როდის მიიქცია ბახმარომ ყურადღება და ვინ ააგო პირველი სახლი ბახმაროში

ისტორია

როდის მიიქცია ბახმარომ ყურადღება და ვინ ააგო პირველი სახლი ბახმაროში

24 აგვ. 2018, 12:06:03

,,ბახმაროს ყურადღება  1850-იანი წლებიდან მიაქციეს. ზაფხულობით აქ მოსულ მეგრელ მწყემსებს ამოყვა ოზურგეთის მაზრის სოფ. გურიანთის მცხოვრები ძმებ ქარცივაძეთაგან  ერთ-ერთი მათგანი ციებისაგან განსაკურნავად. როცა ის ბარში შვებამოცემული დაბრუნდა, მეორე ზაფხულს მეორე ძმა ამოუყვანია, ისიც მოკეთებული დაბრუნებულა. ამის გამო სხვისთვისაც ურჩევიათ მთაში ,,საჰაეროდ” ასვლა...” თედო სახოკია, ,,მოგზაურობანი’.

ბახმაროს ეტიმოლოგია დღემდე დაუდგენელია და ერთიანი აზრი არ არსებობს, პროფესორი იური სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ის წარმოსდგება სვანური სიტყვიდან ,,ბაფს”, რაც ნაბიჯს ნიშნავს, პროფესორ დავით კობიძის აზრით, ბახმარო დაკავშირებულია ბახვისწყალთან და ბახვთან. და ა.შ. ყველაზე პოპულარული ვარაუდი კი ლეგენდას უკავშირდება, რომლის მიხედვით, XVI-XVII საუკუნეებში ოსმალებმა გურიიდან გაიტაცეს თავადის ლამაზი ქალი სახელად მარო.

,,ხელი სტაცა, შავი ბურთით

უმალ პირი გაუტენა,

შესვა ცხენზე და მთებისკენ

გააქროლა, გააჭენა”.

გამტაცებლებს გურულები დაედევნენ და დიდი ხნის დევნის შემდეგ ისინი ბახმაროს მიდამოებში მოამწყვდიეს.

,,ერთი ამბობს: თავს ვუშველოთ,

შევეფაროთ კლდეს და გორებს,

თორემ ბრძოლით ქართველები

წუთი სოფელს მოგვაშორებს,

მხეცებს მისცემს დასაგლეჯათ

აკუწულსა ჩვენსა მძორებს...”

ოსმალებმა ვეღარ შეძლეს ქალის წაყვანა, სამაგიეროდ, ის მოკლეს და მის შიშველ ტანზე დააწერეს მისივე სისხლით ,,ბახ-მარო”, რაც ქართულად ნიშნავს ,,ნახე-მარო”.

„და ისეთი მომხიბლავი

გამოსჩნდა იმ წუთს ქალი,

რომ თათრებსაც უნებურად

შეუჩერდათ ხელს ხანჯალი,

მაგრამ მაინც თავი მოსჭრეს.

მხეცის გული გააჯერეს,

და თეთრ მკერდზე სისხლის მელნით

,,ბახ-მარო”-ო! დააწერეს!

გურულებმაც ნაწამები ქალის საპატივსაცემოდ სწორედ ეს სახელი უწოდეს ამ ადგილს. ამ ლეგენდის საფუძველზე პოეტმა საფო გიგინეიშვილი-მგელაძემ 1918 წელს დაწერა პოემა ,,ბახ-მარო” და უფრო გაამყარა ეს ლეგენდა ხალხის აზროვნებაში (ზემოთ მოყვანილი სტროფები სწორედ ამ პოემიდანაა).

,,ეს აგარაკი ოზურგეთზედ დაშორებულია 30 ვერსით, მდებარეობს აღმოსავლეთ გურიაში და აჭარა-გურიის მთების ნაწილია. სიმაღლე აქვს ბახმაროს 8000 ფუტამდე, ჰაერი არის ცივი, მშრალი და სუფთა... ბახმაროს მეტისმეტ მარგებელ ჰაერს ბევრი დაუბრუნებია უკან, რომლებიც ადრე გაისეირნებდნენ საიქიოსაკენ!” გაზეთი ,,ივერია”, 1904, #190.

ბახმაროს ტყეებს XIX საუკუნეში ფლობდნენ სხვადასხვა ოჯახები: ერისთავები, მაჩაბლები, კეკელიძეები და ნაკაშიძეები. ტყის ფართობი ორი უბნისაგან შედგებოდა _ მეწიეთისა და ასკანის აგარაკებისაგან. 1864 წელს ორივე უბანი გადაეცა გურიის მეტყევეს ოკინჩინს, მაგრამ ჩოხატაურელმა თავადმა მიხეილ ერისთავმა მაინც მოახერხა მისი ერთი ნაწილის თავის გამგებლობაში დაეტოვებინა. 1872 წელს  ოზურგეთის მაზრის უფროსის მუხრანსკის თანხმობით, საეკლესიო მამულების მმართველმა ბლაღოჩინმა ქიქოძემ ბახმაროს ტყე გადასცა გურიის მეტყევეს მარდანოვს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ათეული წლების მანძილზე ბახმაროს უნიკალური სააგარაკო ტყე ხელიდან ხელში გადადიოდა.

,,ექიმმა დავიდიანცმა, დაახლოებით, 30 წ. წინეთ ინახულა ორიოდე ავათმყოფი, რომლებიც შეპყრობილი იყვნენ ტუბერკულოზით და ჰქონდათ, სხვათაშორის, პირიდან სასტიკი სისხლის დენა. ერთი მათგანი იყო ღვდელი ნ. კ. რომელიც ეხლა ცოცხალია (ეს სტრიქონები გასული საუკუნის ოციან წლებში დაიწერა - ი. მ.). აღნიშნულ ავათმყოფებს არ  ჰქონდათ საშვალება სადმე ცნობილ აგარაკზე წასულიყვნენ და ამის გამო ექიმმა ურჩია, მათ სადმე მაღალ ადგილზე წასვლა. ეს ავათმყოფები წაყვნენ მწყემსებს ტყეში და ზაფხული გაატარეს ბახმაროს რაიონში. შემდეგ ისევ ეჩვენენ ექიმ დავიდიანცს დ ამის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა იმ საოცარი ცვლილებების გამო, რომელიც მომხდარიყო ავათმყოფთა ფილტვებში ჰაერის გავლენით... შემდეგ, როგორც მაზრის ექიმმა, მოსთხოვა მაზრის უფროსს ჩაფრები და (1896 წლის 27 ივლისს სამხედრო ფერშალ ა. ვადაჭკორიასა და ექიმ ძიძიშვილთან ერთად -ი.მ.) რაინდული სიმამაცით გაემგზავრა აღნიშნული ადგილის საძებრათ. დიდი განსაცდელის შემდეგ მიაკვლია ექიმმა დავიდიანცმა ბახმარო... და პირველი სახლი ბახმაროში მან ააგო (სახოკიას მიხედვით, პირველი ფიცრული სახლი იქ ნიკიფორე ქარცივაძეს წამოუდგამს _ ი.მ.). შემდეგ ბახმარომ მიიპყრო ხალხის ყურადღება და დაიმსახურა დიდი ნდობა” (ექიმ ა. ინგოროყვას მოგონებებიდან).

სულ მალე ბახმაროს ქომაგი და მცველი გამოუჩნდა იოსებ ათანასეს ძე ქიქოძის სახით. იგი დაიბადა 1846 წლის 28 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. დაწყებითი განათლება მან ბიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის ოჯახში მიიღო. შრომისმოყვარე ყმაწვილმა წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სემინარია. 1871 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის სატყეო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს, დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ქუთაისის მიწათმოქმედებისა და ქონებათა სამმართველოში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე. მომდევნო წელს მას დაევალა გურიის ტყეების აღწერა. შემდეგ კი მას ვხედავთ შორაპნის მეტყევედ. 1876 წელს იოსებ ქიქოძე დანიშნეს გურიის მეტყევის თანამდებობაზე. სწორედ აქედან იწყება მისი ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლა იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც წლების მანძილზე ავრცელებდნენ თავიანთ ზედამხედველობას ბახმაროს ტყეზე.

,,მთელი გურია საზაფხულოდ გადის აგარაკ ბახმაროზედ... ყოველ ზაფხულობით არის ფერშალი, ერთ-ერთი ექიმი იგზავნება პატარა აფთიაქით, ავადმყოფებიც ძლიერ ადრე იკურნებიან, იშვიათი შემთხვევაა, რომ მომკვდარიყოს ვინმე. სულ ახსოვთ 3 მომკვდარი. უმეტეს ნაწილად უხდება ჭლექს, სისუსტეს, ცხელებას, ცივებას, თავის ტკივილს და სხვას...” გაზეთი ,,ცნობის ფურცელი”, 1899, #862.

1880 წელს იოსებ ქიქოძემ ოზურგეთის სამოქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რათა ბახმაროს ტყეზე სახალხო მმართველობა აღედგინათ. მაგრამ მოგვიანებით, სახალხო მმართველობის ეს წესი დაარღვიეს თომა და დავით ერისთავებმა. ამის საპასუხოდ ქიქოძემ ტყეს მიუჩინა შეიარაღებული მცველები. სულ მალე კი იმასაც მიაღწია, რომ ბახმაროს ტყე სახალხო კუთვნილებად გამოცხადდა. თითქოს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ 1887 წელს დავით, თომა და გრიგოლ ერისთავებმა, მეუღლეებმა ლიდა მაჩაბელმა და მამუკა სანიკიძემ კვლავ აღძრეს საკითხი ქუთაისის საგუბერნიო ქონებათა სამმართველოში, რათა მათ ეცნოთ მომჩივნების უფლებები ბახმაროს ტყის ნაწილზე. მაგრამ მათი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

,,გასართობი აქ ბევრია: ერთი დიდი როტონდაა, რომელშიაც სდგას რამდენიმე სტოლი, ასევე, არის ნარდი, ლოტო, კარტი, კეგლიც კი არის. საღამოობით გავარდება ხოლმე ბურთი... იმართება ხოლმე ქართული წარმოდგენები, აგერ 5-ჯერ იყო. ამას გარდა, შარშან ბ. ქვარიანმა წაიკითხა ლექციები მეურნეობის შესახებ. ეხლა აქ არის განყოფილება ასკანის წიგნთსაცავ სამკითხველოსი, რომელსაც საკმარისად მოსდის ჟურნალ-გაზეთები” (გაზეთი ,,ცნობის ფურცელი”, 1899, #862).

 1891 წელს იოსებ ქიქოძე დაინიშნა ქუთაისის სატყეო რევიზორად და მას მიენიჭა გენერლის ჩინი. 1909 წლიდან კი მას ნიშნავენ ქუთაისის სატყეო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

,,მოაგარაკეთა რიცხვი (ბახმაროში) ყოველ წლივ 1500 სულამდის ადის და რაც ხანი გადის, უფრო იმატებს. მოაგარაკეთ უფრო ღარიბი ხალხი ეტანება და მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობა, რადგან აქ ცხოვრება უფრო იაფი ჯდება სხვასთან შედარებით, მაგალითად, ძალიან იაფად იყიდება: ხორცი, რძე, ყველი, მაწონი, ერბო და სხვა, რომელიც ბლომად იშოვება აქ, რადგან გურიის მთელი ნახირი ბახმაროს ახლომახლო მოჰყავთ საძოვრად (1896 წელს თედო სახოკიას ბახმაროში ყოფნისას, საქონელი თურმე 3-4 კაპიკით უფრო მეტი ღირდა, ვიდრე ოზურგეთში, შაქარი 3 კაპიკით და ა.შ -ი.მ.)...” _ გაზეთი ,,ივერია”, 1904, #190.

იოსებ ქიქოძე საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა: მისი ინიციატივით ოზურგეთში მოეწყო წყალსადენი, თავის მეუღლესთან ერთად 1889 წელს ბახვში მოაწყო აბრეშუმის პარკებისაგან მზა პროდუქციის დამამზადებელი საამქრო, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ, განსაკუთრებით კი ხელმოკლე გლეხობას. ასევე, ცნობილია ფაქტი, როცა ცნობილი მეტყევის, ვლადიმირ მაიაკოვსკის (ცნობილი პოეტის მამა) მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, იოსებ ქიქოძემ  ქუთაისის სახაზინო სამმართველოს უფროსს მიმართა თხოვნით, რათა მისი ქვრივისთვის და სამი შვილისთვის მაღალი პენსია დაენიშნათ და უნდა ითქვას, მიაღწია კიდევაც ამას...

იოსებ ქიქოძე 1921 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ბახვის ეკლესიის გალავანში.

გამოყენებული ლიტერატურა:

ილია ცინცაძე _ „ბახმარო“.

ექიმი გ. მჟავანაძე _ „აგარაკი ბახმარო“.

საფო მგელაძე _ ლეგენდა-პოემა „ბახ-მარო“.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?