როგორ მოკლა მღვდელი ი. ცინცაძე მისივე მრევლმა და მეზობელმა ბესარიონ სიხარულიძემ

ისტორია

როგორ მოკლა მღვდელი ი. ცინცაძე მისივე მრევლმა და მეზობელმა ბესარიონ სიხარულიძემ

17 თებ. 2019, 12:58:18

გაზეთი ,,ივერია” წერდა, თუ როგორ მოკლა ბლაღოჩინი, მღვდელი ი. ცინცაძე მისივე მრევლმა და მეზობელმა ბესარიონ სიხარულიძემ. ეს უკანასკნელი თურმე მღვდელთან მოჯამაგირედ იდგა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ცინცაძეს ჯამაგირი რვა მანეთი არ გადაუხდია. ერთხელ სიხარულიძე დახვდა გზაზე მიმავალ ჯორზე ამხედრებულ მღვდელს - მიხდი თუ არა ფულსო? გამეცალე იქეთო, უპასუხა მღვდელმა და მათრახი გადაუჭირა. მაშინ სიხარულიძემ გადმოიღო თოფი, დაუმიზნა და ღმერთს შეევედრა: ,,შენ იყავ მოსამართლე მე და ამ კაცს შორის, თუ უმართლოდ მართმევდეს ჩემს ნაოფლარს, ტყვიას ნუ ააცდენ, და თუ არა, დაიფარეო”. ესროლა და იქვე მიაწვინა.

მუზეუმში გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით შეხვედრა გვქონდა ჟურნალისტ ჟანი სიხარულიძესთან, რომლის ბაბუაც აღმოჩნდა ზემოთ ხსენებული ბესარიონი. აი, რას მომიყვა მის შესახებ ბატონი ჟანი: ბესარიონი თურმე გადაასახლეს ციმბირში, ცოტა ხანში ცოლი მოიყვანა, ბავშვიც შეეძინა, მაგრამ ერთ დღეს, როცა ბესარიონი სახლში არ იყო, ოჯახს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და ცოლ-შვილი მოუკლეს. სიხარულიძე დიდხანს ეძებდა მკვლელებს, მარა ვერ მიაგნო. ერთხელაც ტრახტირში შევიდა, სადაც არყით გალეშილი ხუთი ნაცნობი რუსი დახვდა. ბესარიონს რუსულად დაუძახეს - კაცო, აქ მოდიო და დაგვილიეო. ის მივიდა სადღეგრძელო უთქვამს და ვერ დავლევო... როგორ თუ ვერ დალევო, დალიე, თორემ იმავე დღეს დაგაყენებთ, რაც შენს ოჯახსო. ბესარიონი გაშრა, ხმა არ ამოიღო და რუსებს უთხრა, ახლავე მოვალო. წავიდა სახლში, ამოიღო იარაღი, დაბრუნდა ტრახტირში და ხუთივე ადგილზევე ჩაცხრილა. სასამართლომ ის გაამართლა. ცოტა ხანში დაბრუნდა გურიაში, ისევ მოეკიდა ოჯახს და ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.




 ახალი ამბები
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყოგიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. ცნობისთვის, დაბადების დღეზე სტუმრად წასულ 19 წლის ფეხბურთელს მაშველები მცხეთაში, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს კი არაგვში გარდაცვლილი ... ...
  • "თანხა წაღებულია, ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი"- კახეთში ეკლესია გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. „მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ ... ...
  • შს მინისტრი: ბაჩალიაშვილის საქმეში თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო  ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...