სად დგას ყველაზე დიდი ჭადარი საქართველოში, რომელსაც გასულ წელს ოპერაცია ჩაუტარეს

ისტორია

სად დგას ყველაზე დიდი ჭადარი საქართველოში, რომელსაც გასულ წელს ოპერაცია ჩაუტარეს

2017 აპრ 18 13:55:27

საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარი თელავში დგას, რომლის გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. 3.6 მეტრი დიამეტრის ჭადარის სიმაღლე 40 მეტრია.

ჭადარი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკლე II-ს მონუმენტის წინ დგას.

იგი გვიანანტიკურ და ადრეშუასაკუნოვან წყაროებში სხვადასხვა სახელწოდებით გვხვდება _ რომაელებთან Platanus Ibericius (იბერთა ჭადარი), ბერძნებთან Πλάτανος Γεωργία.
პირველ ცნობებს მის შესახებ გვაწვდის ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი.
„ყოველწლიურად აქ იკრიბებიან და დიდ ნადიმს მართავენ, სიმღერებს მღერიან, ბარბაროსულად სვამენ წყალგაურეველ ღვინოს და მხიარულობენ. თავიანთ ღმერთებს მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ, რომ ეს ადგილი თავად იბერთ პირველმა მეფემ ამოარჩია და ეს ხე დარგო აქ" _ აღნიშნულია სტრასბონის წიგნში (Strabo, Geographica, XVII; XIX, 44).
სტრაბონის მწირი ცნობებიდან შეგვიძლია დავასკვნათ ის, რომ ხე ფარნავაზ მეფემ დარგო. ამასვე ადასტურებს „ქართლის ცხოვრებაც", რომლის პირველ, რედაქტირებამდელ ნაწილში აშკარად უფრო ვრცელია მონაკვეთი, სადაც ლეონტი მროველი ფარნავაზზე მოგვითხრობს. აქვეა აღნიშნული ხის დარგვაც.
ლეონტისვე გადმოცემით, როდესაც მეფემ კახეთი შემოიერთა ალბანელთაგან, ამის აღსანიშნავად იქ ეს ჭადარი დარგო. ხე ძალიან ნელა იზრდებოდა და მეფე შეფიქრიანდა, ცუდის ნიშნად მიიჩნია, თუმცა, კი მან არ იცოდა, რა იყო ამის ნამდვილი მიზეზი.
თავისი მეფობის 45-ე წელს, ფარნავაზმა თავისი შემოღებული ახალი ანბანის ასოები ამოკაწრა ხის ნორჩ ღეროზე.
დღეს ამ ასოებს ვეღარ დავინახავთ, რადგან მერქნის მრავალმა ფენამ დაფარა, თორემ კარგი არგუმენტი იქნებოდა ქართული დამწერლობის ფარნავაზის დროიდან არსებობის დასამტკიცებლად.
სტრაბონის შემდეგ, ხეს იხსენიებენ რომაელები, დიონ კასიუსი (ბერძნული წარმომავლობის) და კორნელიუს ტაციტუსი, რომაელი სარდლის, გნეუს პომპეუსის იბერიაში ლაშქრობის აღწერისას.
ტაციტუსის „ანალებში"(Annales), ავტორი აღწერს იბერიის მეფე არტაგის ბრძოლას რომაელებთან.
"როდესაც მან მტკვარზე ხიდი დაწვა, სწორედ აღმოსავლეთისაკენ დაიხია. მეორედ დამარცხების შემდეგ, იბერიელებმა პარტიზანული ომი დაიწყეს და გაუვალ ტყეებში გამაგრდნენ.
პომპეუსი იძულებული გახდა ტყეები გადაეწვა. აღმოსავლეთ იბერიის ტყის მასივის დიდი ნაწილი განადგურდა და დაიწვა, მაგრამ გადარჩა ერთი ხე, რომელიც ადგილობრივებს მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. პომპეუსი თავადაც იყო ამ ხესთან და იხილა საოცარი სანახაობა, სასიკვდილოდ დაჭრილი იბერიელები, რომელთაც სისხლი სდიოდათ, ხის ქვეშ დაეწვინათ და მათ მკურნალობაზე არც კი ზრუნავდნენ (VII; X, 11)"
იგივეს აღნიშნავს დიონ კასიუსიც თავის Historia Romana-ში (IX; VIII, 3). ეს მონაკვეთი უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ქართველები ამ დროისთვის უკვე ხვდებოდნენ თუ რით იზრდებოდა ეს ხე - ქართველთა დაღვრილი სისხლით, ეს ხე მათთვის საკრალურად იქცა და წარმართობის ხანის დასრულების შემდეგაც კი, ადგილობრივებს სწამდათ, სანამ ხე იდგებოდა და ქართველთა სისხლით იქნებოდა გაჯერებული, ისინიც იქნებოდნენ და ქვეყანა არ გაქრებოდა. პომპეუსის შემოსევისას მას ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, რომ არ გადამწვარიყო, აქ საქართველოს ისტორიის ბედი ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ხის გადარჩენა მოხერხდა.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ხის ისტორია ისტორიული წყაროებიდან იკარგება, რისი მიზეზიც არის, ბერძნულ-რომაული წყაროების ნაკლებობა გვინანატიკური და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს შესახებ და ადგილობრივი წყაროების არარსებობა. მაგრამ ცნობილი ჭადარი ხელახლა ჩნდება ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების" გვერდებზე იმ კონტექსტში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟამთააღმწერლის ცნობა, რომელიც თანადროულია ხვარაზმშაჰის ჯალალ ად-დინის შემოსევისა. ეს ცნობა ეხება 1226 წელს, ხვარაზმელთა მიერ თბილისის აღებასა და 100 ათასი ადამიანის ქრისტიანობისათვის წამებას.
"ხვარაზმელებმა 1225 წელს სასტიკად დაამარცხეს ივანე ათაბაგის მეთაურობით მებრძოლი ქართველთა ლაშქარი გარნისთან და მალევე თბილისი დაიკავეს. ხვარაზმელები შეუდგნენ ქალაქის ძარცვას. ჯალალ ად-დინმა ბრძანა ყველა ქართველი, ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა და ხატს არ დააბიჯებდა, მოეკლათ და მტკვარში გადაეგდოთ. ასი ათასმა ადამიანმა უარი თქვა ამის გაკეთებაზე. მალე წმინდანთა სისხლით აივსო მტკვარი.
მოჩუხჩუხებდა თავის კალაპოტში და წითლად ღუოდა მისი ტალღები. ჯალალ ად-დინმა კი სამხრეთისკენ დაძრა ლაშქარი. კახელებმა შეიტყვეს რა მოხდა თბილისში და მაშინვე მიხვდნენ რა უნდა მოემოქმედებინათ. ისინი გრძელ რიგად გამწკრივდნენ მტკვრიდან ჭადრის ხემდე, ერთი ხის სათლს აავსებდა სისხლით გაჯერებული მტკვრის წყლით და აწვდიდა მეორეს, ასე ხელიდან ხელში გადადიოდა და ბოლო კაცი ჭადარს უსხამდა.
ყველანი ერთად მღეროდნენ ძველ ქართულ საბრძოლო სიმღერას „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმას". იმ წელიწადს ჭადარი განსაკუთრებით გაიზარდა და მერქნის რამდენიმე ახალი ფენა გაიკეთა. იმედით აღივსო ქართველთა გულები, რომელთაც იცოდნენ სანამ ქართული სისხლი დაიღვრებოდა საქართველოსათვის, დედა-ხეც იდგებოდა ამაყად და არ შეირყეოდა მისი მიწაში ღრმად წასული ფესვები".
თელავის ჭადრის შესახებ შემდგომი ცნობა გვხვდება უფრო გვიან პერიოდში, XVII საუკუნის დასაწყისში, 1614 წელს, შაჰ-აბას I-ს შემოსევებისას კახეთში. ქართული საისტორიო ქრონიკა, მიზანდარ ვარშანიძის „ზეობა კახთა მეფისა თეიმურაზისა", აღწერს რამდენი ქართველი დაიღუპა სპარსელთა ხელით, გადაიწვა ქალაქები და სოფლები. დაცარიელდა გრემი და თელავი.
"აკვამლებული ნანგრევებიღა დარჩა ერთ დროს დიდებულ ტაძართა და სასახლეთა ადგილას, სპარსელებმა კი მრავალი ტყვე წაასხეს თან ირანში, რათა იქ ჩაესახლებინათ. მიზანდარ ვარშანიძის მიხედვით, თელავი თითქმის მთლიანად გადაიწვა, გადარჩა მხოლოდ უზარმაზარი ჭადარი, რომლის მოჭრა ან დაწვა შაჰ-აბასმაც კი ვერ გაბედა, რადგან იცოდა ქართველებს საკრალურ ადგილად მიაჩნდათ, შაჰი კი ცრუმორწმუნე კაცი იყო.
სპარსელთა ლაშქარმა დატოვა საქართველო და უკან დაბრუნდა, მხოლოდ რამდენიმე გარნიზონი დარჩა კახეთში."

XVIII საუკუნეში, საქართველოში რუსეთის იმპერატრისა ეკატერინე II-ს გამოგზავნილი დამხმარე ჯარი შემოვიდა გენერალ გოტლიბ ტოტლებენის სარდლობით. მას ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I-თან ერთად უნდა ემოქმედა ოსმალების წინააღმდეგ.

დე გრაი დე ფუა, ტოტლებენის ადიუტანტი, თავის მემუარებში იხსენებს კახეთში რუსთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად ყოფნისას როგორ დაესწრო თელავში, ერეკლეს სასახლის წინ, დიდი ჭადრის გარშემო გამართულ ქართულ ცეკვას - „ხორუმს".

თელავის ჭადარი გადაურჩა ირანის ყაჯარი შაჰის აღა მაჰმად ხანისა და ავარია-ხუნძახის ბატონის ომარ ხანის შემოსევებს.

საქართველოში რუსეთის იმპერიის გაბატონების შემდეგ, ხის ისტორია მიიკარგა, თუმცა ის კვლავ მყარად იდგა და მცირედ ზრდას განაგრძობდა. საქართველოს ჯერ კიდევ ეწერა წინ თავისუფლება და ასეც მოხდა, ქვეყანამ ჯერ 1918 წელს დაიბრუნა დროებით დამოუკიდებლობა, შემდგომ კი 1991 წელს. ხემ კი, რომელმაც ხმობა დაიწყო უკვე 70-იანი წლების ბოლოს და სავალალო მდგომარეობაში იყო, კვლავ გაიხარა.

90-იან წლებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში ბევრი უცხოელი მეცნიერი გამოჩნდა, რომელთაც საშუალება მიეცათ ქვეყნის შესწავლისა. მათ შორის ერთ-ერთი იყო ესპანელი დენდოქრონოლოგისტი მარტა დომინგეს-დელმასი, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კავკასიაში ჯერ არწახის, შემდეგ კი თელავის ჭადარზე. საბოლოოდ მან გადაწყვიტა დისერტაცია სწორედ თელავის ჭადარზე დაეცვა.
გასულ წელს ჭადარმა ხმობა დაიწყო, ამიტომ მის გადასარჩენად გერმანელი სპეციალისტი დეტლერ კოხი მოიწვიეს. ყველაზე დიდი ხის მკურნალობა 35 000 ევრო დაჯდა _ 4 500 ლარი თელავის მერიამ გაიღო, ხოლო დანარჩენი თელავთან დაძმობილებულმა ქალაქმა ბიბერახმა დაფარა.
გამოყენებულია saqartvelodidia.blogspot.com-ის მასალები




 ახალი ამბები
  • მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს _ ირმა ინაშვილიმე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა დღეს პარლამენტში მასსა და ოპოზიციონერ დეპუტატ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 1 TV-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ნიკა მელიასთან იმიტომ მივიდა, რომ მიკროფონიდან მის მოწოდებას, განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა, არ ისმენდა. „მივედი ნიკა მელიასთან, რადგან მიკროფონიდან არ ისმენდა, რასაც ვეუბნებოდი, რომ მოეცა საშუალება ჩემი მოხსენება დამემთავრებინა. მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა. საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი ... ...
  • საავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და 1 მილიონ 300 ათასი რუბლი წაართვესსაავადმყოფოს მთავარ ბუღალტერს თავს დაესხნენ და ნოემბრის ხელფასისთვის განკუთვნილი თანხა 1 მილიონ 300 ათასი რუბლი წაართვეს. შემთხვევა ტყვარჩელში  მოხდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ლალი გარგულია აღნიშნავს, რომ დილას ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა მანქანას, სადაც ბუღალტერი იჯდა. წყარო:  New ... ...
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“: შაჰინის სკოლის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას შეიძენსბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ყველა კურსდამთავრებულის ატესტატი იურიდიულ ძალას იძენს, კანონიერ ძალაში შევიდა.  ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ უკანონოდ ცნო სახელმწიფოს მიდგომები, სკოლის მიერ გაცემული ატესტატებისთვის  იურიდიული ძალმოსილების არ მინიჭების შესახებ.  „ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიც უკვე შესულია კანონიერ ძალაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და შპს ქალაქ ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს წარედგინა სარჩელი, დავის საგანზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება და განათლების ატესტატის ნამდვილობის დადასტურება. საქმის მიხედვით, ჯ.ბ.-მ, 2005 წელს დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის“ სრული კურსი. მიღებული საგანმანათლებლო ატესტატის საფუძველზე, ჯ.ბ. 2005 წელს ჩაირიცხა და სწავლა განაგრძო კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2009 წელს. 2015 წლის 21 დეკემბერს ჯ. ბ.-მ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატი. 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით, განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. გადაწყვეტილების მიხედვით, მის მიერ დამთავრებული სკოლა-ლიცეუმის მიმართ არსებობდა გარკვეული კითხვები, ლიცენზიისა და რეგისტრაციის შესახებ. კერძოდ, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან აღინიშნა, რომ ზოგადი განათლების ატესტატზე დასმულ ბეჭედში გამოსახულია საქართველოს მცირე გერბი, რის გამოც ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნულის გარდა, მიეთითა, რომ ვერ იქნა დადგენილი ატესტატის გაცემის მომენტში ეწეოდა თუ არა შპს „ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი“ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ლიცენზირებულ რეჟიმში. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო მოქალაქეს უარი ეთქვა ატესტატის ნამდვილობის დადასტურებაზე. როგორც სასამართლომ დაადგინა, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და საარქივო დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიით ნება დართო ფირმა „ჩაღლარს“, დაეფუძნებინა ქ. ბათუმში ქართული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის ტიპის მრავალპროფილიანი სკოლა სკოლა-ლიცეუმი, როგორც არასახელმწიფო საერო სასწავლებელი. ამავე მონაცემების მიხედვით, დასტურდება, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1996 წლის 20 თებერვალს გაცემული ლიცენზიის მფლობელად უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაარეგისტრირა „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი“. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 ივლისის დადგენილებით, რეგისტრაციაში გატარდა თურქეთის რესპუბლიკის შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმო-სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმოდ დარეგისტრირებული, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და მასზე გაიცა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო ლიცენზია. მოსარჩელემ 2005 წელს სწორედ შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის სრული კურსი დაასრულა და მიიღო ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. სწორედ აღნიშნული ორგანიზაცია განაგრძობდა საგანმანათლებლო საქმიანობას, შპს „სასკოლო ინვენტარის საწარმოოს სავაჭრო ფირმა „ჩაღლარის“ ქვესაწარმო, რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმის“ მიერ შექმნილი სასწავლებლის ბაზაზე. თუმცა, როგორც შემდეგ გამოირკვა, მას საქართველოს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ლიცენზია არ გააჩნდა. 2007 წელს შპს „ჩაღლარ საგანმანათლებლო დაწესებულებების რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა“ საქმიანობა შეაჩერა და საგანმანათლებლო საქმიანობა ყოველგვარი წყვეტის გარეშე განაგრძო შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმმა“ (ამჟამად მას ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმი“) რომლის დამფუძნებულია შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“ და რომელსაც საგანმათლებლო საქმიანობის ლიცენზია, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, გააჩნდა. აღნიშნულ დაწესებულებას, 2015 წლის 22 დეკემბრიდან ეწოდება შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“. როგორც სასამართლომ აღნიშნა, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიული პირების უფლებამონაცვლეობის (სამართალმემკვიდრეობის) დადგენის თაობაზე, შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმსა“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, განიხილავდა, როგორც საშუალო განათლების ატესტატის ნამდვილობის აღიარების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის შემადგენელ ნაწილს, რომელიც გულისხმობდა მითითებულ ფარგლებში, ორი იურიდიული პირის სამართლებრივი კავშირის დადგენასაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად ნამდვილად არსებობდა კავშირი შპს „ჩაღლარ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმს, შპს „რ. შაჰინის სახელობის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ლიცეუმი ქალაქ ბათუმში“ და შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ შორის, რამდენადაც ყველა მათგანის მიერ წარმოებდა, ერთი და იგივე საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა-გამგეობა. უდავოდ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სწავლობდა და 2005 წელს სრული კურსი დაასრულა შპს „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების“ ქ. ბათუმის რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში, რომელიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა კანონით სავალდებულო, საგანმანათლებლო ლიცენზიის გარეშე და მიიღო სწორედ ამ სასწავლებლის მიერ გაცემული, ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი. დადგენილი და დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ მოსარჩელე აღნიშნული ატესტატის საფუძველზე, 2005 წელს ჩაირიცხა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, რომელიც დაასრულა 2009 წელს. სასამართლომ  აღნიშნა შემდეგიც - „უფრო მეტიც, საქართველოს განათლების სამინისტრო (და აჭარის ა.რ. განათლების სამინისტრო), ასევე სხვა სახელმწიფო უწყებები აღიარებდნენ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას და მასთან შედიოდნენ სამართლებრივ ურთიერთობაში,  როგორც ლიცენზირებულ, აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რისი დასტურია ისიც, რომ სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულებზე გაიცემოდა შესაბამისი განათლების ატესტატი, რომელიც მიღებული და აღიარებული იყო თავად განათლების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ და მათი ნამდვილობა და ლეგიტიმურობა სადავო არასოდეს გამხდარა“. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიღო, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა“,_წერია გავრცელებულ ... ...
  • „გინდათ გაგანგრიოთ და მოგკლათ?!“_პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობას“ მიმართავს„ყეფდა, რეებს არ იძახა, რა პირიდან ამოდიოდა, გინდათ, რომ პასუხიც არ გავცეთ? რა გინდათ, ერთხელ რომ გამოგიყვანოთ, გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ?“,_აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელის მისამართით. მისივე თქმით,  „მართლა სამარცხვინოა ეს გაქაჩვა- გამოქაჩვები. არც მე მომწონს, მაგრამ ნუ ამოდიხართ აქამდე, საჩხუბაო მოედანიც კი არაა ნორმალურად, რომ კაცმა იჩხუბოს და ვის უნდა ეს ჩხუბი“, _ აღნიშნა ... ...
  • „შვილო, „გაზს დაუწიე“ - ნუკრი ქანთრია ნიკა მელიასპარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ნიკა მელიას მიმართა: „შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში... თქვენი ბელადი იქედან გმოძღვრავთ: თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ „სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავრდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ ... ...

არქივი

ზაფრანი

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...

რა საფრთხე ახლავს ბურთის თავით თამაშს

თავით თამაში ფეხბურთის დროს ჩვეულებრივი...

პირველი ჭკვიანი სექს-რობოტი ქალებისთვის

ქალებისთვის შესაძლებელი ჭკვიანი სექს-რობოტების შეძენა...

რატომ უნდა შეწყვიტოთ სახლში ფეხსაცმლით სიარული

ყველას გვიყვარს ლამაზი და მოხდენილი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...