,,რუსი ბატონიშვილი" ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში

ისტორია

,,რუსი ბატონიშვილი" ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში

2018 ნოე 23 09:10:21

დავით ჭავჭავაძე (1924 - 2014) დაიბადა ლონდონში, მამის, პავლეს, მხრიდან ის პოეტ და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავძის შთამომავალია, დედა რუსი მეფეების რომანოვების წარმომადგენელი. მამამისი პავლე (პოლ) ჭავჭავაძე ცნობილი ამერიკელი მწერალია. ის რამდენიმე ცნობილი წიგნის ავტორია, მათ შორისაა The Mountains of Allah ,,მთები ალაჰისა”, სადაც შამილის მიერ წინანდლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახის გატაცებაა აღწერილია.  სანამ თხრობას გავაგრძელებდე, პავლესთან და მის წინაპრებთან დაკავშირებული ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: ერთხელ პავლეს დიდი პაპა გულბაათ ჭავჭავაძე თავის სიმამრს, დავით დადიანს ესტუმრა. დავით დადიანი მდიდარი კაცი იყო და კარგი მარანიც ჰქონდა. ჰოდა, გულბაათმა უთხრა, ჩამიშვი ერთი მაგ შენს მარანშიო, მაინტერესებს, რა ღვინოები გაქვსო. ამან შვილი გააყოლა, ცოლისძმა, და უთხრა, რაც გასინჯოს და რითაც გასინჯოს, გაატანეო, აჩუქეო.

მარანში მრავლად ეწყო ვერცხლისგან ნაჭედი, ანდა მოოქროვილი სასმისები, რომელთა შორის მთავარი იყო სულ ნაირგვარი ზომის აზარფეშები, გაწყობილი სულ ნაირ-ნაირი ძვირფასი ქვებით. ჩავიდა გულბაათი და დაიწყო ღვინის სინჯვა და დაიწყო და დაიწყო, აღარ დაამთავრა. ბოლოს მარტო დარჩა იქ, ცოლისძმა და მსახურები შემოეცალნენ. სინჯავდა ამ აზარფეშებით ღვინოს და გვერდზე აწყობდა სასმისებს. დადიანმა უთხრა თავისიანებს, ჩააკითხეთ ერთიო, არ მოკვდეს, არ ჩაიხრჩოს იმ ღვინოშიო. ჩავიდნენ და გადასარევად იყო. არაფერი სჭირდა და ეს ვერცხლი კიდევ გვერდით ელაგა.

კაი ღვინოები გქონია, სიმამროო, – უთხრა, – კაი ღვინოებიო, და წამოზიდა საჩუქრები. მისი შვილთაშვილი, პავლე (პოლი) 1917 წელს პირველად 18 წლისა ეწვია მათ საგვარეული მამულს, წინანდალს. დიდი სუფრა გაიშალა თურმე და პავლემ დიდი პაპას ხსოვნა არ შეარცხვინა – ორკვარტიანი (კვარტა =1,14 ლიტრს) ყანწი სულმოუთქმელად გამოსცალა, რითაც აღფრთოვანებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება.

პავლეს მშობლები მტრულად იყვენენ საბჭოთა წყობილებისადმი განწყობილი, ისინი ბოლშევიკებს გამოექცნენ, რომელთაც მათ ნათესავები დაუხოცეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ისინი ბევრის გასაკვირად თანაუგრძნობდნენ იმ მოვლენებს, რამაც რევოლუცია გამოიწვია. ისინი პაციფისტები იყვნენ და თავისი ამერიკელი მეგობარი ინტელექტუალების, დოს პასოსისა და ედმუნდ უილსონის მსგავსად, მხარს უჭერდნენ სოციალიზმის მშენებლობას 1920-იან წლებში.  1927 წელს ჭავჭვაძეების ოჯახი ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორკში გადასახლდა საცხოვრებლად. დავითს სამხედრო ცხოვრება ბავშობიდან აინტერესებდა, ის შეუერთდა მაღალი საზოგადოების ბავშვებისთვის შექმნილ სამხედრო პროგრამას Knickerbocker Grays, სადაც გამოიგონა რთული სამხედრო თამაშები, რომელიც ასანთის ღერების დახმარებით თამაშდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს დავითი იელის უნივერსიტეტში მიიღეს და ამასთან ის აშშ-ს შეიარაღებულ ძალების რეზერვშიც ჩაეწერა, 1944 წელს მას უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსულის ბრწყინვალედ მცოდნე დავითი მთარგმნელად მუშაობდა. ომის დასრულების შემდეგ კი თარჯიმნის ფუნქციებს ასრულებდა იმ შეხვედრებზე, სადაც აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გერმანიის მომავალსა და ომის შემდგომი მსოფლიო ბედი შესახებ ბჭობდნენ. სამსახურიდან გამომდინარე დავითი ერთხანს გერმანიაში ცხოვრობდა. 1950 წლიდან მან ახლად შექმნილ CIA-ში _ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დაიყო სამსახური საბჭოთა კავშირის განყოფილებაში. საკუთარი ცხოვრების ახალ და ძალზე მნიშვნელოვან ეტაპს ის ასე აღწერდა: ,,აგვისტოს ბოლოს დეპეშა მოვიდა: გთხოვთ, 1950 წლის 5 სექტემბერს ანგარიში ჩააბაროთ ვაშინგტონს... და ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში ჩემი ოცდახუთწლიანი კარიერაც ამით დაიწყო; მე ვიყავი რომანოვების ოჯახის ერთადერთი ნათესავი, რომელიც ბოლშევიკების წინააღმდეგ იმუშავებდა”. სამმართველოში ჭავჭავაძის საქმიანობა საბჭოთა სამსახურების მუშაობაზე თვალთვალი და ფარული კავშირების დამყარება წარმოადგენდა. CIA-ში გატარებულ წლების შესახებ ის იხსნებდა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა ცდუნება, რათა ადამიანებისთვის მოეყოლა ის საინტერესო და ტაბუდადებული ამბები, რომელიც მან იცოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ცდუნებამ გადაუარა. 1974 წელს ის გადადგა და თავდაპირველად პროფესიონალურ სიმღერაში მოსინჯა ბედი _ დავით ჭავჭავაძე რუსული რომანსებისა და საბჭოთა დროის პერიოდის სიმღერების ბრწყინვალე შემსრულებლად ითვლება. მოგვიანებით მან ისტორიისა და პოლიტიკის თემაზე რამოდენიმე წიგნი შექმნა: The Grand Dukes   ,,დიდი ჰერცოგები” (1989), ასევე მოგონებები Crowns and Trenchcoats: A Russian Prince in the CIA ,,გვირგვინები და სანგრები: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში” (1989) ის პარალელურად კითხულობდა ლექციებს ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე კერძო კომპანიების შეკვეთით სწავლობდა და იკვლევდა ტერორიზმის საკითხს და ინგლისურად რამოდენიმე რუსული ნაწარმოები თარგმნა. დავითის ქალიშვილი მარუსია კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მიერ დაარსებული ასოციაციის ,,საქართველოს ამერიკელი მეგობრების” აღმასრულებელი დირექტორია.




 ახალი ამბები
  • საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად კაცი დაშავდასამტრედიის სოფელი ტოლებში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, 58 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც ნგრევა მოყვა. ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას ... ...
  • 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე _ რატომ ტოვებენ მერები თანამდებობებს? 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან წელიწადნახევარში 5 მუნიციპალიტეტი მერის გარეშე დარჩა. ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურისა და ხულოს შემდეგ უმაღლესი აღმასრულებელი პირის გარეშე მუშაობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც - 2019 წლის 12 თებერვალს კახაბერ მახათაძემ თანამდებობა დატოვა. ამავე დღეს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს მიმართა მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა, რომელიც მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს და 7 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 2018 წლის დეკემბერში გირაოთი გაათავისუფლეს. ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება კორუფციის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს და ზესტაფონის  მერებთან დაკავშირებული  ცნობები შეკრიბა. ჩამოთვლილ მუნიციპალიტეტებში ახალი მერების არჩევნები, სავარაუდოდ, 2019 წლის მაისში ჩატარდება. ზუგდიდი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ თანამდებობები 2018 წლის 12 სექტემბერს დატოვეს ისე, რომ საზოგადოებისთვის მიზეზები  არ განუმარტავთ. თუმცა გადადგომას წინ უძღოდა ა(ა)იპ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” საქმიანობის შესწავლის დაწყება და 11 სექტემბერს ლაშა გოგიას გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ. 13 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც აღწერილია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ზურაბ კვირკვიას საუბარი ლაშა გოგიასთან და მის მოადგილე გია გულორდავასთან. ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ზუგდიდში დაპირებული ობიექტები აუქციონის წესით ვერ მიიღო მაშინ, როცა საამისოდ მათ ათიათასობით დოლარი გადაუხადა. ჩანაწერში ფიგურირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელი გუბერნატორი ლევან შონიაც, რომელიც ჩანაწერის გავრცელებამდე ორი კვირით ადრე თანამდებობაზე შეცვალა ალექსადრე მოწერელიამ. გუბერნატორის  შეცვლა ასევე დაემთხვა სუს-ის მიერ ზუგდიდის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესწავლის დაწყებას. გავრცელებული ჩანაწერის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ლაშა გოგიას გამოკითხვისა და კორუფციაზე ეჭვის მიუხედავად, ზუგდიდის ყოფილი მერი „ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ინარჩუნებდა და აქტიურად იყო ჩართული მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის ადგილობრივ საარჩევნო შტაბში. ლაშა გოგია და გია გულორდავა 1 ნოემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დამარცხდა: მან ზუგდიდის ოლქში ხმათა 33.9%, ხოლო ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 49.1% მიიღო. დაკავების შემდეგ პროკურატურამ, ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა. ამავე საქმეზე 2018 წლის 26 დეკემბერს ბრალი წაუყენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ლევან შონიასაც, თუმცა 27 დეკემბერს გირაო შეეფარდა. 2019 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ ზუგდიდის ყოფილი მერი, მისი მოადგილე და აღნიშნულ საქმეზე დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მარნეული მარნეულის მერის თემურ აბაზოვის წინააღმდეგ საქმეს ამ დრომდე სასამართლო განიხილავს. მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა მისი დაკავება 2018 წლის 13 ივნისს. მარნეულის საკრებულომ გადადგომის შესახებ აბაზოვის განცხადება ცნობად მიმართვიდან 2 დღეში, 14 თებერვალს მიიღო. აბაზოვს პროკურატურა მოქალაქის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელ და არადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმე ეხება სოციალურ ქსელში 2018 წლის 12 ივნისს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ჩანს, როგორ აიძულებენ ბოდიშის მოხდას  და საკუთარი შარდის სახეზე მოსმას მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე თემურ აბაზოვისა და ბიძინა ივანიშვილის გინების გამო. ასევე, პროკურატურის მტკიცებით, ამავე მოქალაქეზე, თემურ აბაზოვთან ერთად, იძალადეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რაგიმ ასკეროვმა, მარნეულის საკრებულოს წევრმა რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ.-მ. - მათ ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინათ. საქმეში ფიგურირებს მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აზერ სულეიმანოვიც, რომლის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ძალადობის მუხლით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.   თემურ აბაზოვი ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს დააკავეს და რამდენიმე თვის განმავლობაში დუმილის უფლებას ინარჩუნებდა, 6 სექტემბერს კი პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების გამო. პატიმრობიდან 6 თვეში თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ჭიათურა პაატა ნადირაძემ ჭიათურის მერის თანამდებობა 2018 წლის 27 სექტემბერს დატოვა. ნადირაძემ გადადგომის მიზეზად ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის, ქალაქის პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძის და  ძალოვანი უწყებების სხვა წარმომადგენლებისგან მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დაასახელა. გადადგომას წინ უძღოდა ჩხუბი რესტორანში, რომელშიც მონაწილე თანამდებობის პირები ჭიათურის მერიიდან, საკრებულოდან და პოლიციიდან ერთმანეთს ადანაშაულებდნენ დაპირისპირების პროვოცირებაში. ინციდენტის შემდეგ პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში მერის წინააღმდეგ განცხადება შევიდა, რის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პაატა ნადირაძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ჭიათურის მერად ამომრჩეველთა ხმების 62.45%-ით აირჩიეს. ხულო 2018 წლის 17 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 დღით ადრე, ხულოს მერი გოჩა მელაძე გადადგა, მასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ლაშა ბოლქვაძემაც. გადადგომის დროს გოჩა მელაძე „ქართული ოცნების” მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბსაც ხელმძღვანელობდა ხულოში. გოჩა მელაძემ თანამდებობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის გადადგომიდან მალევე დატოვა. ზურაბ პატარაძის წასვლა კი თავის მხრივ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის მამუკა ბახტაძით შეცვლას უკავშირდება. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მოსვლასთან ერთად მედიაში არაერთხელ გავრცელდა ვარაუდები რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირების სავარაუდო შეცვლაზე. საზოგადოებას კითხვები გაუჩინა იმ გარემოებამ, რომ გოჩა მელაძე 17 ოქტომბერს - თანამდებობის დატოვების დროს, ოფიციალური ინფორმაციით, შვებულებაში იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ამ დღეს მელაძემ საკრებულოს გადადგომის განცხადებით მიმართა, თუმცა მანამდე პირველ მოადგილედ პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე დანიშნა, რომელიც გოჩა მელაძისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ მერის მოვალეობის შესრულებას ავტომატურად შეუდგა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვახტანგ ბერიძემ ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, 16 ოქტომბერს, გოჩა მელაძის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე დატოვა.  გოჩა მელაძე ხულოს მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში, ამომრჩეველთა ხმების 59.58%-ით აირჩიეს. ზესტაფონი ამ დრომდე გაურკვეველია ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის გადადგომის მიზეზი. მან  უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვალს მიმართა. კახაბერ მახათაძემდე თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემ ელგუჯა გვენეტაძემ. ამჟამად მერის მოვალეობას ნუგზარ ფერაძე ასრულებს, რომელიც კახაბერ მახათაძემ თანამდებობიდან წასლამდე მოადგილედ დანიშნა, მანამდე კი ზესტაფონის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე იყო. კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავდნენ ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და მისი მხარდამჭერები. ისინი მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ და რამდენჯერმე მერის სამუშაო კაბინეტთან მჯდომარე აქციაც გამართეს. ზესტაფონის ყოფილმა მერმა მმართველ პარტიას 2016-2017 წლებში 90 000 შესწირა, მათ შორის 40 ათასი ლარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, რომლის პირველივე ტურის შედეგებით მახათაძე ხმათა 54.7%-ით მერად აირჩიეს. ხუთივე მუნიციპალიტეტში ცესკოს ახალი მერების არჩევნების დანიშვნა, კანონმდებლობის თანახმად, 2019 წლის მაისში მოუწევს, რადგან ყოფილ მერებს უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდათ. ცესკომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღით ადრე უნდა დანიშნოს განკარგულებით.  ახლადარჩეული მერების უფლებამოსილება 2021 წლის შემოდგომამდე გასტანს. ... ...
  • მკვლელობა თბილისში _ 40 წლამდე მამაკაცს რამდენიმე ტყვია ესროლესძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან არის მოკლული, გასროლა კი ავტომობილიდან მოხდა.  imedinews-ის ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, ზოგიერთ ამბობს, რომ 9 გასროლა იყო. კაცს ჭრილობა თავის არეში აქვს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა ... ...
  • ოზურგეთში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხი შეფასდებადღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან, მერიის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან საჯარო დისკუსია გამართა. დისკუსია პროექტის კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების ფარგლებში გაიმართა. “ჩვენი დღევანდელი საჯარო დისკუსიის მიზანს წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ის, რომ გავიგოთ,  საკრებულოსა და მერიის საქმიანობის პროცესში რამდენად არის უზრუნველყოფილი სამოქალაქო ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმი და დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ, რომლის ძირითად მიზანსაც წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის შეფასება. როგორც აღმოჩნდა, ოზურგეთში საზოგადოება ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში, თუმცა გამოვლინდა კონკრეტული ხარვეზებიც, რომლებზეც, იმედია, მუნიციპალიტეტი მომავალში იმუშავებს და, ჩვენი შეფასებით, ისინი კიდევ უფრო მაღალ ქულებს მიიღებენ -  თქვე მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს IDFI-ის მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილმა. ნინო მერებაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტით (რუსთავი, თელავი და ოზურგეთი) დაინტერესდა IDFI და დეტალურად მოხდება შეისწავლიან, როგორ ფაზაში არის კერძო და საჯარო სექტორების ... ...
  • ძლიერი ქარის შედეგები საქართველოშიძლიერმა ქარმა, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა ქრის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომანქანა, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და  4 სარეკლამო ბილბორდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან. როგორც უწყებაში ამბობენ, ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება. ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რომ  საფრთხე არ შეექმნათ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...