შვიდდღიანი ხანძარი 2006 წელს და გადამწვარი 600 ჰექტარი

ისტორია

შვიდდღიანი ხანძარი 2006 წელს და გადამწვარი 600 ჰექტარი

23 აგვ. 2017, 21:16:55

2006 წლის აგვისტოში, აბასთუმანში ტყეს ხანძარი გაუჩნდა. ხანძარს მაშინდელი ხელისუფლება ერთი კვირის განმავლობაში აქრობდა. საბოლოოდ, სტიქიამ 600 ჰექტარი ტყე შეიწირა.

აი, რას წერდა radiotavisupleba.ge 2006 წლის 21 აგვისტოს:

აბასთუმანში ხანძრის მიერ მიყენებულ ზარალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, სპეციალურად შექმნილი კომისია შეისწავლის.

დავით ტყეშელაშვილი ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ საქართველოს მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და განსაკუთრებულ მადლობას, თურქულ და უკრაინულ ავიაციასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას უხდის. უკრაინული ვერტმფრენი და თვითმფრინავი ჯერ კიდევ რჩება აბასთუმანში. მუშაობას განაგრძობს საგანგებო შტაბიც, მინისტრის მოადგილის სოფო ახობაძისა და მხარის გუბერნატორის გოგა ხაჩიძის ხელმძღვანელობით. 

შვიდდღიანი დაძაბული შრომის შემდეგ აბასთუმანში სიმშვიდემ დაისადგურა. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სრული ჩაქრობისათვის უკრაინული ავიაცია ჯერ კიდევ განაგრძობს პატრულირებას ნახანძრალ ტერიტორიაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა უკვე დატოვა აბასთუმანი. დავით ტყეშელაშვილის ბრძანებით, 21 აგვისტოს შეიქმნა კომისია, რომელიც ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს შეისწავლის. 

[ტყეშელაშვილის ხმა] "ჩვენ დავდეთ ზუსტი გეგმა, პუნქტობრივად გაწერილი, როგორ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ, პირველი, დავაწესოთ მორიგეობა, რომ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გავიგოთ როგორი მდგომარეობა იქნება ხანძრის ზოლში; მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა აღვნუსხოთ რეალური ზარალი."(სტილი დაცულია)

ინფორმაციას ტყეში არსებული სიტუაციის შესახებ მინისტრსა და საგანგებო შტაბს უკრაინელი მფრინავები აწვდიან. ამ დროისათვის 2 ძირითადი კერა მაინც არსებობს ადიგენის რაიონის წახნის სატყეო უბანში. უფროსი მფრინავი პეტრე ნასიკოვსკი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია, მაგრამ სამუშაოები ჯერ კიდევ უნდა გაგრძელდეს: 

[ნასიკოვსკის ხმა] "ყველაფერი დამოკიდებულია იმ ნაწილზე, სადაც იყო ხანძარი. იქ, სადაც ტყე იწვოდა, აღარაფერია დარჩენილი, ახლაც 2 ძირითადი კერაა. მთავარი ის არის, რომ ბალახს უკიდია ცეცხლი, რომელსაც მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არ ჩანს, და შემდეგ ახალ ადგილას მოულოდნელად აალდება. როდის ჩაქრება, ამის წინასწარ თქმა ძნელია, ჯერ კიდევ საჭიროა საქმის კონტროლირება."

უკვე განვლილ დღეებს მოსახლეობაც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც მშვიდად იხსენებენ, თუმცა ერთხმად აღიარებენ, რომ აბასთუმანს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. ვითარება განსაკუთრებით ხანძრის გაჩენიდან მეოთხე დღეს გართულდა, მაშინ, როცა ქარმა მიმართულება შეიცვალა და ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა. მეტყევე ნოდარ ლოლაშვილი შექმნილ ვითარებას ასე აღწერს:

[ლოლაშვილის ხმა] "საშიშროება ახლა უკან, ახალციხის მხარეს, დააწვა. ქარის მიმართულება შეიცვალა. ახლა რომ შეიცვალოს ვითარება და აქეთ წამოვიდეს, დღესვე ემუქრება აბასთუმანს. ძალიან ცუდი სიტუაციაა, არ ჩანს, ბურუსია, ხეობა არის ბურუსით მოცული, ზემოდანაც ვერ აკონტროლებენ, ისეთი მძიმე სიტუაციაა. აბასთუმნის მხარე უნდა გადაიკეტოს, პირველ რიგში, იქ უნდა მივცეთ კოორდინატები. ყველაზე ნაღდი ეგაა, აქეთ უნდა დავიცვათ, თორემ მაქეთ კიდევ რაცხა ეშველება. იქეთ მინდორზე გავა, სახანძროებით ჩავაქრობ. იქეთ ტყე-პარკზე გავა, მიმდგარია უკვე."(სტილი დაცულია)

მძიმე ვითარების გამო აბასთუმანში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი გაწეულ დახმარებაზე საუბრობს:

[სააკაშვილის ხმა] "ჯერ ერთი, ზარალი, რომელიც მოგვაყენა ამ ცეცხლმა... მაგრამ ბევრად უარესი შეიძლება ყოფილიყო. ყველაზე საუკეთესო საჰაერო ძალები ცეცხლის ჩაქრობაში ჰყავს თურქეთს. ასევე დაგვეხმარნენ თურქები 2004 წელს, როდესაც ჩვენ მივმართეთ თხოვნით. კარგი კომბინაცია, ძალიან კარგი თანამშრომლობაა ბრიტანელების და თურქების. ბრიტანელებს აქვთ დიდი გამოცდილება ცეცხლის ჩაქრობის. ისინი აძლევენ კოორდინატებს, თურქები აქრობენ."

მდგომარეობის გართულებას რეგიონში შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტიც მოჰყვა. პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილსა და დავით ტყეშელაშვილს დავალებები მისცა. მინისტრები ხალხში გავიდნენ.

[მერაბიშვილი და ხალხი] "ნაშველები არა ხართ, ხალხო? კარგი ამინდია, გრილა, მთელ საქართველოში ცხელა. ყველაფერი კარგად არის. არაფერი პრობლემა არ არის. თუ რამე იქნება, გეტყვით." 
"არ დავიწვათ, მაგის გვეშინია, ჩვენებური კაცი ხარ, სიმართლე გვითხარი." 
"თუ ვინმე გეტყვით საშიშიაო, უთხარით, რომ პროვოკატორი ხარო." 
"უი, მაგას რა სჯობია, შენ გაიხარე, ჩვენებური კაცი ხარ, ჩვენებური." 
"ამ დასახლებას საფრთხე არ ემუქრება. მე აქა ვარ. სანამ არ ჩაქრება, არ წავალ." 
"რომ ჩამოვიდეს, მერე რა ვქნათ?" 
"აქა ვარ, არსად არ მივდივარ."(სტილი დაცულია)

დასახლებული პუნქტისკენ ხანძრის გაძლიერებას, ბრიტანელი ექსპერტების დასკვნებით, თავიდანვე გამორიცხავდა საგანგებო შტაბი. დავით ტყეშელაშვილმა ბუნებრივ პირობებზე ისაუბრა:

[ტყეშელაშვილის ხმა] "აქ არის კლდოვანი მასივი, იმ მიმართულებით, რაზეც საუბრობთ, რომელიც აუცილებლად გააჩერებს ამ ხანძარს ბუნებრივად. ჩვენთან აქ მუშაობენ ინგლისელი ექსპერტები, რომლებისგანაც ვღებულობთ მიწიდანაც და ჰაერიდანაც აბსოლუტურად ზუსტ დასკვნებს. ხედავთ, რა ტემპერატურა არის?! პრაქტიკულად ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ხანძარი, რომელიც ყოფილა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში."(სტილი დაცულია)

20 აგვისტოს ხანძრის ჩაქრობის გამო შტაბის წევრებმა სახელდახელო კონცერტი გამართეს და, 600 ჰექტარზე მეტი გადამწვარი ტერიტორიის მიუხედავად, განაცხადეს, რომ აბასთუმანი აღმავლობის გზას ადგას. საქართველოს საგარეო სამინისტრომ განსაკუთრებული მადლობა თურქეთის რესპუბლიკას, უკრაინის მთავრობასა და ბრიტანულ კომპანიას გადაუხადა. ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის, რუსეთისა და ავსტრიის მთავრობების მადლიერია მათი მხრიდან გამოხატული მზადყოფნის გამო. საქართველოს მთავრობა ხანძარსაწინააღმდეგოდ საჭირო რეზერვუარების შესყიდვის საკითხს განიხილავს.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...