გიორგის ჯვრის ორგზის კავალერი, რომელიც ვლადიმერ გოგუაძესთან ერთად იბრძოდა საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსან მატარებელზე.

ლიხაურშია გდაღებული პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ და 1928 წლის ქართული ფილმი „ჯანყი გურიაში“. ორივე ფილმი ლიხაურელმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო.




 ახალი ამბები
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...
  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა (R) დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა",  -  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი. სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება. ... ...
  • "ხალხი პანიკაშია" _ ჩოხატაურში სამედიცინო ნიღბები აღარ იშოვება„დაზაფრულები ვართ, აფთიაქებში ნიღბები აღარაა. ისეც პანიკაშია ხალხი და ნიღბით რომ უზრუნველგვყონ თუ უფასოდ არ დაარიგებენ, ხელმისაწვდომი მაინც იყოს, ეს მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა აფთიაქი ჩამოვიარე და ნიღაბი „იმპექსის“ გარდა არსადაა. ფასს არ იკითხავთ? _ 1 ლარი და 40 თეთრი ღირს“, _ „ყვება „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი ჩოხატაურელი. ქალბატონის ნაამბობი „გურია ნიუსმა“ სააფთიაქო ქსელებში გადაამოწმა. როგორც პსპ-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე აფთიაქში სამედიცინო ნიღბები არ არის და არც იციან როდის შემოიტანენ. „ამ ეტაპზე პირბადე არ გვაქვს. დღეს დილით გაიყიდა, რაც გვქონდა 1500 ცალი. არ ვიცით, როდის შემოვიტანთ, რადგან ბაზაში არ არის“, _ გვეუბნებიან პსპ-ში და ამბობენ, რომ მიუხედავად დეფიციტისა, სამედიცინო ნიღბების ფასი არ გაზრდილა და ცალი 15 თეთრად გაიყიდა. ჩოხატაურის „ავერსის“ აფთიაქში სამედიცინო ნიღბები აღარაა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, აფთიაქი კლინიკას ამარაგებს და ზუსტად რამდენი გაყიდეს არ იციან. „ჩვენი აფთიაქი კლინიკას ამარაგებს, ძალიან ცოტა გვქონდა დარჩენილი. ამდენად ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია, რამდენი ნიღაბი გაიყიდა საცალოდ“. არც „ავერსის“ აფთიაქში იციან, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბების შეძენა. აქაც მიზეზად ნივთის ქსელში არარსებობას ასახელებენ. ნიღბები არ არის და შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ ჩოხატაურში მდებარე კიდევ ერთი აფთიაქი „გუდფილში“. „წუხელ გაიყიდა, რაც გვქონდა ყველა. დაახლოებით, 600 ცალზე მეტი. ზუსტ თარიღს, როდის შემოიტანენ, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ბაზაში დეფიციტია“, _ გვითხრეს აფთიაქში. ჯერჯერობით, ჩოხატაურელებს სამედიცინო ნიღბების შეძენა შეუძლიათ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, სადაც იმ მომენტისთვის, როცა „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა, 180 ცალი იყო დარჩენილი, თუმცა, ფასი გაზრდილი იყო. _ დღეს დილიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პირბადე გაიყიდა დარჩენილია 180 ცალი, თუმცა ფასი გაიზარდა. 20 წუთის წინ 95 თეთრი ღირდა, ახლა 1.40 ლარია, _ გვეუბნებიან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...