სად გადაიკვეთა ზელიმ-ხანისა და ქართველების გზები

ისტორია

სად გადაიკვეთა ზელიმ-ხანისა და ქართველების გზები

2019 მარ 11 12:48:40

ნატო ვაჩნაძის მამას, გიორგი ანდრონიკაშვილს, ინგუშეთის ნაზრანის ოლქის უფროსს, ზელიმ-ხანის დაჭერა დაავალეს. ვაჩნაძის მონაყოლით, მამამისი თურმე ფეხს ითრევდა, მაგრამ ერთი რუსი გენერლის ნათქვამმა,  – ზელიმ-ხანი დიდი ხნის დაჭერილი იქნებოდა, მასთან შებმის რომ არ შეშინებოდათო, – ანდრონიკაშვილს ექსპედიციაში წასვლა გადააწყვეტინა. გამგზავრების წინ მასთან სახლში უცნობი კაცი მისულა და უთქვამს: "ზელიმ-ხანის გამოგზავნილი ვარ, იგი გთხოვთ, ჩემ წინააღმდეგ ნუ გამოილაშქრებთო. მიბრძანა გადმოგცეთ, ქართველის სისხლის დაღვრა არ მინდაო".

ნდრონიკაშვილმა თავისი არ დაიშალა და გაემგზავრა. სამხედრო გზაზე, ხეობაში ჩაუსაფრდა თურმე ზელიმ-ხანი და როგორც კი ანდრონიკაშვილი რაზმთან ერთად გამოჩნდა, პირველივე გასროლით მოკლა. როგორც ირკვევა, ზელიმ-ხანი ლამის ყველას წინასწარ აფრთხილებდა. ერთხელ თურმე ბანკს უნდა დასცემოდა და ხელისუფლებას აუწყა კიდევაც, იმათაც თითქოს ზომები მიიღეს, მაგრამ ზელიმ-ხანმა ბანკი მაინც გაძარცვა. ამით კი ის რუსებს ამცირებდა. არა მგონია, ანდრონიკაშვილის გაფრთხილება სინამდვილეს შეეფერებოდეს, რადგან ამ უკანასკნელმა დააპატიმრა და ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ზელიმ-ხანის ოჯახი, რის გამოც ის ანდრონიკაშვილს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა. როგორც ირკვევა, ზელიმ-ხანს ანდრონიკაშვილი თავად არ მოუკლავს. ეს უპირატესობა გადაულოცა ინგუშ თანამებრძოლს, რადგან ანდრონიკაშვილი ინგუშების ოლქის უფროსი იყო და არა ჩეჩნების. როცა მეფე ნიკოლოზ II-მ ანდრონიკაშვილის მოკვლის ამბავი გაიგო, გაბრაზებულა: ნუთუ ჩემს ოფიცრებში ისეთი არავინაა, რომ ზელიმ-ხანს ანდრონიკაშვილის სისხლი აზღვევინოსო! ბენიამენ დოლიძეს, რუსეთ-იაპონიის ომის გმირს, წმიდა გიორგის ჯვრის კავალერს და კანვოის წევრს უკისრია ამ ამბის შესრულება და უთხოვია მეფისთვის დაღესტნის ოლქში გადაყვანა. მცირე ყოყმანის შემდეგ მეფემ ნება დართო და დოლიძე დაღესტნის ცხენოსანი პოლკის როტრმისტრად დაინიშნა  (დოლიძე შესანიშნავი ცხენოსანი ყოფილა, მრავალი შეჯიბრების პრიზიორი, მათ შორის 1899 წელს მიღებული ჰქონდა 1100 რუბლი და ოქროს  სახელობითი ჟეტონი).

1911 წლის 15 სექტემბერს საინსპექციო კომისია რამდენიმე ინჟინრის თანხლებით გაემართა ტრასის შესამოწმებლად. იმის გამო, რომ საფრთხე იყო თავდასხმისა, ინჟინრებს მიჰყვებოდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის 12 რიგითი როტმისტრ დოლიძის მეთაურობით. საარქივო და საგაზეთო მასალების მიხედვით, დოლიძე მანამდეც შეხვედრია ზელიმ-ხანს – მან დააპატიმრა მისი თანამებრძოლები აიუბა და აბუბაკარი. თითქოს ზელიმ-ხანს ასევე გაუფრთხილებია ბენიამენ დოლიძეც – არ მოხვიდე, მოგკლავო.

როტმისტრ დოლიძეს მოუვიდა ცნობა, რომ ბოთლიხთან ზელიმ-ხანია ჩასაფრებულიო. ამიტომ მან დეპეშა გაუგზავნა ანდიისა და ვედენოს ოლქის უფროსებს, რათა გადაეკეტათ თავდამსხმელებისთვის უკან დასახევი გზა.

ყველა რიგითი გადაცმული იყო სამოქალაქო ტანსაცმელში და კომისიის წევრებთან ერთად იჯდა სამ ეტლში. ორი ვერსის გავლის შემდეგ კოლონა გააჩერა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რომელთაც იარაღის ჩაბარება მოითხოვეს. რიგითები დოლიძეს შეეხმიანენ, როტმისტრი ჩამოხტა ურმიდან და სროლა აუტეხა დამხდურებს, მთიდან მაშინვე სროლით უპასუხეს. დოლიძის ხალხი უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოდა, მაგრამ ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფებოდნენ და წარმოადგენდნენ იდეალურ სამიზნეს – ცამეტი კაციდან გადარჩა მხოლოდ მძიმედ დაჭრილი ორი რიგითი. ერთი ინჟინერი ტყვედ აიყვანეს, რომელიც შემდეგ გამოექცათ. თავდამსხმელებს დაეღუპათ ერთი კაცი. თურმე მოკლული დოლიძის ხმალი ზელიმ-ხანმა დაისაკუთრა.

ბენიამენ დოლიძე მეფის ბრძანებით დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ამაღლებაში. ცხედარს დაღესტნის ცხენოსანი პოლკის დეპუტაცია ჩამოჰყვა. მეფის სახელით, კუბო ვერცხლის ფოთლებიანი გვირგვინით შეუმკიათ და მისი ნათესავის, კინორეჟისორ სიკო დოლიძის მოგონებით, ყველა ცდილობდა გვირგვინისთვის თითო ფოთოლი მოეტეხაო. მარმარილოს საფლავის ქვაზე წარწერა ამოტვიფრეს: `აქ განისვენებს გვამი გმირულად დაღუპული შტაბ-როტმისტრ ბენიამენ დოლიძისა (Здесь покоится прах героически погибшего штаб-ротмистра Бениамина Долидзе~).

როტმისტრის მოკვლის სანაცვლოდ კონტრიბუციის სახით ჩეჩნებს ასი ათასი რუბლი შეაწერეს. აღებული თანხის ნაწილი მთავრობამ დოლიძის მამას გადასცა, ნაწილი კი ინჟინრების ოჯახებს. საინტერესოა, რომ მრავალი წლის შემდეგ ამ ამბავს უცნაური გაგრძელებაც მოჰყვა: 1931 წელს, ფილმის `უკანასკნელი ჯვაროსნების~ გადასაღები ადგილების შესარჩევად სიკო დოლიძე თანაშემწეებთან ერთად გაემგზავრა ჩეჩნეთში. ადგილზე რომ ჩავიდნენ, `ტაჩანკა~ დაიქირავეს და გზას გაუდგნენ. მოგზაურობის დროს ის ადგილი გაიარეს, სადაც დოლიძე მოკლეს და რეჟისორმა ეს ტრაგიკული ამბავი გაიხსენა, მეეტლე ჩეჩენი კი ყველაფერს ყურადღებით უსმენდა, რამდენჯერმე თურმე შეკითხვაც დაუსვა – მართლა თქვენი ნათესავი იყო მოკლული ოფიცერიო? როცა ადგილზე მივიდნენ, გამყოლი დაიქირავეს და ერთი ჩეჩნის სახლში დაბინავდნენ, სადაც მეორე დღეს გამყოლი უნდა მოსულიყო. იმ საღამოს მასპინძლები გულთბილად დახვდნენ, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა: არც გამყოლი გამოჩნდა, მასპინძელიც იმალებოდა... ქართველებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა. საღამოს კი მათ სამი მოხუცი ჩეჩენი ეწვია და სტუმრებთან გასაუბრება მოიწადინა. მაშინ გამოჩნდა მასპინძელი თავის უფროს ვაჟთან ერთად და საუბარს დაესწრო. მოხუცებმა გაიხსენეს ზელიმ-ხანის მიერ დოლიძის მოკვლა და ასიათასიანი კონტრიბუცია. `ახლა კი თქვენ ალბათ, როგორც ამ ოფიცრის ნათესავი, ზელიმ-ხანის მიერ დაღვრილი სისხლის ანაზღაურებას მოითხოვთ. ჩვენ კი მეტი არაფერი შეგვიძლიაო~. დოლიძე სახტად დარჩა, იგი დიდხანს უხსნიდა მათ, რომ ანაზღაურება არაფერ შუაშია, რომ ის კინოს გადასაღებადაა ჩამოსული. მოკლედ, მთელი საკუთარი მჭევრმეტყველება გამოიყენა, რომ ისინი დაეჯერებინა. მოხუცები დიდხანს ჩუმად უსმენდნენ, თანხმობის ნიშნად თავსაც უქნევდნენ, მაგრამ არ დაუჯერეს და წავიდნენ. მასპინძელმა კი წინადადება მისცა მათ, ბინა დაეტოვებინათ. გადამღები ჯგუფის წევრები ქუჩაში აღმოჩნდნენ, მათ ყველა გაურბოდა. ბოლოს ქართულის მცოდნე ერთი ქისტის მეშვეობით ყველაფერი გაიჩარხა და ისინი ამ სოფელს დიდი ვაი-ვაგლახით მოსცილდნენ.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...