შემოქმედელი მღვდლის შვილი, რომელმაც რუსეთ-ამერიკის ბანკი დააფუძნა

gurianews.com

ისტორია

შემოქმედელი მღვდლის შვილი, რომელმაც რუსეთ-ამერიკის ბანკი დააფუძნა

2018 იან 21 18:28:46

ვასილ დუმბაძე (1881-1943)  ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

წლების შემდეგ, ამერიკაში გადახვეწილი შეძლებული ვასო დუმბაძის სახლის ფოიეში ორი დიდი სურათი ეკიდა _ ჩიხტიკოპში გამოწყობილი დედისა და მღვდლის სამოსიანი მამის.

1897 წელს, ოზურგეთის სასულიერო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ლაიფციგის უნივერსიტეტში ორი დისერტაცია მოამზადა ,,ქართველები _ ეთნოგრაფიული მიმოხილვა და ,,ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება”.

1906 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან კომერციას მოკიდა ხელი და ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ ამერიკელი ფინანსისტის მორგანის შემწეობით რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებლად მოგვევლინა. ის დიდი გავლენით სარგებლობდა რუსეთის მაღალ წრეებში, ამავე დროს იყო ქველმოქმედი და თურმე ყოველმხრივ ეხმარებოდა ქართველებს. დუმბაძე ავანტიურისტული ბუნების ადამიანი გახლდათ.

საკუთარი ბიძის, წარსულში გურული ფირალების მადევარის და დაუძინებელი მტრის, 1906-16 წლებში იალტის გენერალ გუბერნატორის ივანე დუმბაძის (იმ პერიოდში ამ ქალაქს დუმბაძიას უწოდებდნენ) და რუსეთის სამხედრო მინისტრის გენერალ-ადიუტანტ ვლადიმირ სუხომლინოვის ახალგაზრდა და მომხიბლავი ცოლის წყალობით, დუმბაძე პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში რუსეთის სამხედრო სამინისტროს მომარაგების სამსახურს ედგა სათავეში და კავკასიის ფრონტს ტყვია-წამლით და საბრძოლო მასალებით ამარაგებდა (აღსანიშნავია, რომ დუმბაძეს გენერლის წოდება ჰქონდა მინიჭებული, ის სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ და მინისტრს წიგნი Генерал-адъютант Владимир Александрович Сухомлинов (1914) მიუძღვნა).

სწორედ მაშინ დაეკონტაქტა მას გიორგი მაჩაბელი და ფარულ გეგმაში ჩაითრია, რომელიც გერმანიის დაზვერვასთან მჭიდრო თანმაშრომლობით ომში რუსეთის არმიის დამარცხები ხელის შეწყობას და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებდა. იმ პერიოდში რუსეთის არმია ტყვია-წამლის ნაკლებობას განიცდიდა და ამან გამოიწვია სამხედრო უწყების მიერ დიდი შეკვეთა, რომელიც საკუთარი მარიფათის წყალობით დუმბაძემ ჩაიგდო ხელში. მან რუსეთის მთავრობისაგან 15 მილიონიანი შეკვეთა მიიღო ამერიკაში ყუმბარების დასამზადებლად (ამ საქმედან დუმბაძემ ორი მილიონი მანეთი მიიღო). სამი თვის შემდეგ დამზადებული პროდუქცია რუსულ მხარეს ჩაბარდა, საიდანაც ის სასწრაფოდ ფრონტზე გაიგზავნა.

სულ მალე ფრონტიდან საგანგაშო დეპეშების მთელი წყება წამოვიდა _ არც ერთი ჭურვი ქვემეხს არ ერგებოდა. აღმოჩნდა, რომ ჭურვები ამერიკაში კი არა, არამედ გერმანიაში დამზადდა სტანდარტით გათვალისწინებული ერთი მილიმეტრის ზომით მეტი. როგორცვ ამბობენ, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსმა ჯარმა უკან დაიხია და აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიამ წარმატებას მიაღწია. დუმბაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილით დასჯას, საკუთარი კავშირების წყალობით და ნიკოლოზ მეორის ბრძანებით, ეს სასჯელი ოცწლიანი კატორღით შეუცვალეს. კერენსკის მთავრობამ კი ის შეიწყალა. სწორედ ამ საქმის გამო გახდა დუმბაძე მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი. 

1918-21 წლებში ვასილ დუმბაძე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სტრუქტურაში არსებულ სამხედრო დაზვერვასა და კონტრდაზვერვასთან, რომელსაც საინფორმაციო-პოლიტიკური განყოფილება ეწოდებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დუმბაძე აშშ-ში გაემგზავრა. ის ისედაც შეძლებული ადამიანი გახლდათ და ცოლად მდიდარი ქალი შეირთო, რომელსაც გადმოცემით ცნობილ გაზეთში  Chicago Tribune საკუთარი წილი ჰქონდა. ემიგრაციაში ვასილ დუმბაძე ერთგვარად არაოფიციალური და არააკრედიტირებული საქართველოს ელჩის როლს ასრულებდა და ბევრს იღწვოდა: 1926 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ,,ამერიკული საზოგადოება საქართველოსთვის” და საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი, რომლის მიზანი ჟურნალ ,,ბრძოლის” (1926, #10-11) მიხედვით ,,...საქართველოს და აგრეთვე მისი მეზობელი კავკასიის რესპუბლიკების საკითხის გაცნობა ამერიკის საზოგადოებრივი აზრისათვის, რისთვისაც იმართება მოხსენებები, სწარმოებს ფართო პროპაგანდა პრესაში და სხვა.

საზოგადოებამ, სხვათა შორის, მიიწვია გამოჩენილ იურისტთა კომისია, რომელმაც ერთხმად დაასკვნა მისი (საქართველოს) დამოუკიდებლობის უდავო უფლება და ევროპაში გახიზნული დემოკრატიული მთავრობის კანონიერება”, ასევე მისი მეცადინეობით ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილა.  

1925 წელს დუმბაძემ წიგნი The Caucasian Republics: The Little Democracies the World Forgot  გამოსცა, სადაც აღწერილი იყო კავკასიური რესპუბლიკების ისტორია და მათი ბედ-იღბალი.

დუმბაძე 1924 წლის აჯანყების შემდეგ ევროპიდან ჩასულ ქართველებს ეხმარებოდა და ყველანაირად მათ ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობდა, რისთვისაც ქეიფებსა და ნადიმებს აწყობდა. ის ჯიუტად ცდილობდა, რათა საქართველოს პრობლემებით ამერიკის მთავრობა დაეინტერესებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის მაშინ არავის ეცალა. საბჭოთა საქართველოს მთავრობას, რომელმაც დუმბაძეს მამა დაუხვრიტა, მისი პიროვნება მოსვენებას არAაძლევდა, როგორც კი შემთხვევა ეძლეოდა დუმბაძეს ყოველნაირად თათხავდა.

მაგალითად, გაზეთმა ,,მუშამ” (აპრილი, 1926 წ.) მას წერილი სათაურით ,,აფერისტი ვასილ დუმბაძე” მიუძღვნა: ,,ცნობილი ვასილ დუმბაძე, რომელიც თავის თავს ,,საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს” უწოდებს, კვლავ გამოჩნდა ვაშინგტონში (ამერიკა). დუმბაძე ჩამოვიდა ვინმე ჯონ სტიუარტის თანხლებით, რომელიც თავს ,,ამერიკა-კავკასიის საზოგადოების აგენტად” სთვლის.

სტიუარტმა დუმბაძე წარუდგინა გარეშე საქმეთა კომისიის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც აღუთქვა მას, რომ კომისიაში წარადგენს რეზოლუციას ,,საქართველოს ნაციონალური რესპუბლიკის” ცნობის შესახებ. სტიუარტი სხვათა შორის ინგლისის ცნობილ საპროპაგანდო ორგანიზაციის ,,სელგრევს”-ის თავმჯდომარეთ ითვლება. საეჭვოა, რომ ჰარიმანის ჯგუფი და სხვა წრეები, რომელთაც ამჟამათ აინტერესებთ კავკასიის ბუნერივი სიმდიდრეთა ექსპლოატაციის საქმე, ნებას მისცემენ დუმბაძეს და მის ინგლისელ მფარველებს საზღვარს გადასცდნენ მათ საქმიანობაში”.

როცა 1943 წელს ვასილ დუმბაძე გარდაიცვალა, გადმოცემით, საქართველოში მისი დის სახელზე ანდერძი მისულა, სადაც დუმბაძის მემკვიდრეობაზე _ 27 მილიონ დოლარზე იყო საუბარი. თუმცა, არსებობდა თუ არა ეს თანხა, ან სად გაქრა ის, დანამდვილებით არავინ იცის.

ამონარიდი წიგნიდან ,,ქართველები ამერიკაში”.


ნახვა: 418


 ახალი ამბები
  • ქმრის სახლთან მიახლოების გამო ცოლი დააკავესშს სამმართველოს თანამშრომლებმა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, 51 წლის ქალი დააკავეს. შემთხვევა გორში, სოფელ ატენში მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 21 სექტემბერს მეუღლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ქმრის სახლში მხოლოდ ტანსაცმლის წამოსაღებად მივიდა. მოსამართლე ნინო შარაძემ ქალს ამჯერად სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა. ასევე ირკვევა, რომ ქმარს, ოჯახში ძალადობის მუხლით, პატიმრობა აქვს მოხდილი. მოსამართლის კითხვაზე, თუ სად ცხოვრობს ამჟამად ქალი, უპასუხა, რომ მეზობლად, დის სახლში. ,,ჩემი დაც დაჭერილია და სახლი მე დამიტოვა," - განუცხადა ქალმა მოსამართლეს. პროცესზე, გამომძიებელმა მაკა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ხან ერთი და ხან მეორე მხარე ხშირად ... ...
  • რა ქონებას ფლობს თვალავაძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს. 2018 წელს საჯარო მოხელის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 58 400 ლარი შეადგინა. თვალავაძის საკუთრებაშია თბილისში 100 კვმ. ბინა და 150 კვმ. საცხოვრებელი სახლი,  რომელიც 2010 წელს შეიძინა და რომლის ღირებულება 80 000 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, თვალავაძე სხვა უძრავ ქონებას არ ფლობს. გია თვალავაძის შვილის თამთა თვალავაძის სახელზეა გაფორმებული 2016 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით  შეძენილი ავტომანქანა „mazda cx72016“, რომლის ღირებულება 6 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: გია თვალავაძეს „თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე განთავსებული აქვს 2 004 ლარი. საჯარო მოხელეს სხვა ანგარიშები გახსნილი არ აქვს. გია თვალავაძის მეუღლეს, ირმა ჩხარტიშვილს, რომელიც  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტია,  ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე განთავსებული აქვს 10 000 აშშ დოლარი, ასევე, 5 000 - 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 200 ლარი.   თვალავაძე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსად 2012 წელს დაინიშნა. 2006 წელს იყო საქვეუწყებო დაწესებულება, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. 2004-2006 წლებში _ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსი. 2003-2004 წლებში ლანჩხუთის, მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. 2001-2003 წლებში _ ლანჩხუთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი. 1998-2001 წლებში _ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ... ...
  • თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩდათბილისში,  სამგორის რაიონში,  აბაშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის შედეგად 2 ოთახი,  40 კვ.მ-ის ფართობი დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • “არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ტარდება და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ “რას ვითხოვთ? გვაქვს რამე? - არჩევნების დროს კარგად მოდიან და ათას რამეს გვპირდებიან. პირველ რიგში, გვინდა გზა, შემდეგ კი ბაღის შენობა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, რომელიც უხვად არის. ხალხი არის აღელვებული და ამიტომ გამოვედით ქუჩაში. არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში. არც თხილი არ არის, მანდარანი არ ვარგა, სიმინდი არ არის, პატრონი არავინ არ გვაყვს და რა გვეშველება არ ვიცი, ეს არ არის ცხოვრება. საერთოდ, ხვარბეთი თუ არის ადგილობრივ რუკაზე, აი, ეს არის საკითხავი!“- გვითხრეს აქციის მონაწილეებმა. აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და მოისმინა ის პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივებს ... ...
  • გურულების სიძე ოზურგეთის ცენტრში შიმშილობსამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფიროსმაში მცხოვრები გელა ფუტკარაძე შიმშილობს. “ორი დღის წინ, გრიგოლეთში დამაკავეს პოლიციელებმა და გუშინ გამათავისუფლეს. გადავკვეთე ღერძულა ხაზი და ამისთვის გამომიწერეს 200-ლარიანი ჯარიმა, წამართვეს მანქანა და საბუთები, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი _ ვცდილობდი გზის გადაკეტვას, რის შემდეგ დამაკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო. ლანჩხუთის პოლიციაში გადამიყვანეს და იქ ვიყავი 10 საათის განმავლობაში. ამდენხანს არ მაქვს პასუხი - რატომ წაიყვანეს მანქანა და არც ის ვიცი, სად გადაიყვანეს. ორჯერ დავრეკე სამინისტროში, იყვნენ მოსულები და არანაირი შედეგი სახეზე არ არის.  მანქანაში მქონდა ფული და არც მიბრუნებენ? ოზურგეთში მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა რატომ დარეკე შსს-შიო. მხოლოდ ეს აწუხებს, ის რატომ არ აწუხებთ, სოციალურად დაუცველი რომ ვარ და მანქანაში დატოვებული ფულით ბავშვებისთვის პროდუქტების ყიდვას ვერ ვახერხებ. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის შიმშილობა არავის ადარდებს. ვიდრე არ დამიბრუნებენ მანქანას და საბუთებს, მანამ ვიშიმშილებ, _ გვითხრა გელა ფუტკარაძე. შსს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საბუთები პატრონს დაუბრუნდა და მანქანაც უახლოეს დროში დაუბრუნდება. უწყების ცნობით, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და პატრულის თანამშრომლებს გელა ფუტკარაძის უფლებები არ ... ...

არქივი

ზაფრანი

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...

სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში

ადამიანი სულ უფრო და უფრო...

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...