"შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა" _ინტელიგენცია გურიის გადასარჩენად

gurianews.com

ისტორია

"შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა" _ინტელიგენცია გურიის გადასარჩენად

2017 აგვ 27 13:25:12

1905 წელს გურია ხელისუფლების ორგანოებს აღარ ემორჩილებოდა, ამას კი, რუსეთის იმპერიის მთავრობა რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა.

ხელისუფლებამ სამხედრო წესები გამოაცხადა და გურიაში გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით გრენადერთა არტილერიის ნაწილი სამი ოფიცერით, ასი კაზაკი, რამედნიმე ზარბაზანი, განჯის პოლკის ექვსი როტა და პლასტუნების მთელი პოლკი გაგზავნა. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, "რაც საჭიროა ომიანობის დროს."

რუსული გაზეთის "ნოვოსტის" წერილის მიხედვით, მთავრობას თურმე ჩაფიქრებული ჰქონია გურულების გადასახლება შუა აზიაში, რადგან ,"გურულები გმირი ხალხია, სიკვდილისა არ ეშინიან, თავგანწირული ბრძოლა შეუძლიან და რომ მთავრობამ გურულების ნაციონალური ძალა უნდა გამოიყენოს იმპერიის სამფლობელოების გასამაგრებლად შუაგულ აზიაშიო.”

ე. ი. გურულებს იგივე, ანუ სადამსჯელო მისია, უნდა დაკისრებოდა, რასაც კაზაკები ასრულებდნენ საქართველოში, მარტივად რომ ვთქვათ, მათი მოშორება უნდოდდათ...

სწავლა სიბერემდეო – ამბობს ბრძენი, ძველი ხალხი... რამდენი ხანია გურულების შესახებ ისტორიებზე ვმუშაობ და სულ ახლახანს აღმოვაჩინე (ჩემთვის, რასაკვირველია), რომ ეს ამბავი ნამდვილი ყოფილა.

ცნობილი შალვა მაღლაკელიძე ყვება ერთი დაკარგული დოკუმენტის შესახებ, რომელიც შეადგინა ალიხანოვ-ავარსკის მიერ დანიშნულმა ოზურგეთის მაზრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზაკუსოვმა და მეფისნაცვლის გვერდის ავლით (ამის ნება ჰქონდა) ნიკოლოზ II-ს გაუგზავნა.

იქ ასეთი სიტყვები იყო: ,,Гурийцы, как племя, преступное по  природе, по своему рождению... преступное и неисправимое, со всеми семьями должны быть выселены в отдаленные губернии Сибири” (გურულები, როგორც ტომი დამნაშავეა თავისი ბუნებით... დამნაშავე და გამოუსწორებელი, თავისი ოჯახებით უნდა გადასახლებულნი იყვნენ ციმბირის შორეულ გუბერნიებში...".

მოკლედ, გურულებს ყველა ერჩოდა, იმიტომ რომ სხვებისგან გამორჩეულნი იყვნენ... გაიხსენეთ რას წერდა გურულების შესახებ ჟანდარმერიის პოლკოვნიკის როჟანოვი, თურმე ტერმინი გურული ეტიმოლოგიურად აღნიშნავს ,,მუდმივ ყაჩაღს” - Вечный разбойник (! - ი. მ.) და ამას შემდეგნაირად ხსნის: "...ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან... თურქებთან მუდმივმა შეტაკებებმა (გოგოების გულისთვის), მეორეს მხრივ კი, შავ ზღვაზე მცურავ ვაჭრებზე საზღვაო თავდასხმებმა, გურულებისაგან შექმნა მამაცი და განვითარებული ყაჩაღები; ყაჩაღობა იმდენად შევიდა მათ ჩვევებში... რომ თავადები, მემამულეები და მღვდლები სათარეშოდ თავის გლეხებთან ერთად დადიოდნენ. დღეს გურულები ქართველთა შორის წარმოადგენენ ყველაზე განვითარებულ და მებრძოლ ხალხს.”).

საინტერესოა ამ რაპორტის შემდეგი ბედიც – ის ჩაუვარდა ხელში მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს და საკუთარი ხელმოწერით გადაუგზავნა მეფეს.

ნიკოლოზ II კი ვორონცოვის აღზრდილი იყო (იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ვორონცოვის მიერ შექმნილი კავკასიელი მუსლიმებით დაკომპლექტებული ,,ველური დივიზიის” უფროსად მეფის უმცროსი ძმის, განდეგილი მიხეილ რომანოვის დანიშვნა მეფისნაცვლის იდეა. იყო ეს მიუთითებს თუ რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა ვორონცოვს ნიკოლოზ II-ზე).

როგორც კი წერილი მიიღო, ნიკოლოზმა ზედ წააწერა ,,ბიძია ილარიონს ნიკისაგან” (შემოკლებით ნიკოლოზისაგან), ანუ თავად მან რაპორტი არ განიხილა და როგორც გენებოს ისე მოიქეციო. ვორონცოვ-დაშკოვმა კი არც აცია და არც აცხელა და დოკუმენტს შემდეგ წააწერა: ,,Фельдфебель Закусов (მაზრის უფროსს ფელდფებელი უწოდა) находясь  на посту уездного начальника называет племенем Гурийцев, не знает даже, что Гурийцы такие  же Грузины, как все остальные, может быть даже лучше, потому что они говорят общим  литературным Грузинским языком... Фельдфебель немедленно должен быть отстранен за незнание, за неумение управлять!” (ფელდფებელი ზაკუსოვი, რომელიც მაზრის უროსის თანამდებობას იკავებს, ტომს უწოდებს გურულებს, მან ისიც არ იცის, რომ გურულები ისეთივე ქართველები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, შესაძლებელია უკეთესიც, რადგან ისინი საუბრობენ საერთო ლიტერატურული ქართული ენით...  ფელდფებელი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უცოდინრობისა და მართვის უნაარობის გამო!).

მოკლედ რომ მოვჭრა, საკუთარ წინდაუხედულობას შეეწირა პოლკოვნიკ-ფელდფებელი...

ასეთმა თითქოსდა გულთბილმა დამოკიდებულებამ გურულებს არანაირ შვება არ მოუტანა - გურია ისევ დარბევის საშიშროების წინ იდგა. ქართული საზოგადოება წინ აღუდგა კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და გურიის განადგურებაზე ხელის აღება მოსთხოვა.

ჟურნალ ,,მოგზაურის” ცნობით, სასწრაფოდ შედგა დეპუტაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელებისაგან, დეპუტაციას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მთავრობა არ დააბრუნებს ალიხანოვ-ავარსკის მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო - ,,костьми ляжем” - ძვლებად დავიყრებითო (ეს განცხადება ჭავჭავაძემ რუსულ ენაზე გააკეთა).

ვაჟა-ფშაველს კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო. ეს დუპუტაცია მოწმობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იმ დროს თითქმის ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები ერთ მუჭად იყვნენ შეკრულნი გურიისა და მისი ხალხის დასაცავად.

ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით გურიის ვითარების შესასწავლად შეიქმნა დეპუტაცია, სადაც თაყაიშვილიც იქნა შეყვანილი. ,,მოვემზადენით და ორ დღეში გურიაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი, ის წარუდგა მაშინვე ვორონცოვს და მოახსენა, რომ ოზურგეთში ყველაფერი მოაგვარა, ხალხი დაამშვიდა, ინცინდენტი მოხდა მაზრის უფროსის უტაქტობით, არავითარი დეპუტაცია არ არის საჭიროო.”

გურია კიდევ ერთხელ გადარჩა - მთავრობა ამჯერადაც წავიდა დათმობაზე და გურიისკენ მიმავალი რაზმი გზიდან დააბრუნეს.

სხვათაშორის, 1905 წლის ნოემბერში, რათა რამენაირად დაეშოშმინებინა ამბოხებული გლეხობა, ვორონცოვ-დაშკოვმა რუსეთის მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რის მიხედვითაც სანადელო მიწები უსასყიდლოდ გადაეცემოდა გლეხებს საკუთრებაში, ასევე მცირემიწიან გლეხებს კი თავისუფალი სახაზინო მიწები დაურიგდებოდა. სახელმწიფო საბჭომ ეს პროექტი არ მოიწონა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფისნაცვალმა სრულიად განსსხვავებული პროექტი შეადგინა, რომელიც მემამულეთა ინტერესებს იცავდა. ამჯერად, კანონი სახელმწიფო საბჭომ მოიწონა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, 1905 წლის 22 ოქტომბერს ნასაკირალზე მომხდარმა თავდასხმამ და მაზრაში მიმდინარე უმართავმა მოვლენებმა ხელისუფლება განარისხა და ოზურგეთის მაზრაში ისევ გაგზავნეს ჯარი (,,იმ ჯარიდან, რომელიც ტფილისიდან გურიაში გაჰგზავნეს, გამოაცალკავეს ქართველი და სომეხი სალდათებიო”, გვამცნობდა ,,ცნობის ფურცელი”, #2938, 1905) გენერალი ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით, რომელსაც გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის ,,კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდის და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც მთელი სოფლები მოესპოთ, სახლები გადაებუგათ და მცხოვრებნი დაეპატიმრებინათ”, - წერდა მოგონებებში ექვთიმე თაყაიშვილი.

ქართველი საზოგადოება კვლავ აღდგა გურიის დასაცავად. თბილისში, ნაძალადევში გაიმართა 3 ათასკაციანი მიტინგი, რომელმაც მოითხოვა გურიის დასარბევად წასული ჯარის გამოწვევა და სამხედრო წესების მოხსნა.

დავით სარაჯიშვილის ბინაში შეიკრიბნენ ქართველი ინტელიგენტები და გადაწყვიტეს, რომ ვორონცოვ-დაშკოვთან კიდევ ერთხელ გაეგზავნათ დეპუტაცია, რათა ეთხოვათ რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი გამოეწვია და გურია დაღუპვას გადაერჩინათ. ილია ჭავჭავაძემ ამჯერად წასვლაზე უარი განაცხადა, რადგან ,,ამ ცოტა ხნის წინათ ვარწმუნებდით, რომ გურულები მთავრობას აღარავითარ წინააღმდეგობას აღარ გაუწევენო.”

ახალი დეპუტაციის წევრები ვორონცოვ-დაშკოვმა ისინი თავის კაბინეტში მიიღო. ყურადღებით მოუსმინა ყველას და პასუხად უთხრა: ,,თქვენ ამბობთ, რომ გურულები არ არიან რუსეთის მთავრობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს საიდან ჩანს? ჯერ ერთი, სამი წელიწადია სახელმწიფო გადასახადი არ შემოუტანიათ, მაზრის უფროსი გააძევეს, რუსის პოლიცია მოხსნეს, სამომრიგებლო სასამართლო გაიჩინეს, ესეც არ აკმარეს და ახლა ჩვენს ჯარს თავს დაესხნენ და ამოწყვიტეს... მე ახლა ჯარის დაბრუნება უკან აღარ შემიძლია, ეს ყოვლად შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა.”

ამ პასუხის შემდეგ, ნებართვის გარეშე, ექვთიმე თაყაიშვილმა საუბარი დაიწყო: ,,ბრძენი მმართველის მოვალეობაა მშვიდობიანი გზით გადაჭრას – ყველა მნიშვნელოვანი საკითხი – სამხედრო რეპრესიების დაუხმარებლად, როცა კი შესაძლებელია. მე თვითონ გურული ვარ, - კარგად ვიცნობ გურიას და ღრმადა ვარ დარწმუნებული, მათ რომ სცოდნოდათ მანიფესტის ამბავი... ეს ინციდენტი არ მოხდებოდა, ვინაიდან მანიფესტი იძლევა ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს, რასაც ისინი მოითხოვდნენ და ესწრაფოდნენ... ჯერ კიდევ საკითხავია, გურულები დაესხნენ თავს სამხედრო რაზმს, თუ სამხედრო რაზმი – გურულებს...”

თაყაიშვილმა დეპუტაციის სახელით დაბეჯითებით მოითხოვა მეფისნაცვლის ნდობით აღჭურვილი პირის გაგზავნა გურიაში. ვორონცოვ-დაშკოვი ცოტა ხნით გაჩუმდა და დეპუტაციას გამოუცხადა: „დავფიქრდები და შემდეგ გაცნობებთო.,, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მათ აცნობეს, რომ ვორონცოვი თანახმაა გურიაში გაიგზავნოს დეპუტაცია. როცა ეს ამბავი ილია ჭავჭავაძემ გაიგო, გაუკვირდა და თქვა: ,,ეს დიდი, დიდი მიღწევაა, მე არ მოველოდი ამას.”

გურია ამჯერადაც გადარჩა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. 1906 წლის იანვარში სადამსჯელო რაზმმა გურია, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილები, ცეცხლითა და მახვილით შემუსრა. ეს ალიხანოვს არ აპატიეს და 1907 წელს გიუმრიში ქართველმა რევოლუციონერებმა, და არა დაშნაკებმა, როგორც წერენ, საიქიოს გაისტუმრეს, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • ხულოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლახულოში სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,  ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში (R)ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მედია წარმომადგენლებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პირველი აგვისტოდან პირველ ოქტომბრამდე  განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.  თამარ ჟვანიამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაწეული საქმიანობა გააცნო. 2018 წელს ცესკომ გაზარდა ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობები და გარდა პარტიების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნისა, პირველად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს მისცა ალტერნატიული, გამარტივებული შესაძლებლობა, დამკვირვებლები დანიშნონ ონლაინ, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო და სამოქალაქო საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.  „ჩვენი საქმიანობა შეეხება ყველა იმ სასწავლო და სატრენინგო პროგრამას, საორგანიზაციო საკითხს, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას საქართველოში. ანგარიში მოიცავს ყველა იმ სატრენინგო პროგრამას რომელიც განახლებული მეთოდოლოგიით ემსახურება სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე ჩართული მხარეების მომზადებას. წელს განსაკუთრებული აქცენტი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველზე და მათ აქტიურობაზე. ამავდროულად ანგარიშში ასახულია შშმ პირებისთვის მიწოდებული სერვისები, ასევე ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჩართული მხარეებისთვის, თითოეული ამომრჩევლისთვის მიწოდებული ყველა ის ინფორმაცია და სერვისი, რომელიც მათ თავისუფალ გარემოში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?