როდიდან დაიწყო იესო ქრისტეზე ფილმების შექმნა

ისტორია

როდიდან დაიწყო იესო ქრისტეზე ფილმების შექმნა

2017 ივლ 25 19:26:04

ამ რამოდენიმე წლის წინ აქტიურად მსჯელობდნენ დავით აღმაშენებლის ბიოგრაფიული ფილმის პროექტის თაობაზე. მე, როგორც კინორეჟისორს ეს იდეა თავიდანვე განუხორციელებულად მიმაჩნდა და დღემდე მიმაჩნია, რადგან ჩვენს პირობებში მსგავსი ფილმის გადაღება, თუ გვინდა რომ კარგი შედეგი მივიღოთ, კოპროდუქციის გარეშე წარმოუდგენელია.

მეორეც, მსგავს პროექტს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მაინც დასჭირდება; ამავე დროს საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეეძლება მსგავსი სირთულის მაღალ ბიუჯეტიანი ბლოკბასტერის გადაღება, მაგრამ ახლა ამის შესახებ არ გვაქვს საუბარი. ყველაზე საინტერესო ამ (ჯერ არშემდგარი) პროექტის გარშემო ის იყო, რომ ადამიანები გამოდიოდნენ და მთელი სერიოზულობით აცხადებდნენ, რომ დავით აღმაშენებლის ეკრანზე განსახიერებამდე, მსახიობი კათალიკოს-პატრიარქმა აუცილებლად უნდა დალოცოსო...

უნებურად იესო ქრისტესა და სახარებაზე გადაღებული ფილმები გამახსენდა. ამ თემაზე უამრავი ფილმია შექმნილი და დღემდე ბევრმა მსახიობმა განასახიერა იესო, მათ შორისაა ამერიკელი უილემ დაფო, რომლის შესახებ სერჯიო ლეონემ განაცხადა, რომ მას ფსიქოფატი მკვლელის სახე აქვს. ამას ხელი არ შეუშლია მარტინ სქორსეზისთვის, რათა სწორედ ეს მსახიობი ამოერჩია ქრისტეს როლისთვის ფილმში ,,ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” (1988).

ამ არჩევანისკენ მას უბიძგა დაფოს მიერ შესრულებულმა სერჟანტ ელისის როლმა (,,ოცეული”, რეჟ. ოლივერ სთოუნი, 1986), განსაკუთრებით კი მისი სიკვდილის სცენამ. უილემ დაფოს ჯვარცმული ქრისტესავით ხელებგაშლილი პოზა ახლა ნამდვილ კინოხატად და კლიშედ იქცა. ,,ქრისტეს უკანასკნელი ვნებანში” მსახიობმა რომის პაპის დალოცვის გარეშე და აგრეთვე იქამდე უამრავი არამზადის, მკვლელის და ბანდიტის განსახიერების შემდეგ შეძლო ბრწყინვალედ ეთამაშა მაცხოვარი ამ დღემდე საკამათო ფილმში.

სურათმა, რომელიც დაფუძნებულია ნიკოს კაზანდაკისის ამავე სახელწოდების რომანზე, ქრისტიანულ სამყაროში მძაფრი ემოციები გამოიწვია: ზოგიერთ ქვეყანაში ფილმის ჩვენება აკრძალეს, დაარბიეს კინოთეატრები, სეანსიდან გამოსული მაყურებელი ერთმანეთს ცხვირ-პირს უმტვრევდა. საინტერესოა, რომ უმრავლესობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა, ფილმის საერთოდ არ ენახა. (ამან ჩვენს კინოთეატრებში გამოსული ,,და ვინჩის კოდის" პრემიერა გამახსენა) ასეთი ,,რეკლამა” ფილმს წაადგა და მოგებამ 400 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

მსახიობისთვის ქრისტეს როლი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სათამაშოა, რადგან ყველას და ყველგან ჩამოყალიბებული აქვს სტერეოტიპი თუ როგორ გამოიყურება ქრისტე და აქედან გამომდინარე, მაყურებელი ეკრანზე საკუთარ წარმოსახვაში დახატულ ტიპაჟს ელოდება. თვითონ უილემ დაფო ამბობდა რომ მას არასოდეს უყვარდა ჩვეულებრივი როლები (ამიტომაც წამოვიდა თავის დროზე მილუოკის X თეატრიდან). მას უყვარს ,,როცა მის მიერ ნათამაშები როლები კითხვებს აჩენენ”. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ორთოდოქს ქრისტიანებს ფილმის შემქმნელების მიმართ არა მარტო კითხვები, არამედ აგრესიაც გაუჩნდათ: ფილმში იესო ჩვეულებრივი, უნებისყოფო და გაუბედავი ადამიანია, რომელმაც შეიტყო რომ ღმერთიცაა. მას ვერ გადაუწყვეტია რა არის მისი ხვედრი _ ღვთაებრივი მოწოდება თუ უბრალო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრება.

კინო ისტორიის მანძილზე სახარება არაერთხელ გადმოუტანიათ ეკრანზე (ჩვენში ყველაზე პოპულარული ფრანკო ძეფირელის ,,იესო ნაზარეთელი” იყო). ბევრი ნიჭიერი შემომქმედი გაურბოდა სახარების ბუკვალურ და დეტალურ ჩვენებას, ზოგიერთ დიდ რეჟისორს კი საერთოდ არ გასჩენიათ სურვილი სახარების ეკრანიზაციისა, მაგრამ უამისოდაც მშვენივრად ახერხებდა ქრისტიანული იდეალების ჩვენებას და დამკვიდრებას კინონაწარმოებებში. თუ გადახედავთ მსოფლიო კინოს ისტორიას თვალნათლივ დაინახავთ, რომ არის უამრავი სხვადასხვა თემატიკის ფილმი, რომელსაც ბიბლიურ სიუჟეტებთან არანაირი კავშირი არა აქვს, მაგრამ ის ღრმად რელიგიურია.

იესო ქრისტეზე ფილმების შექმნა კი კინოს ოფიციალური დაბადებიდან სამი წლის შემდეგ, ანუ 1898 წელს დაიწყო. კინოს მამებმა ლუი და ოგიუსტ ლუმიერებმა, რომლებიც ისეთ შანსს რომ იესო ქრისტე ,,ცოცხლად” ეჩვენებინათ, ხელიდან ვერ გაუშვებდნენ, რადგან ქარხნიდან გამოსული ადამიანებისა და რკინიგზის სადგურში მოსული მატარებლის ეკრანზე ჩვენება მაყურებელში უკვე არა იწვევდა წინანდებურად მძაფრ ემოციებს. და აი, 1898 წელს ჟორჟ ჰატომ და ლუი ლუმიერმა გადაიღეს ფილმი ,,ცხოვრება და ვნებანი იესო ქრისტესი”, რომელიც 13 სცენისაგან შედგებოდა და სულ დაახლეობით 7-8 წუთის ხანგრძლივობისა იყო (ანუ 250 მეტრი).

ეს უფრო ცოცხალ სურათებს წააგავდა, ვიდრე რაიმე სიუჟეტის მქონე ფილმს. ოპერატორებმა მხოლოდ თეატრალური სცენები გადაიღეს, რომელიც აბადაუბდად იყო ერთმანეთზე გადაბმული, ამიტომაც ამ ფილმმა ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ევროპელ მაყურებელზე. სამაგიეროდ სურათით დაინტერესდნენ ამერიკელები, რომელთაც ფილმის ერთგვარი რიმეიქი გააკეთეს. ფილმში 700 მეტრი იყო, თითქმის სამჯერ უფრო მეტი ვიდრე ლიუმერისაში, რაც მთავარია, მას გამართული სიუჟეტი ჰქონდა და სურათმა XIX საუკუნის ახლად ფეხადგმული კინომრეწველობის ჯერობაზე კარგი შემოსავალი მოიტანა.

ამასთან ფილმის პროდიუსერმა მოახერხა და თითოეული ასლი 580 დოლარად გაყიდა. ეს ფილმი ნახა ,,პროფესიონალმა პლაგიატორმა”, როგორც მას ჟორჟ სადული უწოდებს, ზიგმუნდ ლუბინმა და სურათის საკუთარი ვერსია გააკეთა. ფილადელფიაში ფილმის გადაღებისას ქარმა ბეთლემის დეკორაციის კალთა მაღლა ასწია და უკან ფონზე ექვსსართულიანი სახლები გამოჩნდა, საიდანაც ცნობისმოყვარე ადამიანები იჭყიტებოდნენ. ლუბინმა ამ სცენის ახლიდან გადაღება საჭიროდაც კი არ ჩათვალა და მაყურებელი ქრისტეს ვნებებს თანამედროვე ფილადელფიის ფონზე ადევნებდა თვალს.

1902-05 წლებში ფრანგმა რეჟისორმა ფერდინანდ ზეკამ კომპანია Pathe-ში გადაიღო ,,ქრისტეს ვნებანის” მთელი ციკლი, რომელიც სიუჟეტურად ერთმანეთს უკავშირდებოდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ფილმი შავ-თეთრ ფირზე იყო გადაღებული, მაგრამ ყოველი კადრი (წამში კი 24 კადრია) ხელით იღებებოდა და ისე გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკრანებზე.

ქრისტეს კანონიკური სახე კინემატოგრაფში ცნობილმა რეჟისორმა, ამერიკული კინოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, თავგადამკვდარმა რეაქციონერმა და ანტიკომუნისტმა სესილ ბი დემილმა დაამკვიდრა. 1927 წელს მან დადგა მუნჯი ფილმი ,,მეფეთ მეფე”, სადაც მთავარი როლი ჰენრი უორნერმა შეასრულა. დემილმა კონტრაქტი გააფორმა მთავარი როლის შემსრულებლებთან, რომელიც უკრძალავდა მათ ხუთი წლის განმავლობაში რაიმე სახის პროექტში მონაწილეობას, რომელიც შებღალავდა მათ ,,წმინდა” ეკრანულ იმიჯს. გადაღების პერიოდში კი მათ არ უნდა ეთამაშათ აზარტული თამაშები, არ უნდა ევლოთ ღამის კლუბებში და ა. შ. (ზუსტად ასევე აუკრძალა სქორსეზიმ მედიის წარმომადგენლებს შესვენებებზე გრიმწასმული უილემ დეფოს გადაღება, როცა ის სიგარეტს ეწეოდა).

ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა. სამი ათეული წლის განვლის შემდეგ, 1961 წელს ეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების სურათი (რეჟ. ნიკოლას რეი), სადაც ქრისტეს როლს ახლა დავიწყებული მსახიობი ჯეფრი ჰანთერი თამაშობდა. ეს პირველი ჰოლივუდური ნაწარმოები გახლდათ, სადაც ქრისტე ალაპარაკდა, იქამდე, ფილმებში იესო უბრალოდ მოიაზრებოდა ან კიდევ მას ზურგიდან აჩვენებდნენ, როგორც ეს ,,ბენ ჰურში” (რეჟ. უილიამ უაილერი, 1959) მოხდა. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, ახალგაზრდების კერპი ჰანთერი უფრო თანამდროვე გმირს წააგავდა და პარალელს ატარებდნენ იმავე რეის მიერ გადაღებულ ,,უმიზეზო მეამბოხესთან” ჯეიმს დინით მთავარ როლში, ოღონდ ამ შემთხვევაში ქრისტეს ამბოხის მიზეზი ჰქონდაო. ფილმი შემქმნელებს ჯვარცმის ეპიზოდის გადაღება მეორედ მოუხდათ, რადგან წინასწარი ჩვენების დროს მაყურებელთა უმრავლესობას არ მოეწონა, რომ ქრისტეს ანუ ჰანთერს, თმიანი გულმკერდი ჰქონდა. ფილმი გაქირავებაში ჩავარდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა რათა ოთხი წლის შემდეგ გადაეღოთ ,,ყველაზე ცნობილი ისტორია” (რეჟ. ჯორჯ სთივენსი), სადაც იესოს როლს მაქს ვონ სიდოვი ასრულებდა. ბრწყინვალე მსახიობებმა და რეჟისორმა ვერაფერი უშველეს ფილმს _ 60-იანებში ყველაფერი იცვლებოდა და მაყურებელს უკვე ნაკლებად აინტერესებდა ბიბლიური ისტორიების ნახვა ეკრანზე.

ერთ-ერთ პირველ მხატვრულ ფილმში, უფრო სწორად, 30 წამიანი კლიპში ,,შოტლანდიელების დედოფლის, მერის სიკვდილით დასჯა” (1895) ნაჩვენები იყო თუ როგორ კვეთენ თავს დედოფალს, უფრო სწორედ მანეკენს, მაგრამ იმდროინდელ მაყურებელზე ეს განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა. სიკვდილით დასჯა ხომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი იყო საუკუნეების მანძილზე (მათ შორის ცივილიზებულ და განათლებულ ევროპაში) და მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე რჩება. ასეთივე წარუშლელი ეფექტი მოახდინა ასი წლის შემდეგ გამოსულმა მელ გიბსონის უაღრესად პოპულარულმა ფილმმა ,,ქრისტეს ვნებანი”, სადაც აუდიტორია ლამის ორი საათის განმავლობაში თვალს ადევნებს ეკრანული ქრისტეს ნატურალისტურად დადგმულ წამება-ჯვარცმას.

მელ გიბსონი აცხადებდა, რომ იესოზე ფილმის გადაღების იდეა მას დიდი ხნის წინ მოუვიდა, ხოლო მის განხორციელებას მძიმე სულიერი დეპრესიის დროს შეუდგა, რამაც მისი სიტყვებით გადაარჩინა მძიმე ცოდვისაგან _ თვითმკვლელობისაგან.

ფილმში მსახიობები მხოლოდ ლათინურად და არამეულ ენებზე საუბრობენ. რეჟისორს სუბტიტრების გამოყენებაც კი არ სურდა, მაგრამ გამქირავებლების დაჟინებული თხოვნის შემდეგ დათანხმდა. გადაღებისას ქრისტეს როლის შემსრულებელს ჯეიმს ქავიზელს (რომელიც ქასთინგზე მისვლისას დარწმუნებული იყო რომ ფილმს სერფინგისტების შესახებ იღებდნენ) ორჯერ შემთხვევით ისე გადაუჭირეს მათრახი, რიომ მან ხელის მტევანი დაიზიანა, ერთხელ კი მას მეხი დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ არაფერი დაუშავდა. ფიზიკური ტანჯვა რომ განესახიერებინა მსახიობს თამაში არ დასჭირვებია: გრიმისაგან, რომელსაც ყოველ დღეს შვიდი საათის განმავლობაში უკეთებდნენ, მთელი ტანი წყლულით დაეფარა და მას დაძინება არ შეეძლო.

ჯვარი, რომელიც მას გოლგოთაზე მიჰქონდა არ ყოფილა ბუტაფორული, ის 70 კილოგრამს იწონიდა. გადაღება ზამთარში მიმდინარეობდა და ქავიზელი ისე იყინებოდა (მას კი მხოლოდ ლომის ტყავი ემოსა), რომ იძულებულნი იყვნენ მისი სახე გაეთბოთ, რათა მას ტუჩები ემოძრავებინა. ფილმის გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა. ყველა ბილეთი პრემიერამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა.

ფილმის პრემიერის პირველივე დღეს კი ერთ 56 წლის ქალბატონს, როცა ჯვარცმის სცენას უყურებდა, გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვით ჯვარცმის სცენა იტალიის სამხრეთის ერთ ქალაქში იყო გადაღებული, სადაც 1964 წელს პიერ პაოლო პაზოლინი იღებდა ,,მათეს სახარებას”. ეს ფილმი ბევრი კრიტიკოსისა თუ კინომცოდნეს მიერ კრიტიკის ქარცეცხლში იყო გატარებული იესოს ცხოვრების მარქსისტულ-კათოლიკური მსოფლმხედველობის გამო, მას ,,კომუნისტურ მანიფესტსაც” კი უწოდებდნენ, რაც გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორი პაზოლინი კომუნისტი და ათეისტი იყო.

მან იესო რევოლუციონერად აქცია, მისი ქადაგებანი რევოლუციურ აგიტაციად, ხოლო ვინც მაცხოვრის დაიჯერა ხალხის მასებად, რომლებიც ბრძოლისთვის არიან მზად. მიუხედავად ყველაფრისა ფილმი იტალიაში დიდი პოპულარობით საარგებლობდა, დღემდე ის ინტელექტუალების ერთ-ერთ საყვარელ ნაწარმოებად რჩება, რაც მთავარია ფილმი ითვლება ბიბლიური ტექსტის ყველაზე ნაღდ ეკრანიზაციად, რაზეც რეჟისორმა განაცხადა, რომ ,,გამოსახულება ვერასოდეს მიაღწევს ტექსტის პოეტურ სიმაღლეებს”. იესოს როლი 19 წლის ესპანელმა სტუდენტმა ენრიკე ირაზოკიმ შეასრულა, ამბობენ, რომ პრემიერის შემდეგ ვატიკანმა მას პენსია დაუნიშნა, რათა მას არასოდეს ეთამაშა კინოში. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმის ეკლექტური საუნდტრეკი, სადაც ერთმანეთში იყო გადახლართული ბახი, მოცარტი, ბლუზი და ჯაზის ნიმუშებიც.

ჩემი აზრით, საუკეთესო საუნდტრეკი ეს 1973 წელს რეჟისორ ნორმან ჯუისონის მიერ გადაღებულ მიუზიკლში ,,იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი” (იმავე წელს ეკრანებზე გამოვიდა ამავე თემაზე შექმნილი მიუზიკლი Godspell და ქანთრის ვარსკვლავის ჯონი ქეშის Gospel Road: A Story of Jesus).

ფილმი დაფუძნებულია ენდრიუ ლოიდ უებერისა და თიმ რაისის ბრწყინვალე მიუზიკლზე, რომელშიც Deep Purple-ის ვოკალისტი იან გილანი მღეროდა. მიუზიკლის ჩანაწერები თავის დროზე მთელ თბილისში იყო მოდებული, მას რატომღაც ,,ჰიპ-ოპერას” უწოდებდნენ (სიტყვიდან ,,ჰიპები”). ნორმან ჯუისონმა ამ სურათით დაამტკიცა, რომ ფილმის შექმნა ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი, თუ ის ნიჭიერად იქნება დადგმული. დღეს რომ პოლიტკორექტულ ამერიკაში ,,ისეო ქრისტე სუპერვარსკვლავი” გადაეღოთ ერთი რაიმე აუცილებლად შეიცვლებოდა: იუდას როლს არავითარ შემთხვევაში არ ათამაშებდნენ შავკანიანს.

სამაგიეროდ, ეკრანებზე გამოჩნდა შავკანიანი იესო ქრისტე (Son of Man, რეჟ. მარკ დორჰფორდ-მეი, 2006), მაცხოვარი პოპულარული მულტფილმის  Simpsons ერთ-ერთ სერიაშიც გამოჩნდა, უფრო მეტიც, საშინელებათა ფილმში Zombie Jesus (რეჟ. სთივ მილერი, 2007) ქრისტე უკვდავი ზომბია (!) ალბათ იესო ქრისტეს შესახებ ფილმების გადაღება არასოდეს შეწყდება, სანამ იარსებებს ქრისტიანობა, სანამ ადამიანს ექნება რწმენა და სანამ იარსებებს კინო. მაყურებელი კი ნებისმიერი ფორმაციის და პოლიტიკური რეჟიმის დროს მოწყურებულია სანახაობას.

ირაკლი მახარაძე




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...